 | ვლადიმერ გიორგის ძე აბაზაძე | აბაზაძეები აბაზაძე ეპონიმური გვარსახელია, მას ისევე როგორც ანალოგიურ გვარებს (ბარათაშვილი, გურამიშვილი, ხიმშიაშვილი და ა.შ.) საფუძვლად უდევს საგვარეულოს შტოს დამწყებ უფროსი მამაკაცის სახელი. სახელი აბაზა გავრცელებული იყო IX-X საუკუნეების საქართველოლოში, დიდ აზნაურთა, ქართლის ერისთავების ტბელების გვარში. ვარაუდობენ, რომ აბაზა- სძენთა გვარის ფუძემდებელია ბორცვიჯვრის X საუკუნისეკლესიის ამჟამად დაკარგულ წარწერაში მოხსენიებული აბაზ ტბელი ივანე არის ივანე აბაზაძე.XI-საუკუნის I ნახევარში აბაზასძენთ ეპყრათ ქართლის ერისთავობა. „ გიორგი მთაწმინდელის ცხოვრების“ მიხედვით აბაზასძენი იყვნენ „ძლიერნი ახოანნი სიმდიდრესა ზედა მკლავისა თვისისასა, მოქადულნი და სიმრავლესა ზედა ერისა აღზევებულნი“. XI საუკუნის შუა წლებში აბაზასძენი ცენტრალური ხელისუფლების წნააღმდეგ მებრძოლ ფეოდალთა პირველ რიგებში იყვნენ. მათი განდგომა მარცხითა და ერისთავობის დაკარგვით დამთავრდა.ამის შემდეგ აბაზასძენი დაკნინდნენ და ისტორიულ წყაროებში იშვიათად იხსენიებიან.1405 წლის დოკუმენტის ცნობით, აბაზასძენთა ერთ შტოსათვის მეფეს კახეთში აბულეთისძეთა მამულები უბოძებია. XV-XVIII საუკუნეებში აბაზასძენი ზემო ქართლის სამეფო აზნაურები იყვნენ.აბაზაძეთა გვარი ერთ-ერთი უძველესი, ძლიერი&nb
 | ვლადიმერ გიორგის ძე აბაზაძე - პორუჩიკი | sp; ფეოდალური გვარია საქართველოში.ისინი XI-საუკუნიდან XX-საუკუნამდე სამეფო აზნაურები იყვნენ. XVII-საუკუნის I-ნახევრის ზემო ქართლის სადროშოს სიაში „ბატონის ამილახორის დრო შაზედა...“ თავადთა და აზნაურთა შორის აზნაური აბაზაძენიც იხსებიებიან თავიანთი ყმებით. 1693 წელს დედოფალმა ელენემ აზნაურ აბაზაძეებს განუახლა ყმა-მამულის წყალობის სიგელები: მეფის გიორგის, მეფის სვიმონის, მეფის ლევანის, მეფის თეიმურაზის და მეფის როსტომისგან ბოძებული. შემდეგში აბაზაძეებმა ეს სიგელები ცალცალკე დაამტკიცებინეს მეფე ერეკლე I-ს და მეფე ერეკლე IIს.აბაზაძეები სხვადასხვა საუკუნეებში ჩანან: ერისთავების, ამირეჯიბის, ამილახვრის-მეაბჯერთ უხუცესის, ბაზიერთ უხუცესის, მსახურთ უხუცესის, ჯვარისმტვირთველის და სხვა თანამდებობებზე. აბაზაძეთა ნაგებია ხოფის ეკლესია ქსნის ხეობაში. აბაზაძენი ამაგრებსნენ საქართველოს ჯაჭვის პერანგის ერთ რგოლს-ლოწობნის ციხეს. ღვთსა და საქართველოსთვის აბაზაძეთა გვარის მეომრები ქუდზე კაცად გამოდიოდნენ ერთიანი ქართული ლაშქრის შუაგულ მეფის ალმის პყრობელთა სადროშოში, ხოლო „შემდგომად განყოფისა“-ქართლის სამეფო ლაშქრის მემარჯვენე სადროშოში.აბაზაძეებს ყმა-მამულები ჰქონდათ შიდა ქართლში, ზემო ქართლში. საუკუნეების განმავლობაში აბაზაძეთა მამულები, ხან დიდდებოდა, ხან მცირდებოდა. გვიანი ფეოდალიზ მის დროს აბაზაძეებს ყმა და მამულები ეკუთვნოდათ: ქართლის სოფელ თელათგორში, ლიახვის ხეობაში, სოფელ ახალსოფელში, სოფელ შინდარაში, სოფელ ცედანში, სოფელ ოძისში, სოფელ ურთხვაში, სოფელ ნიქოზში, ხაშურში და სხვაგან. სოფელ თელათგორში არის „ აბაზას წყარო“, სოფელ ოძისში არის „აბაზაძეების წყარო“. „აბაზაძეების წყარო“ არის სოფელ &nbs
