აბულაძეები აზნაურთა საგვარეულო XVI-XVIII საუკუნეების საქართველოში. გვარის ფუძეა საკუთარი სახელი აბულა, რომელიც ნიშნავს „საყავრეს მცხოვრებს“. აბულაძეთა გვარის წარმოშობა XI საუკუნის დამდეგს და XII საუკუნის მიწურულს ბაგრატ III-ის (1008 წ) და თამარის მეფობის ხანის (1184-1213 წწ) უკავშირდება და ისინი მთავრად და საქართველოს სამეფოს დიდ მოხელედ, პოლიტიკურ მოღვაწედ, და ერისთავთ-ერისთავად გვევლინებიან, ხოლო გუარნი მთავართა მათი ძუელთანი ჩამონათვალში მოიხსენებიან ერისთავერისთავობით და გუარნი არ წარიწერებიან. დავით აღმაშენებლის მეფოფის ხანაში (1089-1125 წ) კლდეკარის მამასახლისად მოიხსენიებიან, რომელთაც სხვებთან ერთად აღასრულეს მღვდელმთავრის გიორგი ჭყონდიდელის სიტყვა და თურქებს წაართვეს სამშვილდის ციხე.ათოლიკოს სვიმონ ჩხეტიძის დროს ფერსათის მამასახლისი სულმამა აბულაძე (1664 წ) იყო. 1850 წლის 6 დეკემბერს რუსეთის მთავრობამ აზნაურთა წოდებაში დაამტკიცა და საოჯახო სახელომით სიაში შეიტანა გურული და იმერელი აბულაძეები. აბულაძეებს აზნაურობა მოუდიოდათ: მესხეთში, აჭარაში, გურიაში, იმერეთში, ქართლში, ქსნის საერისთავოში. XVII-XVIII საუკუნეთა სიგელ-გურჯებში მამასახლისნი მეფეთა და კათოლიკოსთა იმერთა. ღმერთისა და საქართველოსათვის, ბაგრატიონთა ტახტის ძლი-ერებისათვის აბულაძეები გამოდიოდნენ ქართველთა ლაშქარში: მუხრანბატონთა, დადიანთა, გურიელთა, წერეთელთა, ამილახვართა, ციციშვილთა, ბარათაშვილთა, აგრეთვე ალავერდელ, ბოდბელ და ნეკრესელ ეპისკოპოსთა დროშების ქვეშ. ქართლში, გაღმამხა რის, თარხნიშვილთა მამულში.შიდა ქართლში, დირბის მოსახლე აბულაძენი იმერეთიდან მოსულან, რომელთაც თარხნობა ჰბოძებიათ მეფეთაგან. იმერნი, ჩხარელნი, აბულაძენი გელათის წმინდა გიორგის ეკლესიის მსახურნი ყოფილან XVII საუკუნიდან. აბულეთიძეთა გვარი ჯავახეთიდან იღებს სათავეს. ახალქალაქის რაიონში არის დიდი და პატარა აბულის მთა, რომლის ძირში არის სოფ. აბული. პატრიკამის საგამგებლო, მდინარე ფარავნის შენაკადი-აბულის სათავეში.აბულა იმ პერიოდისთვის იყო მამაკაცის გავრცელებული საკუთარი სახელი, რომელსაც უკავშირდება აბულაძეთა გვარის წარმოშობა. ტოპონიმი-სააბულაძეო უბანი დღემდე შემორ ჩენილია საჭანაოსა და საზარანდოს შუა (ძველი ხიბულა), დაიდაღის ნაპირას ერგეთის თემი. სოფ. ზედა ვაშლოვანში. ვაშლოვანის თემის საკრებულო( ხულოს რაიონი-აჭარა).აბულაძეების შტოგვარებია: აბულაძეშვილი და ობლიძე. ობლიძეები ვახტანგ მეფის დროს 1711 წელს მეფის კარზე დაახლოებულნი იყვნენ და მოხსენიებულნი არიან 1783 წლის ტრაქტატის შინა, რომლებიც ქართლში აზნაურებად იწოდებოდნენ და იმერთა აზნაურ აბულაძეთა მოძმენი იყვნენ. აბულაძეები რიცხვმრავალი გვარია. ისინი ოდიდგანვე კომპაქტურად დასახლებული ყოფილან: იმერეთში, ქართლში, აჭარაში, გურიაში და ჯავახეთში. ამჟამად აბულაძეები ცხოვრობენ: იმერეთში, აჭარაში, გურიაში, ქართლში, კახეთში, სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელოში- თბილისში, თერჯოლაში, ზესტაფონში, ბაღდადში, ადიგენში, კასპში, ოზურგეთში, წალენჯიხაში, ზუგდიდში, ტყიბულში, ჭიათურაში, ქუთაისში, ბათუმში, ხულოში, ქედაში,ქობულეთში, ხელვაჩაურში.ამჟამად აბულაძეების გვარი ათიათასს აჭარბებს. იუსტინე ირაკლის ძე აბულაძე დაიბადა 1874 წლის 17 აპრილს სოფელ რიკოთში ( ბაღდადის რაიონი ) გარდაიცვალა 1962 წლის 1 ივნის თბილისში ). ქართველი ფილოლოგი, ირანსტი და რუსთველოლოგი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1938), პროფესორი საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1943).1909 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტი (ქართული-სომხური-სპარსული ლოლოგიის განხრით ). აღმოსავლეთის ფონდების შესასწავლად 1901 – 1902 იმოგზაურა შუა აზიასა და დასავლეთ ევროპა
