საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

მუდამ აქტუალური შემოქმედის, კონსტანტინე გამსახურდიას მუდამ აქტუალური ლექსი - „პარიზი 1919 წელს“
გაიოზ მამალაძე

უკიდურესი გაჭირვებაა საქართველოში, აბსოლუტური უმრავლესობა უმუშევრობის გამო იტანჯება... ამ დროს კი ზოგიერთი 36 000 ლარს იღებს თვეში ანაზღაურებას, "ხელფასისა და დანამატის" სახით, ზოგი 30 000, ზოგი 25 000, ზოგიც 20 000.. ბიუჯეტიდან, საჯარო სამსახურში...

სხვები "უცხოელი სტუმრების გასამასპინძლებლად" ათი ათასებს ხარჯავენ - თითო სადილში თუ ვახშამში... აღარ გაძღა მათი გაუმაძღარი სტომაქები...

 მაშინ, როდესაც უმუშევრებს დახმარება არ აქვთ, ხოლო სოციალურად დაუცველებს მინიმალური ანაზრაურება ეძლევათ....

ქართული  მიწა იყიდება, ქართველი ერის ერთადერთი სასიცოცხლო სივრცე...

ოკუპანტების ლიდერები დასერინობენ საქართველოში და დაგვცინიან...

ქართველი ბავშვების დიდ ნაწილს წესიერი საჭმელი ენატრება...

ჰოი უგუნურობავ (აღარაფერს ვამბობ უზნეობავ)... ჰოი უგუნურებავ, რადგან არა მარტო ღვთის რისხვას იმკი, არამედ რევოლუციასაც იმზადებ, რადგან, ღვთის თუ არ გწამს და არ გეშინია, გახელებული ხალხის მაინც შეგეშენდეს...

რა დროს უაზრო დებატებია, რა დროს მოსმენებია, რა დროს კოჰაბიტაციაა... ხალხი გაოგნებულია, არ გეგონოთ სანახაობით  დაკმაყოფილდება, მით უმეტეს, რომ დიდი იმედიდან დიდ იმედგაცრუებაში ჩავარდა და ეს საშიშია ძალიან!!!

ფრთხილად, ფრთხილად თქვე უგუნურებო!!!

ვერ ხედავთ? აღმოსავლეთში მიმდინარეობს რევოლუციები, აგერ უკრაინაში რა უქნეს კორუმპირებულ ხელი

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
სუფალს.... ადამიანები დაიღალნენ უსამართლობით. სოციალური სამართლიანობის იდეები და დემოკრატიის პრინციპები ისევ აქტუალურია, როგორც ადრე იყო, უფრო მეტადაც.

ასე იყო მეოცე საუკუნის დასაწყისის ევროპაში. ადამიანებს სწყურიათ თანასწორობა, უამრავ მათგანს ლუკმა პური აკლია. ყველა ადამიანი თანასწორია. ღმერთმა ყველა ადამიანი თანასწორად შექმნა, მაგრამ ფულით გაქსუებული ბურჟუები და ყავლგასული არისტოკრატები (თუ ახალი არისტოკრატები), მაშინ, XX საუკუნის დასაწყისში და ახლაც, XXI საუკუნის მსოფლიოში, და განსაკუთრებით ჩვენთან, არ შეცვლილან. მართალია, მმართვის მეთოდები ცოტათი შეცვალეს, ისევ თავის კომფორტულობისათვის, მაგრამ ვერ იქნა და ვერ მოახერხა კაცობრიობამ ქრისტიანობის პრინციპების, თანასწორობის სრული დამკვიდრება ამ დალოცვილ დედამიწაზე...

ყოველთვის იქნება ადამიანთა მასების უკმაყოფილებები, სანამ არ მიხვდებიან ადამიანები, რომ ყველა ადამიანს სჭირდება ადამიანური ცხოვრება..

კონსტანტინე გამსახურდიამ ადამიანთა თანასწორობის იდეას (ქრისტიანული თანასწორობის იდეას) მიუძღვნა თავის შესანიშნავი ლექსი „პარიზი 1919 წელს“. მან მთელი ჩაგრული კაცობრიობის სახელით, გენიალურად, ქართულ ენაზე გამოთქვა თაობებისა და თაობების ნაოცნებარი... 

„ერთს მოელოდნენ მილიონები / და დავარდება / ვინმე / ქადაგად. / ვისი ოცნებით ზრდიდნენ მონები, / მოევლინება მსოფლიოს ცხადად. / ახალი მოდგმა ადამის ტომის / მაღალ

ღვთაებას უმღერს ოსანას. / ახალ სამყაროს, / სამყაროს შრომის / ქრისტე უბოძებს / მისტიურ / შანას“.

