საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული გვარები

მანჩხაშვილები

   ... იმ გვარების რიცხვს, რომლებმაც აიტაცეს საქართვლოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის II მოწოდება, ღვთის ნებით უკვე მანჩხაშვილებიც შეუერთდნენ. მისმა უწმინდესობამ ჩვენი საგვარეულო 2012 წლის 23 სექტემბერს დალოცა...

მანამდე კი მთელი რიგი ღონისძიებები ჩავატარეთ, რათა ღირსეულად წარვმდგარიყავით კურთხევის დღეს სამებაში: დავაწერინეთ საგვარეულო ხატი (ღვთისმშობლის შობის კომპოზიცა: ხატი დაწერა თეიმურაზ ჯაფარიძემ), მთელი საქართველოს მასშტაბით ვატარებთ გვარის აღწერას, მეცნიერთა ჯგუფმა იმუშავა გვარის გერბსა და დროშაზე.

მანჩხაშვილთა გვარი არცთუ მრავალრიცხოვანია. ბოლო, 1993 წლის აღწერით, საქართველოში 668 მანჩხაშვილი დაფიქსირდა (ავ.სილაგაძე, ან.თოთაძე, გვარ-სახელები საქართველოში, თბ., 1997).

მანჩხაშვილების ყველაზე დიდი დასახლებები სოფელ გეზრულში, ზვარეში, ტეზერში, ახალციხეში, ქვიშხეთსა და ნუნისში გვხვდება. ასევე, მიგრაციული პროცესების შედეგად, საკმაოდ დიდმა რაოდენობამ მოიყარა თავი თბილისში. თითო-ოროლა ოჯახებია სურამში, ხაშურში, ზესტაფონში, ქუთაისში, ლაგოდეხში, ბათუმში...

გვარის წარმოშობის შესახებ საკმაოდ მწირია მასალები... შუა საუკუნეების დოკუმენტებში გვარი ფაქტობრივად არსად არ ფიქსირდება. (გვხვდება მხოლოდ მაჩხაშიშვილი XV საუკუნის დოკუმენტში, მაჩახაშვილი XVII საუკუნის დოკუმენტში. ასევე, გვხვდ

გვარის წინამძღოლი
ება მაჩხაძე, მაჩხიასშვილი, მანჩხავა). გვარის ფუძის მნიშვნელობის შესახებ მოსაზრებები ორადაა გაყოფილი; მაგალითად, სულხან-საბას მიხედვით „მაჩხი“, იგივე „მანჩხი“, „თვალჭრელს“ ნიშნავს. იმერულ კილო-თქმათა სიტყვის კონის მიხედვით კი „მაჩხი“ ცელქს, ეშმაკს, ყველაფრის მხილველს ნიშნვს, ასევე, მოუსვენრას ნიშნავს. „მანჩა“ ზემო იმერულ კილო-თქმებში პაწაწა ბეღელს ნიშნავს, რომელსაც იყენებენ მარცვლეულის შესანახად (იგივეა, რაც ამბარი), ხოლო „ჩხა“ - ყურძნის მტევნებით მსხმოიარე ვაზის კაპიანი ტოტია... თუმცა რომელი მათგანი შეიძლება ჩაითვალოს მანჩხაშვილთა ფუძედ და რას შეიძლება ის ნიშნავდეს დანამდვილებით, ჯერ კიდევ კვლების საგანია და მუშაობა გრძელდება. უდიდეს ქართველ მეცნიერთან, ზურაბ ჭუმბურიძესთან, პირადი საუბრის მიხედვით „მანჩხი“, „მაჩხი“ „ჭრელთვალას“ სინონიმი უფრო უნდა იყოს...

ჩვენი გვარის ფუძე სოფელი ნუნისია. ბუნების სილამაზით სახელგანთქმული სოფელი ნუნისი ხარაგაულის რაიონში მდებარეობს, ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკთან ახლოს. ეს სოფელი, როგორც კურორტი, ოფიციალურად 1856 წლიდან არსებობს.

ნუნისის წყლით ადრე მოსახლეობა კანის დაავადებას - მუნს მკურნალობდა, ერთი ვარაუდით სოფელს სწორედ ამიტომ მუნისი დაერქვა, შემდეგ სახელწოდებამ ტრანსფორმაცია განიცადა და დღეისათვის ვიცნობთ როგორც ნუნისი. ვახუშტი ბატონიშვილს მოხსენიებული აქვს ნუნისის წყალი, როგორც „საამო და მარგებელი“

პატრიარქის მიერ დალოცვილნი
; მეორე განმარტებით, რომელიც ასევე სარწმუნოა, ნუნისი „ლიხს იქით“, („მუნ“ ძველ ქართულში ნიშნავდა ნიშნულის იქით) მდებარეს ნიშვდა და სურამის ქედის ანუ ლიხის უღელტეხილის იქით მდებარე დასახლების აღსანიშნავად დამკვიდრდა, თუმცა მხოლოდ ამ კონკრეტული სოფელის დასახელებაში შემორჩა და არა სხვა მიმდებარე ტერიტორიების სახელწოდებებში.

ხალხური გადმოცემით, ნუნისის წყლის სამკურნალოდ გამოყენება IX საუკუნის პირველ ნახევარში დაუწყიათ. ადგილობრივ მოსახლეობას შეუმჩნევია, რომ შინაური ცხოველები მინერალური წყლის მეშვეობით მუნისაგან იკურნებოდნენ და მისი გამოყენება თავადაც უცდიათ. მცდელობას არაჩვეულებრივი შედეგი გამოუღია. ამის შემდეგ ნუნისის წყლის სამკურნალო თვისებების შესახებ მთელ საქართველოში გახდა ცნობილი.

ნუნისის აღმოჩენის შესახებ მრავალი ლეგენდა არსებობს. ერთ-ერთი მათგანი უკავშირდება ნუნისში დღემდე შემონახულ ღვთისმშობლის სახელობის უძველესი ეკლესიის მშვენებლობას. ლეგენდის მიხედვით, ერთ-ერთი ბრძოლიდან დაბრუნებულ თამარს ნუნისის მიდამოებში შეუსვენია, შემოგარენი მოსწონებია  და ამ ადგილას ეკლესიის აგება უბრძანებია.

სწორედ ეს უწმინდესი ეკლესიაა ჩვენი გვარის მთავარი სალოცავი და შესაბამისად, მანჩხაშვილთა საგვარეულო ხატად ღვთისმშობლის შობის ხატი ითვლება...

ღმერთი ფარავდეს მანჩხაშვილებს და მთელ საქართველოს...

 

მანჩხაშვილ

თა გვარის წინამძღოლი მაია მანჩხაშვილი


მამული, ენა, სარწმუნოება

ათოთხმეტნი ათასნი ჩვილნი მოწამენი, მოწყვეტილნი იროდის მიერ ბეთლემს ჰურიასტანისასა (I)
29 (11.01) დეკემბერი
gaq