საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული გვარები

სახალხო გმირები ქართული ფოლკლორიდან - დავით გურგენიძე
გაიოზ მამალაძე

გადმობეჭდიალია

https://www.presa.ge/?m=&AID=16717 , გამოქვეყნებული იყო ფსევდონიმით - გიორგი მახობეშვილი

 12:58 08.06.2012

 

ვაგრძელებთ რუბრიკას სახალხო გმირები ქართული ფოლკლორიდან. დღეს გვინდა გიამბოთ გურგენიძეთა საამაყო გვარის ერთ-ერთ წინაპარზე, დავით გურგენიძეზე.

ყოველი ქართული გვარი კეთილშობილია!

მხოლოდ ამგვარი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს ქართველ ადამიანს თავისი თანამემამულეების მიმართ, მიუხედავად იმისა, მისი წინაპრები სოციალური კიბის რომელ საფეხურზე იდგნენ რამდენიმე საუკუნის წინ...

დიახ, სწორედ ამიტომ ჰქვია ჩვენს რუბრიკას სახალხო გმირები ქართული ფოლკლორიდან ანუ ყოველი ქართული გვარი კეთილშობილშია, გმირების გვარია!

არავინ იცის, შესაძლოა რომელიმე ქართული გვარი, რომელიც გვიანფეოდალურ ხანაში დაბალი სოციალურ სტატუსის მატარებელი იყო, გახლდეს პირდაპირი მამრობითი შთამომავალი დიდი კოლხეთის, ან დიდი იბერიის ლეგენდარული თუ ნახევრად ლეგენდარული მეფეებისა.

თითოეულ ადამიანს ძალიან ბევრი წინაპარი ჰყავდა საუკუნეების განმავლობაში. მით უმეტეს, ათასწლეულების მანძილზე. გამოთვლილია, მას შემდეგ, რაც ჰომო-საპიენსი გაჩნდა დედამიწაზე (გნებავთ ადამი) დედამიწაზე ცხოვრობდა 60 მილიარდი ადამიანი (60 000 000 000). დღეს დედამიწაზე მცხოვრებ თითოეულ ადამიანს ხომ წარმოგიდგენიათ, რამდენი წინაპარი ჰყავდა. ერთ ქვეყანაში, ერთ საერთო ტერიტორიაზე მაცხოვრებლებს უამრავი საერთო წინაპრები ჰყავდათ. შემდგომში, აღნიშნული წინაპრების ზოგიერთი შთამომავალი მაღლა ავიდა სოციალურ კიბეზე, ზოგი დაბლა ჩამოვიდა, ძალის გამოყენებით, უძლურებით, ობლობისა თუ სხვა რაიმე მიზეზით. ამ თემაზე უფრო დაწვრილებით სხვა დროს. 

როგორც ადრე ვთქვით, გარდა ფოლკლორისა, ჩვენს რუბრიკაში გამოყებული იქნება სამეცნიერო შრომებიც და სხვა.

ჩვენი წინაპრები პიონერები იყვნენ მიწათმოქმედების საქმეში, ჩვენმა წინაპრებმა პირველებმა დააყენეს ღვინო, მითების მიხედვით, კავკასიასთანაა დაკავშირებული ცეცხლის გამოყენების დაწყება კაცობრიობის მიერ, ჩვენმა წინაპრებმა პირველებმა ჭედეს ლითონი...

მათი შთამომავლები ახლა განფენილნი არიან სხვადასხვა ქართულ გვარებად. ქართული ფოლკლორი, ლექსები, გადმოცემები გვიამბობენ ქართველი თავდადებული ადამიანების გმირულ და კეთილშობილურ საქმეებზე. გამოვიტანოთ ეს საგანძური ჩვენი მომავალი თაობის წინაშე, გავაცნოთ ქვეყანას ქართველი გმირები, რომელთა შესახებ ფოლკლორი გვიამბობს. კვლავ გავიაზროთ სხვადასხვა გვარის ქართველებმა, რომ საამაყოა ყოველი ქართული გვარი.

ამგვარად გავიხსენებთ უსახელო ავტორებსაც შესანიშნავი ლექსებისა თუ თქმულებებისა, რომლებიც გვიამბობენ გარდასულ გმირთა შესახებ... პატივს მივაგებთ კოლექტიურ შემოქმედს - ხალხს, რომლის წიაღშიც იქმნებოდა ჩვენი უძვირფასესი საგანძური - ქართული ფოლკლორი.

მასალა გადმობეჭდილია ისტორიკოს იური სიხარულიძის შესანიშნავი წიგნიდან: „სახალხო გმირები“ (1995). მადლობას ვუხდით ღვაწლმოსილ ადამიანს და ღირსეულ მამულიშვილს, რომელიც სიხარულით დაგვთანხმდა გამოგვექვეყნებინა მისი წერილები აღნიშნული წიგნიდან. ეს მეორე მასალაა ამ წიგნიდან. ადრე მკითხველს ვუამბეთ სახალხო გმირის, ივანე სიხარულიძის შესახებ.

