საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული გვარები

ლოვარდ ტუხაშვილი - დათუნა რაჭველის ანდერძი
ლოვარდ ტუხაშვილი

,,არს რაჭა, ფრიად მაგარი მთითა, კლდითა, ხრამითა, ხევითა და ტყითა, შეუვალი გარე მტრისაგან. ჰავითა კეთილმშვენიერი, ზაფხული გრილი, ზამთარს თბილი და უქარო, მოსავლიანი, თვინიერ ბრინჯ-ბამბისა ნაყოფიერებენ ყოველნი მარცვალნი, ხილნი, მტილოვანნი ყოველნი“.

რაჭა უშველებელ კაკლის ხეს მაგონებს: ფართოდ გაუშლია მძლავრი ფრთები ზვიად ვარჯს. არ ეტევა ,,საკუთარ წრეში“. მძიმედ დახუნძლული ტოტები დიდ სივრცეზე გაუწვდენია და იბერტყება უხვად. ეგაა ოღონდ, ყოველთვის მშობლიურ მიწაზე როდი ცვივა უძვირფასესი ნაყოფი მისი. საიდან მოდის მსუბუქი იუმორით ნაზავი მითი რაჭველთა სიზარმაცეშერეული სიდინჯის შესახებ? ალბათ, თვით რაჭველებმა იხუმრეს პირველად. მე მაინც ვახუშტი ბაგრატიონის დახასიათება მომწონს: - არიან ,,კაცნი ტანოვანნი, მხნენი. ბრძოლასა შინა შემმართებელნი, ძლიერნი“, ხოლო ,,ქალნი მშვენიერნი, მქცევნი ეგრეთვე, რბილნი“. არც ერთ ისტორიულ მონაკვეთში არ უზარმაციათ რაჭველებს, არ ჩაუთვლემიათ. ცხელსისხლიანები იყვნენ კახაბერისძეები და ჩხეიძეები - ერისთავთ-ერისთავნი რაჭველთა, იმიერ საქართველოს თავნი. სწორედ კახაბერ კახაბერისძემ დაადგა მეფეთა-მეფის გვირგვინი თამარს! ზნეკეთილობით გამორჩეული ულამაზესი გვანცა, საარაკოდ პირმშვენიერი ასული ერისთავთ-ერისთავისა, დიდხანს ახელებდა ამირსპასალარს ავაგ მხარგრძელს, მეფე ულუ-დავითის, მონღოლი ნოინების ვნებას. შესაძლოა, გარეგნული აუჩქარებლობა, ერთგვარი ,,მოდუნებულობა“, საგანგებო ფანდია რაჭველთა შინაგანი უსაზღვრო ენერგიის დასაფარავად. ექსტრემალურ სიტუაციაში უცნობი მექანიზმი ,,მუხრუჭებისაგან“ ათავისუფლებდა მიმალულ ძალას. ბოთლში დაუნჯებული ჯინის სიშლეგით გამოიჭრებოდა სიმარდე.

ქართული შეუპოვრობის ჭეშმარიტი გამოსახულებაა XVIII საუკუნის გამოჩენილი სახალხო გმირის დათუნა გოცირიძის ცხოვრება. იგი ცნობილია დათუნა რაჭველის სახელითაც. ამ პიროვნებას საგანგებო მოთხრობა მიუძღვნა აკაკი წერეთელმა.

უბადლო ვაჟკაცი იყო ქვემორაჭველი აზნაური დავით გოცირიძე - პატრიოტი, კეთილშობილი, უღალატო. მოწაფეც ჰყავდა, ღვიძლი დისწული ივანე კვიტაშვილი. ასევე რაინდობაზე მეოცნებე. მაგრამ არ აღმოჩნდა ჭაბუკი მხედარი მზად რაინდის მძიმე ტვირთის საზიდავად, ვერ გამოდგა ღირსეული მემკვიდრე. ქართული რაინდიზმი მრავალწახნაგოვანია. სიმამაცეს უნდა ერწყმოდეს კეთილშობილება, სამშობლოს სიყვარული, მოყვასისადმი ერთგულება. რაინდიზმი გამორიცხავს მეშურნეობას. ქართველს უნდა სწამდეს მხოლოდ თეთრი შური, ანუ ,,შური საღმრთოი“, ესე იგი ქმედება, როდესაც ადამიანი ეშურება, ისწრაფვის სხვაზე ჩქარა, სხვაზე უკეთ გააკეთოს გასაკეთებელი. გვიან შუასაუკუნეებში ადამიანის ბიწიერ ვნებათა გამძაფრებამ კინაღამ წალეკა რაინდიზმი. ასპარეზზე გამოვიდა ჟამთა სიავით გაანჩხლებული გულნამცეცა ,,ეგოიზმი“. აღორძინდა შავი შური - ,,მწუხარება სხვათა სიკეთისა ზედა“. ივანე კვიტაშვილს გონება დაუბინდა ბიძამისის დიდებამ. გეგუთის სასახლეში მძიმე გამოცდის დროს დათუნა გოცირიძის ხმალი პირდაბლაგვებული რომ აღმოჩნდა, ყველა მიხვდა ახლობელის სიმუხთლეს. სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაეკიდა ერთმანეთს ორი რაინდი, ორი ხანჯალი ერთ ქარქაშში არ ჩაეტია.

