კ ო ჭ ლ ა მ ა ზ ა შ ვ ი ლ ე ბ ი
შესავალი
“ჩვენი ქართველობა იწყება ღირსებიდან და არა პირიქით!” მოგვიწოდებდა ფილოსოფოსი მერაბ მამარდაშვილი. ანუ საჭიროა შევიმეცნოთ,რომ ადამიანი იწყება ღირსებიდან და მას მხოლოდ საკუთარი ღირსების გრძნობის გავლით შეუძლია ჭეშმარიტად გააცნობიეროს თავი ამა თუ იმ ერის შვილად! ქართველობა არ არის მხოლოდ ბიოლოგიური მოცემულობა – ეს არის ნება იყო ქართველი, ნება კი რაინდული ღირსების ფენომენია და მე თუ არა მაქვს ის, რამდენიც არ უნდა ინებოს ერმა თუ ბერმა ,მე ვერც კაცი ვიქნები და ვერც ქართველი!
ისიც საჭიროა შევიმეცნოთ, რომ თითოეული გვარი ერის თავისებური მატიანეა,ცოცხალი ისტორიაა, ოჯახის მემკვიდრეობითი სახელია, საზოგადოების საწყისი და პირვანდელი უჯრედია, ანუ არის ერის განუყოფელი და ძირითადი შემადგენელი ნაწილი. ამასთან ერთად, გვარი რიგ შემთხვევაში პიროვნების ღირსებასა და თვისებებზეც მიანიშნებს- მას სამართლიანად იყენებენ ადამიანთა დახასიათებისას. მაგალითად, ამბობენ, რომ ეს კაცი კარგი, ან ცუდი გვარიშვილიაო და სხვა. თუმცა აქვე უნდა ითქვას,რომ ეს რწმენა არ გულისხმობს გვარიშვილობით, ჩამომავლობით ბრიყვულ თავმოწონებას თუ ამპარტავნებას. ქართულ ლიტერატურაში (ფოლკლორშიც!) ხშირად ვხვდებით სხვადასხვა მოსაზრებას გვარისა და პიროვნების მნიშვნელობის შესახებ. თუნდაც ა.ყაზბეგის "ხევისბერი გოჩა" გავიხსენოთ-როდესაც ხევისბერი საკუთარ შვილს, ონისეს სამშობლოს დასაცავად აგზავნის, თავის პატრიოტულ განწყობას სწორედ გვარის ღირსებაზე უმახვილებს: "გახსოვდეს, ვისი გორისა ხარ!". ნებისმიერი ერის , მათ შორის - ჩვენი, ქართველების იდენტობისათვის,, წინაპართა ვინაობის ცოდნას მაღალი იდეურ-საგანმანათლებლო, მაშასადამე, ეროვნული თვითშეგნებისა და პატრიოტიზმის დიდი დატვირთვა აქვს. ისიც ვიცით,თუ რა დიდი პატივისცემა და სიყვარული გააჩნია თითოეულ პიროვნებას საკუთარი გვარისა და წინაპრისადმი და, შესაბამისად, რამდენი რამის შეტყობა სურს მათზე. პატრიარქის მოწოდება, რომ თითოეულმა ქართველმა საკუთარი გენეალოგია და თავისი გვარის ისტორია გაიცნოს, ჩვენ უდიდეს ეროვნულ საქმედ მიგვაჩნია! 2010 წლიდან უწმინდესისა და უნეტარესის, საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია II-ის მიერ საფუძველი ჩაეყარა კიდევ ერთ საოცრად მამულიშვილურ წამოწყებას - გვარების დალოცვას (დღეისათვის 700-ზე მეტი ქართული გვარია უკვე დალოცვილი მთელ საქართველოში!)! . მას შემდეგ ,ანუ 2010 წლიდან ,იწყება საგვარეულო მოძრაობა, ფუძნდება სხვადასხვა საგვარეულო კავშირები, გვარიშვილები ეცნობიან ერთმანეთს, აქტიურად იკვლევენ საკუთარ საგვარეულო მატიანეს, წერენ ერთ-ერთი წმინდანის სახების მქონე გვარის მფარველ ხატს, ქმნიან გვარის სიმბოლიკას, გერბს, დროშას,საგვარეულო ფონდს , სხვადასხვა ატრიბუტიკას, სამების ტაძრის ეზოში, ან მახათას მთაზე რგავენ საგვარეულო ხეებს და ა. შ. ამ მადლიან და კურთხეულ საქმეში (კოჭლამაზაშვილები 2011 წლიდან გამოვეხმაურეთ!) ჩვენმა საინიციატივო ჯგუფმაც შეიტანა თავისი საკუთარი წვლილი. კოჭლამაზაშვილების საგვარეულო კავშირის დასაფუძნებლად ჩვენ შევქმენით საინიციატივო ჯგუფი, დავაარსეთ კოჭლამაზაშვილების ინტერნეტ-საიტი, კოჭლამაზაშვილების ინტერნეტ-კლუბი (ამჟამად აერთიანებს 352 წევრს, მათ შორის ბევრ უცხოეთში მცხოვრებს !), მოვაწყეთ გვარიშვილების რამდენიმე საორგანიზაციო შეკრება წმინდა სამების საკათედრო ტაძრის საკონფერენციო დარბაზში (2011 წლის 2, 9, და 16 და 30 ნოემბერს !), მოვამზადეთ საგვარეულო კავშირის დამფუძნებელი კრების მოწვევა და გამგეობის არჩევნები, გადავწყვიტეთ წმინდა ნინოს ხატის დასაწერად და შესამკობად თანხის მოგროვება, რისთვისაც TBC- ბანკში გავხსენით ანგარიში, ჩავატარეთ კოჭლამაზაშვილების გვარის საისტორიო კვლევა და მის საფუძველზე შევქმენით ჩვენი გვა
