საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

პუბლიცისტი გიორგი თუმანიშვილი
გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (დ. 27 იანვარი/8 თებერვალი, 1854, თბილისი ― გ. 26 იანვარი, 1920, იქვე), ქართველი საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი.

1871 დაამთავრა თბილისის გიმნაზია, 1875 - ნოვოროსიის (ოდესის) უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართლის კანდიდატის წოდებით. ერთხანს მსახურობდა ფოთის სასამართლო უწყებაში, შემდეგ - მეფისნაცვლის კანცელარიაში საგლეხო განყოფილების უფროსად. იმავე წელს ნ. ნიკოლაძისაგან შეიძინა გაზეთი "ნოვოე ობოზრენიე", რომელსაც ვ. და კ. თუმანიშვილებთან ერთად სცემდა 1903-მდე. თუმანიშვილის სტატიები და წერილები იბეჭდებოდა იმდროინდელ პროგრესულ პრესაში; თანამშრომლობდა "დროებასა" და "ივერიაში". 1878-1879 გამოსცა ქართული "ალმანახი". შექმნა ქართული საგამომცემლო ამხანაგობა, რომელმაც პირველად გამოსცა წიგნად ნიკოლოზ ბარათაშვილისა და სხვა ქართველი პოეტების თხზულებანი. თუმანიშვილს სხვადასხვა საკითხებზე გამოცემული აქვს მრავალი ნაშრომი, მათ შორის რამდენიმე საცნობარო წიგნი და "დახასიათებანი და მოგონებანი" იმდროინდელ ლიტერატურულ და პოლიტიკურ მოღვაწეებზე. მონაწილეობდა კავკასიაში საერობო დაწესებულებათა და თბილისის პოლიტექნიკუმის დაარსებაში. იყო კავკასიისმცოდნეობის კურსებისა და საზოგადოებრივი კლუბების ორგანიზატორი. თუმანიშვილი აქტიურად მონაწილეობდა ქართული თეატრის საქმიანობაში. იყო ქართული დრამატული ამხანაგობის ერთ-ერთი დამაარსებელთაგანი.

მამული, ენა, სარწმუნოება

შვიდნი მოწამენი მაკაბელნი: აბიმი, ანტონინე, გური, ელეაზარი, ევსევონი, ალიმი და მარკელე, დედა მათი სოლომონია და მოძღვარი ელეაზარი (+166 წელი ქრისტეს შობამდე)
1 (14) აგვისტოს არის ხსენება შვიდთა მოწამეთა მაკაბელთა - აბიმი, ანტონინე, გური, ელეაზარი, ევსევონი, ალიმი და მარკელე, დედა მათი სოლომონია და მოძღვარი ელეაზარი ეწამნენ ქრისტეს შობამდე 166 წელს, როცა იუდეა სირიის მეფეს, ანტიოქოს ეპიფანეს ჰქონდა დაპყრობილი. უსჯულო თვითმპყრობელმა გადაწყვიტა, წარმართობა დაენერგა იუდეველთა შორის, უკრძალავდა მათ ღვთისმსახურებას, წვავდა წმიდა წიგნებს; იერუსალიმის ტაძარი გაძარცვა, შიგ იუპიტერის კერპი დაადგმევინა, უფლის რჩეულ ერს ელინური ღვთაებებისათვის მსხვერპლის შეწირვასა და ნაკერპავის ჭამას აიძულებდა...
შემოყვანება პატიოსანთა ძელთა ცხოველმყოფელისა ჯვარისა უფლისა
114 აგვისტოს აღინიშნება შემოყვანება პატიოსანთა ძელთა ცხოველმყოფელისა ჯვარისა უფლისა. 1897 წლის ბერძნული ჟამნის ცნობით, კონსტანტინოპოლში უძველესი დროიდან არსებობდა ჩვეულება ქალაქის ქუჩებში უფლის პატიოსანი ჯვრის შემოტარებისა, რისი მიზეზიც იყო აგვისტოს თვეში ადგილობრივ მკვიდრთა შორის სნეულებათა ხშირი გავრცელება.
gaq