 | ეთნოგრაფი ნიკოლოზ ლევანის ძე აბაზაძე | p;ურთხვაში. იმერეთის სოფელ ოფურჩხეთის ერთ უბანს „აბაზაძეების უბანი“ ჰვია. აზნაური აბაზაძეები შეყვანილნი არიან, 1783 წლის გეორგიევსკში დადებულ ტრაქტაში თანდართულ თავად-აზნაურთა გვარების აზნაურთა სიაში. ასევე 1850 წელს პეტერბურგში გამოშვებულ ხავერდოვან წიგნში. 1850 წლის ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა ოჯახების რუსულ სიაში აზნაურ აბაზაძეთა 9 ოჯახი იხსენიება.XIX საუკუნის 40-იანი წლების აღსარების მთქმელთა სიების მიხედვით, აბაზაძენი იხსენიებიან იმერეთის სოფლებში: გეგუთში ( გეგუთის აბაზაძენი სასულიერო წოდებას ეკუთვნოდენ), ოფერჩხეთში, ხუმულში, ასევე წაყალტუბოში. ამ დასახლებულ პუნქტებში ამჟამად25 კომლი ცხოვრობს. ამას ემატება ქუთაისელ აბაზაძეთა 30 კომლი. აბაზაძეები ცხოვრობენ ხაშურში და ხაშურის რაიონის სოფლებში: ურთხვაში, იტრიაში,სურამსი,ოძისში. აქ აბაზაძეები დაახლოებით 15 კომლად ცხოვრობენ. აბაზაძეები მცირე რაოდენობით ცხოვრობენ მცხეთის რაიონში. ხონის რაიონის სოფელ მათხოჯში, საჩხერის რაიონის სოფელ ჩიხაში. ქალაქებში: ბათუმში, რუსთავში, სენაკში, საგარეჯოში. თბილისში დაახლოებით 70 კომლი ცხოვრობს. საქართველოში აბაზაძეების რიცხვი 650 სულს შეადგენს. ამ საგვარეულოს თვალსაჩინო წარმომადგენელი ივანე, XI-ს. პიველი ნახევრის საქართველოს პოლიტიკური მოღვაწე, ქართლის ერისთავ-ერისთავი იყო ბაგრატ IV დროს. ბაგრატის მცირეწლოვნობისას ქართლ-კახეთის სხვა გამგებლებთან ერთად ილაშქრა საქართველოს სამეფოსაგან განდგომილი განძის ამირა ფალდონის დასასჯელად. 1032 წ. აბაზაძე ივანემ და ლიპარიტ ბაღვაშმა შეიპყრეს თბილისის ამირა ჯაფარი და ხელთ იგდეს ხერთვისის ციხე. საქართველოს სამეფო კარზე არსებული უთანხმოების გამო თბილისის შემოერთება ვერ მოხერხდა. „გიორგი მთაწმინდელის ცხოვრ
 | ნინო აბაზაძე | ების“ ცნობით აბაზაძე ივანე და მისი ოთხი ძმა იმდენად განდიდნენ, რომ შეთქულება მოუწყვეს ბაგრატ IV-ს, მეფემ შეთქმულნი შეიპყრო. ქართლის ერისთავობა გადაეცა ლიპარიტ ბაღვაშს. ხიმშია აბაზასძე-თემურ-ლენგის წინააღმდეგ მებრძოლი ქართველი დიდგვაროვანი ფეოდალი. ჰერეთის მმართველი, ამირახორი. ხიმშია და „ხიმშიას ხეობა“ მოხსენიებულია ქართულ და სპარსულ ისტორიულ წყაროებში 1399 წლის ზამთარში ჰერეთ-კახეთის წინააღმდეგ თემურ-ლენგის ლაშქრობის ამბებთან დაკავშირებით. თემურ-ლენგის შემოსევების დროს ქართველმა ხალხმა უმაგალითო ბრძილისუნარიანობა გამოიჩინა. იმ დროისთვის ეს იყო ჭერშმარიტად სამამულო ომი, რომელსაც უამრავი სიცოცხლე