საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

დაუმორჩილებელი ქართული პოეზია - გრიგოლ ბატონიშვილი (1789 - 1830)

 

1812 წლის იანვარში კახეთში დაიწყო სახალხო აჯანყება რუსთა წინააღმდეგ, რომელმაც მალე ქართლის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილიც მოიცვა. თებერვლისათვის თითქმის მთელი კახეთი და ქართლის მთელი რიგი რეგიონები გაწმინდეს რუსებისაგან. აჯანყებულებმა რუსეთში გადასახლებას გადარჩენილი მეფე გიორგის ძის, იოანეს შვილი - გრიგოლი გადაიყვანეს ქართლიდან და მეფედ გამოაცხადეს. გრიგოლმა მოუწოდა საქართველოს ყველა კუთხის მოსახლეობას, რუსთა დანარჩენი რაზმების გაწყვეტისაკენ. მეფედ არჩეული გრიგოლი ქართლში გადავიდა აჯანყების გასაჩაღებლად, მაგრამ აქაურ თავადებში ვერ ჰპოვა კახელებისოდენი მხარდაჭერა.

საბოლოოდ ვერ მოხერხდა დიდთა და მცირეთა გაერთიანება - მარკიზმა პაულიჩმა ცრუ დაპირებებით  მოატყუა ქართლელ-კახელნი და აჯანყება ჩაახშო. აჯანყების დამარცხების შემდეგ გრიგოლი დაატყვევეს და რუსეთში გადაასახლეს.

გადასახლების პერიოდის მის ლექსს  სათაურად აქვს: ”ცამან ჩრდილოეთით დაცაგვფარნა შავისა  ღრუბლით”, ხოლო ქვესათაურად - ”გრიგოლ ბატონისშვილის ნათქვამი მუსტაზადი ოდეს პეტრეზაოდს იჯდა ტუსაღათ, ქართველთადმი მისწერა”.

 ქვემოთ, ამ ლექსთან ერთად  გთავაზობთ ბატონიშვილის კიდევ ერთ ლექსს.

******

”ცამან ჩრდილოთით დაცაგვფარნა შავისა  ღრუბლით,

ივერთა მზენი ვეღარ ბრწყინვენ ივერად ხმულით,

ეჰა, მოყმენო: ეჰა ძმანო, თქვენ რად ხართ ლელით,

რად არ იქნებით განღვიძებით, გონებით სრულით,

ჩვენ ზღვასა შინა ჩაცვივნულნი  ლიქვნითა კრულით,

გახსოვდეთ მაინც, გვიგონებდით, სიყვარულ ძმურით,

თქვენ იხარებდით, ჩვენ კარგულნი ვიქნებით ურვით”.

 

*****

 ჰსჯობდა მამულისთვის მოკვლა თავისა,

მტრისგან არ მიმეღო ფიცი ზავისა,

ტყვეობით რა ვნახე კიდე ავისა,

გმართებს ყმანო ჩაცმა ჩემზედ შავისა.

 

ბედკრულსა შემთხვევას შევხვდი მწარესა,

მოვაკლდი ქართლის ტკბილსა არესა,

სატრფოს დედა გულ ლმობიარესა,

აწ ვიგლოვ პყრობილი მყინვართ მხარესა,

ვსტირ თავსა ჩემსა, ვღვრი ცრემლსა ღვარესა.“

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq