საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული გვარები

მანჩხაშვილთა საგვარეულო რეგალიები

მანჩხაშვილთა საგვარეულო ხატი - „ღვთისმშობლის შობა“

 თითქმის მთელ საქართველოში, და არა მხოლოდ, მიმობნეული ჩვენი გვარი, წარმოშობით ნუნისიდანაა... ამ სოფლის მშვენება ღვთისმშობლის შობის სახელზე აგებული უძველეს ტაძარია. ამ ტაძრის აგება თამარის პერიოდს უკავშირდება[1]. ერთ-ერთი ლეგენდა მას თავად გვირგვინოსნის სურვილით აგებულ ტაძრად იხსენიებს; ბრძოლიდან უკან გზაზე მომავალ თამარს და მის ამალას ნუნისის ულამაზეს ბუნებაში შეუსვენია, მეფე-ქალი იმდენად მოხიბლულა ტყვე-წალკოტით, აქ ტაძრის აგება უბრძანებია... ტაძრის ახლომახლოდ განსახლებული ჩვენი გვარი სწორედ ამ ტაძარში დადიოდა სალოცავად და ამიტომაც გვარის მფარველ ხატად ღვთისმშობლის შობის ხატი ითვლება.

გამოვიკვლიეთ რა ჩვენი მფარველი ხატის ისტორია, დავიწყეთ მის დაწერაძე ზრუნვა... უფლის ნებით, ხატმწერ თეიმურაზ (თეოდორე) ჯაფარიძეს დავუკავშირდით. თეიმურაზმა ხატის დაწერა 2011 წლის დეკემბრის სუსხიან დღეებში დაიწყო და 2012 წლის 27 იანვარს, ნინოობის წმინდა დღესასწაულზე მოხატა მისი ბოლო შტრიხები... სიმბოლურია ალბად ის, რომ ჩვენი გვარის მფარველი ხატი მცხეთის მადლიან მიწაზე დაიწერა; ბ-ნი თეიმურაზის ხატები არაერთ ტაძარს ამშვენებს საქართველოში, მათ შორის სამებას...

ხატს საგვარეულოს კურხევამდე, როგორც წესი, გვარის წინამძღოლი უვლის და ჩაუქრობელი კანდელით ავედრებს გვარის თითოეული წევრის სიძლიერესა და სიკეთეს, ქვეყნის ღისეულ შვილობას... ბედნიერი ვარ იმით, რომ უფალმა ეს პატივი მარგუნა... საგვარეულო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა დალოცა 2012 წლის 23 სექტემბრს.

ღვთისმშობლის შობის საგვარეულო ხატი, თავად ხატმწერის კეთილი ნებით, ზომებით საკმაოდ მოცულობითია, 70/60 სმ. და ჩაბრძანებულია სადა კიოტში. ფონი და კომპოზიციის უმთავრესი პერსონაჟების (ანა, იოაკიმე და ახალშობილი მარიამი) გვირგვინები ოქროს ფირფიტებითაა შესრულებული. ფერებში მუქი შინდი და ლაზურტის ფერი ჭარბობს, ერთ-ერთი პერსონაჟის შესამოსელი გადაწყვეტილი ღია მწვანეშია.

ხატის სამუდამო დასაბრძანებელი, გვარის ოჯახების მოლოცვის შემდეგ, ნუნისის ღვთისმშობლის შობის ტაძარია, სადაც ყოველი წლის 21 სექტემბერს შევიკრიბებით ხატისა და ტაძრის მოსალოცად; გვარის დალოცვის დღეს 21 სექტემბერი ანუ ნუნისობა, საგვარეულო დღესასწაულადაც გამოცხადდა. უწმინდესისა და უნეტარესის ბრძნული ხედვა მომავლისა, რომ გაძლიერდეს საქართველოს ყველა მხარე და არ დავკარგოთ კავშირები ფუძისეულ კუთხეებთან, ამ ტრადიციის საფუძვლის ჩაყრით ვფიქრობ, უფრ

ო გამყარდება. 

