საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ეთნოსი და ზნე-ჩვეულებანი

კონსტიტუციური მონარქია - საქართველოს გეოპოლიტიკური დოქტრინის ქვაკუთხედი და სამართლებრივი სახელმწიფოს გარანტი
სიმონ კოპაძე


კონსტიტუციური მონარქიის ავ-კარგზე საუბრი, მინდა XX საუკუნის პირველი ნახევრის, ცნობილი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის, სპირიდონ კედიას სიტ-ყვებით დავიწყო;


"მონარქია დამყარებული იყო რელიგიაზდ, მისი ავტორიტეტი-რელიგიის ავტორიტეტზედ. შეირყა ღვთის ავტორიტეტი, შეირყა მონარქიის ავტორიტეტი. იმ ქვეყნებში სადაც უფრო შორსაა წასული ურწმუნოება, იქ მონარქია გაუქმებულია, ვინაიდან ავტორიტეტის წყარო გადმოტანილია ზეციდან დედამიწაზედ, ღვთის ტახტიდან ხალხის ~მასის” ფენებზედ. უძრავი, მარადიული,მიუწვდომელი და შეუკამათებელი დასაბამიდან, მოძრავ, ცვალებად, ვნებიან და საკამათო დასაბამზე _ ე.ი. გადმოტანილია ისეთ არეში,სადაც ყოველგვარი ავტორიტეტი მოკლულია. უავტორიტეტო ეპოქაში ვცხოვრებთ;´” 


ეს სიტყვები თითქმის საუკუნის წინ დაიწერა, მაგრამ თავისი აქტუალურობა დაღესაც არ დაუკარგავს. XVIII-ს. ბოლოსა და XIX-ს. დასაწყისიდან, გააქტიურებულმა და ე.წ. “ლიბერალებმა" და ლიბერალიზმის საფარველ ქვეშ მომქმედმა ძალებმა, რომლებიც ძმობას, ერთობას და თანასწორობას ქადაგებდნენ, საკუთარი მოღვაწეობის მანძილზე, არაერთი რევოლუცია, თუ სხვა ხასიათის, მაშტაბური ~სართო სახალხო” სისხლიანი გამოსვლების ორგანიზება ჩაიწერეს ანგარიშზე, რასაც არამარტო მართველობის ფორმა, არამედ არაერთი ქრისტიანი-მირონცხებული მეფის სიცოცხლე შეეწირა. XX საუკუნის მანძილზე რამოდენიმე რევოლუციამ და კაცობრიობის არსებობის მანძილზე, ყველაზე სისხლისმღვრელმა, ორმა მსოფლიო ომმა შეიწირა ევროპის უდიდესი სამეფოები და დინასტიები.


 საქართველოს დღეს სრულიად სხვა ქვეყანაა, იგი განსხვავდება არამარტო XX საუკუნის დასაწყისისა და მიწურულის საქართელოსგან არამედ განსკვავდება 3-5წლის წინანდელ საქართველოსგან. დღეს სხვა რეალობაა სხვა გეოპოლიტიკური ლადშაფტი და პოლიტიკურ დაფაზე სხვა ფიგურებია... საუბარი იმ თემაზე რომ როგორ მოხდა, რის გამო ვერ მოხერხდა ვითარების სწორი და დროული შეფასება ძალიან შორს წაგვიყვანს. Mმინდა წინამდებარე ნაშრომში შევეხო იმ ასპექტებს, რომელიც მეტ-ნაკლები სიზუსტით მიგვიყვანს იმ წერტილამდე საიდანაც შესაძლებელია პრობლემების დაძლევის პერსპექტივაზე მსჯელობა.  


ქვეყანაში შექმნილი შიდა პოლიტიკური ვითარების და საგარეო უფრო სწორედ საერთაშორისო პოლიტიკის პრიორიტეტები მნიშვნელოვნადაა დაკავშირებული სწორედ პოლიტიკური სტარტეგიის შედეგებზე, ასევე ქვეყნის გეოპოლოტიკურ დოქტრინაზე.


მიმდინარე საგარეო და საშინაო პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე უნებლიედ ჩნდება კითხვები:
სადაა და რაში მდგომარეობს ქვეყნის სტარტეგიული ინტერესები?

სად გადის ზღვარი პირად და ქვეყნის ინტერესებს შორის?

რა ან როგორი სახელმწიფო გვინდა?

სადაა კონფლიქტური რეგულირების გზები?

როგორია ქვეყნის ეკონომიკური დოქტრინა?

როგორი უნდა იყოს სამხედრო დოქტრინა?

სახელმწიფოს უშიშროების საგარეო დოქტრინა და საერთოდ როგორია ქვეყნის გეოპოლიტიკური დოქტრინა?

მე განგებ გამოვიტანე აქცენტები სწორედ ამ ფორ-მულირებაზე “გეოპოლიტიტური დოქრინა”

ქართულ ინსტებლიშმენტს კარგად ახსოვს 1996 წლის მოსკოვში გამოსული ალექსანდრე დუგინის წიგნი “რუსეთის ახალი გეოპოლიტიკური დოქტრინა” სადაც ავტორმა ერთად ხელის მოსმით პირადად აჰგავა მთლიანობას საქართველო. ეს ნაკლებად მნიშვნე-ლონავი იქნებოდა, რომ თავად ავტორი არ იყოს “გენშტაბის” აკადემიის დოქტორი. პრინციპში ეს წიგნი ასეც მიიღი საქართველოს საზოგადოებამ. მაშინ ჯერ კიდევ უმრავლესობის გულში ღვიოდა იმედის ნაპერ-წკალი, რომ რუსეთი მეგობარი იყო და ცალკეული დესტრუქტიული ელემენტებზე ყურადღების გამა-ხვილება კარგს არაფერს მოუტანდა ჩვენს ურთი-ერთობებს. არადა წიგნის ზედაპირული ანალიზიც კი საკმარისია არათუ ერთმორწმუნეობის არამედ იმის მისახვედრად, რომ წიგნი მეგობრის დაწერილი არაა.


იგი შინაარსობრივად უფრო სამოქმედო გეგმაა ვიდრე რაიმე სხვა... აქ დეკლარირებულია რუსეთის გეო-პოლიტიკის ინტერესები. როგორც დრომ გვიჩვენა წიგნის გამოსვლიდან 15 წლის მანძილზე რუსეთის ხელისუფლება თითქმის თანმიმდევრობით მიჰყვება ამ წიგნში მოცემულ თეზისებს. ე.წ. “ევრაზიული” ბლოკის შექმნასთან დაკავშირებით.

დუგინის მიხედვით ამ მიმართულებით რუსეთის სტრა-ტეგიული პარტნიორებია გერმანია და საფრანგეთი და შეიძლება იტალია ევროპაში, ხოლო ჩინეთი აზიაში. ”იგი ამერიკას ადარებს კართაგენს ხოლო რუსეთს რომს”.


Uუბრალოდ შევეცდები ჩამოვაყალიბო ის პრინციპები და თეზისები და გამოვიტანო იგი საზოგადოების სამჯავროზე. Eეს მცირე ექსკურსი ალ.დიგენის შემოქმედებაში იმისთვის დაგვჭირდა, რომ უფრო ნათლად გავიაზროთ, რასთან გავაქვს საქმე და უნდა დაუპირისპიროთ მას, ანუ როგორია ჩვენი საქართველოს გეოპოლიტიკური დოქტრინა, როგორი სახელმწიფი უნდა შევქმნათ ჩვენ რომ წინ აღუდგეთ ჩვენი მიზნების განხორციელებას.


ქვემოთ მე შევეცდები ჩამოვაყალიბო ჩემებური ხედვა და ის პრინციპები რომლის დაცვა და გათვალისწინება ხელს შეუწყობს ძლიერი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში.


Uუპირველეს ყოვლისა, ალბათ სწორი იქნება თუ დასაწყისშივე ავღნიშნავთ, რომ საქართველოს ის-ტორია, მრავალ პლანიანი და მრავალ შემად-გენლიანია, დასაბამიდან მოყოლებული. Eეს არის ბრძოლა თავისუფლებისათვისა და დამოუკიდებლო-ბისათვის; თავისი არსის დონეზე არის გაერთიანების და ერთიანობის, ანუ სახელმწიფოებრივი მთლიანობის შენარჩუნება-განმტკიცების ისტორია, რამაც განსა-ზღვრა მისი პოლიტიკური ოპიენტირი და იდეოლოგია. შექმნა ქართული ერივნული კონცეფცია მისი ძირითა-დი და მთავარი პუნქტი. ამ კონცეფციის ძირითადი ხაზიდან გადახრა ან შეცვლა იწვევდა და კვლავაც გამოიწვევს ერის კატასტროფას.


