საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული გვარები

აგიაშვილები
ლევან ბერაია, ვალერიან ხიმშიაშვილი
გიორგი თეიმურაზის ძე აგიაშვილი

                                                                                                                                                                                 

        აგიაშვილები-თავადური საგვარეულო იმერეთის სამეფოში. მათი თავდაპირველი გვარსახელია                ომათმათიძე. ომათმათიძე ყოფილა,  XVII ს. შუახანებში იმერთა ციხისთავი-ავაგ ომათმათიძე, რომლის სახელისგან შემდგომში წარმოიშვა გვარი აგიაშვილი. აგიაშვილების გვარი პირველად იხსენიება იმერთა მეფის 1663 – 1673  წლების დოკუმენტებში.  XVI - XVII საუკუნეების მიჯნაზე ხდება აგიაშვილთა   სათავადოს ჩამოყალიბება.  მათ ეკუთვნოდათ საგვარეული  ციხე-სიმაგრე ყარაულა,ცუცხვათი, ტყაჩირის ეკლესია, ჭალისთავის მონასტერი.                                             

       აგიაშვილების  გვარის  წარმომადგენლებს  იმერეთის  სამეფოში ციხისთავის, ქეშიკთუხუცესის                 სახელოები ეკავათ. 1810 წელს აქტიურად იბრძოდნენ იმერეთის სამეფოს დამოუკიდებლობისათთვის, რის გამოც მათი მამული დიდად დაზარალდა.                           

       აგიაშვილები  მნიშვნელოვან  როლს  ასრულებდნენ  იმერეთის  მეფის  კარზე. XVIII საუკუნეში                 იმერეთრის  სამეფოს მთავარ  სამხედრო

ნიკოლოზ (კოკი) აგიაშვილი მეუღლესთან ლიზა შერვაშიძესთან ერთად.
პირებს  სარდლები  წარმოადგენდნენ. სოლომონ მეორის დროს იმერეთში სამი სარდალი იყო, სამი ხელმძღვანელობა სამი სარდლის-წერეთლის, წულუკიძის და აგიაშვილის ხელში იყო. ოკრიბის მხარის სარდლად თავადი აგიაშვილი იყო,  რომელიც  თავად აბაშიძის  შემდეგ  ციხე-                 სიმაგრეებსაც განაგებდა ციხისთავის წოდებით. თავად აგიაშვილებს ჰქონდა თეთრი და ჩალისფერი ქსოვილისაგან გაკეთებული დროშა, რომელზედაც გამოსახული იყო ჯვარი,  ასევე  მთვარე  და მზე. დროშა აბრეშუმის ზონარით ხის ტარზე მიმაგრებულ ორ ქანჩზე ეკიდა. ამ გვარის ერთ-ერთი უწარჩინებულეს წარმომადგენელია ქაიხოსრო აგიაშვილი, რომელიც ხელს აწერს პავლე პოტიომკინისადმი გაგზავნილ წერილს,  სადაც იმერეთის თავადები ახსნა-განმარტებას იძლევიან იმის შესახებ  თუ რატომ  აირჩიეს მეფედ დავით გიორგის ძე. საბუთი შედგენილია 1784 წელს.                                                                                                                          

           აღსანიშნავია, რომ თავადი აგიაშვილების წარმომადგენლები გამოირჩეოდნენ მეფისადმი ერთგულებით. ამჟამად აგიაშვილები ცხოვრობენ; თბილისში, გეგუთში და ტოლებში.                                                                                                                    &n

ელისაბედ გიორგის ასული აგიაშვილი-შერვაშიძე.
bsp;                                           

             თავადი აგიაშვილების გვარიდან მოდიან ისეთი წარჩინებული პიროვნებები როგორიც არიან: გიორგი თეიმურაზის ძე აგიაშვილი (1836-1901)-რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი, ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურობის მარშალი (1870-1976). სწავლობდა ქუთაისის უეზდის სასწავლებელში.  მონაწილეობდა  რუსეთ-თურქეთის  ომებში. 1877 წელს რუსეთ-თურქეთის ომში დაიჭრა. 1854 წელს დაჯილდოვდა იუნკერის ჩინით, რაც გამოცხადდა 1855 წლის 13 სექტემბერს კავკასიის კორპუსის ბრძანებულებაში; პრაპორშჩიკი (1861);           პოდპორუჩიკი (1868); კაზაკთა პოლკის ლეიბ-გვარდიაში გადაიკვანეს კორნეტად (1871); შემდეგ ხდება პორუჩიკი (1874); შტაბ-როტმისტრი (1879); როტმისტრი (1884); პოლკოვნიკი (1891); ამ უკანასკნელ ხანში მოიხსენიება 1901 წლის მაისამდე, მოგვიანებით გახდა გენერალ-მაიორი. დაჯილ-დოებულია ორდენებით და მედლებით. მისი მეუღლე იყო თავადისა ასული ნატალია დადიანი.                                                                                                                                                      

