საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ეთნოსი და ზნე-ჩვეულებანი

ზვიადობა
გაიოზ მამალაძე

არავითარ შემთხვევაში მონარქია არ უნდა ჩაითვალოს პანაცეად... მთავარი არის მთელი ერის ნადვილი მისწრაფება თავისუფლებისაკენ და ურთიერთ სავალდებულო სიყვარული, ამ შემთხვევაში იქნება პანაცეა - ღვთის წყალობა ანუ ნამდვილი ქართული სახელმწიფო, რომელიც დაიცავს მოქალაქეების უფლებებს, სოციალურად უზრუნველყოფს მათ და ქართველი ერის ეროვნულ სახეს შეინარჩუნებს... ვფიქრობთ, მონარქია ამ გზაზე ერთი კარგ ბილიკია (და პოლიტიკური ტექნოლოგია)... თუ ხალხი მოინდომებს ამას...

მანამდე კი საჭიროა თავისუფლებისა და თანასწორობის, სოციალური სამართლიანობის ბილიკზე გასვლა პრორუსული დანამატებისა და რუსეთის იმპერიის ინტერესების გამტარებელთა გარეშე... 

ახლა რუსეთი ცდილობს ყველა იდეოლოგია მის ხელში იყოს... ეს არ გამოუვათ, პრორუსები დარწმუნდებიან, იმედი მაქვს, რუსეთის დანაშაულობებში, რუსეთის გავლენის აგენტები, მისი მაქებრები უსათუოდ გაკოტრდებიან, რუსეთის იმპერიას კი მომავალი არ აქვს... ის დაინგრევა, როგორც დაინგრა ფარაონის ეგვიპტე...

 გთავაზობთ ჩემს ესეს "ზვიადობა", გავიხსენოთ რუსეთის იმპერიის ერთ-ერთი უდიდესი მტრისა და საქართველოს ნამდვილი რაინდის - ზვიად გამსახურდიას ძვირფასი სახელი...

გ. მამალაძე

ზ ვ ი ა დ ო ბ ა

(შემოკლებული ვარიანტი)

 

ზვიადიზმი ნაციონალიზმის სახელწოდების პერსონაფიკაციის ნიშანს ატარებს. დღეს პროფანებისთვის ნაციონალიზმი სალანძღავი ტერმინია. მათი აზრით, ნაციონალიზმი არადემოკრატიული და ადამიანისთვის არაბუნებრივი, შეურაცხმყოფელი მოვლენაა. ასე ფიქრობს დასავლეთზე მოდურად „ორიენტირებული“ ადამიანების ნაწილი, რომელთაც განათლება ფრიად საბჭოური აქვთ და აზროვნება პოსტ-საბჭოური.

 

გადავხედოთ, როგორ არის განმარტებული ნაციონალიზმი არასაბჭოურ (დასავლურ) ენციკლოპედიებში:

 

„ნაციონალიზმი არის რწმენა იმისა, რომ ყოველი ადამიანი ვალდებულია გამოავლინოს უანგარო ერთგულება თავისი ერისადმი” (Enciclopetia Britanica v. 12 1973-1974).

 

„ნაციონალიზმი არის გონების მდგომარეობა დამახასიათებელი განსაზღვრული ხალხისათვის, რომელთაც აქვთ ჰომოგენური კულტურა, ცხოვრობენ ერთად მჭიდრო კავშირში განსაზღვრულ ტერიტორიაზე და აქვთ რწმენა თავიანთი გამორჩეული არსებობისა და საერთო ბედისწერისა. ამ ხალხს აქვს ურთიერთთანაგრძნობის ღრმა შეგრძნება და ერთგულება საკუთარი ჯგუფისადმი.

 

ნაციონალიზმი აყენებს თავისი ჯგუფისადმი ერთგულებას უფრო მაღლა, ვიდრე სხვა ერთგულებებს და მოითხოვს სიამაყეს ამ ჯგუფის მიღწევების გამო” (Encyclopedia Americana v. 19 1966).