შეეწირა, უზარმაზარი ნგრევა მოიტანა, მაგრამ ქართველების უკომპრომისო ბრძოლამ აიძულა „აღმოსავლეთის ბრძანებელი“ თვითონ ეთხოვა ზავი გიორგი VII-ისათვის. იმ დროინდელი ქართული წყაროების სიმწირის გამო მეცნიერები ძირითადად სპარსულ წყაროებს ეყრდნობიან, რომლებიც მოგვითხრობენ საარაკოდ ქცეულ ცალკეულ ეპიზოდებზე, მაგრამ მებრძოლთა სახელები არსად არ არის შემორჩენილი. ამ მხრივ ერთადერთ გამონაკლის წარმოადგენს ხიმშია, რომელიც კახეთის მიწა-წყალს იცავდა თემურის 1399 წლის რიგით მეხუთე ლაშქრობის დროს. სწორედ ამ შემოსევას უძღოდა წინ გიორგი VII-ის წინამძღოლობით ქართველთა წარმატებული ბრძოლას ალინჯის ციხესთან ჯალაირიანი უფ- ლისწულის თაჰერის გასათავისუფლებლად. ინდოეთის ლაშქრობიდან სამარყანდს დაბრუნებულმა თემურმა, როგორც კი შეიტყო ეს ამბავი, შურის საძიებლად გაემზადა. ყარაბაღის გზით აზერბაიჯანში შემოვიდა ნავებისაგან სახელდახელოდ გაკეთებული ხიდით მტკვარი გადმოლახა და საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთის საზღვრ
 | მანანა აბაზაძე - მსახიობი. | იდან შემოუტია. აქ მას შემოუერთდა საქართველოს ყოფილი ყმადნაფიცი შირვანის ხანი და მტრის ისედაც მრისხანე ძალა კიდევ უფრო გაიზარდა. მთელი ეს ამოდენა ჯარი თოვლიან ზამთარში იმ ადგილებში შემოსულა, რომელსაც სპარსული წყაროები „ ხამშას ქვეყანას“ უწოდებენ. ამ „ხამშას“, მხოლოდ სწორი ფორმით, ხიმშიას, იცნობს XVII საუკუნის ქართველი მემატიანე ფარსადან გორგიჯანიძეც. „ხიმშია კახეთისა და შაქისისა ლაშქრით საომრად მიეგება თემურ ხელმწიფესა. შეიქმნა მათში ძლიერი ომი...ორთგნითვე თავგამოდებით დაუშინეს ერთმანეთსა, ორთგინვე მრავალი დახოცეს. თემურ ბედძრიელი და ხიმშია მრავალჯერ ომნაცადი იყო. შეატყო, რომ თურქნი გაიმარჯვებდნენ და ხიმშიამ იქაურობა კარგად იცოდა, ტყეში გარდუქცია“ ( ფარსადან გორგიჯანიძე). ამრიგად, ხიმშიას პარტიზანული ბრძოლები გაუმართავს მრავალრიცხოვანი მტრისათვის და ხშირი ტყით დაფარული ხეობიდან მოულოდნელ თავდასხმებს აწყობდ ამიტომ თემურმა ტყის გაკაფვა ბრძანა და მთელი ათი დღის განმავლობაში მისი მეომრები ხეების ჭრითა და ბრძოლა-ბრძოლით მიიწევდნენ ხეობის სიღრმეში. ურიცხვი მტრის თალღა თანდათანობით მთელ მიდამოს მოსდებია და ხიმშია იძულებული გამხდარა ხალხი დაეხიზნა და თეთრ წყლამდე უკან დაეხია.თემურის ბრძანებით მისი მეორე სოფლებს ჯერ ძარცვავდნენ, ცხვარ-ძროხას ერეკებოდნენ, ბაღ-ვენახებს ჩეხდნენ, შემდეგ კი ცეცხლს უკიდებდნენ. „ლალისა და ბროწეულის ყვავილისფრად თოვლი იღებებოდა... მიდამოს რომ თოვლი გადაფარებოდა და ყანჩის ფრთებივით, არღვანის ფერად შეიღება ურჯულოთა სისხლით ... ასე აღწერს იმდროინდელი შეტაკების შედეგებს თემურ ლენგის მეხოტბე ისტორიკოსი (შარაფ ად-დინი). სხვა ცნობა ხიმშიას შესახებ ხიმშიას შესახებ არა გვაქვს, ნხოლოდ 1405 წლის ერთი ისტორიული საბუთების მონაცემების მიხედვით, რომლის გამცემია ხიმშია აბაზასძე-მარილელი, მოხერხდა მისი იდენტიფიკაცია თემურის 