           ნიკოლოზ (ნიკა) დიმიტრის ძე აგიაქშვილი (01.09.1903-27.09.1984)-ქართველი მწერალი, მთარგმნელი, ჟურნალისტი. საქართველოს სსრ კულტურის დამსახურებული მუშაკი (1968). დაიბადა 1903 წლის 1 სექტემბერს ქუთაისის მაზრის სიფელ დიხაშხოში (ეხლანდელი ვანის მუნიციპალიტეტში). 1924 წელს დაამთავრა ქუთაისის ჰუმანიტარული ტექნიკუმი (ყოფილი

ბარბარე აგიაშვილი წერეთელი
კლასიკური გიმნაზია). სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილებაზე, რომელიც დაამთავრა 1928 წელს. სხვადასხვა წლებში           მუშაობდა ჟურნალ-გაზეთების: „ ახალგაზრდა კომუნისტის“, „ სტალინელის“ („ახალი ქუთაისი“),„ჩვენი თაობის“, „კომუნისტის“ და „დროშის“ რედაქციებში. ნიკა აგიაშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა  გამომცემლობა „ მერანის“ თარგმნილი  ლიტერატურის  რედაქციის გამგედ. აქტიურად მონაწილეობდა ქუთაისის ლიტერატურული გაზეთი „სიტყვა და საქმის“ გამოშვებაში (1934 -1935 წლებში).            ლიტერატურული  მოღვაწეობა  დაიწყო  უნივერსიტეტში  სწავლის პერიოდში, ინტენსიურად 1925 წლიდამ. ამავე წლიდან იბეჭდება მისი წერილები და თარგმანები. იგი იყო შესანიშნავი მთარგნელ-სტილისტი. ნიკა აგიაშვილი ავტორია  მონოგრაფიებისა: „სერვანტესის ცხოვრება“,  რომელიც 1941 წელს  დაიბეჭდა ( და საერთოდ ხუთჯერ გამოიცა), „ ჭაბუკები დარჩნენ მარად“,  რომელიც პირველად  გამოვიდა 1961 წელს  და  „ალექსანდრე ნეველი“.  მან  თარგმნა:  ჯეკ ლონდონის,ლევ ტოლსტოის, მაქსიმ გორკის, ალექსანდრე პუშკინი, მიხეილ ლერმონტოვის და სხვათა ნაწარ-        მოებები. ნიკა აგიაშვილის შემოქმედებაში სინამდვილისადმი დამოკიდებულება გადმოცემულია ტრაგიკული ირონიით. მისი წერილები და მოგონებები ქართველ მწერალთა და საზოგადე მოღვაწეთა შესახებ ფასდაუდებელია. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.                                                         

           თეიმურაზ გიორგის ძე აგიაშვილი-ქართველ შორის წერა-კითხვის  გამავრცელებელი  საზოგაგადოების ქუთაისის ორგანიზაციის წევრი.                                                     

          დავით (დათო) ნიკოლოზის ძე აგიაშვილი (29.07.19

ნატალია დადიანი-აგიაშვილი
49 თბილისი -12.02.2014 ლოს-ანჯელესი)ქართველი კინორეჟისორი, სცენარისტი.                                                                                                

            დავით აგიაშვილი დაიბადა 1949 წლის 28 ივლისს, თბილისში, მწერალ ნიკოლოზ აგიაშვილის ოჯახში. 1971 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის  ფაკულტეტი ჟურნალისტიკის სპეციალობით. 1974-1977 წლებში მუშაობდა კინოსტუდია „ ქართულ ფილმში“ რედაქტორად,  მერე კი უფროს  რედაქტორად. ასევე  მულტიპლიკაციური  გაერთიანების           მთავარ რედაქტორად. 1977-1995 წლებში იყო კომპანია „ქართული ტელეფილმების“ რედაქტორი, 1979 წლიდან კი- სასცენარო სახელოსნოს ხელმძღვანელი. 1980-1985 წლებში კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორად ფაკულტეტზე სპეციალობით „კინოდრამატურგია“ და საქართველოს თეატრალურ ინსტიტუტში სპეციალობით „კინოდრამატურგიის საფუძვლები“.ცხოვრობდა კალიფორნიაში ოჯახთან ერთად. მისი ერთი შვილი ნიკა აგიაშვილი არის კინორეჟისორი, ხოლო მეორე შვილი გიორგი აიაშვილი (ჯორჯ ფინი), ჰოლივუდის კინომსახიობი. გარდაიცვალა 2014 წლის 12 თებერვალს. დასაფლავებულია ლოს-ანჯელესში.                                                                                        

           გიორგი აგიაშვილი (ჯორჯ ფანი) (11.01.1990) -ჰოლივუდის მსახიობი,  ქართველი კონორეჟისორისა და სცენარისტ დავით აგიაშვილის შვილი.                  

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ლეონტი ათონელი (+1605)
18 (1.07) ივნისი
gaq