საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

კობა ჭუმბურიძე - ლუარსაბ მეფისა (ციკლიდან - მეფეთა წიგნი)
კობა ჭუმბურიძე

ბინდი ხუნდება, დილა ინთება, მტრით დატბორილა გარისის ველი, უკანასკნელად მოაფრინდება დღეს თავის ნისლას ბებერი მგელი. ეს დროც დაუდგა მეფეს ჭაღარას, აწ ოდენ ცქერით გაართოს თვალი, იმის სამყოფი ჯანი აღარ აქვს, რომ კიდევ ერთხელ აშპუნოს ხმალი.

შუბის თამაშით დაუვლის ლაშქარს მემკვიდრე მისი, იმედი ქართლის, მტერს დათვლის ღირსად აროდეს არ თვლის, რამეთუ დროშა მიუძღვის მართლის. სცეს ქართველებმა ბუკს და ნაღარას და ჩამოიმხეს თავსაბურები, აკინაკები ავად წახარეს, მიწას მოწყვიტეს ბედაურები.

წინ-წინ მიაფრენს თავის საღარას ჭაბუკი სვიმონ, გვირგვინის ხამსი, ბდღვირი ავარდა ტრიალ თაღარას და ნირწამხდარი უკურბის სპარსი.

ზაფრისმცემია იბერთ კართობა, ბრძოლასა შიგან მხნეთა და ცხართა, მათთვის ეს ომი არის გართობა, ვითარცა მგლისთვის დარბევა ცხვართა.

სერზე შემოდგა ფიცხელი ომის მოსეირეთა მცირე ამალა, მეფე, ჭარმაგი თანამყოლების და ორიოდე მცველის ამარა. შემორჩა ბრძოლის ჟინი ულევი, ძარღვებში სისხლი უყივის ჯერაც, გასცქერის გარჯას გოთაულების და სიამაყე უნამავს მზერას.

წესი არ არის ქართველ მეფეთა მამულისაგან დათმობა მისხლის და როს პირისპირ შემოეფეთა ლტოლვილი რაზმი, მწყურალი სისხლის, მომხდურებს თავი არ გაარიდა, ზედ შეალეწა შუბი და ხმალი, ბოლოს აკარხლა ბედაური და იმისი ნალით უნაყა ძვალი.

თანა ჰქონოდა ანამ ფარი და ანამ ჩაჩქანი, თავდასაფარი, სისხლი გადმოჩქეფს ნაგაზარიდან, ძოწით
შემკულა ვერცხლის ფაფარი.

როს მატადორი დაქანცულ ხარს კლავს, სხივმეწამული ხდება ტაურუს, ებანს დაჰკარით, საომარ საკრავს, რომ გული რისხვით აახმაუროს…

* * *

შეუპოვრობით დაღალა მტერი გაუტეხელმა გვირგვინოსანმა, ზოგი დალეწა, ზოგი მოსარმა და კვლავაც სიმხნით აღავსო ერი.

ყველა კივერი და ყველა ჩალმა ერთად წაიღო არაგვის წყალმა.

დრომ მოხასხასე ყველა მუნდირი გაახუნა და დედა უტირა.

მოყანყალდა და სრულიად წახდა იმპერატორთა მრავალი ტახტი.

დაიხავსა და დანესტიანდა ფუყე დიდება დინასტიათა.

ერმა უარყო კერპი რამდენი და საარაკო საქმის ჩამდენი რამდენი გმირი გადააფასა, მაგრამ ნაომარს ლუარსაბისა აწ მეტი ჩაღი მოეფინება და ვერას ავნებს ჟამთა დინება. 

მისი მასხალი მარადის გასხლავს, რამეთუ ახლავს ნათელი მართლის, გააკაშკაშებს თავის წილ ვარსკვლავს დელი სვიმონი, იმედი ქართლის.


* * *

ვის აღარ უდგას ამქვეყნად ძეგლი – ორგულს, ბაქიას, ლაქიას, ვერაგს, გმირებს კი რჩებათ გვირგვინი ეკლის, ასე იყო და ასეა ჯერაც.

ან იქნებ რვალში ვერ დაეტია მეფეო შენი სული მბორგალი და იქნებ ყველა ძეგლზე მეტია ხელში ჭიქა და ყელში გორგალი.


მამული, ენა, სარწმუნოება

ფერისცვალება უფლისა (მარკოზი)
ტროპარი: მთასა ზედა ფერი იცვალე, ქრისტე ღმერთო, და უჩუენე მოწაფეთა შენთა დიდებაჲ შენი ძალისაებრ მათისა და გამოგვიბრწყინვე ჩუენცა ცოდვილთა ნათელი შენი მიუაჩრდილებელი, მეოხებითა ღმრთისმშობელისათა ნათლისა მომცემელო უფალო, დიდება შენდა.
gaq