... ხატი ჩვენი ბიძაშვილობის თითოეული წევრის მთავარი სალოცავი უნდა გახდეს... ხუთი და მეტი საუკუნის შემდეგ დაბადებული მანჩხაშვილები იამაყებენ ამით... ხატი იცოცხლებს და გააძლიერებს ყველა მის მომლოცველს მრავალი საუკუნე...

                                                   

ღვთისმშობლის შობის მადლი ფარავდეს ყველა მანჩხაშვილსა და ქართველს...

 

 

მანჩხაშვილთა საგვარეულო გერბი და დროშა

 

ყოველი გვარი თავის ცხოვრებაში ერთხელ ქმნის საგვარეულო ნიშანს - გერბს...

ახლა ჩვენ გვარს რთული და ამავე დროს ძალზედ საპატიო პერიოდი უდგას თავის ცხოვრებაში … მოკრძალებითა და პატივისცემით ვაკვირდებით და ვიკვლევთ ჩვენს წარსულსა და აწმყოს, რაიმე არ გამოგვრჩეს მნიშვნელოვანი და მომავალი თაობების წინაშე პირნათლად წარვდგეთ...

მანჩხაშვილთა საგვარეულო გერბი ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსტიტეტის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფმა შეიმუშავა. მუშაობის დაწყებამდე შეძლებისდაგავრად დეტალურად შევიწავლეთ გვარის მიერ განვლილი გზა, მოვიძიეთ ისტორიული მასალები, შევეცადეთ დაგვეზუსტებინა ვინ ვართ, საიდან მოვდივართ, რომელი საუკუნიდან მოიხსენიება ჩვენი გვარი ისტორიულ საბუთებში... კვლევა-ძიებამ საინტერესო შედეგი გამოიღო...

არცთუ მრავალრიცხოვანი[2] ჩემი გვარი, წარმოშობით ნუნისიდანაა; ჩვენი ფუძე ნუნისია, რის გამოც, როგორც არაერთმა გვარმა, ჩვენც, ნუნისის პირობითი გამოსახულება დავიტანეთ გერბზე, ანუ ოთხად გაყოფილი ფარის ერთ გრაფაში ღია მწავანე ფონზე მარცხენა ზედა ნაწილში ნუნისის ულამაზესი ბუნების პირობითი სიმბოლოა;

ნუნისში მდებარე ღვთისმშობლის შობის ეკლესია[3] ჩვენს საგვარეულო ეკლესიად შეირაცხა, ვინაიდან, როგორც აღმოჩნდა, მის მიმდებარედ სახლობდნენ ძირძველი მანჩხაშვილები[4] და სწორე ამის გამო, მისი მაკეტი მოთავსდა ფარის მარჯვენა ზედა ნაწილში ცისფერ ფონზე.

გერბზე მომუშავე მეცნიერთა ჯგუფის მტკიცებით, მანჩხშვილები იმერეთის სადროშოს მებრძოლები უნდა ყოფილიყვნენ[5]; ამის დასაბუთება არცთუ ადვილი აღმოჩნდა დოკუ

მენტურად, თუმცა, გვარის მამრობითი სქესის უკლებლივ ყველა წამომადგენელის განსაკუთრებული სიყვარული საბრძოლო იარაღისადმი აშკარაა. ასევე, გვარის თითქმის ყველა ოჯახში ინახება ძველი საბრძოლო იარაღები; მაგალითად ჩემ ოჯახმა რელიქვიად მიიღო ბაბუასგან ვერცხლის ქამარ-ხანჯალი[6], იგი მემკვიდრეობით გადაეცა ჩემ ძმას. მაგრამ, საქმე ისაა, რომ საქართველოში საბრძოლო იარაღისადმი სიყვარული უცხო არც სხვა გვარებისთვისაა, ჩვენ ქვეყანას ხომ გამუდმებით უწევდა ბრძოლა გარეშე მტრების წინააღმდეგ; მხოლოდ ბოლო საუკუნეებმა შეცვალა ბრძოლის მეთოდები და შესაბამისად, ხმალი და თოფი ეკონომიკური შეღწევის მეთოდებმა და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიებმა ჩაანაცვლა, დღეისათვის კიბერ ომის ცოდნაა უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ხმალისა და თოფის გამოყენების, თუმცა ჩვენმა თაობამ თავადაც იწვნია თავის თავზე, რომ მათ აქტუალობა არ დაუკარგავთ.

