საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ეთნოსი და ზნე-ჩვეულებანი

ამერიკელი გენერალი მანგამი: „ქართული ეკლესია საქართველოს განუყოფელი სულია“ (ნაწყვეტი ინტერვიუდან)
ესაუბრა გაიოზ მამალაძე

რონალდ იოანე მანგამი (Ronald S. Mangum) ზოგჯერ ქართულად წერენ - რონალდ მანგუმი) არის ამერიკის შეერთებული შტატების თადარიგის ბრიგადის გენერალი, სრული პროფესორი, დიპლომატიის საკითხებში 35 – წლიანი გამოცდილების მქონე ადამიანი. მან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმებში დიდი წვლილი შეიტანა. ლექციებს კითხულობს აშშ-ს წამყვან სამხედრო უნივერსიტეტებში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც ასწავლის. გამოცემული აქვს 4 წიგნი, რომლითაც აშშ-ს სამხედრო უნივერსიტეტები ხელმძღვანელობენ.

- ბატონო გენერალო, როდის შეიტყვეთ პირველად საქართველოს შესახებ, როდის დაინტერესდით ჩვენი ქვეყნით, როდის ჩამობრძანდით პირველად?

- ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე როცა ვიყავი. მაღალ კლასებში ჩემი გატაცება იყო ფილატელია, ვაგროვებდი მარკებს და ვიცოდი საქართველოს შესახებ, ვინაიდან მქონდა რამოდენიმე საბჭოთა მარკა და მათ შორის საბჭოთა მარკებზე მითითებული იყო საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა .

ასე რომ, მე უკვე სკოლაში ვიცოდი ასეთი ქვეყანა არსებობდა ამ სახელით. მე მეგონა რომ საქართველო იყო საბჭოთა კავშირის ნაწილი და არაფერი ამის გარდა.

როდესაც მე მოვრჩი აქტიურ სამსახურს შეიარაღებულ ძალებში, შემომთავაზეს მრჩევლის თანამდებობა საქართველოში და ვიფიქრე – რატომაც არა. ბევრჯერ ვყოფილვარ ჯორჯიაში, ატლანტაში, ძალიან მომწონდა იქაურობა და რატომაც არა,

ვიფიქრე.

 მე შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს ბუნება არის მშვენიერი. ხალხი მეგობრული, ქართული კერძები გემრიელი. შეუდარებელია ქართული ღვინო და ჭაჭა.

... და ახლა აქაურობა არაფრით არ მაგონებს ამერიკულ ჯორჯიას...

და ნელ-ნელა, 2005 წლიდან დავიწყე ჩემთვის ახალი საინტერესო ქვეყნის და ახალი სამყაროს აღმოჩენა და ვნახე, რომ ეს არის უძველესი ქვეყანა. ქვეყანა, სადაც ანდრია პირველწოდბულმა იქადაგა ქრისტიანობა. ქვეყანა, სადაც ინახება ღვთისმშობლისა და მაცხოვრის კვართები.

ვნახე ადგილები, სადაც იბრძოდა სახელგამთქმული რომაელი მხედართმთავარი პომპეუსი. გარდა ამისა, აღმოვაჩინე ჩემთვის არა ერთი საინტერესო ამბავი, თურმე, საქართველოში ჯვაროსნობის პერიოდში იბრძოდნენ ევროპელი რაინდები ქართველი რაინდების მხარდამხარ, რომ ისრაელის პრემიერ მინისტრი არიელ შარონი წარმოშობით ქართველი ებრაელია. მისმა მშობლებმა ერთმანეთი გაიცნეს ვაკეში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 500 მეტრში იმ ადგილიდან, სადაც მე ვცხოვრობდი და მისი წინაპრები ბებია-ბაბუა არიან სწორედ საქართველოში დაკრძალულები.

თავისთავად მე დავინტერესდი და წავიკითხე ეპიკური პოემა უკვდავი შოთა რუსთაველისა „ვეფხისტყაოსანი“. მოვიარე დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველო. დავათვალიერე ბევრი ადგილი. თითქმის ქართველი ვარ! (ბოლო წინადადება ქართულად თქვა).

მამული, ენა, სარწმუნოება

2017-10-18
ღირსისა მამისა ჩვენისა გრიგოლ ხანძთელისა (861); კლარჯეთის უდაბნოს ღირსთა მამათა და დედათა, რომელთა შორის უნდა ვიგულისხმოთ: კათალიკოსნი - ნერსე, იშხნის პირველად აღმაშენებელი და ნეტარისა ილარიონი. მღვდელმთავარნი - ზაქარია, მაკარი და ეზრა ანჩელნი, საბა იშხნელი, სტეფანე მტბევარი; ღირსისა მამისა იოანე, ბაღდათს სარკინოზთაგან მოკლული; ღირსნი მამანი - თეოდორე (ნეძვის მაშენებელი), ქრისტეფორე (კვირიკეთის მაშენებელი), ამონა, პეტრე, სამოელი, ანდრია, ამბა გიორგი, მაკარი (ოპიზელნი), შიო საკვირველთმოქმედი; გიორგი, მიქაელი, პავლე, ბასილი (ზარზმელნი); ხვედიოსი, ეპიფანე, მატოი, ზენონი, არსენი, იოვანე, ბასილი, დიმიტრიოსი, არსენი, მაკარი; თეოდორე, გაბრიელი, გიორგი მერჩულე (ხანძთელნი), მიქელ პარეხელი და მოწაფენი მისნი - ბასილი და მარკელაოსი; დავითი, იაკობი (მიძნაძორელნი), გრიგოლი, სოფრონი (შატბერდელნი); ზაქარია (ბარეთელთის მაშენებელნი), ილარიონ პარეხელი, ილარიონი (უბის მამასახლისი); ღირსნი დედანი - თებრონია, თემესტია, ანასტასია; ღირსი ანატოლე (ანტინიოს) დაყუდებული (IX). მოწამისა ხარიტინასი (304); მღვდელმოწამისა დიონისესი, ალექსანდრიელი ეპისკოპოსისა (264-265); მოწამისა მამელხვა სპარსელისა (დაახ. 344); წმ. პეტრესი, ალექსისა, იონასი, ფილიპესი და ერმოგენისა - მოსკოველ საკვირველთმოქმედთა. უბისობა.
წმიდა მოწამე ხარიტინა (+304)
5 (18) ოქტომბერს აღინიშნება წმიდა მოწამე ხარიტინას (+304) ხსენების დღე.
მღვდელმოწამე დიონისე - ალექსანდრიელი ეპისკოპოსი (+264-265)
5 (18) ოქტომბერს აღინიშნება მღვდელმოწამე დიონისე - ალექსანდრიელი ეპისკოპოსის (+264-265) ხსენების დღე.
gaq