საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

დაუმორჩილებელი ქართული პოეზია - გიორგი შარვაშიძე

ჩვენს საიტზე მკითხველს უკვე ჰქონდა საშუალება წაეკითხა გრიგოლ რობაქიძის ესსე ცნობილი ლიტერატორისა და საზოგადო მოღვაწის, აფხაზეთის მთავართა სახელოვანი ოჯახის წარმომადგენლის, უკანასკნელი მთავრის ვაჟის, გიორგი შარვაშიძის შესახებ. დღეს გთავაზობთ თვით გიორგი შარვაშიძის პოეტური შემოქმედების ნიმუშებს და მისი პატრიოტული  შინაარსის   პოეზიის გაცნობამდე, მკითხველს თავდაპირველად მის პოლიტიკურ ნააზრევს წარმოვუდგენთ, სადაც გაცხადებულია ტომით აფხაზი კაცის ჭეშმარიტი ქართული მამულიშვილობა, რომელიც ოცნებობდა რუსთა ხელიდან საქართველოს გამოხსნაზე:

   «მართალია ჩვენს სამშობლო ივერიას ყოველგვარი დიდი კულტურული განცდა გამოუვლია, მაგრამ ჩვენი წარსული ისეთ დროს გაშეშდა რომ დაგვერღვა ბუნებრივი ევოლუციის შარა და კანონი. დიაღ, ჩვენ შეგვიძლია თამამადაც ვთქვათ, რომ იღბალის უკუღმართობას ხელი რომ არ შეეშალა, ევროპის წინადაც ვიქნებოდით ჩვენ დღეს, ვინაიდან როდესაც ანდრია მოციქული აქ ქრისტეს მცნებას გვიქადაგებდა, მაშინ ევროპაში თვით დუკებსაც კამეჩის ტყავი ეცვათ ტანზე და ფეხშიშველნი შუბებით ხელში ნადირობდნენ ტყეებში. მას შემდეგ როგორც იყო ომით, მუდამ დავიდარაბით, მოვიტანეთ ჩვენი კულტურის ცხოვრება თამარ მეფის დრომდი, რომელიც იყო ივერიის ოქროს ხანა! შემდეგ კი უკუღმართად დატრიალდა ერის არსებობა. შემოსეული მტრები არ გვაძლევდნენ საშველს და ხალხი დაიღალა. ნელ-ნელა ჩაქრ

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
ა დიდებული გონებრივი და ქონებრივი თანხა ქვეყნისა და დაიშალა ცხოვრება თვითარსებობისა. ენა გაღარიბდა, ზნეობა წაგვიხდა, ღონება-შეძლება დავკარგეთ, რაინდობა და პატიოსნება განვაგდეთ და ბოლოს მივაღწიეთ ხანაში, როცა კეთილდღეობას ვპოვნიდით ჯაშუშობასა და სამშობლოს მტრობაში!»

 სწორედ ამიტომ იყო, გრიგოლ რობაქიძე რომ შენიშნავდა მის შესახებ: „ბაასის საგანი ხშირად საქართველოა. გაბედულება მისი საკითხის გადაწყვეტაში, არავითარი კომპრომისი, სრული თავისუფლება - აი მისი ფიქრის ხვეული.“

 

             მამულს

 

სალამსა გიძღვნი, ჰოი, მამულო!

ობლის სიცოცხლის ჩემის მიზეზო.

ძველის დროიდან უხვად ქებულო,

ძველის ხსოვნითა მარად ლამაზო.

 

იმ კარგის დროის, როს შენნი შვილნი

შენის შვილობით ამპარტავნობდნენ,

როს მათნი გმირულ მომართულ მშვილდნი

მტერს აწუხებდნენ, არ მოუშვებდნენ.

 

როს სულით წმინდით ამაღლებულნი,

სახითა წყნარით, ლომებრ გულითა,

ტურფა ვაჟნი ხმალ–გაშიშვლებულნი

თავს გევლებოდნენ სიყვარულითა.

 

როს ათინელთა მეცნიერების

ლამპარი მაინც გაანათებდა,

და საყვირთ ცემა ხშირის ლაშქრობის

გონების აზრსა

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
არ აყრუებდა.

 

იმ დროის, როცა პატიოსნება,

ნდობა, ერთობა, სიტყვა უცვალი

ნამდვილ მეფობდნენ, არ ვით ოცნება,

რომელთ არ დარჩა არც სუსტი კვალი!

 

მაშინ მეცოცხლა, მაშინ მენახე,

სრულად ვიგრძნობდი ბედნიერებას

და ერთის ხმითა ზღვა, მიწა, ტყე, ხე

ჩემთან იმღერდნენ განგების ქებას.

 

ეხლა რას ვხედავთ? დიდება ჭკუის

წვრილმან ლტოლვებზედ დახურდულია,

აბჯარი მუხთლობს, გლახ ღონე ტყუის,

გზა იმედისაც ბნელით ხშულია.

 

ჩრდილოეთისა სასტიკი ჩრდილი,

ჰოი, მამულო! სინათლეს გისპობს;

მხოლოდ ელბუზი, ლაღად აყრდნილი,

მოხუცის თავით წყვდიადსა აპობს.

 

იმ თეთრ ნაკვეთით ჩამოღელვიან

კვნესით, ღრიალით ცრემლნი გლოვისა

და ათას ღარად მკერდს უხეთქიან

ნიშნად ზარისა უბედობისა.

 

 

***

 

შენ იცნობ, ძმაო, ქვეყანას ერთსა,

სად მზე მარად ჟამს ანათებს, ბრწყინავს,

სად მის სახელსა, როგორც რომ ღმერთსა,

ადიდებს ერი და მასზედ ფიცავს!

რა შეღამდება, მუნ ვარსკვლავები

იმ ქვეყნის ქალებს ეჯიბრებიან,

და მათი შუქისმფენი თვალები

იმათ სხივებსა&n

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
bsp; ედარებიან.

იქა მუხთლობა გაუტანელი

იხდის ბეგარას ბოროტებისას;

იქ გულთაძგერა დაუცხრომელი

ასრულებს მხოლოდ ვალსა ნებისას.

იქ სინიდისის ციური ალი

ცივსა განსჯასა სულ ჩაუქრია;

იქა მტყუნდება მხოლოდ მართალი,

რომელსაც თავი ძირს დაუხრია.

იქ ისმის ჟღერა ბორკილებისა,

იქ კვნესის სული, არ ყურობ განა?

ღირსია, ძმაო, შებრალებისა

ის უბედური – ჩემი ქვეყანა!

 

მამული, ენა, სარწმუნოება

gaq