| რის ღერბი და დროშა (ალამი), დავნიშნეთ 2012 წლის შემოდგომაზე (დალოცვა შესდგა 28 ოქტომბერს !) გვარის დალოცვის და საგვარეულო მფარველი ხატის კურთხევის დღეც, რისთვისაც საფუძვლიანად ვემზადებოდით და ყველა კოჭლამაზაშვილს მოვუწოდებდით ერთობისა და თანადგომისაკენ ! რამეთუ მხოლოდ საქართველოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის , ილია II ლოცვა და მისგან ნაკურთხი ხატის ძალი და მადლი შეგვაძლებინებს ამჟამად უკვე დალოცვილ კოჭლამაზაშვილებს ოჯახის, ერისა და მამულის მსახურებას !!! კოჭლამაზაშვილთა საგვარეულო სახლის (კავშირის ) გამგეობა: 1.ბესიკ კოჭლამაზაშვილი (გამგეობის თავმჯდომარე) 2.ირმა კოჭლამაზაშვილი (გამგეობის მდივანი) 3.ვანო კოჭლამაზაშვილი (გამგეობის წევრი) 4.დავით კოჭლამაზაშვილი (გამგეობის წევრი) 5.ზურაბ კოჭლამაზაშვილი (გამგეობის საპატიო წევრი-მიუნჰენი,გერმანია) 6.ლადო კოჭლამაზაშვილი (გვარის ხატისკაცი)
კ ო ჭ ლ ა მ ა ზ ა შ ვ ი ლ ი ს დ ა მ ი ს ი შ ტ ო - გ ვ ა რ ე ბ ი ს ი ს ტ ო რ ი უ ლ ი ქ რ ო ნ ო გ რ ა ფ ი ა 1. XVI საუკუნემდე - მეტსახელი „კოჭლამაზა“, „კოჭიბროლა „+ სუფიქსი „თი“ = პირვანდელი გვარი „კოჭიბროლათი“ 2. XVI – XVII ს.ს. - კოჭლას (?)ძე , გოზალასძე - ( კოჭლამაზაშვილი,კოჭიბროლაშვილი ჯერ არ მოიხსენიება!) ლიტ.:„გურჯისტანის ვილაეთის დიდი დავთარი“, (1595წ.) 3. XVII – XVIII ს.ს. - გოზალაშვილი (გოზალიშვილი) – (კოჭლამაზაშვილი,კოჭიბროლაშვილი ჯერ არ მოიხსენიება!) ლიტ.:„ვახუშტი ბაგრატიონი - ბატონიშვილი (1696-1757) ( “მეწინავე დროშის საბარათაშვილოსა და სომხითის აღწერა,”(1721წ.) 4. XVIII - XIX ს.ს. - კოჭიბროლაშვილი - (კოჭლამაზაშვილი არ მოიხსენიება!, გოზალიშვილი არ მოიხსენიება!) ლიტ.:„ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა სია, რომელიც თან დაერთო გეორგიევსკის ტრაქტატს. (1783წ.) 5. XVIII - XIX ს.ს. - კოჭიბროლაშვილი - (კოჭლამაზაშვილი არ მოიხსენიება!, გოზალიშვილი არ მოიხსენიება!) ლიტ.:„იოანე ბაგრატიონი-ბატონიშვილი (1768-1830), "შემოკლებით აღწერა საქართველოსა შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გვარებისა", (1798 წ.) 6. XIX ს. - დღემდე: კოჭლამაზაშვილი (კოჭლამაზიშვილი)- (კოჭიბროლაშვილი უკვე აღარსად მოიხსენიება!) გოზალიშვილი (უკვე ყველგან ცალკე წერია) ლიტ.: ა.სილაგაძე, ა.თოთაძე გვარსახელები საქართველოში (1997წ.) საქართველოსცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემები (2002 –2007წ.წ.) დღეს დღეობით საქართველოში ყველაზე გავრცელებულ 1 000 გვარს შორის მოხსენიებულ კოჭლამაზაშვილებს (კოჭლამაზიშვილებს) 678-ე ადგილი უჭირავთ. საქართველოში ცხოვრობს: 1 463კოჭლამაზაშვილი: თბილისში – 423, სიღნაღში – 407, რუსთავში – 227. არიანსხვაგანაც. 350 კოჭლამაზიშვილი: სიღნაღში – 271, თბილისში – 49, ლაგოდეხში – 9. არიან სხვაგანაც (ლიტ.: კოჭლამაზაშვილი - აკადემიკოს ი. ახუაშვილის მასალების მიხედვით, ჟურნალი „თბილისელები“, 28.03.2011 წ.) ჩვენი გვარის კოჭლამაზაშვილი (კოჭლამაზიშვილი) და შტო-გვარის (გოზალიშვილი) განსახლების გეოგრაფიული არეალი კი ასეთი გახლავთ: 1. კოჭლამაზაშვილი – ანაგა, ახალსოფელი, ახმეტა, არბოშიკი, ბოდბე, ბოდბისხევი, გიორგიწმინდა, გურჯაანი, დედოფლისწყარო, ვაქირი,თელავი, ლაგოდეხი, მაღარო, ნუკრიანი, საგარეჯო, საქობო, სიღნაღი, ქვ. ალვანი, ქვ. მაჩხანი, ყვარელი, შრომა, ჩაილური, ცოდნისკარი,წინანდალი, წნორი, ჯუგაანი 2. კოჭლამაზიშვილი –ბოდბე 3. გოზალიშვილი-ბოდბისხევი, განათლება, გურგენიანი, დედოფლისწყარო, ვაქირი, ველისციხე, თელავი, ლაგოდეხი, სიღნაღი, ყვარელი, შეერთება, ჩადუნიანი, წნორი, ჯუგაანი ახალციხე, ვალე (გვარების გეოგრაფიული საძიებელი შედგენილია - ა.სილაგაძისა და ა. თოთაძის წიგნის - გვარსახელები საქართველოში, თბილისი 1997წ., და საქართველოს ცენტრალურ
| ი საარჩევნო კომისიის 2002 – 2007 წლის მონაცემების მიხედვით). საინიციატივო ჯგუფის სახელით პროფესორი - ბესიკ კოჭლამაზაშვილი
