საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული გვარები

გვარ-სახელ ლორთქიფანიძის წარმომავლობისათვის
ბადრი ცხადაძე
ბადრი ცხადაძე

მკითხველს ვთავაზობთ ბადრი ცხადაძის კიდევ ერთ გამოკვლევას ქართულ გვარებთან დაკავშირებით: "გვარ-სახელ ლორთქიფანიძის წარმომავლობისათვის". რამდენიმე დღის წინ გამოვაქვეყნეთ მისი კვლევა "ქართული გვარ-სახელები (ზევდგინიძე // ზედგინიძე)".

ჩვენთვის საინტერესოა ამგვარი კვლევები, შეიძლება ზოგიერთ დებულებას არ ვიზიარებდეთ ყოველ წერილში, მაგრამ თუ ვინმე შემოგვთავაზებს ამგვარი სახის სამეცნიერო გამოკვლევებს, აკადემიურ სტილში წარმოდგენილს, სადაც ქართული გვარების შესახებ იქნება მსჯელობა, დიდი სიამოვნებით გამოვაქვეყნებთ.

georoyal.ge

ბადრი ცხადაძე

გვარ-სახელ ლორთქიფანიძის წარმომავლობისათვის

(ლინგვისტურ-ეტიმოლოგიური ანალიზი)

გვარ-სახელი ლორთქიფანიძე ერთ-ერთი უძველესი გვართაგანია. ვახუშტი ბატონიშვილის დახასიათებით, `მთავართა შორის უწარჩინებულესი~ [1, 36]. ეს გვარი ძირითადად გავრცელებულია იმერეთში, ვანისა და წყალტუბოს რაიონებში [2, 98], გვხვდება აჭარაში, თურქეთში მცხოვრებ ქართველებშიც. თუმცა გვარ-სახელი ამჟამად `იმერულია~, მაგრამ არსებობს გადმოცემა ამ გვარის მესხური წარმომავლობის შესახებ. ისტორიულად ლორთქიფანიძეები რაჭის ერისთავთა აზნაურებიც ყოფილან. ერთსა და იმავე დროს ამა თუ იმ გვარის მატარებელთა თავადური და აზნაურული თანაარსებობა ძველ საქართველოში იშვიათი არაა. ფეოდალურ საქართველოში წოდებრივ კიბეზე ამაღლება და დამდაბლება ჩვეულებრივი მოვლენა იყო (მაგ., აბაშიძე, ბაგრატიონი, წერეთელი, ლორთქიფანიძე...) [3, 10., 819].

XIX საუკუნის იმერეთის 40-იანი წლების მონაცემებით ლორთქიფანიძეების წოდებრივ-სოციალური სურათი საინტერესო ჩვენებას იძლევა: ლორთქიფანიძე თავადია ჩუნეში, ცხუნკურში (დედაღვთისაში), ახალბედისეულში, გუმათში, დიხაშხოში, ვანში, საბეკაში, სახელმწიფო აზნაურია: ისრითში, პატარა ჯიხაიშში, ყუმურში ( // საპაიჭაოში), დიხაშხოში, დიდ ჯიხაიშში; აზნაურია ახალბედისეულში, გვაშტიბში, სათავადო აზნაურია: ბზვანში, ისრითში; სასულიეროა: ისრითში;

საწირეში ლორთქიფანიძის საბატონო გლეხია ტოფაძე, ჩუნეში ამ გვარის თავადის მოსამსახურეა კინწურაშვილი და ხუნწარია, ძიროვანში მას საბატონო გლეხად ჰყავს კუბლაშვილი.

ქუთაისში კი ამ დროს, XIX ხ. 40-იან წლებში აღებ-მიმცემ გლეხებსა და მედუქნეებს შორის დასახელებულია ვინმე ნალბადოვი (ნალბანდიშვილი?), რომელიც XIX საუკუნის 50-იანი წლებიდან ჩანს ლორთქიფანიძედ. ამ შემთხვევაში სპეციალურად საკვლევია - ნალბადოვი ლორთქიფანიძის განაყარო შტო-გვარია თუ პირიქით: ნალბადოვ-ისგან წარმოიშვა (ხელოვნურად?) გვარ-სახელი ლორთქიფანიძე [იხ. 4].

