საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული გვარები

სახალხო გმირი მარიამ ბუკისციხელი


ავტორისაგან

,,გვიან შუა საუკუნეებში, როდესაც ქართველ მეფე-მთავრებს ყოველი მხრიდან მოძალებულ მტერთა გამკლავების ძალა აღარ შესწევდათ, ხალხი იძულებული იყო თვით აეღო ხელში თავისი თავისა და ქვეყნის დაცვა.

ამ მძიმე და უთანასწორო ბრძოლებში მრავალმა ვაჟკაცმა თუ მანდილოსანმა გაითქვა სახელი. მათი რიცხვი დიდია. ამჯერად ჩვენ მხოლოდ რამდენიმე სახალხო გმირზე ვამახვილებთ ყურადღებას. ისინი ძირითადად აღმოსავლეთ გურიასა და მისი მიმდგამი ფერსათის მხარის (რაიონის მარცხენა სანაპირო) მკვიდრები იყვნენ.

ამ გმირებზე სხვადასხვა დროს ვბეჭდავდით წერილებს რესპუბლიკურ თუ რეგიონალურ პრესაში და ხალხის დიდ ინტერესსაც იწვევდა. ვფიქრობთ, ჩვენი საზოგადოება არც ამ პატარა კრებულს შეხვდება გულგრილად.“

იური სიხარულიძე

 

ბუკისციხე აღმოსავლეთ გურიის სოფელია - შემკული არა მარტო ბუნებრივი სიმშვენიერით, არამედ - ისტორიული წარსულითაც. ჟამთა სიგრძეზე ამ სოფლის არაერთ მკვიდრს უსახელებია თავი შინაური თუ გარეშე მტრების წინააღმდეგ ბრძოლაში. მათ შორის იყო მარიამიც.

ხალხური ლექსი ასე გვიხასიათებს ამ შესანიშნავ ქალს:

ციხელი ქვრივი მარიამ

სახელქებული ქალია,

ბატონის უსამართლობას

ემსხვერპლა მისი ქმარია,

ობლად დაურჩა ცხრა ქალი,

მზე-მთვარის დასადარია.

მარიამის ასულთა სიმშვენიერის ხმამ მალე ,,თათრის ბეგამდეც“ მიატანა და მანაც მათი მოტაცების თადარიგი დაიჭირა.

და აი, მარიამობის დღესასწაულის წინ (აგვისტოში) გურჯ ქალ-ვაჟებზე მონადირე აბრაგთა რაზმიც ძველკარის (გუბაზეულის ხეობიდან ბუკისციხისკენ მიმავალ გზაზე) მიდამოებში დაბანაკდა და დაღამებას დაელოდა.

შუაღამე გადასული იყო, როდესაც ,,ალი-აღას დასტა“ ქვრივის ჭიშკარს მიადგა:

ღრმა ძილს მოეცვა სოფელი,

არვინ ფიქრობდა მტერზედა,

ფხიზლობდა მხოლოდ ქვრივი და

ქვაბიცა სდუღდა ცეცხლზედა.

უეცრად ძაღლმაც ,,მიასხავა“ და ,,ქვრივსაც ამცნო განსაცდელი“. მარიამმა მყისვე გააღვიძა შვილები, სწრაფად აიყვანა სხვენზე და ცხელი წყლით სავსე ქვაბიც მოიმარჯვა:

მომხდურები ურდულსა წვდნენ,

მალე კარიც შელეწესა,

უმალ ფიჩხიც დააყარეს

მარიამის მიმქრალ ცეცხლსა.

ცეცხლის ალზე აბრაგებმა ხარბად მიმოავლეს თვალი ირგვლივ და გაოცდნენ:

არვინ ჩანდა ხორციელი,

უკაცური იყო ფაცხა,

ჭერს ახედა ალი-აღამ

და შენიშნა სხვენზე რაცხა.

ეს მარიამის უმცროსი გოგონას - ხალიანას ,,კაბის კალთის ყური“ იყო.

მოიყარეს მტრებმა თავი,

დაექაჩნენ კაბას ერთად,

მარიამმაც ქვაბი დასძრა

ჯეთ-თათრების მოსაჟლეტად.

გონიერი ქვრივის ჩანაფიქრი ახდა:

დამდუღრულნი, თვალდამწვარნი,

გამოიჭრნენ მტრები გარეთ,

და ციხელთა თოფის ხმაზე

ალაჰს სული მიაბარეს.

ეს მარიამის თანასოფლელი სახალხო გმირის დავით გურგენიძისა და მისი რაზმის წყალობა იყო.

ეს საარაკო ამბავი დღემდე პირველქმნილი სიცხოველითაა შემონახული ბუკისციხისა და მისი შემოგარენის ბინადართა ხსოვნაში.

მარიამ ბუკისციხელი იმ სანაქებო ქართველ ქალთა პლეადას ეკუთვნის, რომელსაც მაია წყნეთელის, თამარ ვაშლოვანელისა, თინა წავკისელის და სხვათა უკვდავი სახეები ამშვენებენ.

ჩვენს დროში გმირი ბუკისციხელი ქალის ცხოვრებას არაერთი სტატია (იური სიხარულიძე, დავით ქორიძე და სხვა) მიეძღვნა, დაიწერა პიესაც (ა. გურგენიძე) და ფერწერული ტილოც შეიქმნა (თ. ჯალაღანია).

მადლიერი ხალხი სათუთად ინახავს სახელოვან ციხელი ქალის ხსოვნას.

 

წიგნიდან ,,სახალხო გმირები“

1995  წელი

 

 

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი პეტრე გალატიელი (IX)
9 (22) ოქტომბერი
წმიდა მოციქული იაკობ ალფესი (I)
9 (22) ოქტომბერს აღინიშნება წმიდა მოციქულის იაკობ ალფესის (I) ხსენების დღე.
gaq