საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული გვარები

მცირე ისტორია და თანამედროვე ვითარება (საგვარეულო მოძრაობა)
ლევან ფრუიძე

ორგანიზებული საგვარეულო შეხვედრების იდეა საყოველთაოდ ცნობილი იყო. საბჭოთა ხელისუფლების წლებში გვარები თავისთავად იკრიბებოდნენ, ერთმანეთს ეცნობოდნენ, შემდეგ რომელიმე ოჯახში ან რესტორანში სუფრას შლიდნენ და ცდილობდნენ, ასეთი შეხვედრა სისტემატურად მოეწყოთ. ამ მოვლენას მასობრივი ინფორმაციის საშუალებანი ძირითადად დადებითად აფასებდნენ, თუმცა ზოგიერთი ,,გავლენიანი'' პირები შეხვედრას აქილიკებდნენ და ,,პროვინციალიზმად'' ნათლავდნენ. დღესაც ზოგიერთი ,,კოსმოპოლიტურად ტვინნაღრძობი საერთაშორისო მოქალაქე'' გვარების შეკრებებს ,,პროვინციულ ჩამორჩენილობად'' სახავს... ღმერთმა შეუნდოს!

მიუხედავად ყველაფრისა, გვართა შეკრებები სრულიად ძალდაუტანებლად, ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე, მაინც მიმდინარეობდა. ასეთი შეხვედრის აუცილებლობა თითოეული პერსონის შინაგანი ლტოლვით და მისწრაფებით იყო განპირობებული. ის, რასაც ადრე სარწმუნოება ითვალისწინებდა და წელიწადში ერთხელ წინაპართა წმინდა სავანეში, სახალხო-რელიგიურ დღესასწაულზე, გვარიშვილებს ერთმანეთთან ახვედრებდა, საბჭოთა პერიოდში ზნეობრივ-რელიგიური ნიშნით გამორიცხული იყო, არა და შეხვედრის სურვილი ღველფივით ღვიოდა, ამიტომ მაშინ საგვარეულო შეხვედრები ძალაუნებურად შეინიღბა და ,,სუფრული მიმართულება'' მიიღო. დროსტარების მოყვარულებს ფრიად სასიამოვნო გარემო შეექმნათ. საგვარეულო შეხვედრები მიემატა იმ ხანად მეტად გავრცელებულ დაბადების დღეებს, სკოლისა და უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების წვეულებებს, დამსახურებულ თუ დაუმსახურებელ იუბილეებს, ბენეფისებს და ა.შ. ეს ვითარება ჩვეული ოსტატობით და იუმორით აისახა რევაზ გაბრიაძისა და ელდარ შენგელაიას ფილმში ,,არაჩვეულებრივი გამოფენა''. რის უფლებასაც მოსკოვი იძლეოდა, მხოლოდ ის ხორციელდებოდა. ეროვნულობის ყოველგვარი გამოვლენა და, მით უმეტეს, ქართული ცხოვრების წესის აღდგენის ცდა ჩანასახშივე ისპობოდა. დამოუკიდებლობის ჟამს, ბუნებრივია, ეს შეზღუდვები მოხსნილია და ხალხი საკუთარი ტრადიციული ცხოვრების წესის აღდგენისათვის ქვეცნობიერად მიისწრაფის, მაგრამ შესაბამის სამთავრობო უწყებებიდან მხარდაჭერას ვერ პოულობს და საერთო სიდუხჭირეს სულიერი კრიზისიც ამძაფრებს. გარდა იმისა, რომ დამოუკიდებლობის ოცი წლისთავი გასრულდა, საგვარეულო მოძრაობა, სხვა ეროვნულ-პატრიოტულ წამოწყებათა მსგავსად, საქართველოს ხელისუფლების თვალთახედვის გარეშე დარჩა, მაგრამ სანთელ-საკმეველმა თავისი გზა არ დაკარგა და ამ საშვილიშვილო საქმეს ორგანიზებული სახე, ამ სტრიქონების ავტორთან ერთად, პირველად გაზეთ ,,რაეოს'' რედაქტორმა, აწ განსვენებულმა ბონდო გაგნიძემ მისცა. პირველი ორგანიზებული საგვარეულო შეკრება კერესელიძეების გვარისა 1996 წელს ჩატარდა თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩის N 5-ში, წიგნის სასახლის სხდომათა დარბაზში. შეხვედრას უძღვებოდა შესანიშნავი მსახიობი, აწ განსვენებული ლია ელიავა, დედით კერესელიძე. ჩამოყალიბდა კერესელიძეთა საგვარეულო კავშირი. შეხვედრები ,,რაეოს'' რედაქციის ბაზაზე გაგრძელდა. ამჟამად ექვსასამდე საგვარეულო კავშირია ჩამოყალიბებული, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი მოქმედებს და ათი მცნების პრინციპის ცხოვრებაში გატარებით, თვალსაჩინო ეროვნულ-პატრიოტული საქმეების განხორციელებას ცდილობს. თუ ყველა გვარი საგვარეულო კავშირებად გაერთიანდება, მაშინ სერიოზულ ძალად გადაიქცევა და ღირსეულ სამსახურს გაუწევს როგორც საკუთარ გვარს, ისე მთელ ქვეყანას. 

