საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული გვარები

ყოველი ქართული გვარი კეთილშობილია! – დავით გურგენიძე
ნატო გიორგაძე
ბუკისციხის ნანგრევები

გვინდა გიამბოთ გურგენიძეთა საამაყო გვარის ერთ-ერთ წინაპარზე, დავით გურგენიძეზე.

  

ვაგრძელებთ რუბრიკას - ყოველი ქართული გვარი კეთილშობილია!

 

წინამდებარე მასალა გადმობეჭდილია ისტორიკოს იური სიხარულიძის შესანიშნავი წიგნიდან: „სახალხო გმირები“ (1995). მადლობას ვუხდით ღვაწლმოსილ ადამიანს და ღირსეულ მამულიშვილს, რომელიც სიხარულით დაგვთანხმდა გამოგვექვეყნებინა მისი წერილები აღნიშნული წიგნიდან.

 

მივმართავთ მკითხველებს, მოგვაწოდეთ გადმოცემები, ლექსები, თქმულებები თქვენი გვარის წინაპრების შესახებ.

 

მალე სხვა გვარების გმირი წინაპრების შესახებ გიამბობთ.

 

იური სიხარულიძე

 

სახალხო გმირები

 

დავით გურგერნიძე

 

გურგენიძის კვესავს ხმალი,

ჭალანგარზე ალესილი,

არასოდეს ღირსებია

მას ქარქაშში ტკბილი ძილი.

ხალხური

 

გურგენიძე ბუკისციხელი* იყო, ცხოვრობდა იმ გზაზე, ძველკარიდან რომ გადმოდიოდა

ბუკისციხის ნანგრევები
სუფსის ხეობაში. ამ გზას მის დროს (მე-18 - მე-19 საუკუნეთა მიჯნა) მრავალი აბრაგი მოჰყავდა ჩვენში.

 

მამაც ბუკისციხელს დავითი რქმევია და გულადი ვაჟკაციც ყოფილა. თანდათან თავის გარშემო შემოუკრებია მისებრ თავდადებული ჭაბუკები და ამ რაზმით თვალსაჩინო წვლილი შეუტანია ადამიანის მტაცებელთა წინააღმდეგ ბრძოლაში.

 

სახალხო გმირის ბუნებრივ მადლთა შორის გადმოცემები განსაკუთრებით უსვამენ ხაზს მჭექარე ხმას, როგორც ბრძოლის ერთ-ერთ ეფექტურ საშუალებას.

 

ამავე თვისებას სხვა გმირთა პორტრეტებშიც საკმაო ყურადღება ეთმობა. სანიმუშოდ შეიძლება დავასახელოთ ბუღარა მამალაძის (იმავე ხანის მოღვაწე) მაგალითი:

 

როცა იგი იჭექებდა,

ზანზარებდა მთა და ბარი,

ზღვასა და ხმელს ასწორებდა

მომხდური და მეკობარი.

 

დიდ ხმას დავით გურგენიძეც მარჯვედ იყენებდა თურმე.

 

ხალხური გამოცემემებით, დავით გურგენიძე მიშველებია გასაჭირში მყოფ თავის თანასოფლელ მარიამ ბუკისციხელს** და დაღუპვისაგან უხსნია ქვრივის ოჯახი (მთქმელი მარიამ ილარიონის ასული თოდრია-გიორგაძე (1886-1967), სოფ. იანეული, ჩოხატაურის რ. 9 07, 1953).

 

დავით გურგენიძე და მისი რაზმელები მხოლოდ თავიანთ სოფელში მომხდურ აბრაგებს როდი

უმკლავდებოდნენ. მათ ბუკისციხის მისადგომებზეც ფხიზლად ეჭირათ თვალი და ნაქალაქარის, ესეს ქედისა და ძველიკარის მიდამოებშიც ხშირად იბრძოდნენ.

 

გურგენიძის მამაცობის ხმას გურიის მთავრის ყურამდეც მიუღწევია და გმირი სასახლეშიც მიუწვევია თითქოს. აღმოსავლეთ გურიას გურიელი ძირითადად ნაგომრის სასახლიდან (მდებარეობდა მდინარეების სუფსისა და ნადინების (სუფსის მარცხენა შენაკადი) შესაყარში) განაგებდა და იქ მიუღია ციხელი გმირიც.

 

ნადინებზე, ნაგომარში,

ბრწყინავს მისი ეზო-კარი,

ხელგაშლილი შეხვდა სტუმარს,

უხვად არგო საბოძვარი:

ცხენი კარგი უწყალობა

და საჭურჭლეც მრავალგვარი,

გვერდს დაისვა კაცი ვარგი,

ვითა ძმა და მეგობარი...

 

(მთქმელი ტ. ცინცაძე, ბუკისციხე, ჩოხატაურის რ. 15. 06. 1950).

 

მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, მაგრამ ჟამთასვლა ვერაფერს აკლებს ხალხის ცნობიერებაში ღრმად ფესვგადგმული გმირის ხსოვნას.

 

-----

 

შენიშვნები

 

* - ბუკისციხე ისტორიული სოფელია გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე სუფსის მარჯვნა ნაპირზე -  ნ. გ.

 

* * - შემდგომში ისიც ცნობილი სახალხო გმირი - georoyal.ge

მამული, ენა, სარწმუნოება

2017-12-14
წინასწარმეტყველისა ნაუმისა (VII ს. ქრისტეს შობამდე); მართლისა ფილარეტ მოწყალისა (792); მოწამისა ანანია სპარსისა.
მართალი ფილარეტ მოწყალე
მართალი ფილარეტ მოწყალე (ხსენება 14 დეკემბერს) პაფლაგონიის ოლქის (მცირე აზია) სოფელ ამნიაში დაიბადა VIII საუკუნეში. მშობლებმა იგი კეთილმსახურებითა და ღვთისმოშიშებით აღზარდეს. წმიდანის მეუღლე თეოზვა მდიდარი და დიდგვაროვანი ოჯახის ჩამომავალი იყო. მათ ჰყავდათ შვილები: ძე - იოანე და ორი ასული - იპატია და ევანთია.
წინასწარმეტყველი ნაუმი (VII ს. ქრისტეს შობამდე)
1 (14) დეკემბერი არის წინასწარმეტყველ ნაუმის ხსენების დღე. ნაუმი, ერთი ათორმეტ მცირე წინასწარმეტყველთაგანი, გალილეაში დაიბადა და ქრისტეს შობამდე VII საუკუნეში მოღვაწეობდა. ნაუმამდე ორასი წლით ადრე იონა წინასწარმეტყველმა უფლის ბრძანებით ნინევიის მცხოვრებლებს აუწყა, რომ ქალაქს მათი უსჯულოების გამო განადგურება ელოდა. მაშინ ნინევიელებმა შეინანეს და უფალმაც შეცვალა მკაცრი განაჩენი. გავიდა ხანი და ნინევიის მკვიდრნი ისევ გაირყვნნენ. ამჯერად ღმერთმა წინასწარმეტყველი ნაუმის მეშვეობით გაუცხადა მათ იმ საშინელ უბედურებათა წყება, რომელიც თავს დაატყდებოდათ.
gaq