| ში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მუშაობდა მასწავლებლად. იყო საისტორიო -საეთნოგრაფიო საზოგადოების გამგეობის წევრი, ამავე მუზეუმის გამგე. 1918 წლიდან თსუ-ში კითხულობდა სპარსული ენისა და ლიტერატურის კურს, სათავეში ედგა მის მიერვე ჩამოყალიბებულ სპარსული ფილოლოგიის კათედრას. იუსტინე აბულაძე ქართულ-სპარსული ლიტერატურის ურთიერთობის კვლევის ერთერთი ფუძემდებელია. იკვლევდა „შაჰ-ნამეს“, „ვისრამიანს“, ორჯერ გამოსცა „ ვეფხისტყაოსანი“ (1914,1926) ვრცელი შესავლითა და ლექსიკონით. ეს ლექსიკონი შემდეგ პოემის პირველ საიუბილეო გამოცემა (1937) დაერთო. გამოსცა „შაჰნამეს ანუ მეფეთა წიგნის“ ქართული ვერსიები- I ტ. (1916), მონაწილეობდა II ტომის მომზადებაში (1934). მანვე დაურთო გამოცემას ლექსიკონი. წერილების სერია მიუძღვნა „ვისრამიანის“ ქართულ და სპარსულ ტექსტებს, მონაწილეობდა ამ ძეგლების გამოცემაში (1938), დაურთო ლექსიკონი. მას ეკუთვნის სპარსული ენის პირველი სახელმძღვანელო ქართულ ენაზე (1936).დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. თენგიზ ევგენის ძე აბულაძე დაიბადა 1924 წლის 31 იანვარს, ქ. ქუთაისში-გარდაიცვალა1994 წლის 6 მარტს, თბილისში. ქართველი რეჟისორი. საქართველოს სახალხო არტისტი (1967), დაღესტნის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1972), ს.ს.რ.კ. არტისტი (1980).1943-1946 წლებში სწავლობდა საქართველოს რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე. 1953
| დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. აბულაძის სადიპლომო ნაშრომია დიმიტრი არაყიშვილი“.თენგიზ აბულაძეს შემოქმედების ადრეულ წლებში კინორეჟისორ რ. ჩხეიძესთან ერთად გადაღებული აქვს დოკუმენტური ფილმები „ჩვენი სასახლე“ (1953), „ქართული ხალხური ცეკვის ანსაბლი“ (1954) და მხატვრული ფილმი „მაგდანას ლურჯა“ (1955). ამ ფილმისათვის მიღებული აქვს მთავარი პრიზი „ოქროს შტო“ კანის IX-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე და პირველი პრემია ედინბურგის X-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე. ორივე 1956 წელს. აბულაძის პირველი დამოუკიდებელი ფიმია „სხვისი შვილები“ (1958; საპატიო დიპლომი ტაშკენტის აზიისა და აფრიკისქვეყნების საერთაშორისო კინოფესტივალზე. 1858; ფინეთის ჟურნალისტთა და კინომატოგრაფისტთა კავშირების დიპლომები ჰელსინკის საერთაშორისო კინოფესტივალზე, 1959; დიპლომი ლონდონის პრემირებული ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალზე და II პრემია „ვერცხლის ნეადა“ პორეტა-ტერმის საერთაშორისო კინოფესტივალზე, ორივე 1960; პრემია თეირანის საერთაშორისო კინოფესტივალზე, 1960); ფილმში დიდი ოსტატობითაა გამოკვეთილი პერსონაჟთა ცხოვრებისეული ხასიათები. ფილმი „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ 1962; პირველი ხარისხის დიპლომი ბრატისლავის საერთაშორისო კინოფესტივალზე, 1964. 1967 წელს თენგიზ აბულაძემ შექმნა ტრილოგიის პირველი ფილმი „ვედრება“. მთავარი პრემია „გრან-პრი“ სან-რემოს საავტორო ფილმებისXVII საერთაშორიშო ფესტივალზე 1974,1976 წელს შექმნა ტრილოგიის მეორე ფილმი „ნატვრის ხე“. მთავარი პრიზი და დიპლომი რიგის X საკავშირო კინოფესტივალზე, 1977; ჟიურის სპეციალური პრიზი „ოქროს ჯიხვი“ საუკეთესო რეჟისურისათვის თეირანის VI საერთაშორისო კინოფესტივალზე, 1977; ჩეხოსლოვაკია-სსრკ მეგობრობის საზოგადოების პრემია, პარიზი კარლოვივარის XXI საერთაშორისო კინოფესტივალზე, 1978; პრემია დონატელოს „დათვი“ იტალიაში საერთაშორისო კონკურსზე, 1979; რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, 1979; კინოპრესის საერთაშორისო ფედერაციის პრემია „ფიპრესი“ კაბურში რომანტიკული ფილმების I საერთაშორისო კინოფესტივალზე 1883.