საქართველოს რელიგიური ისტორიის პრინციპებიდან დამოუკიდებლობის, ბრძოლიდან იწყებოდა
სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
ამ კატასტროფის აღმოფხვრის და კვლავ ბუნებრივ კალაპოტში ჩაყენების პროცესი ისევ გაერთიანება, ერთიანობის შენარჩუნება და გამტკიცების პროცესი.


საქართველოს დღეს, თავისი ისტორიის ურთულეს მონაკვეთს გადის, ეს ისტორიის კატასტროფის წინაშე დგას, ჩვენ ვდგევართ გზაჯვარედინზე.


ჩვენს სწორედ შერჩეულ ორიენტირებზეა დამოკიდე-ბული გამოვალთ კრიზისიდან და აღმოვფხვრათ კატასტროფის გამომწვევ მიზეზებს.


დღეს, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური ვითარების გაანალიზირებისას ნათლად ჩანს, რომ სახელმწიფო მოწყობის აქამდე მომქმედმა მოდელებმა ვერ უპასუხა მოთხოვნებს. მან ვერ შეძლო სტაბილურ პოლიტიკურ სისტემად ჩამოყალბება, რომელიც ყოველი არჩევნების წინ კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენებს ქვეყნის საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის და სოციალურ-ეკონომიკურ კურსს. პოლიტიკურმა სისტემამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაასამაროს ყოველგვარი შემდგომი მცდელობა რევოლუციებითა და სხვა რაიმე ფორმით შეცვალონ ქვეყნის განვითარების ვექტორი. ამასთანავე მან უნდა შესძლოს ეროვნული ტრადიციების, რწმენის და საკუთარი იდენტობის შენარჩუნება გლობალიზაციის პირობებში. ჩვენი სამიათას წლიანი ისტორია, სახელმწიფოებრიობის დაცვისა და ბრძოლის ისტორიაა. მცირერიცხოვანი ერების ისტორიული განვითარება სპეციფიკური კანონზომიერებით მიმდინარეობს, განსაკუთრებით მაშინ, როცა მათი ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობა, მუდმივად წარ-მოადგენს დამშლელი გარე ძალების ინტერესების არეალს. ამჟამად, ისევე როგორც ისტორიულად, საქართველო გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, მუდამ წარმოადგენდა უმთავრეს ქვეყანას მთელს რეგიონში. რომელზეც იკვეთებოდა სხვადასხვა ძალთა ინტერესები, რომელთა დაბალანსება დამოკიდებული იყო ქართველ მეფეთა გონიერბასა და მოქნილობაზე. ისტორიული გამოცდილების მიუხე-დავად, ჩვენდა სამწუხაროდ დღესაც საქართველოს საერთშორისო ურთიერთობების პირობები დაფუძნებულია არა სახელმწიფოს მიერ ჩამოყალიბებულ გეოპოლიტიკურ დოქტრინაზე, რომელსაც საფუძვლად უდევს მეცნიერთა ნააზრევი, არამედ ცალკეული პიროვნებების განსაკუთრებული ალღო და უნარი. ვითარებას ამძიმებს ისიც რომ ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით, მიმდინარეობს ბინძური ბრძოლა სხვადასხვა ქვეყნების მიერ ანგაჟირებულ პოლიტიკურ ძალთა შორის.


საქართველოში, დღეს მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე, კიდევ უფრო ნათლად გამოიკვეთა ქვეყნის გეოპოლიტიკური დოქ-ტრინის დეფიციტი. რომლის მიხედვიდაც მკაცრად იქნებოდა გამიჯნული ქვეყნისა და პოლიტიკური სუბიექტების ინტერესები. მე, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არც ერთი პოლიტიკური სუბიექტი არ უნდა იყოს წარმოდგენილი საკანონმდებლო ორგანოში საკონს-ტიტუციო, ანუ აბსოლიტური უმრავლესობით. ეს ნორმა დაცული უნდა იყოს კანონმდებლობით. კონსტიტუციურ ცვლილებებს წინ ყოველთვის რეფერენდუმი, ან პლებისციტი უნდა უსწრებდეს და გადაწყვეტილება არა 2/3-ით, არამედ 3/4-ით უნდა მიიღებოდეს.


