საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

ნოდარ წულეისკირი
ნოდარ წულეისკირი დაიბადა 1932 წლის 5 მარტს, მარტვილის რაიონის სოფელ ბანძაში.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი.
ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1956 წლიდან. 1959 წლის ჟურნალ „ცისკარის“ მეთორმეტე ნომერში გამოქვეყნდა მისი ნოველები: „მეპაპიროსე მოსე“, „ექვთიმეს ხე“, „ლუკა“.

1957 წლიდან ნოდარ წულეისკირი სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს ტელევიზიაში უფროს რედაქტორად, ჟურნალ „დილას“ პასუხისმგებელ მდივნად, „ცისკრის“, „მნათობის“ განყოფილების გამგედ. კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ რედაქტორად.

ნოდარ წულეისკირის რომანი „აფთრები“ იწერებოდა კომუნისტური რეჟიმის დროს. წერის პროცესში ამ რომანის სიუჟეტზე შეიქმნა თენგიზ აბულაძის გახმაურებული ფილმი „მონანიება“.

1990 წლის ნოემბერში ნოდარ წულეისკირი დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის კულტურის მინისტრად. 1991 წლის 9 ივლისიდან 1992 წლის 19 მარტამდე იყო საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი.

ნოდარ წულეისკირი არაერთი კრებულის, რომანის, მოთხრობის, სცენარის ავტორია. მისი ცალკეული ნაწარმოებები თარგმნილია უკრაინულ, სომხურ, რუსულ, უზბეკურ, ლიტვურ, გერმანულ, პოლონურ, რუმინულ ენებზე. 1992 წლიდან, თბილისიდან წასვლის შემდეგ, მუშაობს სოფელ წერაქვში, სკოლის დირექტორად, ქართული ენისა და ლიტერატულის მასწავლებლად.

წიგნები
მტკვრის პირას გათეთრებული კაცები, მხატვრული ნარკვევები, თბ. საბჭ. მწერალი, 1961თეთრი მთა, მოთხრობები, თბ. ნაკადული, 1964შეჩვევა, მოთხრობები, თბ. საბჭ. საქართველო, 1967ორი უძილო ღამე, თბ. ნაკადული, 1967თუთარჩელა, რომანი, თბ. საბჭ. საქართველო, 1971რომანი და მოთხრობები, თბ. მერანი, 1973მუხა, ვაზი და საქონელი, მხატვრული ნარკვევი, თბ. ნაკადული, 1974ზესნახე, რომანი, თბ. მერანი, 1976სისატურა, მოთხრობები, ნოველები, თბ. საბჭ. საქართველო, 1983წიაქას და თავხანხალას საკვირველი ამბავი, მოთხრობა უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვებისათვის. თბ. ნაკადული, 1984ზესნახესა და ბუძგურიას სიყვარულის ამბავი, რომანი, თბ. მერანი, 1985მთისა და ბარისა, წერილები და ნარკვევები, თბ. მერანი, 1987მურიკელა ღრრრ, მოთხრობები, თბ. ნაკადული, 1987ძველი სამრეკლო, მოთხრობები; რომანი, თბ. საბჭ. საქართველო, 1987ღვაწლი და წამება აბოსი და იოანესი, ისტორიული მოთხრობა, თბ. მერანი, 1988დავით აღმაშენებლის ქვა, მოთხრობები და რომანი, თბ. ნაკადული, 1990ბრძოლა სატანასთან, წერილები, სიტყვები, აკრძალული, თვითგამოცემებით გავრცელებული წერილები და სიტყვები, პოლემიკა, თბ. მერანი, 1990აფთრები, რომანი, თბ. სამშობლო ფორტე, 1995ოცი წელი წერაქვში, ჩანაწერები, ინტელექტი, 2013 - ISBN 978-9941-44-65-6-6ფილმები[რედაქტირება]1965 — „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“1974 — „საჰაერო ხიდი“

პრემიები და ჯილდოები
2008 — ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია1958 — საქართველოს მწერალთა კავშირის პრემია

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა დანიელი, სერბელი მთავარეპისკოპოსი (+1338)
წმიდა დანიელ სერბი, ვისი ხსენებაც არის 2 იანვარს, მდიდარი და დიდგვაროვანი მშობლების ერთადერთი ძე, სერბეთის მეფის, სტეფანე უროშ მილიუტინის დაახლოებული პირი იყო. მან უარი თქვა საერო კარიერაზე და ბერად აღიკვეცა. ნეტარი დანიელის მოსაგრე ცხოვრება მაგალითი იყო მთელი საძმოსთვის. სერბეთის მთავარეპისკოპოსმა ევსტათემ იგი ხუცესად აკურთხა. შემდგომ უფლის რჩეული ათონის მთის ხილენდარის სავანის იღუმენად აირჩიეს.
წმიდა იოანე კრონშტადტელი (+1908)
წმიდა იოანე კრონშტადტელი, ვისი ხსენებაც არის 2 იანვარს, 1829 წლის 19 ოქტომბერს დაიბადა პინეჟის მაზრის სოფელ სურაში, ადგილობრივი ეკლესიის მედავითნის ხელმოკლე ოჯახში. ახალშობილი იმდენად სუსტი იყო, რომ მშობლებს არც კი ეგონათ, დილამდე თუ იცოცხლებდა, ამიტომ იმავე ღამეს მონათლეს. წმიდანმა წერა-კითხვა ოჯახში ისწავლა. ათი წლისა კი ადგილობრივ სასწავლებელში შეიყვანეს. თავდაპირველად ყმაწვილს ძალიან გაუჭირდა სწავლა, მაგრამ, ღვთის წყალობით, შემდგომ ყველაფერი კარგად წარიმართა.
gaq