***

ჩვენთვის უკვე ცნობილია, რომ საგვარეულო მოძრაობა საქართველოში საუკუნეებს ითვლის და ის ყოველთვის საეკლესიო ხასიათს ატარებდა. გვარი და გვარიშვილობა მართლმადიდებლური რწმენით მირონცხებული სამშობლოს ერთგულ მამულიშვილებს აყალიბებდა და ქართველი ერის სიცოცხლისუნარიანობას უზრუნველყოფდა.

დასაბამიდან მიწა გვარებზე იყო განაწილებული. სოფლებს გვარები ქმნიდნენ. საკუთარ საცხოვრისში თითოეულ გვარს თავისი ადგილის დედა – სალოცავი ჰქონდა, რომელიც გვარს იდეოლოგიურად კრავდა და ღმერთის, მამულის, სამშობლოს სამსახურში აყენებდა. ყოველ ჭეშმარიტ ქართულ გვარს, განურჩევლად სოციალური მდგომარეობისა, დღესაც აქვს მამაპაპათაგან გადმოცემული ადგილის დედა, შეუცვლელი სალოცავი, მამული, საცხოვრისი, სახლი ან ნასახლარი. ყველა ჭეშმარიტი ქართული გვარი შთამომავლობით დათქმულ საუფლო დღეს, ზედაშითა და მოსაკითხით ადგილის დედასთან მიდის, ლოცვით, ზედაშეთი დამწყალობებით უძველეს რიტუალს ასრულებს და მომავალ თაობებს სამშობლოს ერთგულებით, სიყვარულით ზრდის.

გვარიშვილობა, სახლიშვილობა – ოჯახისშვილობა ნათესაობას მისხიდან მისხამდე არეგულირებდა და ზნეობრივ-სარწმუნოებრივ ურთიერთობას აწესრიგებდა. ყოველივე ამას მოიცავს ფორმულა – ,,ვისი გორისა ხარ!''

მძიმე შეჭირვების ჟამს გვარიშვილები წმინდა მუხების ქვეშ ერთამანეთს ფიცით ეკვროდნენ. ფიცის კაცები ქვეყნისა და მოყვასის გადასარჩენად გმირობის სასწაულებს ახდენდნენ. სწორად წარმართულმა საგვარეულო მოძრაობამ მრავალგზის იხსნა საქართველო. მრავალთაგან ორ დამახასიათებელ მაგალითს მოვიტანთ.