 

“ნაციონალიზმი არის:

 

1) მოძღვრება, რომელიც ამტკიცებს ეროვნული ინტერესების უპირატესობას ამავე ერის ჯგუფების, კლასების, ინდივიდების ინტერესებთან შედარებით.

 

2) ინდივიდთა პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც ცდილობს საკუთარი ერის ბატონობა განამტკიცოს ცხოვრების ყველა სფეროში” (Petit Larouse. Paris 1988).

 

ზედმეტია აღნიშვნა, მაგრამ მაინც ვიტყვი - ჭეშმარიტ ნაციონალიზმს არავითარი კავშირი არ აქვს შოვინიზმთან, ის შოვინიზმის საპირისპირო, საწინააღმდეგო მოვლენაა. ნაციონალიზმი ნამდვილი, გაწონასწორებული ლიბერალიზმისა და დემოკრატიის, თავისუფლების გამოვლინებაა.

 

ნაციონალიზმი ყოველი ხალხის გულისგულში არსებული გრძნობის, განწყობის სააშკარაოზე გამოტანასა და ცხოვრების მიზნად დასახვას ითხოვს. ამას განსაკუთრებული პიროვნებები ახერხებენ, ამიტომ ნაციონალიზმი ემყარება მითსაც განსაკუთრებული პიროვნების, ზეკაცის შესახებ, და საძმოს, სამეგობროს, შეფიცულთა ლეგენდას.

 

ქართულ ნაციონალიზმზე დიდი ზემოქმედება იქონია ქართველთა ქვეცნობიერში დაიმედებულმა ოქროს აკვნისა თუ ჯაჭვების ამწყვეტი ამირანის მითებმა. დიდი პიროვნების, ნიცშესეული ზეკაცის (ქართულად მზე-კაცის) იდეა უხსოვარი დროიდან იდო ქართულ ცნობიერებაში.

 

ქართული ნაციონალიზმის პერსონიფიცირებას, პერსონასთან გაიგივებას, გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, ხელი შეუწყო ქართული მწერლობის კლასიკოსის, კონსტანტინე გამსახურდიას ფენომენმაც. ქართველი ერის ისტორიის მანძილზე, ყველა დიდი ქართველი მწერალი ნაციონალიზმის იდეოლოგი იყო. ქართველი კლასიკოსის ოჯახში აბა ვინ გაიზრდებოდა, თუ არა ნაციონალისტი. ეს ხალხის გონებაში მყარად იყო გამჯდარი.

 

გარდა ამისა, ქართულ ცნობიერ თუ არაცნობიერ აზროვნებაში დიდი ადგილი აქვს რუსთველს. ქართველები მუდამ ვეძებთ “ვეფხისტყაოსანში” აღწერილ იდეალებს, მაგალითად მეგობრობას. თავად ხშირად ვერ  ვპოულობთ, მაგრამ სხვათა მეგობრობაში მტკიცედ გვწამს რომ იქნება. ზვიადმა და მერაბმა ტარიელისა და ავთანდილის იდეალური მეგობრობის რეალობა დაგვანახეს, “ვეფხისტყაოსნის” “სინამდვილე” დაგვიმტკიცეს. მერაბი აღიარებდა თავის ავთანდილობას, და ზვიადის ტარიელობა, “პირველობა” უეჭველი ხდებოდა ასეთი კრისტალურად სუფთა პიროვნების მტკიცებით.  

 

მერაბი ქართველი კაცის გაუტეხლობის სიმბოლოდაც იქცა.

 

ეს უკვალოდ არ ჩაივლიდა.

 

მერაბისა და ზვიადის ქართული გარეგნობაც ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ - ნამდვილი იბერიული რასა.

 

ბიოგრაფიამაც დიდი როლი ითამაშა, რასაკვირველია -

 

როცა ობივატელები მკვდარი თევზებივით მიჰყვებოდნენ საბჭოურ დინებას, ზვიადი და მერაბი კალმახების მსგავსად კამკამა სათავეებისაკენ მიაპობდნენ ჩქერებს ახალი თაობების შესაქმნელად.

