საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული გვარები

ყოველი ქართული გვარი კეთილშობილია! - ტარასი მგალობლიშვილი და შიო ტეფნაძე
ნატო გიორგაძე

ყოველი ქართული გვარი კეთილშობილია!

 

მხოლოდ ამგვარი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს ქართველ ადამიანს თავისი თანამემამულეების მიმართ, მიუხედავად იმისა, მისი წინაპრები სოციალური კიბის რომელ საფეხურზე იდგნენ რამდენიმე საუკუნის წინ...

 

დღეს ქართველებს ბევრი ამოცანა გვაქვს გადასაწყვეტი. უამრავი გამოწვევაა ჩვენი სამშობლოს წინაშე. საქართველო საომარ ვითარებაშია. ამიტომ მაქსიმალური  კონსოლიდაცია გვჭირდება, გვჭირდება ეროვნული ერთობა...

 

ყოველ გვარი, ყოველ მოქალაქე უმნიშვნელოვანესია ამ ვითარებაში.

 

ყოველი ქართული გვარი გმირი წინაპრების შთამომავალია. ამის შესახებ გადმოცემები შემონახულია წერილობით წყაროებში და განსაკუთრებით, უმდიდრეს ქართულ ფოლკლორში...

 

ვიწყებთ ახალ რუბრიკას - ყოველი ქართული გვარი კეთილშობილშია, გმირების გვარია ანუ სახალხო გმირები ქართული ფოლკლორიდან.

 

გარდა ფოლკლორისა, გამოყებული იქნება სამეცნიერო შრომებიც და სხვა.

 

ჩვენი წინაპრები პიონერები იყვნენ მიწათმოქმედების საქმეში, ჩვენმა წინაპრებმა პირველებმა დააყენეს ღვინო, მითების მიხედვით, კავკასიასთანაა დაკავშირებული ცეცხლის გამოყენების დაწყება კაცობრიობის მიერ, ჩვენმა წინაპრებმა პირველებმა ჭედეს ლითონი...

 

მათი შთამომავლები ახლა განფენილნი არიან სხვადასხვა ქართულ გვარებად. ქართული ფოლკლორი, ლექსები, გადმოცემები გვიამბობენ ქართველი თავდადებული ადამიანების გმირულ და კეთილშობილურ საქმეებზე. გამოვიტანოთ ეს საგანძური ჩვენი მომავალი თაობის წინაშე, გავაცნოთ ქვეყანას ქართველი გმირები, რომელთა შესახებ ფოლკლორი გვიამბობს. კვლავ გავიაზროთ სხვადასხვა გვარის ქართველებმა, რომ საამაყოა ყოველი ქართული გვარი.

 

ამგვარად გავიხსენებთ უსახელო ავტორებსაც შესანიშნავი ლექსებისა თუ თქმულებებისა, რომლებიც გვიამბობენ გარდასულ გმირთა შესახებ... პატივს მივაგებთ კოლექტიურ შემოქმედს - ხალხს, რომლის წიაღშიც იქმნებოდა ჩვენი უძვირფასესი საგანძური - ქართული ფოლკლორი.

 

დღეს გვინდა გიამბოთ მგალობლიშვილთა საგვარეულოს ერთ-ერთი ღირსეული წინაპრის, ტარასი მგალობლიშვილისა და მისი რაზმის წევრების, მათ შორის შიო ტეფნაძის შესახებ, რომლებიც თავგანწირვით იცავდნენ სამშობლოს, იბრძოდნენ სამართლიანობისათვ

ის, უბრალო ქართველების დასაცავად. მასალა გადმობეჭდილია ისტორიკოს იური სიხარულიძის შესანიშნავი წიგნიდან: „სახალხო გმირები“ (1995). მადლობას ვუხდით ღვაწლმოსილ ადამიანს და ღირსეულ მამულიშვილს, რომელიც სიხარულით დაგვთანხმდა გამოგვექვეყნებინა მისი წერილები აღნიშნული წიგნიდან.

 

აქვე მივმართავთ მკითხველებს, მოგვაწოდეთ გადმოცემები, ლექსები, თქმულებები თქვენი გვარის წინაპრების შესახებ.

 

იური სიხარულიძე

 

ტარასი მგალობლიშვილი

 

მგელი არ მოშლის მგლობასა,

კაი ყმა - მამაცობასა.

ხალხური

 

„ქართლის ჭირსა ვერვინ მოსთვლისო, - ამბობდა დავით გურამიშვილი. ჭირთა მრავლობა არც შემდეგ გამოლევია საქართველოს და მის გულს. ჭირიც არის და ჭირიც. იშვიათად თუ უნახავს ქართლს ჭირი მსგავსი მთიელ აბრაგთა ბოლომოუღებელი თარეშისა.

 

ეს ავბედობა მე-19 - მე-20 საუკუნეთა მიჯნაზეც სულს უხუთავდა ქვეყანას.

 

არც „მგლები“ იშლიდნონ „მგლობას“ და არც კაი ყმები - „მამაცობას“.

 

უკანასკნელთა შორის იყო დორბელი (ქარელის რ-ნი) ტარასი მგალობლიშვილიც.

 

გულადი ვაჟკაცი არა მარტო თოფ-იარაღის მარჯვედ მომხმარე ყოფილა, არამედ - კარგი ორგანიზატორიც. ამ თვისებათა წყალობით ხალხშიც მალე მოიპოვა ავტორიტეტი და პატარა, მაგრამ მტკიცედ შეკრული, რაზმის შედგენაც მოახერხა.

 

რაზმი ძირითადად რჩეულ მონადირეთაგან შედგებოდა (ს. მგალობლიშვილი, მოგონებანი, 1938, გვ. 23).

 

მგალობლიშვილის თანამებრძოლთაგან განსაკუთრებით უსახელებია თავი შიო  ტეფნაძეს - ტარასის ყრმობის მეგობარსა და ჩინებულ მონადირეს (იქვე).

 

ხალხს დღემდე არ დავიწყებია ის შიში, რასაც აბრაგთა ბელადების სახელები (კანი და ბისტი) იწვევდნენ. ამ სახელებით ერთ დროს ქალები ბავშვებსაც კი აშინებდნენ.

 

სწორედ ამ დიდი შიშიანობის  ჟამს მოევლინენ ხალხს მხსნელებად ტარასი და მისი რაზმელები, რომლებმაც თვალსაჩინო სამსახური გაუწიეს ქვეყანას.

 

მსგავსი გმირები არ ავიწყდება ხალხს, რასაც ეს ხალხურური სტრიქონებიც მოწმობენ:

 

მტერთან ფეფხი და შემბმელი,

მოყვასთან სათნო და თბილი

სოფლის მამა და ქომაგი

ტარასი მგალობლიშვილი.

 

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი სამსონ უცხოთშემწყნარებელი (+დაახლ. 530)
27 ივნისი (10 ივლისს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ღირსი სამსონ უცხოთშემწყნარებელის (+დაახლ. 530) ხსენების დღეს.
მართალი იოანა მენელსაცხებლე
27 ივნისი (10 ივლისს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს მართალი იოანა მენელსაცხებლეს (I) ხსენების დღეს.
gaq