პატიება ვერ შესძლო გოცირიძემ, ვერც განშორება აიტანა. უყვარდა მოღალატე ძმისწული. გადაწყვიტა, გაშორებოდა საერო ცხოვრებას, ბერად აღკვეცილიყო. ცხოვრებამ მაინც შეახვედრა მდევნელ-დევნილი. იმერეთის გზაზე ჩაძინებულ დისწულს წაადგა ბიძა. ჯერ ნაწყენმა სისხლმა იფეთქა, მახვილი გააშიშვლა დათუნამ... მერე იძალა რაინდის ბუნებამ. ჩაძინებულის მოკვლა საძრახისი იყო, არც გაღვიძება ეგებოდა, დაბნეული იქნებოდა უძინარი. დაიოკა სიბრაზე ბიძამ. გადაწყვიტა, ეცლია ძილი ,,მოღალატისათვის“, რათა დასვენებულს შებმოდა პირისპირ. სიტუაცია სხვაგვარად წარიმართა. აჯამეთის ტყეში ამ დროს თარეშობდა დაღესტნელი აღიფონა ბელადი ტყვისმტაცებელ ავაზაკთა ხროვით.

მიაკვლიეს მძინარე ივანე კვიტაშვილს აბრაგებმა. დაავიწყდა პირადი წყენა დათუნა გოცირიძეს, გააფთრებით შეუტია თავდამსხმელებს. საერთო მტრის გამოჩენამ შეაერთა ორი ქართველი, დაუნდობლად აჩეხეს მომხვდურები, სამშობლოს ყივილმა ჩაახშო ბოღმიანი სისინი ,,ეგო“-იზმისა (,,მე“ დაამარცხა ,,ჩვენ“-მა!).

ღრმად დამაფიქრებელია ფინალში მოტანილი აკაკის ნაწარმოების მხატვრული კვინტესენცია: ,,ნეტავ თუ ახლანდელი ქართველებიც ისე დათმობენ პირად უსიამოვნებას და განხეთქილებას საზოგადო საქმისათვის?“

უკვე აღნიშნული გვქონდა, რომ დათუნა გოცირიძე ისტორიული პიროვნებაა. აკაკი წერეთლის მოთხრობის პერსონაჟი და ფოლკლორული გმირი თითქმის ემთხვევა ერთმანეთს. იგი გამოირჩეოდა სიმამაცით, შემართებით, მახვილი გონებით, უბრალოებით, მისი აღიარების საფუძველი მაინც სხვა შინაარსისაა. მან საზოგადოებრივი პირადულზე მაღლა დააყენა. საქვეყნო საქმისათვის დიდი პატიების უნარი გამოავლინა. აი, ამაშია გმირობა. ამ კუთხით არც ივანე კვიტაშვილი გამოიყურება ,,პირშავად“. XVII-XVIII საუკუნეების რაჭას არ აკლია ენერგიული ადამიანები. პოლიტიკურ სცენაზე ერთობ აქტიურობდნენ ერისთავის ოჯახის წევრები, ნიკორწმინდელი ეპისკოპოსები, ფეოდალები, გლეხებიც კი! ბევრი მათგანი არც ძალით, არც ჭკუით არ ჩამოუვარდებოდა დათუნა გოცირიძეს. ზნეობრივი ნიშნით ხალხმაც და მწერალმაც მაინც ეს პიროვნება გამოარჩია. არავის დაუტოვებია უფრო მაღალი ეროვნული პროგრამა, რომელიც, ერთი ლეგენდის მიხედვით, ანდერძად დაიბარა სიკვდილის წინ დათუნა რაჭველმა: ,,ყოველი წვეთი სისხლისა, ყოველი წვეთი ოფლისა მხოლოდ მამულისთვის უნდა დაიღვაროს“! ამ უბრალო მხედარმა მოგვიწოდა საერთო-ქართული ერთიანობისაკენ. ერთიანობისაკენ სწრაფვა იყო ეროვნული ხსნის ყველაზე უტყუარი მეთოდი. ასეთ ლტოლვას აპირობებდა ,,მავასხელობითო სიყვარული“, რაც ნიშნავს სავალდებულო სიყვარულს, აუცილებელ საურთიერთობო წესს. ამ თეორიის მიხედვით, მეგრელს გურული, გურულს იმერელი, იმერელს სვანი, სვანს აფხაზი, აფხაზს ქართლელი, ქართლელს კახელი და ა.შ. უბრალოდ კი არ უნდა უყვარდეს, არამედ ვალდებულია, რომ უყვარდეს! აქ სიყვარული აუცილებელი ვალდებულებაა, სამერმისო სესხია. თუ ქართველები ერთმანეთს არ მოეხვევიან, საერთო-ქართულის სასარგებლოდ, მაშინ მათ სხვა მოეხვევა, თანაც ისე ძლიერ, შესაძლოა მოახრჩოს კიდევაც. ასე ფიქრობდნენ ძველად.