იმედი მაქვს, რომ საქართველოში, ერთხელ და სამუდამოდ მორჩება ხელისუფლების როტაცია სამხედრო გადატრიალებით, ფერადი რევოლუციების თუ საერთო სახალხო გამოსვლების გზით, რომ ვერცერთმა პოლიტიკუმა ჯგუფმა ვერ შესძლოს საკუთარი შეხედულებისამებრ მოირგოს ქვეყნის სადავეები და მართოს მისი საგარეო-პოლიტიკური ვექტორი, ქვეყნის სახელმწიფოებრიობის და სტრა-ტეგიული ინტერესების საწინააღმდეგოდ.


იმედი მაქვს, როდესმე გვექნება გეოპოლიტიკური დოქტრინა, რომლის ძირითადი ქვაკუთხედიც იქნება კონსტიტუციური მონარქია; რომელიც სადემარკაციო წითეელ ხაზს გაავლებს და მკვეთრად გამიჯნავს ქვეყნის ინტერესბს პოლიტიკური დაჯგუფებების მერკანტილური ინტერესებისგან. ქვეყნის განვითარების პროცესი დაეყრდნობა და განისაზღვრება მეცნიერული ანალიზის შედეგად შემუშავებული გეგმის მიხედვით, ერთია პოლიტიკური მიმდინარეობა და მისი ინტერესები, ხოლო მეორეა სახელმწიფოებრივი ინტერესები, რაც ხშირ შემთხვევაში ერთმანეთშია არეული. ინტერესთა კონფლიქტის დროს, მუდამ ეროვნული ინტერესები ზარალდება. სწორედ ამიტომაც მიგვაჩნია მნიშვნელოვნად, რომ სახელმწიფოს სათავეში პოლიტიკურად ნეიტრალური და მირონცხებული პირის არსებობა, რომელიც ერთის მხრივ იქნება სახელმწიფოს ერთიანობის სიმბოლო, ხოლო მეორეს მხრივ დამოუკიდებელი და მიუკერძოვებელი არბიტრი, პოლიტიკურ მიმდინარეობათა და პარტიათა შორის. რადგან მხოლოდ მირონცხებულ მეფეს შეუძლია იყოს დემოკრატიულ ფასეულობათა გარანტი და ურღვევი ხიდი ერის წარსულს, აწმყოსა და მომავალს შორის.


როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, მონარქია უპირველეს ყოვლისა დაკავშირებულია სულიერ საწყისთან და შეუძლებელია მისი განხილვა ჩვენი ერის სულიერი წინამძღოლის, მისი მსოფმხედველობის ისტორიული მესაჭის, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის გარეშე, რომელიც ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე მუდამ სახელმწიფოებრივ რანგში იყო აყვანილი და მის გარანტად მირონ-ცხებული მეფე გვევლინებოდა. სწორედ ამ პრინციპზე დაყრდნობით მიიჩნია, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II საქართველოს სახელმწიფოს განვითარების საუკეთესო გზად საპარლამენტო ანუ კონსტიტუციური მონარქია.


მინდა მტკიცედ გვჯეროდეს, რომ საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ქადაგება გახდება საქართველოს გამაერთიანებელი, გამომდინარე იქიდან, რომ ყოველი ერი საკუთარი ისტორიის წვდომით შეიმეცნებს თავის თავს აწმყოში და გასაზღვრავს სა-კუთარ ადგილსა და ფუნქციას მომავალში. `მამული, ენა, სარწმუნოება”_ რომელსაც დიდმა ილიამ _ წმ. ილია მართალმა სამი ღვთაებრივი საუნჯე უწოდა, კრავს და აერთებს ქვეყნის წარსულს, აწმყოსა და მომავალს. მაგრამ მხოლოდ ამ მარადიული ღირ-ებულებებით შეუძლებელია აწმყოსა და წარსულს შორის ხიდის გადება, მხოლოდ სამეფო ტახტს შეუძლია ამგვარი ხიდის ფუნქციის შესრულება, მხლოდ მასშია შენარჩუნებული ისტორი
სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
ული თან-მიმდევრობისა და სამართალმემკვიდრეობის შეგრძნება. მხოლოდ მეფეა საკუთარი ერისა და ისტორიის განსახიერება, იგია ერის წარსულის, აწმყოსა და მომავლის უწყვეტი კავშირის სიმბოლო.