XI საუკუნის 80-იან წლებში ,,დიდი თურქობის'' სახით საქართველოში კიდევ ერთი დიდი ღამე ჩამოწვა. მეფე გიორგი მეორე (1072-1089 წ.წ.) ვერაფერს გახდა, ქვეყანა დაღუპვის პირას მივიდა. ხსნა არსაიდან იყო. ტახტზე დავით IV გიორგის ძე ავიდა (1089-1125 წ.წ.), 16 წლის ჭაბუკი. ქვეყანა აოხრებული, გაპარტახებული იყო. არავითარი საფასე და სახსარი დავით აღმაშენებელს არ გააჩნდა. გარდა სულიერებისა და იმედისა. სულიერებას გიორგი ჭყონდიდელი განაგებდა, დავით აღმაშენებლის აღმზრდელი. მეფესთან შეზრდილი რაზმელები თავდადებული მამულიშვილები, გვარიშვილები გახიზნულ მოსახლეობას კრებდნენ და საბრძოლველად რაზმავდნენ, თურქ-სელჩუკები განდევნეს. ასე მომზადდა დიდგორის ბრძოლა, დიდგორის სული გვიდგას დღესაც.

გადმოვინაცვლოთ XVIII საუკუნის შუა ხანებში. საქართველოს თურქ-სელჩუკთა შორეული ნათესავნი – ოსმალები აკალოვებდნენ. ახალციხეში ფაშა იჯდა, იმერეთის სამეფოც საფაშოდ იყო გამზადებული. 17 წლის მეფე სოლომონი ტახტიდან ჩამოაგდეს. ანაზდეულად, ათასი ფიცისკაცი, სამშობლოსათვის თავგანწირული რაინდი, ფეხზე დადგა, მეფე ტახტზე აღადგინეს, სულიერებამ იმძლავრა, ტყვეთასყიდვა აიკრძალა, საქართველო გადარჩა.

 

***

გვარიშვილობის დაგვირგვინება სამეფო გვარი და მეფე იყო. როგორც აკად. ივანე ჯავახიშვილმა ცხადყო, სამეფო ხელისუფლება საქართველოში უშუალოდ ხალხის წიაღიდან წარმოიშვა, ქვეყნის ქვემოდან მართვის, ტრადიციული, ხალხური თვითმმართველობის საფუძველზე.

მეფე ყოველთვის ხალხის ინტერესებს გამოხატავდა და ქვეყნის ტერიტორიულ-სარწმუნოებრივ-ზნეობრივი და ეკონომიკური მთლიანობის გარანტი იყო. ქვეყნის ტერიტორია, სამშობლოს მიწა, როგორც მას ქართველები უწოდებენ – მამული, სიმბოლურად მეფეს ეკუთვნოდა და მის ერთიანობას, დაცვა-შენარჩუნებას უზრუნველყოფდა. მთელი მიწის ფონდი – საცხოვრისი, ოდითგანვე, დასახლებებზე (სოფელი, დაბა, ქალაქი) იყო განაწილებული და მტკიცედ გამიჯნული. მიწის უზენაესი მესაკუთრე, პატრონი – მეფე იყო. მიწის მოხმარება საკუთრების სამი ფორმის (კერძო, საზოგადო, სახელმწიფო) შეთანწყობით ხდებოდა. მიწის საკუთრების უფლება მხოლოდ მკვიდრ მოსახლეობას ჰქონდა. უცხო, მსხემი, მოსული მიწას ვერ დაიუფლებდა, მამულის მოწილე ვერ გახდებოდა, თუ მოსული თხოვნით, შეთანხმებით იმ გვარს არ მიიღებდა, რომელმაც შეიფარა. მკვიდრისა და მოსულის ამ დამოკიდებულებამ საქართველოს მონოქართველობა უზრუნველყო, ვიდრე დამპყრობელმა რუსეთმა, XIX საუკუნის 30-იანი წლებიდან, ჩვენი ქვეყანა ეთნიკურად არ ააჭრელა.