ისტორიულ დოკუმენტებში ლორთქიფანიძე ნაირგვარი დაწერილობით გვხვდება: ლორთქმანიძე ( *ლოფორთქინაძე -> ლორთქიფანიძე (მეტათეზისი?), მაგრამ ეს, როგორც ზემოთ ვახსენეთ, ერთი შეხედვთ.

ჩვენი ახსნით, რეალურად, ლორთქიფან ფუძე აღნაგობით კომპოზიტია, რომელიც ორი სიტყვისაგან შედგება: ლორთქ+იფან: ლორთქ-ი // ლორთქ-ო "ნორჩი, თოთო, ახალი, ახლად ამოყრილი (მცენარე ან მცენარის ტოტი, ყლორტი) (იმერ. გურ. გ. შარაშ. ბ. წერ. ალ. ღლონტ.). ზემოიმერულში მისი ვარიანტებია: ლოთქო // ლონთქი // ლონთქო `თოთო, ნორჩი, ქორფა" [7]. ლორთქო ლექსემის (რომელშიც -ო საწარმოებელი ბოლოსართია) ფონეტიკურ ნაირსახეობას წარმოადგენს გურული ლურთქ "ჩვილი, ახალამოყრილი ყლორტები (გ. შარაშ.). იმერ. ლურტყ // ლურთხ (იმერ. ლურთხი = ნედლი, წყლიანი დამძიმებული ჩალა, ტანსაცმელი, სიმინდი და მისთ. შარვალჩალურთხული - "შარვალჩასვრილი", შარვალშასველებული წვიმისაგან და მისთ.) ღირსსაცნობია, რომ მოხეურ კილოშიც ლორთხავს (დალორთხა, დაულორთხავს) "ასველებს, დასველება"-ს ნიშნავს (ქეგლ). ამრიგად,

ლორთხ // ლორთქ -> ლორთხო 

   ლურთქ // ლურთხ ||  ლურტყ

იმერულ კილოშივე ლორთქ // ლორთქო-ს ლექსიკურ-ფონეტიკური სახესხვაობაა ლორთქოში // ლორთქოშა, რომელშიც -ოშ/-ოშ-ა სიტყვასაწარმოებლებია. სავარაუდოა, ისტორიულად, ლორთქო //ლორთქოშ-ის გვერდით *"ლორთქოფა" ფორმაც გვქონოდა. შდრ. ლენცოფა (ა. მაყაშ. მცენარე), ლორცოფინა (მესხ. ჯავახ.). ამ უკანასკნელში -ინა კნინობითი სუფიქსია. შდრ. ლოფორთი (ოკრიბ.) "ფოთოლი, უფრო წაბლისა", ლოფორთები "ფოთლები" - რაჭულში (შ. ძიძიგ.)

ამრიგად, თითქოს საბოლოო შემაჯამებელ დასკვნასაც მივაგენით: ლორთქო // ლორთქოფა -> ლორთქოფინა -> ლორთქიფანა, აქედან: ლორთქოფანისძე //-> ლორთქიფანიძე // ლორთქიფანაისძე -> ლორთქიფანიძე. ზემოთქმულის საფუძველზე უნდა ვივარაუდოთ ლორთქოფინა // ლორთქიფანა მეტსახელის არსებობაც: ლორთქიფანა "ფოთოლა"?, მაგრამ ასეთი სავარაუდებელი მეტსახელი (ლორთქიფანა//ლოფორთქინა//ლორთქო) ძველ საქართველოში, ზეპირსიტყვიერ თუ წერილობით ძეგლებში არ ჩანს, არ იყო, იგი ასევე არ აღმოჩნდა ალ. ღლონტის "ქართველურ საკუთარ სახელებშიც" [8].

ჩვენი აზრით, ლორთქიფან ძველად მეტსახელად არ უნდა გვქონოდა. ამ რთული სიტყვის მეორე შემადგენელი ნაწილია "იფან-ი": ლორთქიფანიძე

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე აზა და მასთან ასორმოცდაათი მხედარნი (284-305)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნებაწმიდა მოწამე აზას და მასთან ასორმოცდაათი მხედარის (284-305) ხსენების დღე.
წინასწარმეტყველი აბდია (IX ს. ქრისტეს შობამდე)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნება წინასწარმეტყველი აბდიას (IX ს. ქრისტეს შობამდე)ხსენების დღე.
gaq