აი ესაა ჩვენი, კონსტიტუციური მონარქიის მომხრეთა ხედვა ქვეყნის მოწყობისა, რისი განსჯაც თქვენთვის მოგვინდია. ახლა არჩევანი თქვენზეა, შეგვიძლია გამოხატოთ ყალბი პატივისცემა პატრიარქის მოსა-ზრებაზე და არაფერი გავაკეთოდ მისი რეალი-ზებისთვის ან ობიექტურად შევაფასოთ უმძიმესი მდგო-მარეობა და ყველამ თანაბრად გავიზიაროთ პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე.


სანამ საქართველოს ტახტის მემკვიდრის, სამეფო ოჯახის და მთლიანად სამეფო სახლის, ისტორიულ და თანამედროვე სამარ-თლებრივ ასპექტებს შევეხებოდე, მსურს მცირე ისტორიული ექკურსი გავაკეთო ბაგრატოვანთა გვარის წარმოშობაზე. როგორც ცნობილია, საქართველო და სამეფო სახლი პატრონია ქრისტიანობის ერთ-ერთი უპირველესი სიწმინდისა _კვართისა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი მის ფლობას ბაგრატიონები განსაკუთრებით უსვამენ ხაზს. Dდას- ტურად ღვთიური წარმომავლობისა, ბიბლიური მეფე დავითის ქნართან და შურდულთან ერთად, უფლის კვართი მოთავსებულია სამეფო გერბზე, რასაც თან ახლავს საგერბო წარწერაც:


"სამეფო კვართიან დავითიანი საქართველო"

ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის ღვთაებრივ წარმომავლობაზე ადრეულ შუა საუკუნეებშივე მოგვითხრობს ბიზანტიის იმპერატორის კონსტანტინე პორფიროგენეტის (Xს.) და ბაგრატიონთა გვარის ისტორიკოსის სუმბატ დავითის ძის (IXს.) საისტორიო თხზულებები, რომელთა მიხედვითაც ბაგრატიონები ბიბლიური მეფეების იესე-დავითის-სოლომონის შთამომავლები არიან და ამიტომაც იწოდებიან "იესიან, დავითიან, სოლომონიანებად," ამდენად ისინი მარიამ ღვთისმშობლის პირდაპირი შთამომავლები არიან, აქედან კი გამომ-დინარეობს მათი კავშირი იესო ქრისტესთან. 

სწორედ ამ გენიალოგიური კავშირით არის განხორციელებული ბაგრატიონთა ამქვეყნიური მისიის საკრალიზაცია, აქვე იქცევს ყურა-დღებას რამოდენიმე ნიშანდობლივი მომენტი, რომელთა შინაგანი ლოგიკა ისტორიის მსვლელობის ქრისტიანულ გააზრებას ემყარება;

"და ესენი შუიდნი ძმანნი, ძენი ამის სოლომონისნი, წარმოვიდეს ქუაყნით ფილისტიმით, ტყუებით წარმოსულნი ჰურიანი, და მოიწივნეს ეკლეცს წინაშე რაქაელ დედოფალისა და მისგან ნათელ იღეს."

მხოლოდ ამის შემდეგ ხდებიან დინასტიური საგვარეულოს ფუძემდებელნი. მათი ნათლისღებით ის მიჯნაა გამოხატული, რომელიც აშორებს "ძველი აღთქმის" დროს "ახალი აღთქმის" დროისაგან, ბაგრატოვანთა ღვთაებრივი მისია სწორედ ახალ დროშია აღსა-სრულებელი. სამეფო ხელისუფლების კონცეფცია შედ¬გე¬ბა რამდენიმე ნაწილისაგან: 

1. წარმომავლობა (ღვთიურობა, ღვთისმიერობა), 

2. გვარის ხანდაზმულობა, 

3. ლეგიტიმურობა, მემკვიდრეობა,

4. საერო და სასულიერო ფუნქციათა სიმბიოზი, 

5. ტიტულატურათა იერარქია.