მივმართავთ მკითხველებს, მოგვაწოდეთ გადმოცემები, ლექსები, თქმულებები თქვენი გვარის წინაპრების შესახებ პრესა.გე-ს რედაქციაში.

მალე სხვა გვარების გმირი წინაპრების შესახებ გიამბობთ.

 

იური სიხარულიძე

 

სახალხო გმირები

 

დავით გურგერნიძე

 

გურგენიძის კვესავს ხმალი,
ჭალანგარზე ალესილი,
არასოდეს ღირსებია
მას ქარქაშში ტკბილი ძილი.
ხალხური

გურგენიძე ბაკურციხელი* იყო ცხოვრობდა იმ გზაზე, ძველკარიდან რომ გადმოდიოდა სუფსის ხეობაში. ამ გზას მის დროს (მე-18 - მე-19 საუკუნეთა მიჯნა) მრავალი აბრაგი მოჰყავდა ჩვენში.

მამაც ბუკისციხელს დავითი რქმევია და გულადი ვაჟკაციც ყოფილა. თანდათან თავის გარშემო შემოუკრებია მისებრ თავდადებული ჭაბუკები და ამ რაზმით თვალსაჩინო წვლილი შეუტანია ადამიანის მტაცებელთა წინააღმდეგ ბრძოლაში.

სახალხო გმირის ბუნებრივ მადლთა შორის გადმოცემები განსაკუთრებით უსვამენ ხაზს მჭექარე ხმას, როგორც ბრძოლის ერთ-ერთ ეფექტურ საშუალებას.

ამავე თვისებას სხვა გმირთა პორტრეტებშიც საკმაო ყურადღება ეთმობა. სანიმუშოდ შეიძლება დავასახელოთ ბუღარა მამალაძის (იმავე ხანის მოღვაწე) მაგალითი:

როცა იგი იჭექებდა,
ზანზარებდა მთა და ბარი,
ზღვასა და ხმელს ასწორებდა
მომხდური და მეკობარი.

დიდ ხმას დავით გურგენიძეც მარჯვედ იყენებდა თურმე.

ხალხური გამოცემემებით, დავით გურგენიძე მიშველებია გასაჭირში მყოფ თავის თანასოფლელ მარიამ ბუკისციხელს** და დაღუპვისაგან უხსნია ქვრივის ოჯახი (მთქმელი მარიამ ილარიონის ასული თოდრია-გიორგაძე (1886-1967), სოფ. იანეული, ჩოხატაურის რ. 9 07, 1953).

დავით გურგენიძე და მისი რაზმელები მხოლოდ თავიანთ სოფელში მომხდურ აბრაგებს როდი უმკლავდებოდნენ. მათ ბუკისციხის მისადგომებზეც ფხიზლად ეჭირათ თვალი და ნაქალაქარის, ესეს ქედისა და ძველიკარის მიდამოებშიც ხშირად იბრძოდნენ.

გურგენიძის მამაცობის ხმას გურიის მთავრის ყურამდეც მიუღწევია და გმირი სასახლეშიც მიუწვევია თითქოს. აღმოსავლეთ გურიას გურიელი ძირითადად ნაგომრის სასახლიდან (მდებარეობდა მდინარეების სუფსისა და ნადინების (სუფსის მარცხენა შენაკადი) შესაყარში განაგებდა და იქ მიუღია ციხელი გმირიც.

ნადინებზე, ნაგომარში,
ბრწყინავს მისი ეზო-კარი,
ხელგაშლილი შეხვდა სტუმარს,
უხვად არგო საბოძვარი:
ცხენი კარგი უწყალობა
და საჭურჭლეც მრავალგვარი,
გვერდს დაისვა კაცი ვარგი,
ვითა ძმა და მეგობარი...

(მთქმელი ტ. ცინცაძე, ბუკისციხე, ჩოხატაურის რ. 15. 06. 1950).

მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, მაგრამ ჟამთასვლა ვერაფერს აკლებს ხალხის ცნობიერებაში ღრმად ფესვგადგმული გმირის ხსოვნას.

-----

შენიშვნები

* - ბაკურციხე ისტორიული სოფელია გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე სუფსის მარჯვნა ნაპირზე - გ. მ

* * - შემდგომში ისიც ცნობილი სახალხო გმირი - გ. მ.

 


მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ლეონტი ათონელი (+1605)
18 (1.07) ივნისი
ქრისტესმოსავი წმიდა მოწამენი – წმიდა მოწამენი ლეონტი, იპატი და თეოდულე (+70-79)
წმიდა მოწამენი ლეონტი, იპატი და თეოდულე (I), რომელთა ხსენება აღესრულება 1 ივლისს, რომაელი მხედრები იყვნენ. უღმერთო იმპერატორმა ვესპასიანემ (70-79) ფინიკიის ოლქის გამგებლად სენატორი ადრიანე დანიშნა და უბრძანა, ეწამებინა და დაეხოცა ყველა ქრისტიანი ვინც კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე უარს განაცხადებდა. ადრიანეს მოახსენეს ქრისტიანი ლეონტის შესახებ, რომელიც უშიშრად ქადაგებდა ქრისტიანობას.
gaq