გვარის ხასიათის უმთავრესი მახასიათებლების კვლევისას შეუდრეკელი, მებრძოლი სულის ხასიათზე მინიშნებას კიდევ ერთი საინტერესო მომენტი აძლიერებდა; ესაა ერთი პატარა ლეგენდა, რომელიც შემორჩა ჩვენ მეხსიერებას; პირობითად პირველი ადამიანი, რომელიც როგორც „მანჩხა“ (ანუ ჭრელთვალა, როგორც ჩანს ფიზიკური სახასიათო ნიშნის მიხედვით დაარქვეს), დასახლდა ნუნისის ღვთისმშობლის შობის ეკლესიასთან ახლოს, იყო თავისი ადრინდელი საცხოვრისიდან დაპირისპირების გამო წამოსული, გადმოსახლებული ადამიანი, რომელიც „ივიწყებს“ წარსულს, ივიწყებს ადრინდელ „გვარს“[7](თუ უკვე ქონდა საერთოდ), თემობრივ მიკუთვნებას, შესაძლოა ადრინდელ სოციალურ მდგომარეობასაც და ცხოვრებას იწყებს ახალი რეალობით... გაურკვეველია, რომელ სოციალურ ფენას ეკუთვნოდა იგი; ერთი, ჩემი აზრით, საკმაოდ არარეალური გადმოცემით და ეს არც დოკუმენტურად არ დასტურდება, ჩხეიძე იყო, ეს გადმოცემა იმდენად ძლიერია და გავრცელებული გვარში, რომ მუშაობისა და პირადი კვლევა-ძიების პროცესში ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვაწყდებოდი, გვარის უკვებლივ ყველა წარმომადგენელი გასაუბრებისას ამ ამბავს მიყვებოდა, თუმცა, გაუგებარია, თუ ჩხეიძე, ანუ თავადური გვარის წამომადგენელი იყო და დაპირისპირება მოუვიდა სხვა გვართან, რაში დაჭირდა გაქცევა? ასე უფრო ხშირად ხომ გლეხები იქცევიან (?); თუ ისტორიას გადავხედავთ, ტიპიური შემთხვევებია, როცა გლეხს დაპირისპირება მოუვიდა თავადთან და გაიქცა მისი მამულიდან; მე პირადად უფრო საგულისხმოდ მიმაჩნია მეორე, შედარებით ნაკლებგავრცელებული ვერსია იმის შესახებ, რომ რომელიღაცა საფეოდალოს ერთ-ერთ გლეხს დაპირისპირება მოუვიდა თავადთან, რის გამოც კლვას მას და მიდის ქვე