მემკვიდრეობითობა -არის მონარქიული, დინასტიური ხელისუფლების ხელისუფლების ერთ-ერთი ძირითადი საყრდენი სვეტი. მემკვიდრეობით წინასწარ გან-საზღვრული ხელისუფლება და ხელისუფალი მიიჩნევა სიმშვიდის, მუდმივობის და ხელის-უფლების უცვალებლობის გარანტიად. ასეთი დინასტიიდან მომდინარე ხელისუფალი ითვლება ერის სიღრმიდან, ტრადი-ციიდან, ისტორიიდან მომდინარე თილისმად და ერის მცველად.

დინასტიურობის აუცილებელი თანამდევია მკაც-რად განსაზღვრული მემკვიდრეობითობის წე¬სი. მსოფლიო პრაქტიკაში ცნობილია მემკვიდრეობითობის 3 წესი: სენიორული, როდესაც ტახტზე ადის გვარში უფროსი მემკვიდრე; მაიორატი, გარდაცვალების მომენტისათვის მონარქის უფროსი ვაჟი; პრი-მოგენეტურა - პირმშოობის წესი, რომელიც გულისხმობს მემკვიდრეობის გადაცემას პირდაპირი დაღმავალი გზით, უფროს შტოზე (უფროსი ვაჟი ...), ასეთი შტოს შეწყვეტის შემდეგ მომდევ¬ნო უფროს შტოზე და ა.შ. საქართველოში სამეფო ტახტის გადაცემის ძირითადად ორი წესი არსებობდა: უხუცესობის (სენიორული), მოგვიანო ხანაში კი პირმ-შოობის (პრიმოგენეტურა) მიხედვით. (სამეფო ოჯახი სწორედ ამ ორი წესის სიმბიოზია, ბაგრატიონ-მუხრანსკები _ პრიმოგენეტურა, ხოლო ბაგრატიონ-გრუზინსკები - სენიორული;)

როგორც ზევით ავღნიშნეთ ბაგრატიონები ღვთის-მშობლის შთამომავლები არიან და სწორედ ეს განაპირობებს განსაკუთრებულ დამოკიდებულებას, რაც საქართველოს ღვთისმშობლის წილხვე-დრობით გამოიხატა. ღვთისმშობელმავე წარმოგზავნა მოციქულთა სწორი კაბადოკიელი წმინდა ნინო თავის წილხვედრ ქვეყანაში.

წმ. ნინო "ყოველთა ჯამსა ევედრებოდის სენაკსა შინა თვისსა ხატსა მას წმიდისა ღვთისმშობელისა მდგომარე", რათა ენახა საქართველოში მყოფი ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული სიწმინდე - მაცხოვრის კვართი. 

როგორც ზემოთ აღნიშნულიდან ნათლად სჩანს, ბაგრატოვანთა ტახტის აღდგენას ბევრად უფრო საკრალური მნიშველობა აქვს ვიდრე პოლიტიკური. სწორედ ამ ვითარებიდან გამომდინარე შეიძლება აიხსნას იმ ბნელ ძალთა კონსოლიდირება რომლებიც წინ ეღობებიან ამ სანუკვარ აქტს. თანამედროვე პირობების გათვალისწინებით, ცნობით თუ უმეცრებით, ისინი შენიღბულნი არიან სხვადასხვა სახის პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციის შირმით და ყოველა მეთოდით ებრძვიან ამ იდეას. მათ არსენალშია ჭორები, საზოგადოების დეზინფორმირება, ე.წ. კომპრომატებით ბრძოლა, ცრუ ბრალდებები და პიროვნული შეურაწყოფა გათვლილი ადეკვატურ რეაქციაზე, რათა იგი კვლავაც მის წინააღმდეგ გამოიყენონ, ოჯახის ახლობლებისა და ბავშვობის მეგობრების გადმობირება შანტაჟის გზით, შემდგომი შუღლის დასათესად და ოჯახის წევრთა ერთმანეთთან დასაპირისპი-რებლად, ასევე უამრავი სხვა სიბინძურე რაც არ შეიძლება აზრად მოუვიდეს ნორმალურ და ჯანმრთელ ადამიანს. ისინი ამისათვის იყენებენ ყველა ტექნიკურ საშუალებას, იქნება ეს ტელევიზია, ბეჭვდითი თუ ელექტრონული მედია, ასე
სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
ვე გრანტები რესპულიკელთა ცენტრიდან. მათ, ერთი სული აქვთ როგორმე მიაღწიონ ბაგრატიონთა შორის შუღლის ჩამოგდებას, რათა ისინი ერთმანეთს საჯაროდ დაუპირის-პირონ. საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი მათი რეაქცია, როცა ცნობილი გახდა, რომ მათ მიერ ათასჯერ ნაქილიკები სამეფო ოჯახი არ იყო დანგრეული და მემკვიდრეს ელოდებოდნენ, ხოლო როცა უფლისწული გიორგის დაბადება შეტყვეს, სრულიად გატყდნენ და ეიფორიაში მყოფმა ჩანერგილმა აგენტებმა ვითარებაში გაურ-კვევლობის გამო თვითლუსტრაცია მოახდინეს.