რუსეთმა ხელაღებით დაარღვია სამოკავშირეო ხელშეკრულება (გეორგიევსკის ტრაქტატი) და საქართველოს დამოუკიდებლობა წაართვა. ესეც არ იკმარა და მიზანმიმართულად შეავიწროვა ტახტის ყველა მემკვიდრე და ბაგრატიონთა დინასტიის სამეფო გვარი გადაშენების პირამდე მიიყვანა.

მეფე მარადჟამს საქართველოს სახელმწიფოებრიობის გვირგვინი იყო და სამეფო ტახტს, გვირგვინს პირდაპირი დანიშნულების გარდა, საკრალური, ღვთაებრივი მადლიც ჰქონდა. სწორედ ამას ითვალისწინებდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია II, როცა ქართული მონარქიის აღდგენის ცნობილი წინადადება წამოაყენა. უპირველეს ყოვლისა, ბაგრატიონთა დიდი გვარი უნდა გადარჩეს, რომელიც საქართველოს 15 საუკუნე პატრონობდა, ამიტომ სამეფო ტახტის მემკვიდრე ბაგრატიონთა შთამომავალნი, ერისმთავრების სტატუსით, სრულიად საქართველოს გვარიშვილთა დარბაზის დარბაისელნი უნდა გახდნენ. ეს უპირატესობა მათ ბაგრატიონობის ნიშნით და სამეფო დინასტიასთან სიახლოვით მიენიჭებათ. ყველა სხვა გვარი საგვარეულო მოძრაობაში თანასწორია, კეთილშობილია და სამშობლოს უანგარო სიყვარულში, სამსახურში უფლებამოსილია. ვინ როგორ გამოიჩენს თავს, მადლიერი ერი კარგ ყმად აღიარებს და შთამომავლობით უკვდავებას მიანიჭებს.

 

***

საქართველო უაღრეს რთული რელიეფის მქონე მთიანი ქვეყანაა. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ მთელი ჩვენი ტერიტორია, ე.წ. ,,ბარი'' მხოლოდ 13 პროცენტია, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ მთის პრობლემა მთელი საქართველოს პრობლემაა.

საგანგებო კვლევა-ძიების შედეგად მეცნიერები კარგა ხანია დარწმუნდნენ, რომ ცივილაზაციის აკვანი მთაში დაირწა. არქეოლოგიური აღმოჩენების შედეგად ნათელი გახდა, რომ ე.წ. ,,ნეოლითური რევოლუცია'' – შემგროვებლური მეურნეობიდან მწარმოებლურზე გადასვლა მთაში განხორციელდა. დოკუმენტურად დამტკიცებულია, რომ ერთ-ერთი პირველი კერა, სადაც ეს პროცესი ჩაისახა და განვითარდა, საქართველოს მთიანეთია. აქ წარმოიშვა კულტურულ მცენარეთა უმეტესობა და კაცობრიობის პროგრესის მამოძრავებელი ფენომენი – მეტალურგია. ყოველივე ამის შემოქმედი ქართველი ხალხია, ვერტიკალური ზონალობის ზუსტი გათვალისწინებით, მდინართა ხეობებში – ,,ხევებში'' დასაბამიდან მჭიდროდ დასახლებული. დღესაც ,,ხევი'' ტრადიციული თვითმმართველობის გამომხატველი ტერმინია; ახლაც ცოცხალ, მოქმედ, უძველეს ტრადიციულ საუბნო თვითმმართველობას ,,სამოხიო'' ეწოდება. სულმნათი ილია ხალხის მმართველობას და სამართალს ,,სოფლის უზენაესობას'' უწოდებდა და საქართველოს ბედნიერი მომავალი ქვეყნის ქვემოდან ზემოთ მართვის აღმავალი კიბის სახით წარმოედგინა. ტრადიციული ქართული სოფლის ცხოვრება მართლაც სრულყოფილი და იდეალური იყო. ვერტიკალურ ზონალობაში განფენილ სოფელს თვით ღვთისმშობლისგან ბოძებული მიწა-წყლით, ბუნებრივი რესურსებით ძირითადი საარსებო საშუალებანი ადგილზე ჰქონდა. სწორედ ამ გარემოებამ განაპირობა სოფლის წარმოშობა. შრომა-საქმიანობა წლის დროთა გათვალისწინებით, ცივილიზაციის საწყისებიდან ჩამოყალიბებული აგრარული კალენდრის მიხედვით მიმდინარეობდა. ეს კალენდარი 20 საუკუნეა ქრისტიანულ-მართლმადიდებლურ კალენდრადაა გარდასახული და მოქმედება არასდროს შეუწყვეტია, თვით ბოლშევიკური ანომალიების ხანაშიც კი. ჭეშმარიტმა ქართველმა მართლმადიდებელმა ქრისტიანმა დღესაც იცის, როდის იმუშაოს, როდის ილოცოს, დაისვენოს, საქმის დღე და უქმე ერთმანეთს როგორ შეუნაცვლოს, მარხვა-ხსნილი არეგულიროს, სტუმარი როდის მიიღოს და როგორ გაისტუმროს, სამართალი, უფროს-უმცროსობის, ქალისადმი მოწიწების, პატივისცემის ადათი როგორ დაიცვას, მტერ-მოყვარეს რა პასუხი გასცეს და ა.შ. ეს ყოველივე და სხვა მრავალი, რომელიც ასე ნაუცბათევად არ ჩამოითვლება, ერთ ცნებაში – ,,ქართული ცხოვრების წესში'' ერთიანდება. ქართველი, ვიდრე საკუთარი ცხოვრების მრავალათასწლოვან წესს და ეროვნულ ტრადიციებს არ აღადგენს, ასე გაცოდვილებული იქნება, როგორც დღეს არის.