ყნის სხვა კუთხეში ანუ ნუნისში (სადაც ცდილობს ახალი ცხოვრების დაწყებას, ეკლესიასთან ახლოს სახლდება და შესაძლოა მისი შვილიცაა მიბარებული ეკლესიის მსახურს, რომლსაც გარეგნული, ფიზიკური მახასითებლის მიხედვით ჭრელთავას ანუ მანჩხას ეძახიან); დაპირისპირების მიზეზი არის ბატონის აღვირახსნილობა, ანუ მას მოსწონს გლეხის ულამაზესი გოგონა, რომელსაც რათქმაუნდა გამოყენების მიზნით უყურებს მხოლოდ, ვინაიდან მის ფენას არ მიეკუთვნება, რომ მის ცოლად მოყვანაზე იფიქროს, მაგარამ მას წინ აღუდგება თავმოყვარე მამის ნება, რომლისთვისაც ფასეულობები, ღირსება, ნამუსი, ოჯახი, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თავადური შტოს არცთუ ცოტა წარმომადგენელისათვის იყო, მაგრამ არა ყველასათვის. ანუ მებრძოლი სული, ფასეულობების დაცვა, სამშობლო იქნებოდა თუ ნამუსი და სინდისი, გვარის ხასიათში არის და ეს მხოლოდ ლეგენდებიდან გამომდინარე არაა, ამაში პირადად ვრწმუნდებოდი, როცა არაერთ საამაყო და ღირსეულ მანჩხაშვილს ვეცნობოდი და მემაყებოდა, რომ ეს თვისება საფუძვლიანი იყო, ვინაიდან მიმაჩნია, ადამიანი ვერასოდეს შედგება პიროვნებად, შესაბამისად ვერაფერ ღირებულს ის ვერ შექმნის ვერც სამშობლოსათვის და პირველ რიგში ვერც საკუთარი თავისათვის და ოჯახისათვის თუ ფასულობები არ გააჩნია და მისი დაცვაც არ შეუძლია. სწორედ აქედან გამომდინარე გადაწყდა, რომ გვარის გერბზე მებრძოლი სულის პირობითი სიმბოლო - ქართული ხანჯალი ყოფილიყო დატანილი[8] ღია წითელ ფონზე.

მეორეს მხრივ, ჩხეიძეებთან მონათესავეობაზე მინიშნება შესაძლოა სხვა მიზეზითაც იყოს განპირობებული; მანჩხაშვილთა გვარს, სრულიად უსაფუძვლოდ, ზოგიერთი მაჩხაშვილებთან აკავშირებს და ფუძისეულად მონათესავე გვარებად თვლის; საქმე ისაა, რომ მანჩხაშვილთა გვარის ფუძე „მანჩხა“-ა, მაჩხაშვილთა კი „ჩხა“; მანჩხაშვილთა ფუძე ანუ „მანჩხა“ ჭრელს, ჭროღას ნიშნავს (ჭრელთვალას), ხოლო მაჩხაშვილთა ფუძე „ჩხა“ ყურძნის აკიდოს ნიშნავს ანუ მევენახეებთან ასოცირდებიან (სხვათაშორის, მაჩხაშვილები კახელები არიან, მანჩხაშვილები კი ზემო იმერლები); ჩხეიძეთა, ჩხაიძეთა გვარის ფუძე ასევე არის „ჩხა“ და „“ჩხა“ რომელ განმარტებით ლექსიკონშიც არუნდა ნახოთ, ყურძნის აკიდოს ნიშნავდა ძველ ქართულში; შესაძლოა, მაჩხაშვილთა და ჩხეიძეთა (ჩხაიძეთა) მონათესავეობაზე მართლაც რეალური იყოს მსჯელობა, მაგრამ ფუძისეულად განსხვავებული გვარების - მანჩხაშვილთა და ჩხეიძეთა - მონათესავეობაზე საუბარი ნაკლებად რეალურია;

დავუბრუნდები საგვარეულო სიმბოლოებს;

იგივე გრაფაშია ჩვენი გვარის პირველი ასო-ნიშანი „მ“, ეს ნიშანი არა როგორც მხოლოდ გვარის პირვ

ელი ასო-ნიშანი, არამედ ქართულ კულტურასთან ჩვენი თანაზიარობის ნიშნადააცაა დატანილი გერბზე; ერი, რომელიც დამწერლობას ქმნის, ცივილიზაციის მაღალი დონის და დიდი კულტურის მატარებელია, ამ წიაღში იზრდებოდა და ვითარდებოდა ჩვენი გვარიც და ეს ჩანს კიდეც, საგვარეულოში არაერთი განათლებული ადამიანია - პოეტი, პედაგოგი, მეცნიერი, ხელოვანი, მუსიკოსი, მოცეკვავე და სხვა ანუ ცივილიზაციური თანაზიარობის განცდა ამ ასო-სიმბოლოს გერბზე დატანით გამოვსახეთ.

