საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

იეთიმ გურჯი: „ვის შევჩივლო - რუსთაველი მკვდარია!“
georoyal.ge
1940 წლის 15 ივლისს, 65 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი თბილისელი აშუღი, სახალხო მგოსანი და მომღერალი იეთიმ გურჯი. იეთიმ გურჯი, როგორც ცნობლია ლექსებს თხზავდა ქართულად, სომხურად და აზერბაიჯანულად. ამ ფაქტში კარგად ჩანს, მისი ცხოვრების ბიოგრაფიაც და მაშინდელი კავკასიის ყოფაც. 

იეთიმ გურჯი (დაბღიშვილი) დაიბადა 1875 წელს ტფილისში, ღარიბი ხელოსნის - დაბაღის (მეტყავის) ოჯახში. მისი წინაპრები ქართველები იყვნენ, რომლებიც თურქებს ჩავარდნიან ტყვედ და მაჰმადიანური სარწმუნოება მიუღიათ. გვარი გურჯი ანუ ქართველი სწორედ მაშინ მიიღეს.  

იეთიმ გურჯის მამა იბრაჰიმი  თბილისში ჩამოსახლდა და ცოლად შეირთო სომეხი ქალი სარა. სიმამრს იბრაჰიმი მოუნათლავს სომხურად და თავისი სახელი გრიგოლი დაურქმევია მისთვის. გრიგოლს როცა ვაჟი შეეძინა, სახელად იეთიმი დაარქვა, რაც თურქულად ობოლს ნიშნავს. 

15 წლის ასაკში იეთიმს მამა გარდაეცვალა და ოჯახი, დედა და და, მისი სარჩენი გახდა. მომავალი პოეტი შეგირდად დაუდგა მუსიკალური საკრავების ოსტატს და შეისწავლა სხვადასხვა ინსტრუმენტების (ჩონგურის, ჭიანურის, დაირის და სხვა) დამზადება. დაოსტატების მერე თვითონ ამზადებდა საკრავებს. პარალელურად ვაჭრობდა წიგნებით. წერა-კითხვა ქარალდის პარკებზე ისწავლა, სკოლაში არასდროს არ უვლია ნიჭიერ მგოსანს. მამის სიკვდილიდან სამი წლის მერე დედაც დაეღუპა. ობოლი და-ძმა ხარფუღიდან მეტეხის ხიდის ახლოს, პატარა მიწურში გადასახლდა.  

იეთიმი ახალგაზრდებს სიმღერებს ასწავლიდა. მაშინ ეს საქმიანობა საკმაოდ პოპულარული იყო, 17 ივნისს „პრესა.გე“-ს მკითხველს ვუამბეთ ცნობილი მელექსის, დაირაზე დაკვრის ოსტატის, აშუღების უსტაბაშის ჰაზირას (აბრამ აბრამოვის) შესახებ, რომელიც შესანიშნავ, საქართველოსადმი სიყვარულით სავსე, პატრიოტულ ნაწარმოებებს ქმნიდა და თავად ამღერებდა ქართულ ენაზე. 

"აშუღი“ (არაბ. აშიკ - მიჯნური, მეტრფე), სახალხო მგოსანი და მომღერალი კავკასიის ქვეყნებში (აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, დაღესტანი) და ახლო აღმოსავლეთში (ძირითადად თურქეთი და ირანის აზერბაიჯანი)“. 

აშუღები თხზავდნენ ტექსტს, შეუწყობდნენ ჰანგს და მღეროდნენ რომელიმე სიმებიანი საკრავის (საზი, თარი, ქამანჩა, ჭიანური) თანხლებით. ხშირად სხვათა ლექსებსაც ამღერებდნენ. თავიდან სამიჯნურო თემატიკა სჭარბობდა მათ შემოქმედებაში, თუმცა, მერე საგმირო ჟანრს, სოციალურ და პატრიოტულ თემატიკასაც მიმართეს. XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან აშუღები მომრავლდნენ საქართველოში. ხალხს ძალიან მოსწონდა აშუღური შემოქმედება. 

1905-1907 წლების რევოლუციის პერიოდში, იეთიმ გურჯი ბაქოში მუშაობდა ნავთობის რეწვაზე. მონაწილეობას იღებდა მუშების კრებებსა და საპროტესტო დემონსტრაციებში, რისთვისაც ციხეში და გადასახლებაში მოუწია ყოფნა. იქვე ისწავლა ხატვა, მზარეულობა, მძივების კეთება, რაც ციხეში მჯდომებს დროის გაყვანაში ეხმარებოდა და მერე ხელობადაც ადგებოდა. 1912 წელს იეთიმ გურჯი დაბრუნდა სამშობლოში, ცოტა ხანში დაწერა შესანიშნავი ლექსი: „გამარჯობა, ჩემო თბილის ქალაქო“. 