 

***

ქართველი მეფეები სოფლის უზენაესობის წინაშე ქედს იდრეკდნენ და ქვეყანას სოფლის ბჭეების, მედიატორების სამართლით მართავდნენ. ლეკებთან და ათასი ჯურის მომხდურ მტერთან ბრძოლაში დამაშვრალ მეფე ერეკლეს როცა მოახსენებდნენ – ორ სოფელს შორის სასაზღვრო დავა ატყდა და ვერ რიგდებიანო, სისხლიან ხმალს ქარქაშში ჩააგებდა და მოდავე სოფლებს მიაშურებდა. ორივე სოფლის თავკაცებს ცალ-ცალკე დაჰკითხავდა, სადავო მიწებს ფეხით შემოივლიდა, ბჭეებს და მედიატორებს ერთად უხმობდა, მათ სჯას მოისმენდა, მერე მწერალს ოქმს შეადგენინებდა და სამართალს მისცემდა. ეს სამართალი მართლაც სამართალი იყო. ვისაც ერეკლეს სიგელ-გუჯრებისთვის თვალი გადაუვლია, დამეთანხმება: უკეთესი სამართალი და წესრიგი წარმოუდგენელია.

საქართველოს ბიუროკრატების, კარიერისტების, ავანტიურისტების პარპაში კი არა, ხალხის ძალაუფლება, სამართალი, ქართული ცხოვრების წესის და ეროვნული ტრადიციების აღდგენა სჭირდება. როგორც უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ბრძანა – მეფე მეფობს და არ მართავს. ხალხმა თავისი თავი ტრადიციული თვითმმართველობით თვითონვე უნდა მართოს. თუ როგორ, მეცნიერებს გამოწვლილვით აქვთ შესწავლილი. დიახ, როცა ტრადიციის ძალით მეფე სათავეში ეყოლება, ხალხსა და  მეფეს შორის ღვთაებრივი კავშირი დაუყოვნებლივ აღდგება. ქრისტიანულ-მართლმადიდებლური მოძღვრება და სამეფო ხელისუფლება ის ქარიზმატული ჰიპოსტასია, რომელიც ხალხის მართვის იდეალურ გარემოს ქმნის. მით უმეტეს, საეკლესიო კალენდრით და გიორგი მთაწმინდელისეული კურთხევანით, ყველა ქრისტიანმა იცის, რა აკეთოს თავისი თავის, ღვთისა და ერის წინაშე პირნათელი რომ იყოს, მაშასადამე გზა ხსნისა ერთია:

– ქართველებო, დაუბრუნდით ქართული ცხოვრების წესს და ეროვნულ ტრადიციებს!