კ ო ჭ ლ ა მ ა ზ ა შ ვ ი ლ თ ა საგვარეულო მატიანე (ისტორიული ეპოქის მიმოხილვით) ჩვენი გვარის ისტორია იწყება მესხეთ-ჯავახეთიდან (ანუ ძველი სამცხე-საათაბაგოდან ) - გვარი გამოითქმის კოჭლამაზაშვილი, კოჭიბროლაშვილი, კოჭიბროლი, კოჭიბროლათი. კოჭლამაზაშვილ- ი (კოჭლამაზიშვილ-ი) და კოჭიბროლაშვილ-ი - არის პრაქტიკულად ერთი და იგივე გვარი, რომელმაც საუკუნეთა მანძილზე მცირე, ნაწილობრივი ცვლილება განიცადა. სიტყვების : ‘’ბროლის ‘’და ‘’ლამაზის ‘’იდენტურობის აღსანიშნავად, შეგახსენებთ და მოვიყვან ოდითგანვე საყოველთაოდ ცნობილ მაგალითებს - ‘’ ბროლივით თითები’’, ანუ ‘’ლამაზი თითები’’, ‘’ ბროლის ყელი მოიღერაო’’, ანუ ‘’ლამაზი ყელიმოიღერაო’’, ‘’კოჭიბროლი, ანუ თეთრი, ლამაზი კოჭების მქონე ქალი’’, „კოჭიბროლა“, ანუ თეთრფეხა, კავშა ცხენი და ა.შ. ლოგიკურად გამოდის,რომ სიტყვები „ ბროლი“ და „ ლამაზი“ სინონიმური მნიშვნელობისაა და ქართულში თანაბრად გამოყენებადია. ასე რომ ეჭვს არ იწვევს და უდავოა გვარების კოჭლამაზაშვილ - ი (კოჭლამაზიშვილ-ი) და კოჭიბროლაშვილ-ის ერთობა და იდენტურობა. აქედან გამომდინარე, სავსებით ლოგიკურია თუ ჩვენი გვარის წარმოშობის კონცეფციას, ამ ორი გვარის იდენტურობის შესაბამისად, ერთ ისტორიულ ჭრილში და კონტექსტში განვიხილავთ. ქართული ონომასტიკის (მეცნიერება გვარ-სახელების შესახებ ! ბ.კ.) ლიტერატურულ წყაროებში პარალელურად გვხვდება კიდევ ერთი, როგორც სჩანს , ახლო მონათესავე გვარი-გოზალიშვილი. ნამდვილად ანგარიშგასაწევია არსებული მოსაზრება - გვარების კოჭლამაზაშვილის (კოჭლამაზიშვილი, კოჭიბროლაშვილი) და გოზალიშვილის საერთო მესხური წარმოშობის შესახებ. ასე მაგალითად, ქართული გვარ-სახელების ცნობილი მეცნიერ-მკვლევარის ილია მაისურაძის წიგნში ვკითხულობთ: ’’კოჭიბროლაშვილი-წარმოშობით მესხური გვარია, ახალციხის რ-ნი, ადგ.გამოთქმით: კოჭიბროლათი. გადმოცემით დღევანდელი გოზალიშვილების (თურქულად GUZEL- ლამაზი) ძველი გვარსახელი; შედარებისათვის : კოჭიბროლი ,ანუ კოჭლამაზი ( ბ.კ.), თეთრფეხა ცხენი, კავშა (ქეგლ = ქართულ ენის განმარტებითი ლექსიკონი) ამავე ძირისაა აგრეთვე კოჭლამაზაშვილი’’ (იხ. ი.მაისურაძე - " ქართული გვარსახელები",თბილისი, 1990, გვ.92 ). ასე და ამგვარად, უდავოა, რომ ორივე გვარის ფუძეს მეტსახელი „კოჭიბროლა“- „კოჭლამაზა“ წარმოადგენს. ამის დასტურად, ქართული ონომასტიკის აღიარებული ლიდერის აკადემიკოს ი.ახუაშვილის მასალებს მოვიშველიებ სიტყვა-სიტყვით : „როგორც გოზალიშვილების, ისე კოჭლამაზაშვილების გვარში, კოჭლამაზა და კოჭიბროლა მეტსახელებია“ (იხ.ჟურნალი-თბილისელები, 28.03.2011 წ.). ამასთან,როგორც მოგეხსენებათ, „კოჭიბროლას „ - მხოლოდ ლამაზ-თეთრფეხება ცხენს როდი ეძახდნენ. ამ ეპითეტით ქალებსაც ხშირად ამკობდნენ - „ კოჭებლამაზი“, ანუ ტანწერწეტა ქალიაო. ჩვენი გვარის ხალხში ზეპირი გადმოცემით გავრცელებული გვარის წარმოშობის ლეგენდები ლამაზი ქალის (კახეთის სამეფოს ერთ-ერთი დედოფლის ??? წყაროს ვერ მივაკვლიე! ისე კახეთის მეფეებს არ ეკრძალებოდათ ქიზიყელ ასულებზე დაქორწინება! ბ.კ.? ) დასახასიათებლად ეპითეტის „კოჭლამაზის“ გამოყენებისაც ამის დასტურია. ვინაიდან მოგეხსენებათ, ძველად ქალს შიშველი მხოლოდ კოჭები თუ მოუჩანდა გრძელი კაბიდან და მაპატიეთ, მეტი ,რაც არ მოჩანდა-რას შეუქებდნენ. მითუმეტეს, რომ სხეულის სხვა ნაწილებზე აქცენტირება კადნიერებად ჩაითვლებოდა. უფრო მეტსაც გეტყვით, „კოჭების შექების“ ტრადიცია არახალია და ძველთაგანვე არსებობს, მაგ. გამოთქმა: ამ ბიჭს „ კოჭებში“ ეტყობა,რაც გამოვაო. ამის დასტურია აგრეთვე ჩვენს გვარში არსებული გადმოცემა-„მეფე ერეკლეს უთქვამსო ბრძოლის წინ - ჩემი რჩეული ქიზიყელი „კოჭლამაზი“ ბიჭები
| მომიყვანეთო!“. არც ეს თქმულება უნდა იყოს საფუძველს მოკლებული, ვინაიდან ცნობილია, რომ მე - 15 საუკუნიდან დამოუკიდებელ კახეთის სამეფოში ქიზიყი მეფისეულ მამულად, სამოურავოდ ითვლებოდა. ასევე ცნობილია, რომ ქიზიყში საერთოდ არყოფილა ბატონყმობა. შესაბამისად, ქიზიყი უბატონო ქვეყანა იყო და უშუალოდ მეფეს ემორჩილებოდა. სამოქალაქო ხელისუფლებას აქ მოურავი განაგებდა; სამხედრო განაწესის მიხედვით კი ქიზიყი პირველ, ანუ მეწინავე სადროშოს წარმოადგენდა, რომელსაც ბოდბის ეპისკოპოსი სარდლობდა ! ომის დროს!. ქიზიყი იმ მხრივაცაა საყურადღებო, რომ აქ ბოდბეში ქართველთა განმანათლებელი წმინდა ნინო კაბადოკიელი განისვენებს ! ბოდბე წარმოადგენს აგრეთვე ბოდბელი ეპისკოპოსის რეზიდენციას ! აქვე ქიზიყშია საქართველოში ერთ-ერთი უძველესი (V-VI ს.) ხირსის მონასტერიც.