 | გენერალ მაიორი ნიხეილ აბაზაძე | ; წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზატორ ხიმშიასთან (გ. ოთხმეზური). ხიმშია ეკუთვნოდა XI-XIII საუკუნეების წყაროებით კარგად ცნობილ ქართლის აბაზასძეთა ფეოდალურ საგვარეულოს, რომელმაც რამდენჯერმე განიცადა აღზევება-დაცემა (გ. ოთხმეზური). ხიმშია, ამ ბრძოლაში დამსახურებისათვის მეფე გიორგი VII უწყალობებს კახეთში ( არაგვის პირში) აბულეთისძეთა მამულებს. მეფის ამ წყალობის აღსანიშნავად სწირავს ხიმშია მცხეთის ტაძარს ახლად ნაწყალობევი აბულეთისძეთა მამულიდან (ძაგნაკორა) ყმას და სარუე გადასახადს სოფელი ნოდორკადან. საბუთში მოხსენიებულნი არიან მამამისი თათარა, მეუღლე ესნია და შვილი ამირინდო. აბაზაძეთაგან განშტოებულ შიდაქართლელი კიკვილაშვილების გვარი. აგრეთვე ძაგნაკორის მფლობელნი თავადი ხიმშიაშვილები, XV საუკუნეში ძაგნაკორის მფლობელი ხიმშია აბაზაზის შთამომავლები არიან. მონღოლთა ბატონობის ჟამს აბაზაძენი მეფე დავით VIII-ს ახლდნენ მთიულეთში. 1297 წლის დავით მეფის წყალობის სიგელი გრიგოლ ჭარმაულისადმი, ჭილა და ნავროზ აბაზაძეებსაც დაუმოწმრბიათ: „ღმრთის სწორთა ბრძანების მოწამე ვარ მიწაი მეაბჯრეთა უხუცესი ჭილაი აბაზასძე. ღმრთის სწორთა ბრძანების მოწამე ვარ მიწაი ამირეჯიბი და ამირახორი ნავროზ აბაზასძე“.1440 წლის დანიელ ნექისძისადმი დაწერილი წყალობის სიგელის მიხედვით, მანგლელი ეპისკოპოსის სამსახურში ჩანს ჯვარისმტვირთველი ბართლომა აბაზაძე. 1613 წელს მეფე ლუარსაბ II ირანში გადახვეწილი მოურავის გიორგი სააკაძის კუთვნილი მიწობლიძისეული მამული „ თავდადებით ნამსახურსა აბაზაძესა“ მსახხურთუხუცეს ზაალ აბაზაძეს უბოძა.1633 წელს მეფე თეიმურაზ I აზნაურ რამაზ აბაზაძეს ერთგული სამსახურუსთვის უბოძებს მისი განაყოფის, როშნა აბაზაძის კუთვნილ მამულებს 1700 წელს ქაიხოსრო ჩხეიძის მიერ კათოლიკოს იოანე დიასამიძისადმი მიცემულ მიწის ნასყიდობის წიგნში მოწმწდ იხსენიება აზნაური დათუნა აბაზაძე. 1718 წელს ჯავახიშვილთა და სვიმონ ბატონიშვილის ნასყიდობის წიგნში ასევე მოწმედ იხსენიება აზნაური ბეჟან აბაზაძე. 1730 წელს აზნაური რევაზ აბაზაძე დაემოწმა სურამელ მურვანიშვილთა პირობის წიგნს. 1769 წელს სვიმონ წერეთლის ქაიხოსრო წერეთლისადმი დაწერის პირობის წიგნში იმერელ აზნაურებთან იხსენიება აზნაური ივანე აბაზაძე.1787 წლის მეფე ერეკლეს ბრზანებაში, ოთარ ამილახვრისადმი ჯარის დაბარების თაობაზე, იხსენიება აბაზაძე სოლომონ ერთი მხლებლითდა აბაზაძე იოანეს შვილი დავით. ეს იოანეს შვილი დავით აბაზაძე მეფე გიორგი XII-ის მისანდო კაცი იყო. 1803 წლის 27 ივლისს მეფისნაცვალი ციციანოვის წერილში რუსეთის იმპერატორისადმი, სადაც საუბარია ვახტანგ ბატონიშვილის რუსეთში გადასახლებაზე