| იმერეთის მეფე გიორგი II; |
ქ. ჩვენ, ორისავე ტახტისა სახელმწიფოსა – ლიხთიმერისა და ლიხთამერისა – თვითფლობით მტკიცეთ მპყრობელმან, ღმრთივ–აღმატებულმან და ღმრთივ–დამყარებულმან, ძლიერმან და უძლეველმან და ჩვენ ღმრთივ–გვირგვინოსანმან მეფეთ–მეფემან პატრონმან გიორგი და თანამაცხედრემან დედოფალთ–დედოფალმან რუსუდან ესე წყალობის საიმედო წიგნი და სიგელი გიბოძე შენ, კდიაშვილთ შალიკაშვილს და შენს შვილს გოგიჩას და შალიკას და ზაქარიას და ბენიამენს, სხვათა თქვენთა შვილთა და მომავალთა ყოველთავე, ასე და ამა პირსა ზედან, რომ საათაბაგოდგან რომ წამოვედით, შენ თან–წამოვყევით შენის ცოლითა და შვილით, შვიდის გლეხით, ცხენის ჯოგით, ხარისა და ძროხის ჯოგით, ცხვრისა და თხის ჯოგით. სხვაგან ბევრგან გაძლიეთ სარჩო, მაგრამ არსად ინდომეთ – სვიმონეთს მოინდომეთ მოსახლეობა; გიბოძეთ წინამძღვრის გოხაძისოული ალაგი მისი ყოვლისფერით: სახლ–კარით, ჭურ–მარნით, ტყითა და ველით. სასაფლაო ერთი ტანი გელათს ჩემს საფერხეს გაძლიე, მაგრამ არ მკადრე; გიბოძე სვიმონეთს საყდარი და სასაფლაო. შვიდის წლის ყმარწვილს აქეთი კაცი რომ მოკვდებოდა, მანდ სვიმონეთის საყდარს მივიღებდით. და ისევ ჩვენი სასაფლაო გიბოძეთ, და იმ საყდრის დეკანოზათ დაგაყენე. და თემის უფროსობა გიბოძეთ; და ერისგანს – მოხელობა. ოთხი პატრიაქი გარდმოგვყვა და მირჩიეს, რატომ ერთი ეფისკობოზი შენს სასაფლაოზედ არ ზისო: აბაშიძე გენათლათ დავსვი. შენ გენათელს მიგაბარე და ჩემათ საჯეროთ ჯვარწითვლათ დაგაყენე. ანაზდარ რომ შენი სახლის–კაცი დაიჩაგროს, ჩვენათამც ცოდვის ნუქმად, მას მეორეთ მოსვლას გაიკითხვის. ვინც შენს სახლის–კაცს ჯვარისწმითლობა მოუშალოს, თუ ვინმე სხვა გენათელმა დასაჩაგრავათ მოგინდომოს და ან ჯვარწილობას შემოგეცილოს, ეს წიგნი ვინც ჩვენი სახლის–კაცი ბატონათ იჯდეს, მეფეს და დედოფალს მიართვი და ის არ გაგიტეხს. ეს წყალობა ამდონი ამისთვის გიქენი, რომ ჩვენი თანგარდმოყოლილი იყავი და სადაც რომ დაგსაქმე – ან ყაენთან და ან ხვანთქართან – ყოვლგან კარგის საქმობით მომიხვედი. აწ მოიხსენეთ, ერისთავთ–ერისთავო, ბატონო ქუთათელო, ბატონო სახლით–უხუცესო და ბატონო აბაშიძევ, ბატონო მხეიძევ და ბატონო მიქელაძევ და ჭილაძევ, ბატონო ჩიჯავაძევ – იმერელთ დარბაისელო! ეს პასუხი ყველამ მოიხსენეთ, ბატონო გენათელო! ამ კაცის საქმე ყველასაგან უმფრო შენი საკითხავი არის: ამას რომ სახლისკაცი მოუკვდეს, ან ბიძა, ან ძმა, ამას საქრთამოთ საქმე გაუხადოს და ან წაართვას, ან იქითგან მოყოლილი ყმა რაც ჰყავს და ან რაც აქ იშოვნოს, ის მოუღოს და ან წაგართვას ან გენათელმა და ან ჩვენმა სხვამ სახლის–კაცმა და ან ვინც მეფის ერთგული იყოს და ამისი საქმე ავათ ურჩიოს, – ჩვენათამც ცოდვის ნუქმათ გაიკითხვის მას მეორეთ მოსვლას. და ვინც ამას გაეპჭოს, ჩვენზედ ძველთაგან დიაღ ნამსახური არის, მისი საძროხედგან ძროხა მოაყვანინოს, მისი სანებიეროდგან ნებიერი მოაყვანინოს, ვინც ჩვენი სახლის–კაცი ბატონათ იჯდეს, მის მაგიორათ ხარჯიც დახარჯოს და პასუხიც იმან გასცეს, ვინც ბატონათ იჯდეს; თუ უფლისწული იყოს და ამ კაცის გულისათვის წამოიჩოქოს, თვარამ თუ არ იყოს უფლისწული, ვინც ამაშიდ საპატიო კაცი ეწეროს, იმან დაუჩოქოს, ვინც ქუთათის ტახტზედ ბატონათ იჯდეს, როგორც საპატიო კაცის სისხლს გამოეკიდოს, ისე ამისი სისხლი და სანახშირე მოიკითხოს. ღმთის მადლს, ვინც რომ ბატონათ ბრძანდებოდეს, ამ ჩვენს... იმერეთის მეფე გიორგი II; 1563-64 წლები; (ხელნაწერთა ინსტიტუტი Hd #8727) |