ტრილოგიის ბოლო ფილმია „მონანიება“ 1984; კანის მე-40 სართაშორისო კინოფესტივალის სამი პრიზი: მთავარი ჟიურის სპეციალური პრიზი, კათოლიკური ეკლესიის ჟიურის პრიზი ჰუმანიზმისათვის და კინოპრესის საერთაშორისო ფედერაციის პრემია „ფიპრესი“,პრიზები ჩიკაგოსა და ჰეუგესენის საერთაშორისო კინპფესტივალზე, ყველა 1987; იტალიის კინემატოგრაფისტთა ეროვნული ასოციაციის პრემია საუკუთესო საზღვარგარეთული ფილმისათვის, 1988. &
| nbsp; ტრილოგიისათვის აბულაძეს 1988 წელს ლენინური პრემია მიენიჭა.ასევე: „მაგდანას ლურჯა“-1955წ, „სხვისი შვილები“-1958წ, „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“-1962წ, „ვედრება“1967წ, „სამკაული ჩემი სატრფოსათვის“-1972წ, „ნატვრის ხე“1977წ. „მონანიება“-1986წ.დოკ. ფილმები: „ჩვენი სასახლე“-1953წ. „ქართული ცეკვის სახელმწიფო ანსაბლი“-1954 წ, „დიმიტრი არაყიშვილი“-1955წ. „სვანური ჩანახატები“-1965წ, „მუზეუმი ღია ცის ქვეშ“1972წ. თენგიზ აბულაძე არის კანის IX(1965) და XXXXX(1987) საერთაშორისო კინოფესტივალების პირველი პრემიის, მთავარი დიდი და ფიპრესის პრიზების მფლობელი, პორტა-ტერმას (იტალია) მერო პრემიის (1960)მფლობელი, იტალიის IX საერთაშორისო კინოფესტივასლის მთავარი პრიზის (1989) მფლობელი, სან-რემოს (იტალია) საავტორო ფილმებისXVII საერთაშორისო კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელი (1974) ბრატისლავას პირველი ხარისხის (1964), ედინბერგის (1956), ლონდონის (1960), ტაშკენტის (1958), ჰელსინკის (1956) საეერთაშორისო კინოფესტივალების დპლომების მფლობელი. რიგის X საკავშირო კინოფესტივალის მთავარი პრიზისა და დიპლომის (1977) მლობელი. თეირანის VI საერთაშორისოკინოფესტივალის პრიზის ოქროს „ფრთოსანი ჯიხვის“-ს,(1977) მლობელი, კინოხელოლოვნებაში ღვაწლისათვის (თბილისი) „ოქროს არწივი“-ს (1993) და კაბურგის (საფრანგეთის) რომანტიკული ფილმების I საერთაშორისო კინოფესტივალების პრიზის (1983 ) მლობელი, ჩიკაგოს XXII საერთაშორისო კინოფესტივალის სპეციალური პრიზის (1987) მფლობელი. შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი (1979), არჩეული იყო საქართველოს უმაღლესი საბჭოს: IX, X, XI, და XV მოწვევის დეპუტატად, საქართველოს პირველი მოწვევის პარლამენტის წევრად (1992) დაჯილდოებულია ღირსების (1994) და საპატიო ნიშნის (1966)ორდენებით, შრომის წითელი ორდენით (1971, 1976), ივანე ჯავახიშვილის (1986) და „თავდადებული შრომისათვის“ (1976) მედლებით.დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მთავარეპისკოპოსი სპირიდონი:ერისკაცობაში გოჩა ოთარის ძე აბულაძე. დაიბადა 14 ივნის 1950 წელს ზესტაფონში. სხალთია ეპარქიის ეპისკოპოსი, საქართველოს სამოციქულო მართმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი, საქართველოს წმინდა ტბელ აბუსერიძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი. 1967 წელს დაამთავრა ზესტაფონის №4 საშუალო სკოლა. 1967-1972 წლებში სწავლობდა სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნე
| ტიკულ ფაკულტეტზე, ხოლო 1972-1976 წლებში უნივერსიტეტის ასპირანტურაში კიბერნეტიკის სპეციალობით. 1975 წლიდან ასპირანტი გოჩა აბულაძე მუშაობდა მეცნიერ-მუშაკად თბილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა კათედრაზე. 1976 წლიდან -საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მართვის ავტომატიზირებული სისტემების კათედრაზე. 1978-1979 წლებში გოჩა აბულაძე ქირურგიის ინსტიტუტის, ხოლო 1979 წლიდან სახალხო მეურნეობის მართვის კვალიფიკაციის ამაღლების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-მუშაკი იყო. აქ იგი ლექციებს უკითხავდა საქართველოს მთავრობის კაბინეტის თანამშრომლებს მართვის სისტემების მიმართულებით.XX საუკუნის 80-90- წლებში იგი აქტიურად იყო ჩართული ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობაში. მისი აქტიური საქმიანიბის შედეგი იყო ის, რომ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო იძულებული გახდა გაეუქმებინა რელიგიის რწმუნებულის აპარატი, სახელმწიფოსაგან, ეკლესიისათვის დაწესებული ყოველთვიური გადასახადები. 1990 წლის 21 სექტემბერს, ბათუმ-შემოქმედელმა მიტროპოლიტმა კონსტანტინემ (მელიქიძე), ბათუმის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის საკათეფრო ტაძარში გოჩა აბულაძე აკურთხა დიაკვნად და სახელად უწოდა გრიგოლი. 1990 წლის 4 დეკემბერს , მიტროპოლიტმა კონსტანტინემ, დიაკონი გრიგოლი ჯიხეთის მონასტერში მღვდლად აკურთხა და სხალთის მონასტრის წინამძღვრად დაადგინა.   ; 1991 წლის დასაწყისში ხულოში გაიხსნა სასულიერო სასწავლებელი, რომლის ხელმძღვანელობა უწმინდესისა და უნეტარესისი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაევალა მამა გროგოლ აბულაძეს. 1991 წლის 25 ნოემბერს უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა კურთხევით მღვდელი გრიგოლი დაინიშნა ბოდბის ეპარქიის წმინდა ნინოს მონასტერთან არსებული წმინდა ნინოს სახელობის და ხირსის წმინდა სტეფანეს ხირსელის მონასტერთან არსებული წმინდა სტეფანე ხირსელის სახელობის სასულიერო სასწავლებლის რექტორად. 1994 წლის იანვარში ქ. ზესტაფონში გაიხსნა წმინდა ნიკოლოზის სახელობის სასულიერო სასწავლებელი რომლის რექტორად დაინიშნა მამა გროგოლი. 1994 წელს უწმინდესმა და უნატერესმა ილია II-მ სიონში საკათედრო ტაძარში მღვდელ გიორგოლს ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის დეკანოზის წოდება მიტრის ტარების უფლება მიანიჭა.მამა გრიგოლის ინიციატივით 1995-1998 წლებში ზესტაფონის მოსწავლეთა ბანაკში ზაფხულობით ჩამოჰყავდათ საინგილოდან 100-150 ბავშვი და ერთი თვის განმავლობაში ასწავლიდნენ საქართველოს ისტორიას, ქართულ ლიტერატურას, ქრისტიანულ მრწამსს. 1997 წლის 25 თებერვალს უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ს ლოცვა-კურთხევით დეკანოზმა გრიგოლმა ზესტაფონში დაარსა ობოლ და მზრუნველამოკლებულ ბავშვთა პანსიონატი. 2004 წელს უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დაავალა ჯავახეთში, ნინოწმინდაში,ბავშვთა სახლის შექმნა. 2006 წლის 21 დეკემბერს საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა დეკანოზი გრიგოლი ახალშექმნილ სხალთის ეპარქიის მღვდელმსახურად გამოარჩია. 2006 წლის 22 დეკემბერს, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ლავრის ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის ხარების ტაძარში დეკანოზი გრიგოლი ბერად აღკვეცეს და სახელად სპირიდონი უწოდეს. 23 დეკემბერს მღვდელ-მონაზონ სპირიდონს არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა. 24 დეკემბერს არქიმანდრიტი სპირიდონი უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეპისკოპოსად აკურთხა. 2009-2010 სასწავლო წლიდან ფუნქციონირებას იწყებს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ტბელ აბუსერიძის სახელობის უნივერსიტეტი. 2007 წლის 25 დეკემბერს ეპისკოპოსი სპირიდონი დაჯილდოვდა წმინდა გიორგის ორდენით. კათედრა სხალთაში და ხულოში. რეზიდენცია ხულოში და ხიჭაურში. ვალერიან ხიმშიაშვილი ლევან ბერაია |