საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული გვარები

სასურველია გვარები თავიანთ ტრადიციულ საქმიანობას დაუბრუნდნენ
ლევან ფრუიძე

ქართველი ერის გვარებად ფორმირება ცივილიზაციის საწყისებიდან უნდა მომხდარიყო, როცა ჩვენი შორეული წინაპრები შემგროვებლობას თავს აღწევენ და მწარმოებლურ მეურნეობაზე გადადიან. არქეოლოგიურმა აღმოჩენებმა თვალნათლივ აჩვენა, რომ ეს პროცესი, უპირველეს ყოვლისა, ქართველთა ისტორიულ მიწა-წყალზე მიმდინარეობდა. ქართველმა ხალხმა კაცობრიობის განვითარების ყველა საფეხური ღვთისგან ბოძებულ, ხელდასხმულ საკუთარ ტერიტორიაზე გაიარა. ისტორიული წყაროები ცხადყოფენ, რომ თუ უფრო ადრე არა, VI საუკუნეში თანამედროვე გაგებით გვარები და გვარიშვილები უკვე მოქმედებდნენ, მიწაზე საკუთრების აღსანიშნავად სამანებს და სტელებს დგამდნენ. მთავრები მთავრობდნენ, მიწათმოქმედნი, მელითონენი, მესაქონლენი შრომობდნენ, ქურუმნი ტაძრებს აგებდნენ დ ლოცულობდნენ, ვაჭრები ვაჭრობდნენ და ა.შ.

იმჟამად ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა, თვითმმართველობის და სახელმწიფოებრივი მმართველობის სინთეზი, მართვა ქვემოდან ზემოთ, მკვიდრი მოსახლეობის – ქართველების უფლებები და თავისუფლებები განხორციელებულია, რაც ქართული ეროვნული სახელმწიფოს თვითმყოფადობის და სიმტკიცის უმთავრესი ფაქტორია. ასეთ ვითარებაში ქართული ეროვნული სახელმწიფოს ბურჯად გვარებისა დ კომლების სისხლხორცეული კავშირი იქცა. წარჩინებულებთან ერთად, საშუალო ფენა – ჰეროვანნი – ერისგანნი შთამომავლობით გვარებად ფორმირებულნი მამულს, სამშობლოს მუხლჩაუხრელი შრომით აღორძინებდნენ და კალიასავით შემოსეული მტრისაგან სისხლის უკანასკნლელ წვეთამდე იცავდნენ. შრომისა და ბრძოლის ფრონტზე გვარები საკუთარი დროშით, ალმებით გამოდიოდნენ და მამაცობის, გმირობის სასწაულებს ახდენდნენ. უმაღლესი ჯილდო და წოდება იყო ,,კაი ყმად’’ აღიარება და სახალხო, თაობიდან თაობაზე გადაცემული, ლეგენდა-თქმულებებით უკვდავყოფა.

