საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

გიორგი (გიგო) გაბაშვილი
„შატილი“, 1890-იანი წლები
გიორგი (გიგო) ივანეს ძე გაბაშვილი (დ. 9 ნოემბერი/21 ნოემბერი, 1862, თბილისი — გ. 28 ოქტომბერი, 1936, ციხისძირი, ქობულეთის რაიონი, აჭარა) — ქართველი ფერმწერი, საქართველოს სახალხო მხატვარი (1929), ახალი ქართული რეალისტური მხატვრობის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

1882-1883 წლებში სწავლობდა თბილისში, კ. კეპენის კერძო სამხატვრო სკოლაში, თანამშრომლობდა ბატალისტ ფრანც რუბოსთან, რომელიც თბილისის სამხედრო-ისტორიულ მუზეუმისათვის ხატავდა სურათებს. 1886-1888 წლებში სწავლობდა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში აკადემიური მიმართულების პროფესორ ბ. ვილვალდესთან, 1894-1897 წლებში — მიუნხენის სამხატვრო აკადემიაში. 1894 წელს იმოგზაურა შუა აზიაში, საიდანაც ჩამოიტანა მრავალი ჩანახატი და ეტიუდი, რომლებიც შემდეგ სურათებისათვის გამოიყენა. 1898 წელს იმყოფებოდა იტალიასა და საბერძნეთში. სამხატვრო ასპარეზზე გამოვიდა 1888 წლიდან. 1891 წელს თბილისში გახსნა პერსონალური გამოფენა.

გაბაშვილის შემოქმედების აყვავების პერიოდია XIX საუკუნის მიწურული და XX საუკუნის პირველი წლები. მისი, როგორც შემოქმედის, ჩამოყალიბებისათვის არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა, ერთი მხრივ, ქართველ სამოციანელთა მოწინავე იდეებს, მეორე მხრივ, — XIX საუკუნის II ნახევრის რუსულ რეალისტურ მხატვრობას. გაბაშვილმა ერთ-ერთმა პირველმა დაამკვიდრა საბოლოოდ ევროპული მხატვრობის ფორმები საქართველოში, იდეურ-თემატიკურად გააფართოვა და რეალურ ცხოვრებას დაუკავშ
„ბაზარი სამარყანდში“, 1890-იანი წლები
ირა ქართული მხატვრობა.

გაბაშვილი მუშაობდა ზეთის საღებავებით, აკვარელით, აქვს კალმით ნახატებიც. მისი ნამუშევრების თემატიკა მტავალფეროვანია. გაბაშვილმა შექმნა მთელი სერია ქართული კულტურის მოღვაწეთა პორტრეტებისა (ილია ჭავჭავაძე, 1907-1908; აკაკი წერეთელი, 1913; გრიგოლ ორბელიანი, 1913; ყველა საქართველოს მწერალთა კავშირის სახლი; ავტოპორტრეტი, 1932; თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია; მგალობელ-მომღერალი ფილიმონ ქორიძე გუდალის როლში, 1902-1905, საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი); არისტოკრატიის წარმომადგენელთა ტიპიზებული პორტრეტები („უცნობი ქართველი თავადი“, „გრძელულვაშებიანი თავადი“, ორივე საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი; „სამი გენერალი“, 1910, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია). სხვადასხვა სოციალური ფენისა და კუთხის წარმომადგენელთა სახეები („მძინარე ხევსური“, 1898; „მთვრალი ხევსური“, 1899; „მთვრალი ხევსურები“, 1899, ყველა საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი; „სამი მოქალაქე“, 1893, საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი და სხვა).

გაბაშვილი არის პიონერი ქართული ჟანრული და ბატალური მხატვრობისა („ალავერდობა“, 1899; „განთიადზე სასაფლაოს ეკლესიასთან“, 1904; „ბოსტანში“, 1891; „არხოტის დაცვა“, 1898-1901; ყველა საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი), პეიზაჟისა („წვიმის შემდეგ“, 1891, საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი), ნატურმორტისა.
ცალკე დგას მისი შუააზიური ციკლი („ბაზარი სამარყანდში“, 1894; „დივანბეგის აუზი ბუხარაში“, 1895, ორივე საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში).

1894 წლის ნახატი „ბაზარი სამარყანდში“ — 2006 წლის აპრილში გაიყიდა ნიუ-იორკის კრისტის აუქციონზე 1 მილიონ 136 ათას დოლარად, არც მყიდველი და არც გამყიდველი ცნობილი არ არის.

გაბაშვილმა ხელი შეუწყო ახალი ქართული მხატვრობის პროფესიული დონის ამაღლებას, პირველმა დაამკვიდრა მხატვრობაში თანამედროვე ცხოვრების მიერ შთაგონებული ეროვნული თემატიკა, საფუძველი ჩაუყარა ძირითადი ფერწერული ჟანრები განვითარებას ქართულ მხატვრობაში. მისი საუკეთესო ნამუშევრები დიდი ფერწერული ოსტატობითა და ცხოველი კოლორიტით გამოირჩევა.

გაბაშვილი ადრევე შეუდგა პედაგოგიურ მოღვაწეობას: 1897 თბილისში დააარსა სამხატვრო სტუდია, 1990-იან წლებში ასწავლიდა „ნატიფი ხელოვნების წამახალისებელი კავკასიის საზოგადოების“ ხატვის სკოლაში (1901-იდან დირექტორი). ის იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელი და პირველი პროფესორი (1922).

გაბაშვილის რეალისტურ, დემოკრატიულ ხელოვნებას დიდი ადგილი უჭირავს ქართული კულტურულ მემკვიდრეობაში.

მამული, ენა, სარწმუნოება

ქრისტესა და ქრისტეს მოწამის ერთგული მსახური წმიდა მოწამე ლუპე
წმიდა მოწამე ლუპე III-IV საუკუნეთა მიჯნაზე ცხოვრობდა და წმიდა დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის ერთგული მსახური იყო. იგი დაესწრო თავისი ბატონის მოწამეობრივ აღსასრულს. დიდმოწამე დიმიტრის ბეჭდით, სისხლინი სამოსლითა და წმიდანის სახელით წმიდა ლუპე თესალონიკში მრავალ სასწაულს აღასრულებდა.
დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელი, მირონმდინარე
წმიდა დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის (+დაახლ. 306) ხსენება აღესრულება 8 ნოემბერს. მისი მშობლები ფარული ქრისტიანები იყვნენ. მამამისს - რომის პროკონსულს თესალონიკში - სახლში ფარული ეკლესია ჰქონდა. ყრმა ამ ტაძარში მონათლეს და მაცხოვრის მცნებების ერთგულებით აღზარდეს. წმიდა მოციქულთასწორი იმპერატორის, კონსტანტინეს (306-337) დროს უფლის სათნომყოფლის საფლავზე ტაძარი ააგეს. ასი წლის შემდეგ ძველი საყდრის ადგილას ახალი, დიდებული ტაძრის მშენებლობის დროს მოხდა დიდმოწამის უხრწნელ ნაწილთა აღმოყვანება. VII საუკუნეში წმიდანის ლუსკუმიდან მირონმა იწყო დენა.
gaq