იეთიმ გურჯმა ლექსების გამოთქმა დაიწყო 1895 წლიდან. თავის ლექსებისათვის სასიმღერო მოტივებს თავად ქმნიდა. ჰყავდა დასტა (მეზურნეთა ანსამბლი). იეთიმს  კარგი ხმა ჰქონია და

ამიტომ ძალიან პოპულარული იყო. მის სახლის შესასვლელთან ოთხენოვანი (ქართული, რუსული, ფრანგული და სომხური) წარწერა იყო გაკრული - იეთიმ გურჯი. მისი პირველი წიგნი - პოემა: „ანაბაჯის ლექსი“  გამოვიდა 1909 წელს. 

ერთხელ იეთიმ გურჯს ესტუმრნენ ნიკოლოზ ვერჟბიცკი და სერგეი ესენინი. მათ, განსხვავებით იმპერიალისტებისაგან, ძალიან უყვარდათ ქართველობა და საქართველო. ქართველმა აშუღმა სთხოვა ესენინს ლექსი წაეკითხა. ესენინმა წაუკითხა ერთ-ერთი თავისი ლექსი. იეთიმი ადგა, აიღო ღვინით სავსე თასი და თქვა: „გაუმარჯოს ჩემს რუს ძმას, დიდ პოეტს“. მერე უამბო იგავი, რომლის საფუძველზეც შეიქმნა ესენინის ერთი ლექსი, თუმცა ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ.  

დღეს, ჩვენს მკითხველს გავახსენებთ იეთიმ გურჯის რამდენიმე ლექსს. მის შესახებ საუბარს სხვა დროს კიდევ განვაგრძობთ.

შუა წყალში გადამაგდე ნავიდან          

კარგი იყო არ გამეცნე თავიდან,
შუა წყალში გადამაგდე ნავიდან,
ჩემი გული შენ დაკოდე, დახიე,
ხელებს ითბობ, ცეცხლის ალში გამხვიე.
დამიმონე, შენი შიშით ვკანკალებ,
მომერიე, გიხარიან, ხარხარებ...
როდემდისინ გქონდეს ქვისა გულია, 
მე რომ ვტირი შენთვის სიხარულია.
ფიქრობ, ტანჯვით შემაძულო თავია,
ცდები, შენ ხარ ჩემი სალოცავია.
თვალებს დამთხრი? - ფეხქვეშ ჩაგივარდები,
რა გინდ მტანჯო, უფრო შემიყვარდები!
სულ არ გესმის ჩემი წერა-კითხვები,
რად მიყვარხარ, რატომ არ მეკითხები? 
რომელ მსაჯულს ვთხოვო სამართალია,

ვის შევჩივლო - რუსთაველი მკვდარია! 

შენი სიყვარული მშივა 

ზამთრის ყინვა ვერ მაშინებს,

შენ რომ გხედავ, მაშინ მცივა.

მე ჭამა-სმა აღარ მახსოვს,

შენი სიყვარული მშივა. 

კარგად იცი, შენთვის ვიწვი,

ვით თონეში ხმელი თივა,

გაიცინე, თან მაცინე,

ეს ჭრილობა შენგან მტკივა. 

შემოდგომა მოიგონე,

როს ფოთოლი ხეებს სცვივა,

სარკე არი თვით ბუნება,

დამერწმუნე, შენც მოგივა. 

სილამაზეს თავის დრო აქვს,

ეგ სიმდიდრეც გადაგივა.

ეს სოფელი ვინ მოჭამა,

ყველა სამარეში მივა. 

ჟამი დაჰკრავს აღსასრულის,

ტკბილი სული ამოგივა,

მაგ შენ თვალებს მიწა შესჭამს,

ეგ წარბებიც ჩამოგივა.

ბოლოს შენს სულს ეკითხები

შენგან იეთიმს რაც მომივა. 

ლამაზების პრეზიდენტო 

ლალ-ზურმუხტი, ფირუზი ხარ,

ქვეყანას თვალად უზიხარ,

ედემის თაფლის ბუზი ხარ,

ლამაზების ჯვრის ტუზი ხარ,

მთელი სამყაროს ფასი ხარ,

სხივით პლანეტა, მარსი ხარ,

ბულბულისთვის მაისი ხარ,

თუ არ ჩემი - მაშ, ვისი ხარ?

შენთვის ვგალობ, მიცან ხმაზე,

აღარა ვარ კაცი ჭკვაზე,

მარტო შენ ხარ მიწა-ცაზე,

მოჩვენება პლანეტაზე,

ჩემო ხატო, ჩემო ღმერთო,

შენ სურათზე სანთლად ვენთო,

გთხოვ წყალობა გაიმეტო,

ლამაზების პრეზიდენტო.

სანამ შენ სახესა ვმზერდე,

სულ იცოცხლე, არ დაბერდე,

მარტო შენ ქებასა ვწერდე,

იეთიმ-გურჯი შენთვის ვმღერდე.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე აზა და მასთან ასორმოცდაათი მხედარნი (284-305)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნებაწმიდა მოწამე აზას და მასთან ასორმოცდაათი მხედარის (284-305) ხსენების დღე.
წინასწარმეტყველი აბდია (IX ს. ქრისტეს შობამდე)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნება წინასწარმეტყველი აბდიას (IX ს. ქრისტეს შობამდე)ხსენების დღე.
gaq