მე, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქრთველოსა და ბაგრატოვანთა მტრები, მათი ძალისხმევის მიუხედავად ვერ მიაღწევენ თავიანთ სანუკვარ მიზანს და ვერ მოახერხებენ ბაგრატოვანთა დინასტიის სხვადასხვა შტობის ურთიერთ დაპირისირებას და რომ ყველა ამგვარი პროვოკაცია სათანადოდ იქნბა აღკვეთილი. აქვე ხაზგასმით ავღნიშნავ, რომ მავანთა მცდელობის მიუხედავად, შედგა ბაგრატიონ-გრუზინსკებისა და ბაგრატიონ-მუხრანსკების უძველესი დინასტიების გაერთიანება, რისი ხორცშესხმული დასტურიცაა ახალშობილი უფლისწული, ბატონიშვილი გიორგი ბაგრატიონ-ბაგრატიონი, მომავალი მირონცხებული მეფე სრულიად საქართველოისა - "მესიის მახვილი”; რომელმაც დაბადესთანავე გააერთიანა დინასტია და წერტილი დაუსვა რუსულ დაბოლოებებს საქართველოს სამეფო დინასტიაში.


ყოველივე ზემოთ აღნიშნულთან ერთად, მსურს გარკვეული განმარ-ტებები გავაკეთო, ჩვენი ე.წ. ოპონენტების ძირითად არგუმენტზე, რითაც ისინი აპელირებენ, ესაა სამეფო ოჯახის შენახვის ხარჯები და თავად-აზნაურთა წოდებათა და პრივილეგიების საკითხი. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის რთულად გასაგებია საზოგადოების იმ ნაწილის პოზიცია რომლებიც აპრიორში აპროტესტებს მონარქიას იმ მოტივით, რომ არ სურს "მეფის რჩენა!"“ კიდევ უფრო გაუგებარია ეს, ჩემთვის, დღეს მიმდინარე მოვლენების ფონზე. დავიწყებ იქიდან, რომ სამეფო ხელისუფლების უფლებამოსილება განისაზღვრება კონსტიტუციით, ანუ ამ ჯერზე არანაირი დოკუმენტი არ არსებობს რის მიხედვითაც შეგ-ვიძლია ვიმსჯელოთ ან ვიკამათოთ რა და როგორ.

 

საერთოდ ამ თემის ირგვლივ. რაიმე ფორმით დავა საფუძველს მოკლებულია თუ არა ჩავთვლით კერძო პირთა პირად მოსაძრებებს, რომლებსაც არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.


იგივე შეიძლება ითქვას მათ პოზიციაზე, ვისაც ჰგონია, რომ დაიწყება მამულებისა და ტიტულების დაბრუნება და ახლების გაცემა. ამ კუთხიდაც შემიძლია დავარწმუნო სახოგადოების ეს ნაწილი და კიდევ ერ-თხელ გავიმეორო, რომ ყველაფერ ამას, კონსტიტუცია და კანონმდბლობა დაარეგულირებს. ეტყობა ქვე-ცნობიერად ძალიან ძნელია საბჭოთა სტერეოტიპების ერთიანად დანგრევა. იმდენად ღრმად იქნა ბოლშევიკების მიერ ჩანერგილი ბოღმა და ზიზღი არისტოკრატიისადმი, რომ თაობები გაიზარდა, ის კი მაინც დარჩათ ცნობიერებაში. ამასთან მინდა განვმარტო, რომ ქართული სახელმწიფო, აერთიანებდა საზოგადოების ორ ძირითად ფენას, ვინც ღვრიდა სისხლის და ვინც ღვრიდა ოფლს, ანუ ერთნი იცავდნენ, ხოლო მეორენი კვებავდნენ. წყალობა დამოკიდებული იყო თავად პირზე და კომლზე, ვინ რას გაიღებდა ომიანობის ჟამს, რამდენი გამოვიდოდა `ქუდზე კაცად~ და კომლზე კაცად~. შესაბამისი იყო წყალობაც ქონებით, მამულით და ტიტულით.