კ ო ჭ ლ ა მ ა ზ ა შ ვ ი ლ ე ბ ი ს გვარის ისტორია ქიზიყში - კახეთში. ქიზიყი - საკმაოდ გაძლიერდა და წელში გაიმართა XVIII საუკუნეში, სწორედ ერეკლე II-ის მეფობის პერიოდში. მეფე ერეკლეს ქიზიყი და ქიზიყელები განსაკუთრებით ჰყვარებია. შემორჩენილია უამრავი ლეგენდა და გადმოცემა, რაც პატარა კახისა და ქიზიყელების გულთბილ დამოკიდებულებაზე მეტყველებს. ამ ფაქტს თავისი გამართლება და მტკიცე საფუძველი აქვს. მეფე ერეკლე ქიზიყთან დაკავშირებული იყო ბავშვობით, ჭაბუკობით, მთელი თავისი ცხოვრებით. საკმარისია გავიხსენოთ, რომ პატარა კახმა პირველი საბრძოლო ნათლობა სწორედ ქიზიყში მიიღო, როცა 15 წლისა მამაცურად წარუძღვა ქიზიყელთა ლაშქარს, სასტიკად დაამარცხა ლეკთა ჯარი და გამარჯვებული დაბრუნდა მაღაროს. მეფე ერეკლეს მიერ ჩატარებულ ბრძოლებში ქიზიყელები ყოველთვის პირველ რიგებში იბრძოდნენ და მეფისადმი არაჩვეულებრივ ერთგულებას იჩენდნენ. 1744 წელს ქართლში ერეკლეს მამა თეიმურაზი გამეფდა, ხოლო ერეკლე კახეთს განაგებდა. თეიმურაზის გარდაცვალების შედეგად (1762 წ.) ქართლ-კახეთში ერთმეფობის დამყარება საქართველოს პოლიტიკური გაერთიანებისაკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი იყო. მე-18 საუკუნის 80-იანი წლებიდან კი უკიდურესად გართულებული საგარეო ვითარების გამო, ერეკლე II იძულებული გახდა რუსეთს დაკავშირებოდა და მასთან ხელშეკრულება დაედო (გეორგიევსკის ტრაქტატი, 1783წ.), რომელიც უპირველესად რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის სამხედრო დახმარებას გულისხმობდა, თუმცა რუსეთმა ამ ტრაქტატის თითქმის ყველა მუხლი დაარღვია. რადგან გეორგიევსკის ტრაქტატზე სიტყვა ჩამოვარდა, არ შემიძლია არ დავუბრუნდე ჩვენი გვარის ისტორიის კვლევას და მსურს წარმოგიდგინოთ პირველი დაცული ინფორმაცია ჩვენი გვარის კახეთის პერიოდის შესახებ. ეს გახლავთ 1783 წლის ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა სია, რომელიც თან დაერთო გეორგიევსკის ტრაქტატს. აქ ჩვენი გვარი კოჭიბროლაშვილად არის დაწერილი და ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა სიაში - აზნაურის სტატუსით არის მოხსენიებული - თავად ჯამბაკურ-ორბელიანის აზნაურთა შორის. (იხ. გეორგიევსკის ტრაქტატის დანართ სიაში № 280 აზნაური კოჭიბროლაშვილი . აგრეთვე წიგნში-გეორგიევსკის ტრაქტატი, თბილისი, 1983, გვ. 64). ამ დოკუმენტიდან ჩანს,რომ 1783 წლისათვის მესხური გვარი კოჭიბროლაშვილი უკვე კახეთშია დაფუძნებული და თანაც აზნაურის სტატუსით ფიგურირებს ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა სიაში. ამავე სტატუსით არის მოხსენიებული ჩვენი გვარი 1798 წელს ცნობილი ქართველი სახელმწიფო მოღვაწის, მწერლისა და მეცნიერის იოანე ბაგრატიონის-ბატონიშვილის ( ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის გიორგი XII-ის შვილი,1768-1830) გენეალოგიურ ნაშრომშიც: "შემოკლებით აღწერა საქართველოსა შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გვარებისა" (1798 წ.).რომელშიც მოცემულია საქართველოს სამეფოს სამასზე მეტი თავად-აზნაურის გვარის ეტიმოლოგია და რომელშიც ვკითხულობთ : „ კოჭი ბროლაშვილი (საყაფლანიშვილო აზნაურნი
| წმიდაო დედაო ნინო ! სამებისა ქადაგო და მის მიერ განათლებულო ! ევედრე კოჭლამაზაშვილთა გვართათვის, რათა მოგვმადლოს მართალთა თანა სავანეობა ! | , ანუ რომელსაცა ჰფლობენ ორბელიანნი. ესენი არიან იმერეთიდამ მოსულნი) კოჭიბროლაშვილი (იმერეთის აზნაურები) “. (თუ დაუკვირდებით, აქ ორჯერ ვწერივართ, ამასთან ,ერთგან კოჭი და ბროლაშვილი სპეციალურად ინტერვალით არის დაწერილი, რაც ჩემი აზრით, შემთხვევითი არ უნდა იყოს,იკვეთება გვარი ბროლაშვილი-ბ.კ.) მაშასადამე, ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა ორივე სიაში ვართ კოჭიბროლაშვილად მოხსენიებული და თანაც მოსული ვართ იმერეთიდან (ანუ სამცხე-ჯავახეთიდან ! ანუ სამხრეთ-დასავლეთიდან , ამერ-იმერის მცნება ! ბ.კ.) ამასთან მინდა აღვნიშნო, რომ ამ დოკუმენტებში საერთოდ არ არის მოხსენიებული ჩვენი შტო-გვარი - გოზალიშვილი, ანუ სამცხე-იმერეთიდან მოსულნი ისევ კოჭიბროლაშვილებად არიან დაწერილნი ! ზუსტად ამავე პერიოდში (1783 -1789 წ.წ.) საარქივო მასალებში ჩნდება პირველი საგულისხმო ცნობები უკვე კოჭლამაზაშვილთა (პირველი ცნობები ქიზიყში ჯავახეთიდამ ჩამოსახლებულან „ერთობით კოჭლამაზაანნი“! ბ.კ. ) და არა კოჭიბროლაშვილთა გვარმოდენილობა-ზე კახეთში. 1783 წლის 8 სექტემბერს ერთობით კოჭლამაზაშვილთა ბოდბის მონასტრისთვის ყმობის თაობაზე არზა მიურთმევიათ ქართლ-კახეთის მეფე, ერეკლე II-ისათვის: „ქ (ქრისტე) ღმერთმან, ბედნიერის ხელმწიფის ჭირი მოსცეს ჯავახეთიდამ გადმოსულ კოჭლამაზაშვილებს ბოდბეში მოსახლეთ. იოვანე ბოდბელმა (იოანე ჯორჯაძე -ბოდბელი, 18 საუკუნე ,ბ.