საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული გვარები

სახალხო გმირი მარკოზ გიორგაძე
იური სიხარულიძე


 

კაი ყმა მაშინ კარგია,

ხმალი რომ შეიქმს ელვასა.

ხალხური

 

ავტორისაგან

,,გვიან შუა საუკუნეებში, როდესაც ქართველ მეფე-მთავრებს ყოველი მხრიდან მოძალებულ მტერთა გამკლავების ძალა აღარ შესწევდათ, ხალხი იძულებული იყო თვით აეღო ხელში თავისი თავისა და ქვეყნის დაცვა.

ამ მძიმე და უთანასწორო ბრძოლებში მრავალმა ვაჟკაცმა თუ მანდილოსანმა გაითქვა სახელი. მათი რიცხვი დიდია. ამჯერად ჩვენ მხოლოდ რამდენიმე სახალხო გმირზე ვამახვილებთ ყურადღებას. ისინი ძირითადად აღმოსავლეთ გურიასა და მისი მიმდგამი ფერსათის მხარის (რაიონის მარცხენა სანაპირო) მკვიდრები იყვნენ.

ამ გმირებზე სხვადასხვა დროს ვბეჭდავდით წერილებს რესპუბლიკურ თუ რეგიონალურ პრესაში და ხალხის დიდ ინტერესსაც იწვევდა. ვფიქრობთ, ჩვენი საზოგადოება არც ამ პატარა კრებულს შეხვდება გულგრილად.“

იური სიხარულიძე

 

 

მარკოზ გიორგაძე კუთხე-მეზობლობაში გამორჩეული ვაჟკაცი ყოფილა და ,,ქვეყნის მტერსაც“ ენერგიულად ებრძოდა.

ერთხელ, წითელმთაზე, საპრასიელი (ვანის რ.) ვაჟკაცი რამდენიმე აბრაგს შეყრია და ,,მარტოდმარტოს“ გაუმარჯვნია უთანასწორო ბრძოლაში: ერთი მოუკლავს, ერთიც მძიმედ დაუჭრია, ხოლო სხვებს გაქცევით უშ

ველია თავისთვის.

ამ ამბავს მალე მიუღწევია ახალციხემდე და ბეგებსაც გმირის შეპყრობა დაუპირებიათ. მტრის რაზმი მოულოდნელად შეჭრილა საპრასიას და მძინარე მარკოზის და მისი მეუღლის შეპყრობაც მოუხერხებია.

ორ წელზე მეტ ხანს ჰყოლია ტყვეობაში ბეგს მარკოზი და მისი ცოლი. იქვე შეძენიათ შვილიც.

ბეგს ძალიან მოსწონებია მარკოზი და მისი დამოყვრებაც მოუნდომებია, მაგრამ ტყვე სამშობლოსა და თავისუფლებაზე ოცნებობდა. და აი, მესამე ზამთარს გამოქცეულა კიდეც. როცა ბეგს შეუტყვია ეს, ცხენით გამოსდევნებია. დიდ თოვლში მარკოზი და მისი ცოლ-შვილი თხილამურებით მიიწევდნენ წინ, ხოლო ბეგს და მის მხლებლებს ცხენებით მოძრაობა გაძნელებიათ, მაგრამ იმდენზე მაინც მისულან, რომ ხმა მიეწვდინათ გაქცეულებისათვის.

მომეცი შენი დაბანდულა,

წაიყვა ჩემი არაბულა,

- დაუძახნია ბეგს მარკოზისათვის, მაგრამ გაქცეულს ეს ოინი უკვე ვერაფერს ავნებდა.

მარკოზი ოჯახითურთ მშვიდობიანად დაბრუნებულა სოფელში და ,,სიკვდილამდე ხმალჩაუგებლად იბრძოდა“.

 

წიგნიდან ,,სახალხო გმირები“

1995  წელი

 

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი აბრაამ დაყუდებული და ნეტარი მარიამი, ძმისწული მისი (+დაახლ. 360)
29 ოქტომბერს (11 ნოემბერს) აღინიშნება ღირსი აბრაამ დაყუდებულისა და ნეტარი მარიამის, მისი ძმისწულის (+დაახლ. 360) ხსენების დღე.
ღირსმოწამე ანასტასია რომაელი (III)
29 ოქტომბერს (11 ნოემბერს) აღინიშნება ღირსმოწამე ანასტასია რომაელის (III) ხსენების დღე.
gaq