ხაზგასმით მინდა ავღნიშნო რომ თავადობა და აზნაურობა, უპირველეს ყოვლისა იყო უდიდესი პასუხისმგებლობა და არა პრივილეგია, პასუხისმგებლობა უფლის, მეფის, მამულის, საკუთარი წინაპრებისა ღირსების წინაშე, რაც დაადასტურეს კიდევაც საკუთარი ქმედებით, რაცა XX საუკუნის დასაწყისში ეროვნული კრების მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე, ქართულმა არისტოკრატიამ მთელი თავისი ქონება საჩუქრად გადასცა ქართულ სახელმწიფოს.
ამჟამად, როცა იკრიბებიან ქართველ თავად-აზნაურთა შთამომავლები, წინაპართა სისხლისეული და გენეტიკური დასაბამიდან გამომდინარე, კვლავაც ერთგული და პირუთვნელი სამსახური სწყურიათ უფლის, მეფის და მამულისათვის და ამას ყოველგვარი პრივილეგიებისა და მერკანტილური ინტერესების გარეშე ახორციელებენ.


თემის დასასრულს, მინდა დავარწმუნო საზოგადობის დაინტერესებული ნაწილი, რომ კონსტიტუციური მონარქიის მართველობის ფორმა, არ ითვალისწინებს ქართული არისტოკრატიის წარმომადგელების ავტო-მატურად მოსვლას ხელისუფლებაში, ყველა ადამიანი და ქვეყანის მოქალაქე თავად განსაზღვრავს საკუთარ ადგილს, ვისაც სურვილი გააჩნია იყოს პოლიტიკაში, მათ ამგვარი შესაძლებლობა დღესაც აქვთ, არჩენებში მონაწილეობის მეშვეობით.


ჩემის ღრმა რწმენით, პოლიტიკა ადამიანური მცდელობის ის ასპა-რეზია, რომელშიც უმთავრესი მნიშვნელობა ენიჭება მორალურ მგძნობიარობას, საკუთარი თავისადმი კრიტიკულ აზროვნებას, გემოვნებასა და ტაქტს, თანაგრძნობას, ზომიერებასა და თავმდაბლო-ბას. Eეს არის საქმიანობა თავმდაბალ ადამიანთათვის, ანუ მათთვის, ვისი ცდუნებაც შეუძლებელია.

ისინი, ვინც ამტკიცებენ, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა, ყოველი ჩვენგანის წინაშე ცრუობენ. პოლიტიკა არის საქმიანობა, რომელსაც განსაკუთრებით სპეტაკი ადამიანები ესაჭიროება, რადგან იქ ძალიან ადვილია მორალური დალაქავება; იმდენად ადვილი, რომ ნაკლებად ფრთხილმა ადამიანმა, შესაძლოა, ეს პროცესი საერთოდ ვერც კი შენიშნოს.

 

ამგვარად, პოლიტიკა უნდა იქმნებოდეს იმ ადამიანთა მიერ, ვინც დიდი დაკვირვებით, სიფხიზლითა და სიფრთხილით გამოირჩევა და ვინც ძლიერ მგრძნო-ბიარეა ეგისტენციური თვითდამკვიდრების ბუნდოვან დაპირებებთან დამოკიდებულებაში.
მე არ ვიცი, არის თუ არა ასეთი ქართველ არის-ტოკრატთა ყველა შთამომაალი, მე მხოლოდ ის ვიცი, რომ ჩვენ ვალდებულნი ვართ, ვიყოთ ასეთები;


დასასრულს მინდა ვთქვა, რომ - "უფალი მეფობს!" და მეფე ბაგრატოვანი იმეფებს საქართველოში, იგია, ურღვევი ხიდი ერის წარსულს, აწმყოსა და მომავალს შორის. 

მამული, ენა, სარწმუნოება

gaq