კ.) აქ დაგვასახლა და წმინდა ნინოსაც (მონასტერი! ბ.კ.) ვეყმევით, საწირავიც მივართვით ბოდბელს. ამის მოწამენი: ბაღაშვილი - მღვდელი ათანასი, ლოლაშვილი მეუფე ბოდბეს ქემხა და ნაცვალი მოწმეები არიან, რომ წმინდის ნინოს ტაძარს ქვეშ დამიდია, გვიმსახურნია, იოვანე ბოდბელს აქეთ. თქვენს სადღეგრძელოთ, თქვენც შეგვიწირეთ, ყმანიც ვართ საყდრისა. ჰ ქორონიკონს უოა“ ამ არზისათვის ერეკლე II -ეს იმავე დღეს ოქმი დაუდვია: „ქ (ქრისტე). ჩვენი ბრძანება არის თარიმან ქემხავ. მერე ამ არზის პატრონს ამ არზით, რომ ასე მოუხსენებია, ეს რადგანაც პირველად ბოდბეს მოსულა და თავისი თავი წმინდა ნინოს ეკლესიისათვის შეუწირავს, ამ კაცს ჩვენ ვერ გამოვართმევთ (იგულისხმება გადასახადს! ბ.კ.), წმინდა ნინოს ყმა არის ხელი აიღევ, დაეხსენ. ენკენისთვე ჰ ქორონიკონს უოა“ ოქმს უზის ბეჭედი შემდეგი წარწერით: „ქნარს მიცემს, დავით მიხმობს ძედ კახეთის მეფედ ცხებულს, ერეკლე “ (ც.ს.ს.ა. ფონდი 1449, საბუთი № 2559) მაშასადამე, ამ დოკუმენტებიდან ვგებულობთ, რომ „სამცხე-ჯავახეთიდამ“ მოდენილი ერთი ნაწილი მესხი აზნაურების კოჭლამაზაშვილებისა (კოჭიბროლაშვილებისა!) , რომლებმაც ალბათ ქართლ-კახეთის აზნაურის სტატუსი ვერ მიიღეს ? (დაუკვირდით ! იგივე წლებია 1783 -1789 წ.წ. ! ბ.კ.) ბოდბის მონასტერს ყმობიან, შესაბამისად , საეკლესიო გლეხთა კატეგორიაში გადასულან და სახელმწიფო გადასახადებიდან განთავისუფლებულან. არსებობს არქივში დაცული სხვა მასალებიც, სადაც ცოტა მოგვიანებით 1789 წლის 11 მაისის დოკუმენტში დავით ბოდბელს ერეკლე მეფისთვის საწისქვილე წყლის თაობაზე არზით მიუმართავს: “მოვიდნენ ერთობით კოჭლამაზაანნი. და ის წყალი გადაუგდეს და თავიანთ წისქვილზე მიუგდეს,რომ ის ადგილიც მიმძლავრებული აქვთ....“. ამ არზაზე “გულმოსულ“ მეფეს 1789 წლის 13 მაისს ოქმი დაუდვია: „ ....ქისიყის მოურაო ზაქარიავ (იგულისხმება ზაქარია ანდრონიკაშვილი! ბ.კ.)...შენ უნდა მიხვიდე. წყალი როგორც დენილა ,ისევ ისე მიაგდებინე და წისქვილი დააბრუნებინე. და კოჭლამაზაშვილები აქ ჩემს სამართალში ჩამოვიდნენ და აქ ილაპარაკონ... “ (ც.ს.ს.ა. ფონდი 1449, საბუთი № 2558) ფრიად საინტერესოა, ამ პერიოდისათვის სამცხე-საათაბაგოში (მესხეთ-ჯავახეთში) სადმე თუ ფიგურირებს ჩვენი გვარი და რა ფორმით ? ამისათვის მოვიძიეთ ჯერ წინა პერიოდის ( XVI ს.ბოლო) საარქივო მასალები. მაგ. ოსმალეთის ხელისუფალთა მიერ1595 წელს ფისკალური მი
| ზნით (დასაბეგრად! ბ.კ.) შედგენილი წიგნი. ე.წ., „გურჯისტანის ვილაიეთისდიდი დავთარი“, რომელიც მნიშვნელოვანი წყაროა XVI საუკუნის სამცხე-საათაბაგოს სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური ისტორიისა და ისტორიული გეოგრაფიის არა ერთი საკითხის შესასწავლად. ამ დოკუმენტის მიხედვით მოკვლეული მასალები ანბანურად ასე გამოიყურება: გვარები სამცხე-ჯავახეთში, კოლაში, არტაანში, ტაოსა და ბორჯომის ხეობაში (გ) გოზალასძე – (იხ.გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, 1595 წ.,გვ. 163) გვარებისამცხე-ჯავახეთში, კოლაში, არტაანში, ტაოსადაბორჯომისხეობაში (კ) კოჭლას(?)ძე – (იხ.გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, 1595 წ.,გვ. 139) როგორც ვხედავთ , ამ დოკუმენტში გვარი კოჭიბროლაშვილი, ან კოჭლამაზაშვილი არ არის მოხსენიებული. მოიხსენიება მიმსგავსებული კოჭლას(?) ძე და ჩვენი ახლო-მონათესავე (შტო-გვარი) გვარი - გოზალასძე, ანუ გოზალაშვილი (გოზალიშვილი). სხვათაშორის , გვარი გოზალიშვილი არის მოხსენიებული უფრო მოგვიანებით ჩატარებულ ე.წ. 1721 წლის აღწერაშიც: გოზალაშვილი (გოზალიშვილი) – (იხ. მე -18 საუკუნის, 1721 წლის აღწერა. გვ. 13, 244, 258). უნდა ითქვას, რომ გვარი კოჭიბროლაშვილ-კოჭლამაზაშვილი, მიუხედავად დიდი მცდელობისა, ვერც აქ იქნა ჩემს მიერ მოძიებული. დგება საკითხი იმის შესახებ,რომ როგორც ილია მაისურაძე აღნიშნავს და რაზედაც ზემოთ უკვე მქონდა საუბარი - კოჭიბროლაშვილია გოზალიშვილის ძველი გვარ-სახელი ? თუ პირიქით? ვინაიდან გამოდის, რომ ჩემს მიერ მოძიებულ საარქივო მასალებში გოზალიშვილი (გოზალასძე) უფრო ადრე, უკვე მე -16 საუკუნიდან გვხვდება(სამცხეში) და ფიგურირებს მე - 18 საუკუნის(1721 წ.) გვარების აღწერაშიც და ეს მაშინ,როცა გვარი კოჭიბროლაშვილი პირველად ჩნდება მხოლოდ მე-18 საუკუნის ბოლოს, ფიგურირებს ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა 1783 წლის სიაში. ეს ეჭვი საბოლოოდ დამიდასტურა ჩემს ხელში შემთხვევით მოხვედრილმა ჟურნალმა „თბილისელები“ , N 29, 2007 წ.,რომელიც როგორც უკვე მოგახსენეთ, პერიოდულად ბეჭდავდა ხოლმე რუბრიკას: “ როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები“ - აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერმოწოდებული მასალების მიხედვით. აკ. ი.