  

განსაკუთრებული როლი სახელმაც ითამაშა - განგებამ, საგანგებოდ, მამის მეშვეობით, შეურჩია სახელი.

 

სახელი ზვიადი წყაროებში XI საუკუნეში ჩანს - სპასალარი ზვიად მარუშიანი. ჩემი აზრით, იგი უნდა იყოს საქართველოს გაერთიანების ორგანიზატორის, დიდი იოანე მარუშისძის შვილი. მანამდეც, ალბათ, არქმევდნენ ამ სახელს საქართველოში. მერეც ჩანს ეს სახელი დოკუმენტებში, ოღონდ იშვიათად. კონსტანტინემ ხელახლა შემოიღო პრეცედენტი ვაჟისთვის ერთ-ერთი ვაჟკაცური სახელის - ზვიადის დარქმევისა. ხალხმა  აიტაცა და ტრადიციად აქცია. დიდი ადამიანები დიდად მოქმედებენ ხალხზე, ისინი ქმნიან ტრადიციას.

 

ზვიადი ამაყს, გაუტეხელს, დიდებულს, გოროზს, ამაღლებულს, ვაჟკაცურს, მიუწვდომელს, მონუმენტურს ნიშნავს (აქვე გავიხსენოთ, რომ ნაციონალისტური ხელოვნება მონუმენტურია).

 

ზვიადია კავკასიონის მყინვარქედები (ჩვენ ქედი ვახსენეთ, მყინვარი. ნუ შევუპირისპირებთ ერთმანეთს მყინვარსა და თერგს, ამ შემთხვევაში ზვიადობა ორივეს მოიცავს, თერგი მყინვარიდან გამოდის, თერგი მყინვარის თანანაწილია); ზვიადია სვანეთის ბუნება; ზვიადი იყო გიორგი VII, რომელმაც თემურ ლენგს მისწერა, მე შენზე უმცირე არა ვარო;

 

სხვა სახალხო მოვლენები, მიმდინარეობები, რომლებიც პერსონების სახელთან არის დაკავშირებული, არ არის შინაარსობრივად, ეტიმოლოგიურად, თუ სხვა, ასე დამუხტული. მაგალითად, ფრანკიზმი, ჰიტლერიზმი, სტალინიზმი, ლენინიზმი და სხვა. აღარაფერს ვამბობთ ზნეობრივად სრულიად განსხვავებულობაზე.

   

ზვიადობაა არ დააჩაგვრინო ქვეყანა; ზვიადობაა არ დაეცე, თუ დაეცემი ადგე და გააგრძელო ბრძოლა; ზვიადობაა ქრისტე ვერ ამოგიშანთონ გულიდან; ზვიადობაა გარდაცვლილი მამის საფლავთან ამაყად მისვლა; ზვიადობაა შვილებისათვის მამის ან ისტორიული გმირების სახელთა დარქმევა;

 

ზვიადობაა სიკვდილთან შერიგება, ქრისტიანი რაინდი სიკვდილთან შერიგების გარეშე ომში ვერ წავა;

 

აბა წარმოვიდგინოთ, როგორი გამომეტყველება ექნებოდათ დიდგორისკენ მიმავალ დავით აღმაშენებლის თანამებრძოლებს - ზვიადი. ზვიადი სახეებით დაუხვდნენ რვაჯერ, ათჯერ მრავალრიცხოვან მტერს. წარმოვიდგინოთ როგორი სახეები ექნებოდათ შალვა და ივანე ახალციხელებს...

 

ზვიადია ქართველი ერი გადამწყვეტ წუთებში. ზვიადობა ნაციონალისტური სტილია, ნაციონალისტური მეომრობის განწყობაა.

 

ზვიადობას არავითარი კავშირი არ აქვს ამპარტავნობასთან, მედიდურობასთან.

  

ზვიადობა სულაც არ გამორიცხავს თავმდაბლობას, პირიქით. ზვიადობისათვის აუცილებელია თავმდაბლობა, ქრისტიანული თავმდაბლობა, უბრალოება. დავით აღმაშენებელზე და მის მეომრებზე თავმდაბალი ვინ იქნებოდა.

