|
უშარიძე ვალერიან ხიმშიაშვილი
უშარიძე სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს დედასამშობლოსთან დაბრუნებისათვის ბრძოლა, რომელსაც ხიმშიაშვილების გვარი ღირსეული წარმომადგენლები ედგნენ სათავეში, მთელი ასი წლის განმავლობაში გრძელდებოდა და 1878 წელს ღირსეულად დაგვირგვინდა. ამ ბრძოლაში, ხიმშიაშვილების გვერდით ბევრი ღირსეული მამულიშვილი საგვარეულო მონაწილეობდა. ამ საგვარეულოთა შორის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი ეჭირათ უშარიძეების გვარს. რომელთაც სელიმის და მისი შთამომავლების კარზე მედროშის (ბაიახტარის), როგორც მაშინ უწოდებდნენ მნიშვნელოვანი სახელო (თანამდებობა) ეკავათ.ეხლაც ნიგაზეულში მცხოვრებ უშარიძეებს - ბაიახტარებს ეძახიან.უშარიძეები წარმოშობით ფშავიდან არიან. მათი წინა გვარი გაბიდოური იყო. ს. კანაშიას ცნობით: მთიულეთში „მამის შვილობის“ კვალობაზე გაჩენილი და წინაპრის სახელით წოდებული ზოგიერთი გვარი ერთი საერთო ძირიდან მომდინარეობას ამტკიცებს: ნაღორველი-ბექიშვილი, ბოდოელი-ბედოიძე, უშართელი-უშარიძე, ნადიბათელი-ნადიბაიძე „თავ-თავადი“ გვარებია და გამოყოფის დროინდელ წინაპართა-ბექი, ბედო, უშარი, ნადიბა-ძმობა სწამდათ.დასახელებული ყველა გვარი ჭირსა და ლხინში ერთად არიან: ქორწილში ძღვნითა და შესაწევარით მონაწილეობენ „მკვდარზე წვერს იყენებენ“ და სხვა მისთ. (ს. ჯანაშია, თაბალი, ტიბარენი, იბერი, ენიმკი-ს მოამბე, I1937).
XVI საუკუნის პირველ ნახევარში უშარიძეები სახლდებიან არაგვის ხეობაში, სოფ. ხოშარაში(დუშეთის რაიონში).საინტერესოა მათი გადასვლა და დამკვიდრება აჭარაში. ერთ-ერთი ისტორიული დოკუმენტის მიხედვით, როდესაც თავადმა ზაალ ხიმშიაშვილმა მეფის კარზე კაცი მოკლა, მეფის რისხვას გაექცა და თავის ძმასთან გიორგისთან ერთად აჭარას შეაფარა თავი. მას იქ გაჰყოლია რამოდენიმე თავისი ერთგული მსახური. მათ შორის იყო თავადი ხიმშიაშვილის ერთგული მოურავის შვილიც (სახელი უცნობია). თავადმა ზაალ ხიმშიაშვილმა იქ ზემო აჭარის სანჯაყ ბეგობა მიიღო 1734-35 წლებში (ფირმანი 112, რომელიც გასცა სულთან მახმუდ ხანმა (1730-1754) სტამბულის არქივი). როგორც ზაალ ხიმშიაშვილმა სათავე დაუდო აჭარელ ბეგ(თავად) ხიმშიაშვილების გვარს, ასევე იქ ზაალს გაყოლილმა უშარიძემ სათავე დაუდო აჭარელი უშარიძეების გვარს აჭარაში. უდავოა, რომ ზაალ (ისმაილი- აბდულ ბეგის მამა) ხიმშიაშვილი გვერდში დაიყენებდა თავის ერთგულ ადამიანს და მედროშეობა (ბაიახტარობა) უბოძა. ამ პერიოდს უკავშირდება უშარიძეების გადმოსვლა-დამკვიდრება და მოღვაწეობა აჭარაში.
აღმოსავლეთ- საქართველოში, ბულაჩაურში თავადი ხიმშიაშილის ერთგული მოურავები, თითქმის სამი საუკუნე-უშარიძეები. 1908 წელს, როდესაც იმერლიშვილმა და ბერბიჭაშვილმა (ილიას მკვლელებმა) თავადი ნიკოლოზ ხიმშიაშვილი (1923 წელს დახვრეტილი პოლკოვნიკ გიორგი ხიმშიაშვილის მამა) მოკლეს, მასთან ერთად მოკლეს მისი ერთგული მოურავი თეოდორე უშარიძეც. როდესაც 1815 წელს სელიმ ფაშა ხიმშიაშვილს თავი მოკვეთეს, ოსმალოებმა მისი თავი სტამბულში სულთას ჩაუტანეს. სელიმის სხეული სოფელ შიგანში დაასაფლავეს. ოსმალოებს უნდოდათ, რომ სხეულიც სტამბულში გადაესვენებინათ. უშარიძეებმა მალულად გადმოასვენეს და დაასაფლავეს სელიმის ცხედარი სოფ. ნიგაზეულში, უშარიძეების საგვარეულო სასაფლაოზე. ოსმალოებს, რომ ვერ ეპოვათ და ვერ გაეგოთ, თუ სად იყო დასაფლავებული სელიმის ცხედარი, საფლავის კვალი მოშალეს. შემდგომში, რომ სცოდნოდათ, თუ სად იყო სელიმის საფლავი, იმ ადგილას დარგეს მუხა და ნაძვი. ეხლაც სოფ. ნიგაზეულში, უშარიძეების საგვარეულო სასაფლაოზე სადაც ასვენია სელიმის საფლავი, საამაყოდ დგანან უშარიძეების მიერ დარგული მუხა და ნაძვი. ამჟამად, როგორც აღმოსავლეთ საქართველოში ასევე აჭარაში ცხოვრობენ უშარიძეები. აჭყვა, ახალშენი, ბათუმი, ბობყვათი, განახლება, თაგო, ნიგაზეული, ოჩხამური, სალიბაური, საჩინო, ურეხი, ხელვაჩაური-ეს ის დასახლებული პუნქტებია, სადაც ცხოვრობენ აჭარელი უშარიძეები.
ალექსანდრე (თამაზ) უშარიძე - დაიბადა 1955 წელს სოფელ ნიგაზეულში მრავალშვილიან ოჯახში. 1972 წელს დაამთავრა ნიგაზეულის საშუალო სკოლა. 1972-1974 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში. დემობილიზაციის შემდეგ მუშაობა დაიწყო შუახევის რაიონის მილიციის უმაღლეს სკოლაში, რომელიც დაამთავრა დაამთავრა 1977 წელს და მიენიჭა მილიციის უფროსი ლეიტენანტის წოდება. 1979 წლამდე მუშაობდეა მილიციის რიგებში და კეთილსინდისიერად ემსახურებოდა სამშობლოს. 1979 წლიდან ინიშნება შუახევის სახანძრო სამსახურის უფროსის მოადგილედ, სადაც იმსახურა 1994 წლამდე. 1994 წელა ის თავს ანებებს სახელმწიფო სამსახურს და იწყებს ინდივიდუალურ სამეწარმეოსაქმიანობას. 2002 წელს მან დაარსა შ.პ.ს. „ჯეოალუმინი“.
1977 წელს დაოჯახდა. ჰყავს მეუღლე თალიკო დეკანაძე, სამი შვილი, ერთი ვაჟი და ორი ქალიშვილი და ექვსი ქალიშვილი.
|