ახუაშვილი ქართული ონომასტიკის პიონერი და აღიარებული ლიდერია, მას შესწავლილი აქვს 22.000-მდე ქართული გვარის ! წარმოშობის ისტორია და გეოგრაფიული განსახლების არეალი. მომყავს სიტყვა -სიტყვით მისი განმარტებანი გვარის კოჭიბროლაშვილის შესახებ: „ გვარის ფუძეა საკუთარი სახელი კოჭიბროლა, რომელიც ამავე დროს, მეტსახელადაც გვხვდება. როგორც ზეპირი გადმოცემა ადასტურებს (ამის დამადასტურებელი დოკუმენტური მასალაც არსებობს) კოჭიბროლაშვილების ძველი გვარ-სახელი გოზალიშვილი ყოფილა. გოზალიშვილების დიდმა ნაწილმა აღიდგინა მამაპაპური გვარი დ აახლა ბროლაძეები არიან. დოკუმენტებიდან ჩანს, რომ კოჭიბროლაშვილები წერეთლების განაყოფი გვარია“ (იხ. თბილისელები, N 29, 16-22 ივლისი, 2007 წ.) ესე იგი , გამოდის, რომ ჩვენი შტო-გვარების რიცხვს, ძვირფასო გვარიშვილებო! კიდევ ბროლაძე (შტო-გვარები - ბროლაშვილი, ბროლიძე) და წარჩინებული თავადური გვარი წერეთელიც კი დაემატა (ამით ჩვენი თავადობა თუ არა, აზნაურობა მაინც ხომ ეჭვგარეშეა-ბ.კ.). გვარის - ბროლაძის შესახებ გვხვდება აგრეთვე ასეთი ინფორმაცია: „ გვარები- ბროლაძე,ბროლაშვილი და ბროლიძე ისტორიულ წყაროებში გვხვდება XVII საუკუნიდან. ბროლაძეთა ერთი ნაწილი გოზალიშვილებად ჩაწერეს . გოზალ თურქული სიტყვაა და ლამაზს ნიშნავს. გოზალიშვილის გვარს ატარებდნენ ასევე წერეთლები . ბევრმა გოზალიშვილმა აღიდგინა მამაპაპისეული გვარი ბროლაძე“ (იხ. ბროლაძე-ბროლაშვილი-გოზალიშვილი-გოზალოვი -Broladze-Brolashvili-Gozalishvili-Gozalovi საიტი - http://literatura.mcvane.ge/main/fesvebi/gvarebi/12970-bbbbbbb-bbbbbbebbbb-bbbbbbbebbbb-bb
| bbbbbb-broladze-brolashvili-gozalishvili-gozalovi.html) როგორც ხედავთ, საკმაოდ რთული, ურთიერთგადაჯაჭვული ( და ზოგჯერ წინააღმდეგობრივიც კი! ბ.კ.) გამოდის მასალები საერთოდ ქართული და კონკრეტულად კი ჩვენი გვარის ისტორიული წარმოშობის შესახებ. მაგრამ ერთი რამ ცხადია, რომ ფრიად საინტერესოა და თანაც საამაყო ჩვენი გვარის -კოჭლამაზაშვილის წარმოშობის საგვარეულო მატიანე. ამასთან ერთად, ძალიან საინტერესოა, თუ როდის? და რატომ? მოხდა გვარის მიგრაცია ისტორიული სამცხე-საათაბაგოდან კახეთში, კერძოდ კი ქიზიყში ? მოდით ამ წიაღსვლისათვის ისევ ისტორიული პარალელები მოვიშველიოთ და თანაც ქრონოლოგიურად. ჩემს მიერ უკვე მოხსენიებული გურჯისტანის ვილაეთის დიდი დავთრის შექმნის (1595 წ.), ანუ ოსმალების მიერ სამცხე -საათაბაგოს დაპყრობის და მისი გურჯისტანის ვილაეთად გადაქცევის (1579 წ.) სრულიად საქართველოსთვის სავალალო ისტორიულ წინა პერიოდს (XVI საუკუნე) გადავავლოთ თვალი.
კ ო ჭ ლ ა მ ა ზ ა შ ვ ი ლ ე ბ ი ს გვარის ისტორია სამცხე- საათაბაგოში. როგორც ცნობილია, სამცხეს მთავრები ჯაყელების დინასტიიდან იყვნენ. XVI საუკუნეში ყვარყვარე IV (ჯაყელი) -ათაბაგი მაშინ გახდა, როდესაც სამცხე-საათაბაგოს სამთავროს სამხრეთ თემებს თურქები არბევდნენ, სამთავროში კი შინაფეოდალური ომი მძვინვარებდა. მესხ ფეოდალთა ერთმა ნაწილმა 1576 წელსშეთქმულება მოაწყო ათაბაგთა ხელისუფლების წინააღმდეგ. სამთავროში მშვიდობის ჩამოგდება სულ უფრო ძნელდებოდა. ასეთ ვითარებაში, 1578 წელს, დაიწყო ირან-ოსმალეთის ომი. როცა ჩილდირის ველზე აშკარა გახდა თურქთა გამარჯვება, ყვარყვარე IV-ის ძმა მანუჩარი 6 ათასი მხედრით ეახლა და ვასალობა-მოხარკეობა აღუთქვა ოსმალთა სარდალს ლალა-ფაშას. ახალციხეში შესული თურქების სარდალ ლალა-ფაშას ყვარყვარე IV ათაბაგმა მორჩილება გამოუცხადა. 1578 წლის შემოდგომაზე, როცა ოსმალთა ლაშქარი შირვან აზერბაიჯანიდან მობრუნდა და სამცხეზე გადმოიარა, ლალა-ფაშამ ყვარყვარე IV ათაბაგი და მისი ძმა მანუჩარი სტამბოლს გააგზავნა. ოსმალეთი საათაბაგოს მოხარკეობას უკვე აღარ სჯერდებოდა, გადაეწყვიტა იქ ოსმალური მიწის მფლობელობა შემოეღო და მხარე სანჯაყებად დაეყო. 1579 წელს ოსმალებმა საათაბაგოს ტერიტორიაზე ჩილდირის საფაშო შექმნეს. სტამბოლს მყოფ ყვარყვარე IV-ს თავისი საბატონო „უწყალობეს“ და ქრისტიანად გამოუშვეს, მანუჩარი კი გაამაჰმადიანეს და ჩილდირის ფაშობა უბოძეს. ამ ღონისძიებით ბოლო მოეღო სამცხე-საათაბაგოს სამთავროს სუვერენიტეტს ( შ. ლომსაძე, ქსე. ტ.10,თბილისი, 1986,გვ. 638). როგორ აისახა სამცხეს „გათურქება„ იქ XVI საუკუნისთვის არსებულ ქართულ გვარებზე? მოგეხსენებათ, მაშინ თურქებს არც თავისი გვარები გააჩნდათ, /(მათ მხოლოდ მე-20 საუკუნეში (1923-1938წ.წ.), მუსტაფა-ქემალ ათათურქმა, „ თურქთამამამ“ მისცა გვარები! ბ.კ./ და შესაბამისად არც სხვისას არ დაგიდევდნენ არაფრად. ქართველთა მასობრივ შევიწროება-გამაჰმადიანებას, ბუნებრივია, თან ქართული გვარების დაკარგვა - გადაშენებაც მოჰყვებოდა. აკი წერდა სახელოვანი ქართველი გეოგრაფი, ისტორიკოსი და კარტოგრაფი ვახუშტი ბატონიშვილი (1696-1757 წ.