საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

ალექსანდრე სიგუა – “ვლადიმერ მაიაკოვსკი და ტერენტი გრანელი”
ალექსანდრე სიგუა
1927 წლის ერთ დილას ორი კაცი მოადგა ჩემს ბინას და ალექსანდრე სიგუა იკითხა. მე გახლავართ ბატონო მეთქი.

- ტერენტი გრანელი თქვენთან ცხოვრობს, არა?

- დიახ ჩემთან ცხოვრობს, ბატონო, – შევიპატიჟე ოთახში.

ესენი იყვნენ ვლადიმერ მაიაკოვსკი და ცნობილი პუბლიცისტი ალი არსენიშვილი. პოეტები ერთმანეთს გაეცვნენ. ბევრი ისაუბრეს ლიტერატურასა და ხელოვნებაზე. განსაკუთრებით დიდი ადგილი დაუთმეს სერგეი ესენინს, რომელიც ტერენტი გრანელმა თბილისში გაიცნო.

- მე თქვენ პოეზიაზე, – უთხრა ტერენტის ვლადიმერ მაიაკოვსკიმ, – ბევრი საინტერესო მიამბეს ქართველმა პოეტებმა: ტიციან ტაბიძემ, პაოლო იაშვილმა, ვალერიან გაფრინდაშვილმა, კოლაუ ნადირაძემ და სხვებმა. ამიტომ გადავწყვიტე თქვენი ნახვა, როგორც პოეტის. ხომ არ მომცემთ ლექსებს, რომ გადავთარგმნო და დავბეჭდო რუსულ პრესაში.

- ლექსებს კი მოგცემთ, ბატონო ვლადიმერ, მაგრამ ჩემს ლექსებში არ ჩანს წითელი აგიტაცია – პროპაგანდა, ანუ უკაცრავად, ცხოველური აღტკინება, ბიოლოგიური პათოსი; არც და ვერც იქნება. გამორიცხულია. ჩემს ლექსებში სულიწმინდის მადლია განფენილი. სტრიქონებში ღვთისმშობლისა და მაცხოვრის ხატებია ჩაწნული, მისტიური ხედვითაა გაცნობიერებული, ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის წარსული და მომავალი, ღვთიური სულის განკაცებისა და ადამიანის უკვდავი სულის განღმრთოების საფეხურები. არამცთუ მთარგმნელი, არამედ ქართველი წამკითხავიც (შემგრძნობი, გამგები) მის
ტი უნდა იყოს; უფრო მეტიც, განდობილი… ასე, რომ… მარადისობას – პოეზიას არ ეჩქარება… პოეტებიც ნუ აჩქარდებით. ოდესღაც, როცა “ჩემს საფლავს დაადგება მზე შორეული რიცხვის” და სულიერება აღორძინდება, “ვიცი დრო მოვა ჩემი გაგების”, ეს სიტყვები ისეთი ხმით წარმოთქვა, გეგონებოდათ საკურთხეველთან იდგა და ლოცულობდა. როცა მონოლოგი დაამთავრა, გაუღიმა. ასე, რომ შეწუხებად არ ღირს, მადლობას მოგახსენებთ. არსენიშვილი და მე მოჯადოებულებივით ვისმენდით პოეტებს შორის გამართულ დიალოგს.

მაიაკოვსკი ააფორიაქა ასეთმა პასუხმა. ეტყობა, არ ელოდა ასეთ ფინალს. უცებ უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. ისევ მაიაკოვსკიმ მოხსნა ეს დაძაბულობა.

- პოეტო, არც მე მოვსულვარ სააგიტაციოდ.

ყველას გაგვეცინა, უშუალობა დაბრუნდა.

ვლადიმერ მაიაკოვსკი და ტერენტი გრანელი შეთანხმდნენ, რომ შეხვდებოდნენ მწერალთა კავშირში და იქ ტერენტი მიუტანდა მას ლექსებს, რომელსაც თვითონ ვლადიმერი გადათარგმნიდა და რუსულ ჟურნალ-გაზეთებში დაბეჭდავდა.საუბარი ორ პოეტს შორის დამთავრდა. მაგრამ მე არ ვიცი მიუტანა თუ არა ტერენტი გრანელმა ლექსები მაიაკოვსკის. ამ თემაზე მე ტერენტთან შემდეგ საუბარი არ მქონია.

ტერენტი გრანელი ძალიან კმაყოფილი ჩანდა მაიაკოვსკისთან შეხვედრით და მასთან ლიტერატურულ-შემოქმედებითი საუბრით.

და აი, როდესაც მაიაკოვსკი წასვლას აპირებდა, ჩემს ოთახს მერძევე მოადგა, ბოთლი რძით გაავსო და შემდეგ კედელზე ხაზი ჩამოუსვა
ნიშნად იმისა, თუ რამდენი ბოთლი რძე აქვს მოტანილი. ეს შენიშნა მაიაკოვსკიმ, იხმო მერძევე და ჰკითხა: – რამდენი ბოთლი რძის ფული აქვთ გადასახდელი ამ ვაჟკაცებსო? – ერთი თვის, ბატონო.

-რა ღირს რძე? – ჰკითხა მაიაკოვსკიმ.

-ოცი კაპიკი ბატონო.
ჭაბუკო, მიიღე ექვსი თვის ღირებულება და მაიაკოვსკიმ ფული გადასცა მერძევეს.

ორივე – მაიაკოვსკიმ და ალი არსენიშვილი დიდად კმაყოფილნი წავიდნენ ჩემი ბინიდან, რამაც ჩემი დაუვიწყარი მოგონება დატოვა. ამ შეხვედრიდან თითქმის ერთ წელზე მეტი დრო იყო გავლილი, როცა მე შევხვდი ტერენტის გამომცემლობის წინ. მას ხელში რუსული ჟურნალი და წერილი ეკავა. ჟურნალი თუ არ ვცდები, “ოგონიოკი” უნდა ყოფილიყო. წერილი მაჩვენა და მითხრა: ეს ამანათი წერილიანად ამ ჟურნალის რედაქტორმა მოსკოვიდან გამომიგზავნა და მთხოვს ჩემი ლექსების გაგზავნას. ლექსებს ჩემს მეგობარს გავუგზავნი მოსკოვში და ის გადასცემს. წერილის შინაარსით და ამანათით, ეტყობოდა უკმაყოფილო არ ჩანდა. ცოტა ხნის შემდეგ მითხრა, – ჩემო საშა, შენ რად უნდა დაგიმალო და, ეს ხალხი მაინც არ მიყვარს და ვერც შევიყვარებ. ეს ისე მითხრა, ვერ მივხვდი, თუ ვის გულისხმობდა მაშინ ტერენტი. მითხრა თუ არა ეს, უცებ დამემშვიდობა და წავიდა. თუ რა ბედი ეწვია იმ გასაგზავნ ლექსებს, გაგზავნა თუ არა პოეტმა ეს ლექსები მოსკოვში, მე არ ვიცი, არც ამ საკითხზე მქონია საუბარი ტერენტისთან.
ალექსანდრე სიგუას მოგონებებიდან
“ტერენტი გრანე
ლი – ცისფერი სიშორე”; შემდგენელ-გამომცემელი გაიოზ როგავა
https://burusi.wordpress.com/

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე პანქარი
19 მარტს (1 აპრილს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოწამე პანქარის ( +დაახლ.302) ხსენების დღეს.
წმიდა მოწამენი, ქრისანთო და დარია და მათ თანა მოწამენი, კლავდი და მეუღლე მისი ილარია და ძენი მათნი, იასონი და მავრა, დიოდორე ხუცესი და მარიანე დიაკონი
19 მარტს (1 აპრილს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენების დღეს წმიდა მოწამეთა, ქრისანთოსი და დარიასი და მათ თანა მოწამეთა, კლავდისი და მეუღლესი მისი ილარიასი და ძეთა მათთა, იასონის და მავრასი, დიოდორე ხუცესის და მარიანე დიაკონის (+283).
gaq