რაჭაში ყოველთვის ღრმად იყო გამჯდარი ,,სიყვარული მავასხელობითი“. ეს მხარე საერთო-ქართული გულისცემით ცხოვრობდა. მოსახლეობის ბუნებრივი ნამატი გაედინებოდა ბარისაკენ. ასე დენადობას გადამწყვეტი როლი ენიჭებოდა კახეთის, ქვემო ქართლის, აღდგენილი ჰერეთის შემომტკიცების საქმეში. ,,რაჭული დესანტი“ სულს უდგამდა ,,ყოველი საქართველოს“ ნაციონალური ეთნოსის დაფლეთილ კიდეებს, ქართული შინაარსით ავსებდა დაყრუებულ ოლქებს. ბარიდან ლტოლვილი ქართული სული იხიზნებოდა მშობლიური მთების ვიწრო ხეობებში, დასვენებული ისევ ბარს უბრუნდებოდა. მოგვიანებით არასწორი სადინარი მიეცა ბუნებრივ მოძრაობას, რაღაცა დაირღვა, რაღაცა გატყდა. ზომაზე მეტად ჩამოიბერტყა ნაყოფიერი ტოტები... დაიშრიტა მაცოცხლებელი წყარო მარადიული განახლებისა. ლამის უპატრონოდ დაგვრჩეს დათუნა გოცირიძის მსგავსი რაინდების საფლავები.

ბარის მეშველი რაჭა თვითონ გახდა საშველი... ეთნოსის ტკივილის დამაყუჩებელი ერის ტკივილად იქცა. და მაინც ვფიქრობთ: აღორძინდა ,,კათოლიკე ძარღვი“ ქართული მთისა, ,,მავასხელობითი სიყვარული“ ხომ სიყვარულის ჩასესხებასაც ნიშნავს. ახლა ბარმა უნდა გაუწოდოს ხელი მთას. უნდა მოეძებნოს პანაცეა ერთობ მოშვებულ ეროვნულ პასუხისმგებლობას... ესაა თანამედროვეობის ვალი წარსულის წინაშე მომავლის გადასარჩენად!

 

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი და ღმერთშემოსილი მამა ანტონი დიდი (+356)
მოციქულთასწორი იმპერატორი კონსტანტინე დიდი (+337, ხს. 21 მაისს) და მისი ძეები ანტონი დიდის მხურვალე თაყვანისმცემლები იყვნენ. მათ დედაქალაქში მოიწვიეს წმიდა მამა, მაგრამ მან არ ისურვა მეუდაბნოე ძმების დატოვება, იმპერატორები კი საპასუხო ეპისტოლით გააფრთხილა, არ გაამაყებულიყვნენ თავიანთი მაღალი მდგომარეობით და მარად ხსომებოდათ მომავალი სამსჯავრო: „უწყოდეთ, რამეთუ ქრისტე მეუფე არს”.
თაყვანისცემა პატიოსანთა ჯაჭვთა წმიდისა და ყოვლადქებულისა მოციქულისა პეტრესი
16 (29) იანვარს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს თაყვანისცემას პატიოსანთა ჯაჭვთა წმიდისა და ყოვლადქებულისა მოციქულისა პეტრესი, რომელთაგან განთავისუფლებულ იქნა საპყრობილეში ანგელოზისა მიერ.
gaq