წ.), თავის უბადლო ნაშრომში, "აღწერა სამეფოსა საქართველოსა" (1745 წ.), სამცხის ქართული წარჩინებული გვარების შესახებ: სამცხისათვის 1. „ხოლო სამცხეს: ჯაყელი, ესე არს აწ ათაბაგი და ფაშა ახალციხისა; შალიკაშვილი, თადგირიძე, დიასამიძე, ქობულისძე, გოგიბაშვილი,ამილახორი, ავალისშვილი, სუმბატისშვილი, გოგორისშვილი, თუხარელი, ღაღანიძე და სხუანი, არღარა იწოდებიან გუარითა, არამედ ფაშად, ბეგად და სანჯახად, და აზნაურნიცა ეგრეთვე მრავალ, გარნა დავიდუმეთ.“ 2. „ხოლო კუალად მესხი ამილახორისშვილი, დიასამიძე, შალიკაშვილი და თაქთაქისშვილი შემდგომად თათრობისა ჩამოვიდნენ სამცხიდამ “ ("ქართლის ცხოვრება", ტ. IV, თბილისი 1973, გვ. 27
| , 33-37). აქ ჩამოთვლილ სამცხის ცნობილ, წარჩინებულ გვარებთან ერთად, რომელნიც „არღარა იწოდებიან გუარად“, ალბათ ნაკლებად ცნობილი ჩვენი გვარიშვილნი-აზნაურნიც (და სხუანი)-ში მოიაზრებიან (ბ.კ.), რომელნიც დაკნინებულან „ და აზნაურნიცა ეგრეთვე მრავალ, გარნა დავიდუმეთ“ XVI საუკუნის ბოლოდან მოყოლებული მასობრივი გახდა მესხებისა და ჯავახების მიგრაცია იმერეთში, აჭარა-გურიასა და ქართლ-კახეთში. ამას გვიდასტურებს ზემოთ ჩამოთვლილ მესხურ გვართა მიგრაციის შემდგომი, მოგვიანებითი განსახლების არეალები . მაგალითად - თავდგირიძე (უკვე XVII საუკუნიდან განსახლდა- გურიაში, ქობულეთში), დიასამიძე (აჭარაში,იმერეთში,კახეთში), ავალიშვილი( კახეთში,იმერეთში) და ა.შ. სავარაუდოა, რომ ასეთი ისტორიული ბედუკუღმართობის გამო, ჯერ კიდევ მე -16 საუკუნის მიწურულიდან დაიწყეს გადმოსახლება ჩვენი შტო-გვარების მქონე, არაგამაჰმადიანებულმა და დაწიოკებულმა წინაპრებმა - „უკვე მე- 15 საუკუნიდან უბატონო „ ქიზიყში. უბატონო ,უთავადო (შესაბამისად უაზნაურო) ქიზიყელებმა, რომლებიც არაფრად დაგიდევდნენ სათავადაზნაურო ტიტულ-წოდებებს, მესხეთ-ჯავახეთიდან გადმოხვეწილი აზნაური -კოჭიბროლაშვილები, როგორც ჩანს - კოჭლამაზაშვილებად დაწერეს (მოგვიანებით მათ ნაწილობრივ აღიდგინეს ისტორიული გვარი კოჭიბროლაშვილი-კოჭიბროლოვი რუსულად და აზნაურის სტატუსი 1783 წ. რუსეთთან დადებულ გეორგიევსკის ტრაქტატში ! ბ.კ.). და როგორც სხვა საარქივო მასალებიდან იკვეთება, ნაწილი კი კოჭლამაზაშვილების გვარით (ერთობით კოჭლამაზაანი ! ბ.კ.) დასახლებულნი ძირითადად ბოდბის მონასტრის ირგვლივ - ზემო ბოდბეში (აკი ჩვენი ზედაშეც იქ არის ! ბ.კ.) და დაწერილან დაუბეგრავ საეკლესიო გლეხებად. მოგვიანებით, მე- 19 საუკუნის არეულობის ჟამს, რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს 1828-1829 წ.წ. ,ახალციხის (ჩილდირის) საფაშოს დაცემის შემდეგ (რუსი გენერლის პასკევიჩის მიერ მისი დაპყრობის გამო), ისევ დაიწყო მიგრაციების ახალი ტალღა. ახალციხის აღებისთანავე პასკევიჩთან გამოცხადდნენ XVI-XVIIსს. მესხეთიდან თავის დროზე გამაჰმადიანებას გაქცეული წარჩინებული მესხური გვარების ციციშვილების, ავალიშვილების, მუსხელიშვილების და სხვათა შთამომავლები. ქართველ მეფეთა გაცემული სიგელები წარუდგინეს და მამაპაპისეული მამულების დაბრუნება სთხოვეს. პასკევიჩმა მათი თხოვნა არ შეიწყნარა და გარკვეული გულისწყრომაც გამოთქვა. ამ ვითარებაში კი უკვე გამაჰმადიანებული მესხების ნაწილი თურქეთში გადაიხვეწა და საქართველოსთვის დაიკარგა (არავინ უწყის, მათ შორის, ალბათ ჩვენი სისხლი და ხორციც - ჩვენი ნათესავი წინაპრებიც იყვნენ ! ბ.კ.), ნაწილი კი დარჩა ,ან საქართველოს სხვა რეგიონებში (იმერეთში,ქართლ-კახეთშიც!) განსახლდა. როგორც ცნობილია, დღესდღეობით კოჭლამაზაშვილები (კოჭლამაზიშვილები) ცხოვრობენ : ძირითადად ქიზიყში - სიღნაღი (ბოდბე), დედოფლისწყარო, აგრეთვე კახეთის სხვა რაიონებში (ყვარელი, ლაგოდეხი, და ა.შ.), თუშეთში, გარდა ამისა ქალაქებში - თბილისსა და რუსთავში. მესხეთიდან ორი საუკუნის წინ (განმავლობაში) გადმოხვეწილი კოჭიბროლაშვილები, როგორც ჩანს, ქიზიყში კოჭლამაზაშვილებად დაწერილან და ამ გვარით გამრავლებულან. ჩემს ამ მოსაზრებას ადასტურებს კიდევ ერთი გარემოებაც - ისტორიული მესხური გვარი კოჭიბროლათი, კოჭიბროლაშვილი დღეს აღარ გვხვდება, დღეს არსებობს კოჭლამაზაშვილი(კოჭლამაზიშვილი), გვხვდება აგრეთვე შტო-გვარი გოზალიშვილი. ამ გვარების განსახლების ზუსტი გეოგრაფია კი ასეთი გახლავთ: 1. კოჭლამაზაშვილი – ანაგა, ახალსოფელი, ახმეტა, არბოშიკი, ბოდბე, ბოდბისხევი, გიორგიწმინდა, გურჯაანი, დედოფლისწყარო, ვაქირი,თელავი, ლაგოდეხი, მაღარო, ნუკრიანი, საგარეჯო, საქობო, სიღნაღი, ქვ.ალვანი, ქვ.მაჩხაანი, ყვარელი, შრომა, ჩაილური, ცოდნისკარი, წინანდალი, წნორი, ჯუგაანი 2. კოჭლამაზიშვილი –ბოდბე 3.