... როცა მთელი საქართველოს მასშტაბით აღწერას ვატარებდით (2012 წლის თებერვალი-აპრილი), გადავწყვიტეთ, გვარის თითოეული წარმომადგენლისა და მათი წინაპრების პროფესია და ხელობაც გამოგვეკვლია. აღმოჩნდა, რომ წინაპრების აბსოლუტური უმრავლესობა მეჭურჭლეობას მისდევა საუკუნეების განმავლობაში, ანუ თიხის დამუშავებას (ასევე მეფუტკრეობას, საოჯახო მეურნეობას...). ბაბუაჩემის თაობის არაერთი წარმომადგენელიც ამ ხელობით იყო დაკავებული და ამით არჩენდა ოჯახს, უკვე მამაჩემის თაობაში კი თანდათნ ტოვებენ თავიან უძველეს ხელობას, სამწუხაროდ, თუმცა ჩემ თაობას მაინც ახსოვს თიხის ჭურჭელის დამზადების პროცესი ოჯახურ გარემოში.

იმდენად მკვეთრი იყო წინაპრების განვლილ გზაზე თიხის კვალი, რომ თიხის თასი ასევე დავიდა გერბის მარჯვენა ქვედა ნაწილში ღია მწვანე ფონზე. მაგრამ, არა უბრალოდ თასი, მოხატული თასი, ანუ ეს პროფესია თითქმის ხელოვნების დონეზე იყო აყვანილი გვარში. მზე კი, „თიხის მზე“[9], სიცოცხლისუნარიანობის, განახლების, თვითაღდგენის, სიცოცხლის სიყვარულის, ბუნების სიყვარულის, მოღვაწეობის სიმბოლოდ გვაქვს დატანილი. იგი ჩვენი გვარის ადამიანების ხასიათს ყველაზე კარგად გადმოცემს.

გერბის ქვედა ნაწილში ოქროსფერ ლენტზე უცვლელად გავიმეორეთ საქართველოს სახელმწიფო დევიზი „ძალა ერთობაშია“, ეს პირველ რიგში ხელს შეუწყობს პატარა გვარის შეკვრას ერთ მუშტად და რაც მთავრია, ჩვენ მიზანს, ჩვენ იდეალს, ვაიგივებთ სახელმწიფოს მიზნებთან და ვიმეორებთ მას არა უბრალოდ, არამედ იმის ჩვენება გვინდოდა, რომ მზად ვართ ვიდგეთ სამშობლოს სამსახურში ანუ სამშობლოს მიზნები და ჩვენი იგივეა.

გერბს შემოვლებული აქვს ვაზის დახუნძლული რტოები, ისინი პირობითად ორქოსფერია, ვინაიდან არა პირდაპირ მევენახეობაზე აქცენტი გვინდოდა (ამის ნიშნად იგი მწვანე იქნებოდა), არამედ ვაზი, როგორც საქართველოს სიმბოლოს ისე გამოვიყენეთ, ამით ჩვენი სამშობლოსთან განუყრელობის ჩვენებას გავუსვით ხაზი და მის წიაღში ყოფნას. და ბოლო დეტალი, გერბს აგვირგვინებს მუქი ოქროსფერით შესრულებული „მანჩხაშვილი“.