მის მხლებელთა შორის იხსენიება აზნაური დავით აბაზაძე.1806 წლის ერთი მზითევის წიგნის მიხედვით, აზნაური აბაზაძე უთრუთ დადიანებთან მსახურობს. პოლკოვნიკი დავით აბაზაძე, XVIII-საუკუნეში რუსეთის ქართული დიასპორის წარმომადგენელი. აზნაური აბაზაძე ვლადიმერ გიორგის ძე-პორუჩიკი, პირველი მსოფლიო ომის გმირი, გიორგის 4-ე ხარისხის ჯვრის კავალერო. მსახურობდა 6-ე გეოგ -ტეპინსკის სარეზერვო ბატალიონში 1909წ. შემდეგ 300 ზლატოუსტობსკის პეხოსანთა პოლკში ასმეთაურად 1914 წლიდან. 1915 წლის 11 დეკემბერს დააჯილდოვეს გიორგის 4-ე ხარისხის ჯვრის ორდენით. ნიკოლოზ ლევანის ზე აბაზაძე დაიბადა 1863 წლის 19 ივლისს, სოფ ზინდისში(სურამში) აზნაურის ოჯახში, ქართველი. ეთნოგრაფი, სამართალმცოდნე, და საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტი-1890 წელს. მუშაობდა თბილისში და სურამში. იყო ნაფიცი მსაჯული, ადვოკატთა კოლეგიის წევრი. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული ხალხის სოციალური და სამეურნეო ყოფის შესწავლაში. მისი მთავარი შრომებია; „საოჯახო თემი ქართველებში“-1893 წ. და „ხანულობა“-1898 წელი. გარდაიცვალა 1931 წლის 1 ოქტომბერს. დასაფლავებულია სურამში. რევაზ ალექსანდრეს ძე აბაზაძე-1918-1919 წელს თბილისის მეოთხე პროფესიული სასწავლებლის პედაგოგი. ალექსანდრა გიორგის ასული აბაზაძე-1908 წელს ლანჩხუთის ქალთა გიმნაზიის ფრანგული ენის მასწავლებელი. ალექსანდრე ივანეს ძე აბაზაძე-ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისწევრი. ნადეჟდა გიორგის ასული აბაზაძე-სამტრედიის უმაღლესი პირველადაწყებითი სასწავლებლის გერმანული ენის მასწავლებელი. ანტონ პეტრეს ძე აბაზაძე,(ხაშური)- ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადობის წევრი. ლევან ნიკოლოზის ძე აბაზაძე, (სურამი)-ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. აზნაური აბაზაძე ნიკოლოზ ალექსანდრესძე -მეფის არმიის პორუჩიკი. დახვრიტეს 1938 წელს. მანანააბაზაძე-დაიბადა 1947 წლის 23 ივლისს. ქ. კალინინგრადში. მოცეკვავე, მსახიობი, ქორეოგრაფი, ხელოვნების მუშაკი. 1965 წელს დაამთავრა თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი. 1971 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლსაქართველოიტერატურის ფაკულტეტი. 1964-1987 წლებში იყო ხალხური ცეკვის საზელნწიფო აკადემიური ანსამბლის მსახიობ მოცეკვავე. შესრულებული აქვს სოლო პარტიები: „ხევსურული“, „აჭარული“. გადაღებულია ფილმებში: „ მე ბებია, ილიკო და ილარიონი“ (1862 მერი). „ მაცი ხტია“ (1966 ეკა). „უსახელო უფლისციხელი“ (1968). 1981 წლიდან საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. 1985 წლიდან საქართველოს სსრ. სახალხო არტისტი. 1987 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას. ვალერიან ხიმშიაშვილი ლევან ბერაია
|