საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

სარდიონ ალექსი-მესხიშვილი
სარდიონ დიმიტრის ძე ალექსი-მესხიშვილი (დ. 1814, სოფ. რუისპირი, ახლანდელი თელავის რაიონი ― გ. 1863, დაკრძალულია ახალ შუამთის ეკლესიაში), ქართველი კრიტიკოსი, მთარგმნელი, სამხედრო ექიმი. მსახიობ ლადო მესხიშვილის მამა.
1832-1836 წლებში სწავლობდა სამედიცინო-ქირურგიული აკადემიის მოსკოვის განყოფილებაში, რომელიც დაამთავრა ექიმისა და ვეტერინარის წოდებით. 1840 წლიდან მუშაობდა ექიმად თელავში, სიღნაღსა და თბილისში. 1848 წელს წარდგენილი დისერტაციის საფუძველზე მიენიჭა შტაბ-დოქტორის წოდება. ალექსი-მესხიშვილის კრიტიკული წერილები და თარგმანები (როჟე დე ბოვარის, ჟ. ფ. მარმონტელის, ეჟენ სიუს თხზულებებისა) იბეჭდებოდა გაზეთ "კავკაზსა" და ჟურნალ "ცისკარში". ეკამათებოდა თერგდალეულებს, იცავდა "მამათა" პოზიციებს. 1861 წელს "ცისკარში" გამოქვეყნებულ ალექსი-მესხიშვილის წერილს ("უსტარი ანტიკრიტიკული"). აქ იგი იცავდა სამი სტილის თეორიას და იმ ასო-ნიშნებს, რომელთა ხმარებაზე ი. ჭავჭავაძემ უარი თქვა (უ, ჱ, ჲ, ჳ, ჴ). ამავე წერილში მან პასუხი გასცა ი. ჭავჭავაძეს ფრანგულიდან ჟ. ფ. მარმონტელის "მეუდაბნოენის" საკუთარი თარგმანის გამო (დაიბეჭდა 1852 წლის № 1 და 2 "ცისკარში") და დამრიგებლური ტონით გაახსენა კარამზინის დამსახურება რუსულ ლიტერატურაში. ი. ჭავჭავაძემ საპასუხო წერილი "სარდიონ მეხიევის კრიტიკის გამო" წარადგინა "ცისკრის" რედაქციაში, მაგრამ ი. კერესელიძემ იგი აღარ დაბეჭდა.

მამული, ენა, სარწმუნოება

მოწამე პავსიანე
8 (21) აპრილს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს მოწამე პავსიანე (II) ხსენების დღეს.
წმიდა მოციქულნი: იროდიონ, აგაბო, ასინკრიტე, რუთოს, ფლეგონტე, ერმი და სხვანი
8 (21) აპრილს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოციქულთ: იროდიონის, აგაბოს, ასინკრიტეს, რუთოს, ფლეგონტეს, ერმის და სხვათა (I) ხსენების დღეს.
gaq