ფრთხილად უგუნურნო, ფრთხილად!!!!
 
პარიზი 1919 წელს

ხედავთ,
ერებო,
რევოლუციის
აღვირახსნილი
დაჰქეროლავს რაში.
და ცეცხლის სვეტი გადაჰხიდა
მზემ
უკუნეთში.
ოკეანეებს გადაულახავთ ნაპირის ზღუდე,
გრანიტის დამბა.
მიწამ
ოცნები სისხლი დაჰლია.
მიწა ღმერთს შესწვდა
და ეზიარა.
და გახსნა
ღმერთმა
ძლიერი ხელით მიწის სხეულზე მწარე იარა.
ფერმილეული,
მკრთალი ლანდები
მოჰქრიან ციდან
ტკბილი სიმღერით.
და ჩამოეშვა მზის სიმაღლიდან
ნარინჯისფერი სხივის ჩანჩქერი.
ევროპის მკვიდრნი
ამდგარან მკვდრეთით და პოზაუნებს ახმაურებენ.
შუბლს
აიაზმა ატყვიათ სისხლის
და გარუკული ჭრილობა გულზე.
ტუჩზე ღიმილი შემოხმობიათ, როგორც იარა
ქრისტეს სხეულზე.

2

კრთოდეთ,
მაღალო,
თვალშეუდგომო
სასახლეებო,
ჰოტელებო,
ღამის ბარებო.
თქვენ:
მოედნებო სენჟერმენის,
კონკორდ და კლიში.
არ გერიდებათ
თქვენ უფლის ენის?
ნუთუ არა გაქვთ
მაცხოვრის შიში?
შენც
ეიფელო,
ბაბილონო ჩვენ საუკუნის,
მოდის გრიგალი, ვერ გიშველის შენ მეხამრიდი.
ეგ არ გეგონოს არც მაროკო, ალჟირ, ან ტუნის,
არც გერმანია,
ალბიონი ცრუ და პირფლიდი.
როგორც ლანქერი,
ვაგრამის გზით და ეტუალით,
ბრბო გაექ

ანა ნოტრდამისკენ
მირაბოს ხიდით.
მოლანდებაა სინამდვილე ნახული თვალით,
ისმის ძახილი პოზაუნის კიდიდან კიდით.
მოდის
უფალი
ფეხშიშველა, გაუკითხავი
და გეკითხებათ:
“ეგ თქვენა ხართ, სულს ფულზე ჰყიდდით?~
მოდის
უფალი,
მიკრძალებით დახარეთ თავი,
ეპიფანიის სასწაული დღე არის დიდი.

3

ქუჩები,
დიდი მოედნები
და ბულვარები აივსო ხალხით.
დიდი
ქარხნები,
რესტორნები
და სინემები დაცარიელდა.
ისმის კივილი, ჟრიამული.
. . . . . . . . . .
საერთო ელდა.
პურპურის ცრემლით
ატირდა ზეცა.
ავარდა ალი.
განკითხვის დღეა.
სიგნალი,
სიგნალი,
სიგნალი...
ცეცხლის ტოგებით
გიჟი მხედრები
დააქროლებენ
ცისფერ ტაიჭებს
და ამბოხების პირქუში მდევი
კაცთ კანონებზე გადმოაბიჯებს.
ჩუ!
მოუსმინეთ, მილიონების ენა შეუსხამთ
ცისკრის დაფდაფებს
და მათხოვრები ხელყავარჯნებით
ამტვრევენ ბირჟის დარკინულ კარებს.

4

ერთს
მოელოდნენ მილიონები
და დავარდება
ვინმე
ქადაგად.
ვისი ოცნებით ზრდიდნენ მონები,
მოევლინება მსოფლიოს ცხადად.
ახალი მოდგმა ადამის ტომის
მაღალ ღვთაებას უმღერს ოსანას.
ახალ სამყაროს,
სამყაროს შრომის
ქრისტე უბოძებს
მისტიურ
შანას.

1923 წ. X. პარიზი

მამული, ენა, სარწმუნოება

მოწამე ფერბუთა ქალწული
4 (17) აპრილს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს მოწამე ფერბუთა ქალწულის (+341-343) ხსენების დღეს.
ღირსი იოსებ მგალობელი
4 (17) აპრილის მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ღირსი იოსებ მგალობელის (+883) ხსენებს დღეს.
gaq