რაც შეეხე

ბა ალამს - მანჩხაშვილთა საგავრეულო დროშა ორი სიმბოლოს კომბინაციაა: (ოქროსფერი) ბოლნური ჯვარი და „მანჩხაშვილი“;

ქრისტიანულ სამყაროში ბოლნური ჯვარი ჯვარის ქართული ვერსიაა, სამყაროს ქართველური აღქმაა, უდიდესი ცივილიზაციის  შემქმენელი საზოგადოების სიმბოლოა, ქრისტიანობისა და ქართველობის სიმბოლოა. ქართველობა და ქრისტიანობა (მე-XI საუკუნიდან მართლმადიდებლობა) კი საქართველოს სახელმწიფოს არსებობის  მთელი ისტორიის მანძილზე მჭიდროდ იყო გადაჯაჭვული ერთმანეთთან და ჩვენს იდენტობას განსაზღვრავდა. მანჩხაშვილები ამ იდენტობის მატარებელი ხალხია!

ღვთისმშობლის შობის მადლი ფარავდეს ყველა მანჩხაშვილსა და ქართველს...

 

 

მაია მანჩხაშვილი

 

მანჩხაშვილთა საგვარეულოს დამფუძნებელი და წინამძღოლი

 

 


[1] მეორე ლეგენდა დავით აღმაშენებელს უკავშირებს

[2] 1993 წლის აღწერით, 668 მანჩხაშვილი ფიქსირდება ავ.სილაგაძე, ა.თოთაძის ცნობილ წიგნში გვარ-სახელების შესახებ;

2012 წლის იანვარ-მარტში ჩვენს მიერ ჩატარებული აწერით, მთელი საქართველოს მასშტაბით, მაქსიმუმ 400-მდე სული ვართ (აღწერის მასალები ინახება წინამძღოლთან); აღწერის პროცესს აწარმოებდა გვარის გამგეობა თამუნას (ზესტაფონი), ფიქრიას (ტეზერი), გიორგის (გეზრული), გიორგის (ლაგოდეხი), ნიკას (ქვიშხეთი) შემადგენლობით;

[3] სწორედ ამის გამო საგვარეულო ხატი ღვთისმშობლის შობისაა;

[4]XV-XVI საუკუნის ძეგლში - „ტბეთის სულთა მატიანეში“ პირველადაა მოხსენიებული ვინმე „მანჩხა“, როგორც “სისოეთის წინამძღვარის ილარიონის გაზრდილი“;

[5] მანჩხაშილები არც ფეოდალური, არც აზნაურული გვარების არცერთ ნუსხაში არ მოიხსენიება, შესაბამისად, გვარს გლეხური წარმომავლობისად ვთვლით;

[6] ხანჯალი დაიკარგა ბაბუას გარდაცვალების პერიოდისათვის გაურკვეველ სიტუაციაში...

[7] გვარის ფენომენი, თანამედროვე გაგებით, XVI საუკუნიდან იკიდებს ფეხს საქართველოში;

[8] ის კონკრეტული ხანჯალი, რომლის ასლიც დატანილია გერბზე, ჩემი ძმის კოლექციიდანაა, იგი მე პირადად ვაჩუქე მას;

[9] ფრაზა ეკუთვნის პოეტ ლევან ფანჩვიძეს;

მამული, ენა, სარწმუნოება

იპოლიტე რომის პაპი და მის თანა წამებულნი: კენსორინე, საბინე, ქრისია ქალწული და სხვანი ოცნი მოწამენი
30 (12.02) იანვარს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენების დღეს წმიდა მღვდელმოწამე იპოლიტე რომის პაპისა და მის თანა წამებულთა კენსორინესი, საბინესი, ქრისია ქალწულისა და სხვათა ოცთა მოწამეთა (III)
ბასილი დიდი, გრიგოლი ღვთისმეტყველი და იოანე ოქროპირი
ვითარცა მოციქულთა თანა მოსაგრენი და ყოვლისა სოფლისა მოძღვარნი, მაცხოვარსა ყოველთასა ევედრენით, რაითა მოსცეს სოფელსა მშვიდობა და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა.
gaq