საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული გვარები

რა გქვია შენ? ვინ ხარ შენ?
ლევან ფრუიძე

ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში ვკითხულობთ: ,,სახელ-ი (სახელისა) 1. სიტყვა, რომელიც აღნიშნავს ვისმე ან რასმე; რაც ჰქვია, რასაც უწოდებენ ვისმე ან რასმე, – სახელწოდება, რასაც ყოველ ცალკეულ პიროვნებას, ინდივიდს უწოდებენ სხვებისგან გასარჩევად... 2. პატივი, დიდება, პატივისცემა...’’

პიროვნება შეიძლება იყოს სახელოვანი, სახელგანთქმული, სახელგატეხილი, არის მეტსახელი და ა.შ. ერთი სიტყვით, სახელისგან ბევრი ცნებაა ნაწარმოები და მრავალი გვარია წარმოშობილი. ენათმეცნიერები სახელებსა და გვარებს ანთროპონიმებს უწოდებენ, ხოლო მათ შემსწავლელ საგანგებო დარგს – ანთროპონიმაკს. დიდი პოპულარობა მოიპოვა პროფ. ზურაბ ჭუმბურიძის წიგნმა – ,,რა გქვია შენ?’’, რომელიც რამდენჯერმე გამოიცა, მიუხედავად ამისა, მოთხოვნილება კვლავ დიდია. ესაა პოპულარული ნაწარმოები, რომელიც მსოფლიოში გავრცელებულ სახელებსა და გვარებზე საინტერესო ინფორმაციას იძლევა, ხოლო ქართული გვარ-სახელების რაობა ფართოდაა გადმოცემული, ნაჩვენებია მათი შინაგანი კავშირი და, რაც მთავარია, თან ერთვის ქართული სახელების სარეკომენდაციო სია. ამასთანავე, ფრიად საგულისხმოა და გასათვალისწინებელი სახელებისა და გვარების ავტორისეული ეტიმოლოგიები.

გვარი ადამიანს დაბადებისთანავე ეძლევა. აქ არჩევანი არ არსებობს, ხოლო სახელი ახალშობილისთვის ასარჩევია და გადამწყვეტი სიტყვა მშობლებს ენიჭებათ. პასუხისმგებლობა დიდია, პიროვნებამ სახელი მთელი სიცოცხლის მანძილზე უნდა ატაროს. თუ ის უხერხულია და ცუდად შერჩეული, ბევრ გაუგებრობას და გულისტკივილს იწვევს. საქართველოში ეს საკითხი სარწმუნოებრივ დონეზე იყო მოწესრიგებული, ყოველ ახალშობილს ნათლავდნენ და სახელებს საეკლესიო კალენდრის მიხედვით არქმევდნენ. ხშირად იმ წმინდანის სახელს, რომლის ხსენების დღესაც ბავშვი დაიბადა. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, აგრესიული ათეიზმის პირობებში, მონათვლა აიკრძალა და სახელის დარქმევის ტრადიციული სისტემა მოიშალა. ამის გამო უმძიმესი შედეგები მივიღეთ. სახელებად იქცა ქართულ ყოფაში ახლადშემოჭრილი სიტყვები კომუნა, კოლექტივი, არტელი, ტრაქტორი და სხვა მისთანანი. მომრავლდა ხელოვნურად შეთხზული სახელები და ა.შ. ასე გრძელდებოდა 70 წელი. საბჭოთა წყობილების დამხობის შედეგად ქართველი ერი ქართული ცხოვრების წესს და ეროვნულ ტრადიციებს უბრუნდება. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის ძალისხმევით ხალხის ფართო მასებს ქრისტიანულ-მართლმადიდებლური რწმენა ეუფლება და ყოფა-ცხოვრების მოწესრიგების მამაპაპური სისტემა მკვიდრდება. უაღრესად სასიამოვნოა, რომ ეს პროცესი აღმავლობით მიმდინარეობს და ქართველობა წინაპართა მრავალნაცად, რაციონალურ გზას უბრუნდება.

თბილისის სამების ლავრასთან მოქმედი სრულიად საქართველოს საგვარეულოთა კავშირის ,,გვარი და გვარიშვილობის’’ სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო გვარ-სახელებთან დაკავშირებით ყოველგვარ მეცნიერულ რეკომენდაციებს იძლევა, რითაც დაინტერესებული პირები სარგებლობენ და სწორ გადაწყვეტილებებს იღებენ.

საქართველოს მრავალაათასწლოვანი ძნელბედობის გამო ბევრმა ქართველმა თავისი ქართველობა-ეროვნულობა და გვარი დაკარგა. ათასობით ადამიანი თავს ქართველად თვლის და თავისი ეროვნება, გვარ-სახელი ვერ დაუდგენია. მას როცა ეკითხებიან – ვინ ხარ შენ? პასუხობს – ქართველი! თუმცა ამის დასამტკიცებელი საბუთი არ გააჩნია. ჭეშმარიტების დადგენაში ჩვენი გვართმცოდნე სპეციალისტები თითოეულ მსურველს ყოველმხვრივ დახმარებას გაუწევენ. გარდა ამისა, ზოგიერთი ქართული გვარ-სახელი დროთა განმავლობაში შეიბღალა და დამახინჯდა, რისი გასწორებაც მეცნიერული კვლევა-ძიებით შესაძლებელია.

ჩამოთვლილს გარდა, გვარ-სახელებთან დაკავშირებით მრავალი პრობლემაა, რომელთა მოგვარება გადაუდებელია, მაგალითად, დაუყოვნებლივ უნდა აღადგინონ მამის სახელი, რაც უამრავი გაუგებრობის წყარო ხდება. სამწუხაროდ, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებსა და განსაკუთრებით ტელევიზიაში დამკვიდრდა მეტად საჩოთირო ჩვევა სახელების დამახინჯებისა. თვით მომსახურე პერსონალსაც სრული სახელით კი არ მიმართავენ, არამედ ე.წ. ,,მოფერებით’’: თამარის ნაცვლად – ,,თაკო’’, თინათინის ნაცვლად – ,,თიკა’’ და ა.შ. ოფიციალურ ურთიერთობაში, მეტადრე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ასეთი ფამილარობა, რა თქმა უნდა, დაუშვებელია.

რუსეთის იმპერიის ორასწლოვანი ბატონობის შემდეგ საქართველოს დამოუკიდებლობა უდიდესი მონაპოვარია, დროულად უნდა დაიძლიოს ე.წ. ,,გარდამავალი პერიოდი’’, ქართველობა, უფლის ნებით, საკუთარი ცხოვრების წესს და ეროვნულ ტრადიციებს უნდა დაუბრუნდეს.

 

მამული, ენა, სარწმუნოება

ათოთხმეტნი ათასნი ჩვილნი მოწამენი, მოწყვეტილნი იროდის მიერ ბეთლემს ჰურიასტანისასა (I)
29 (11.01) დეკემბერი
gaq