 

რაც მთავარია, ზვიადმა სააშკარაოზე გამოიტანა თაობათა და თაობათა ნაოცნებარი. მეომრებად აქცია და გამარჯვების იმედი ჩაუსახა მეომართა რასის შვილებს. ყველასათვის საერთო, ყველასათვის საყვარელი, ყველასათვის ძვირფასი, ყველას გულისგულში მყარად ჩაბუდებული - გენის მოცემულობა გააღვიძა. ხალხი და პიროვნება გაიგივდა ერთ მცნებაში - ნაციონალიზმში, ზვიადობაში.

 

ზვიადმა დროისა და ვითარების შესაბამისად გადაახალისა ეროვნული იდეოლოგია (რა ადვილია სათქმელად „გადაახალისა“, ილიას მერე საქართველოს არ ჰყოლია ასეთი დიდი იდეოლოგი).

 

ნაციონალისტობა ზვიადობაა, ამიტომაც დაერქვა მეოცე საუკუნის დასასრულის ნაციონალიზმის აზვირთებას ზვიადიზმი. ზვიადი როგორც ადამიანი და ზვიადობა, როგორც მოვლენა, მთლიანად, ბუნებრივად, ორგანულად გაიგივდა, გათავისდა ერთმანეთში, შეერწყა ერის კოლექტიურ ცნობიერებას, უფრო სწორად, გამოვიდა მისგან.

 

ზვიადისტობა, ნაციონალისტობა თავისი ჭეშმარიტი გაგებით ბუნებრივია, ორგანულია, კოლექტიურია. არქეტიპებთან საუბრის, მასთან გაერთიანების სურვილის შედეგია, კეთილშობილი ნაციონალური ინსტიქტების, გულის მიყოლაა.

მამული, ენა, სარწმუნოება

2017-06-27
წინასწარმეტყველისა ელისესი (IX ს. ქრისტეს შობამდე); წმ. მეთოდიოსისა, კონსტანტინოპოლელი პატრიარქისა (847).
ელისე - წინასწარმეტყველი და გულთამხილავი
წინასწარმეტყველი ელისე, ვისი ხსენებაც აღესრულება 27 ივნისს, იყო ელია თეზბიტელის მოწაფე და მემკვიდრე. ღმერთმა ელისე დიდ წინასწარმეტყველად აქცია და მრავალ სასწაულს ახდენდა მისით. ერთხელ, როცა ელისე ქალაქ იერიქონში იყო, ამ ქალაქის მცხოვრებნი მივიდნენ მასთან და უთხრეს: ”კარგი მდებარეობა აქვს ამ ქალაქს...მაგრამ ცუდი წყალი აქვს და უნაყოფო მიწა”. მაშინ ელისემ მოითხოვა მოეტანათ ერთი ახალი თასი და შიგ ცოტაოდენი მარილი ჩაეყარათ. როცა თასი მოუტანეს, წყაროსთან მივიდა, შიგ მარილი ჩაყარა და თქვა, რომ უფლის სიტყვით წყალი გამოსწორდებაო.
ნიფონტ ათონელი - წმიდა ბერი
წმიდა ნიფონტ ათონელი (XIV) (ხსენება 14 (27) ივნისს) ხუცესის შვილი იყო და ბავშვობიდანვე ქრისტიანულად იზრდებოდა. ბერად აღკვეცის შემდეგ წმიდანს მღვდელ-მონაზვნადაც დაასხეს ხელი, მაგრამ სრული მდუმარებისა და მეუდაბნოობის ღვაწლის წყურვილმა ათონის წმიდა მთაზე მიიყვანა. ნიფონტმა ისეთ წარმატებას მიაღწია თავის ღვაწლში, რომ ჩვევად ექცა ფსალმუნის ზეპირად კითხვა ცალ ფეხზე მდგომს, რათა ფიქრი სხვაგან არ გაქცეოდა. საკვებად მას ჰქონდა მცირეოდენი მშრალი პური, რასაც კვირაში ერთხელ იხმევდა.
gaq