ხელისუფლებამ კეთილი უნდა ინებოს, გაუქმებული სოფელი და ადგილობრივი თვითთმართველობა დაუყოვნებლივ აღადგინოს. სათანადო კანონპროექტები კარგა ხანია შემუშავებულია და ყურადღებას, აღიარებას მოელის. გვარები და საგვარეულო მოძრაობა სისხლისმიერ ნათესაობაზე დამყარებული ის ფენომენია, რომელიც საქართველოს ბედნიერებას მოუტანს.

 

***

უკვე აღნიშნული გვქონდა, რომ საგვარეულო მოძრაობა საბჭოთა ხელისუფლების წლებშიც არ შეწყვეტილა, მაგრამ ბოლშევიკური იდეოლოგიის ზეგავლენით საეკლესიო, ეროვნულ-პატრიოტული მიმართულების ნაცვლად, დროსტარების, ღრეობის საბაბი ხდებოდა. XX საუკუნის 90-იან წლებში, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის მწყემსმთავრობით, მოსახლეობის უმეტესობა ქრისტიანულ-მართლმადიდებლურ რწმენას დაუბრუნდა. ამის შედეგად საგვარეულო მოძრაობამ ეროვნულ-პატრიოტული სახე მიიღო. შეიქმნა ექვსასზე მეტი საგვარეულო კავშირი, ამათგან რომელიც თვალსაჩინოდ მოღვაწეობდა, სათანადო წარდგინების შემდეგ, უშუალოდ საქართველოს პატრიარქის ილია მეორისგან იღებდა ლოცვა-კურთხევას, რაც თითოეულ დალოცვილ გვარს და ოჯახს შთამომავლობით საამაყოდ დარჩა, ხოლო ფოტოსურათები და ვიდეოფირი რელიქვიად აქვთ შემონახული.

2008 წელს მაისურაძეთა საგვარეულო კავშირს მოღვაწეობის ათი წელი შეუსრულდა. (1997 წლის მონაცემებით მაისურაძეთა გვარის რაოდენობა 16516-ია და საქართველოში ყველაზე გავრცელებულ გვართა შორის მეოთხე ადგილი უჭირავს). 2008 წლის 8 ივნისს მაისურაძეთა საგვარეულო კავშირი სამების ლავრაში უწმინდესის წინაშე ანგარიშით წარსდგა. უწმინდესმა მათი საქმიანობა მოიწონა, გულმხურვალედ დალოცა და მოღვაწეობაში შემდგომი წარმატება უსურვა. წირვის დამთავრების შემდეგ, ამ მნიშვნელოვან მოვლენასთან დაკავშირებით, სამების ტაძრის საკონფერენციო დარბაზში, საგვარეულოთა კავშირის – ,,გვარი და გვარიშვილობის'' დარბაზობა გაიმართა, სადაც მაღალ დონეზე შეფასდა მაისურაძეთა საგვარეულო კავშირის საქმიანობა, აქვე დარბაზში წარმოდგენილი იყო მაისურძეთა გვარის ათწლიანი ღვაწლის ამსახველი გამოფენა.

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი სამსონ უცხოთშემწყნარებელი (+დაახლ. 530)
27 ივნისი (10 ივლისს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ღირსი სამსონ უცხოთშემწყნარებელის (+დაახლ. 530) ხსენების დღეს.
მართალი იოანა მენელსაცხებლე
27 ივნისი (10 ივლისს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს მართალი იოანა მენელსაცხებლეს (I) ხსენების დღეს.
gaq