მკვიდრი გვარები მშობლიური გარემოს, ბუნებრივი რესურსების მიზანმიმართული გამოყენებით ბინადარი ცხოვრების ათასწლეულებში სპეციალდებოდნენ მემინდვრეობასა და მევენახეობა-მეღვინეობაში, მეხილეობასა და მებოსტნეობაში, საზოგადოდ მემცენარეობასა და მესაქონლეობაში, მეფუტკრეობასა და ნადირობაში, ფეიქრობასა და თერძობა-დერციკობაში, მეხამლეობასა და დაბაღობაში, ხის, ქვის, თიხის, ტყავის, ქსოვილის, ბეწვეულის და ა.შ. დამუშავება-გამოყენებაში, გამოყენებით ხელოვნებასა და შინარეწვაში, სამზარეულო საქმესა და სუფრის კულტურაში, მუსიკასა და ქორეოგრაფიაში და ა.შ. აქედან გამომდინარე, ქართული გვარების მნიშვნელოვანი ნაწილი საქმიანობა-დასპეციალებისგანაა წარმოშობილი: მდივანი, მდივნიშვილი, მეყანწიშვილი, მებადური, მებაღიშვილი, მებზევიშვილი, მებუკე, მეგუთნიშვილი, მეზვრიშვილი, მეთაფლიშვილი, ფუტკარაძე, მეთოფიშვილი, მეისრიშვილი, მეკასრიშვილი, მეკოკიშვილი, მეკრავიშვილი, მელანიშვილი, მელანია, მელექსიშვილი, მელიქიშვილი, მელიქიძე, მემარნე, მემარნიშვილი, მენაბდე, მენაბდიშვილი, მკურნალი, მენაფირე, მეპურიშვილი, მერაბიშვილი, მესაბლიშვილი, მესერიძე, მესტვირიშვილი, მესტუმრე, მექვაბიშვილი, მექვაბაძე, მექვევრიშვილი, მექუდიშვილი, მექუდე, მეღვინეთუხუცესი, მეღვინიშვილი, მეყანწიშვილი, მეძმარიაშვილი, მეჭურჭლიშვილი, მეხატიშვილი, მეხატურიშვილი, მეხაშიშვილი, მეხრიშვილი, მზარელუა, მზარეულაშვილი, მზარეულიშვილი, მთიბელაშვილი, მკალავიშვილი, მკერვალი, მკერვალიშვილი, კერვალიშვილი, მკერვალიძე, კირვალიძე, მკურნალი, მკურნალიძე, მონადირეშვილი, მორბედაძე, მოურავიძე, მსახურაძე, მსხალაია, მსხალაძე, მტრედაძე, მუმლაძე, მუმლაური, მწყერაძე, მწყერაშვილი, მჭედლიძე, მჭედლიანი, მჭედლიშვილი, მჭედლური, მხატვარი, მხატვრიშვილი, მუჯირი, მუჯირიშვილი, მღებრიშვილი, მშვილდაძე, მჩითავიშვილი, მცურავიშვილი, მოურავიშვილი, ხაბაზი, ხარაზი და ა.შ.

დასაბამიდან რაც კი ხელობა და საქმე არსებობდა აქედან საქართველოში უამრავი გვარია ნაწარმოები, რა თქმა უნდა, უმეტესობას მამა-პაპური საქმიანობა დავიწყებული აქვს, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც წინაპართა სპეციალობას ერთგულად აგრძელებენ. მრავალი დასპეციალებაა აგრეთვე, რომელიც გვარის სახელწოდებაში არ არის ასახული, მაგალითად კვარაცხელიების მეჯოგეობა, თურმანიძეების მეწამლეობა და ა.შ. სწორედ მათ სჭირდებათ დახმარება, მხარში ამოდგომა და წახალისება. ასე, რომ საქართველოში არ არსებობს არცერთი ტრადიციული გვარი, რომელსაც უფლის, სამშობლოს სამსახურში თავისი მიზანდასახულობა და ფუნქცია არ ჰქონოდა, აღარას ვამბობ პასუხისმგებლობაზე. დღეს ყოველივე ამის გათვალისწინება და აღდგენაა აუცილებელი. სასურველია გვარმა თავისი შთამომავლობითი საქმიანობა-დასპეციალება არ მიატოვოს და თაობიდან თაობას გადასცეს, თუკი ეს ეროვნული და პიროვნული თვალსაზრისით სასარგებლო და მომგებიანი იქნება. ქვეყნის ეკონომიკა, ბუნებრივია, მოსახლეობამ – გვარებმა უნდა განავითაროს, როგორც ტრადიციული, ისე არატრადიციული, თანამედროვე, ინოვაციური. როგორმე თავი უნდა დავაღწიოთ ჯერ კიდევ საბჭოთა ხელისუფლების წლებში დაწყებულ ანარქიას, როცა სპეციალისტთა მომზადება და დასაქმება ერთმანეთს დაშორდა. უმაღლესის დამთავრება მოდური გახდა და ავბედითი კორუფციის წყაროდ გადაიქცა. მაშინაც და ახლაც მშობლები ფულს შვილების უცოდინარობაში იხდიდნენ და იხდიან, დღეს მრავალი დიპლომიანია, ხოლო ჭეშმარიტი სპეციალისტი იშვიათობაა. უმაღლესი სასწავლებლები დუქნებივით იხსნება, თანაც უნივერსიტეტების სახელწოდებით, მათი კურსდამთავრებულები კი არავის სჭირდება. იმ კურიოზამდე მივედით, რომ საქართველოში ინტელექტუალური და შემოქმედებითი შრომა აუნაზღაურებელია. ასეთ ვითარებაში, თანამედროვე მოთხოვნილებათა შესაბამისად, საგვარეულო-შთამომავლობითი საქმიანობის თანმიმდევრული აღდგენა-გაგრძელებას ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა შეუძლია.

 

მამული, ენა, სარწმუნოება

gaq