| ბესიკ კოჭლამაზიშვილი - გვარის წინამძღოლი | გოზალიშვილი-ბოდბისხევი, განათლება, გურგენიანი, დედოფლისწყარო, ვაქირი, ველისციხე, თელავი, ლაგოდეხი, სიღნაღი, ყვარელი, შეერთება, ჩადუნიანი, წნორი, ჯუგაანი ახალციხე, ვალე (გვარების გეოგრაფიული საძიებელი შედგენილია -ა.სილაგაძისა და ა.თოთაძის წიგნის - გვარსახელები საქართველოში, თბილისი 1997 წ., და საქართველოსცენტრალური საარჩევნო კომისიის 2002 – 2007 წლის მონაცემების მიხედვით). როგორც ხედავთ, ამ ერთნაირი გვარების განსახლების გეოგრაფიული არეალიც კი პრაქტიკულად ერთმანეთს ემთხვევა (ერთნაირი ტოპონიმი მუქადაა გამოყოფილი! ბ.კ.). დასასრულ, მინდა დავასკვნა , რომ კოჭლამაზაშვილი ( კოჭლამაზიშვილი) და კოჭიბროლაშვილი გახლავთ ერთნაირი,იდენტური გვარები და ორივე „კოჭებისშექების“ ძველად გავრცელებულ ტრადიციაზეა აღმოცენებული. „კოჭების შექების“ ტრადიციას არც მე-20 საუკუნეში დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა. ერთ მაგალითსაც მოვიყვან: მოსკოვში, კრემლის ყრილობათა სასახლეში ლეგენდარული - ილიკო სუხიშვილის პირველი გამოსვლისას, მისი ვირტუოზული ცეკვით მოხიბლულ იოსებ ბესარიონის ძე სტალინს , გამოუთქვამს თურმე „ეს დალოცვილი რა-კოჭებში განათლებული-ყოფილაო „. ძვირფასო გვარიშვილნო -კოჭლამაზაშვილებო! ჩვენც კოჭებზე გვეტყობა რა გვარიცა გვაქვს და გვარზე გვეტყობა რა კოჭებიცა გვაქვს, თვითონ კი რა ხალხნიც ვართ ! ამას ადასტურებს, ჩვენ გვარში ნიჭიერი და სახელოვანი კაცებისა და ქალების სიმრავლე. ღმერთმა დაგვლოცოს და გაგვაძლიეროს ! ეს საგვარიშვილო ინიციატივაც პირადად მე ამისწინაპირობად მიმაჩნია და თქვენც ამიტომ მოგიწოდებთ ! სამომავლოდ ,საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ,უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II -ს მიერ კოჭლამაზაშვილთა გვარის დალოცვის, გვარის მფარველი ხატის კურთხევის , წმინდა ნინოს მადლიანი ხატის ჩვენს ოჯახებში რიგ-რიგობით დაბრძანების-მონაცვლეობის და მადლის ცხების შემდეგ მჯერა ,რომ ჩვენი გვარი ღვთის წყალობით უფრო ძლიერი და წარმატებული გახდება! გისურვებთ ჩვენი დალოცვილი საამაყო გვარის აღზევებას! შვილების გამრავლებას! სახელოვანი გვარიშვილების სიმრავლეს!!! პატივისცემით - ბესიკ კოჭლამაზაშვილი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
ხატის შესაწირი თანხა შეგიძლიათ გადმორიცხოთ შემდეგ ანგარიშებზე: 1. ლარის ანგარიშის რეკვიზიტები საბანკოკოდი – TBCBGE22 მიმღებისდასახელება –კოჭლამაზაშვილთა საგვარეულო სახლი ანგარიშსწორებისანგარიშიGE57TB7018136080100006 2. სავალუტო ანგარიშის რეკვიზიტები• FOR USD TRANSFER INTERMEDIARY: JP MORGAN CHASE BANK 270 Park Ave 10017 NEW-YORK, NY USA SWIFT: CHASUS33 ABA: 021000021 TBC BANKs Correspondent Account: 400950979 BENEFICIARY’S BANK: HEAD OFFICE SWIFT:TBCBGE22 TBC- Bank Head office SWIFT:TBCBGE22 BEN’S Account: GE58 TB70 1813 6180 1000 04 NAME OF BENEFICIARY: Aaip Kotchlamazashvilta sagvareulo sakhli 3. FOR EUR TRANSFER INTERMEDIARY: DEUTSCHE BANK AG D-6236, FRANKFURT/ESCHBORN SWIFT:DEUTDEFF BLZ: 50070010 TBC BANKs Correspondent Account: 9499096 BENEFICIARY’S BANK: HEAD OFFICE SWIFT:TBCBGE22 TBC- Bank Head office SWIFT:TBCBGE22 BEN’S Account: GE58 TB70 1813 6180 1000 04 NAME OF BENEFICIARY: Aaip Kotchlamazashvilta sagvareulo sakhli კოჭლამაზაშვილთა საგვარეულო სახლის (კავშირის ) გამგეობა: 1.ბესიკ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე) 2.ირმა კოჭლამაზაშვილი (მდივანი) 3.ვანო კოჭლამაზაშვილი (წევრი) 4.დავით კოჭლამაზაშვილი (წევრი) 5.ზურაბ კოჭლამაზაშვილი (საპატიო წევრი-მიუნჰენი,გერმანია) 6.ლადო კოჭლამაზაშვილი(გვარის ხატისკაცი) E.mail:besik.kochla@gmail.com კოჭლამაზაშვილთა კლუბის საიტი: www. Facebook.com/groups/236776073007278 |