შობის ვარსკვლავი (თარგმანი ქეთევან ჯერვალიძისა) ჟამს სიცივისას შემოგარენში, სიცხეს უმეტეს რომ მისჩვეოდა ოდენ სიცივეს, უფრო დაბლობში, ვიდრე გორაზე, იშვა ყრმაი იგი სოფლისა დახსნად; გარეთ კი ქროდა, ვითარი ძალუძს ქარს ზამთარში ქროლა უდაბნოდ. ვეებერთელა ეჩვენებოდა მას ყველაფერი: მკერდი დედისა, ორთქლი ყვითელი, ნესტოთგან ხართა აღმოფშვინული, მოგვნი – ბალთაზარ, გასპარ, მელქიორ და ძღვენიც მათი, მუნ მიტანილი და იყო იგი ოდენ წერტილი, წერტილი იგი ვარსკვლავი იყო. გულმოდგინებით, დაუფახველად თხელი ღრუბლითგან ყრმას, მწოლიარეს იმა ბაგაში, სიშორეთიდან, სიღრმეთიდან სამყაროისა, მისი მეორე ნაპირიდან ვარსკვლავი იგი სიღრმეში მღვიმის დაჰქათქათებდა და იყო იგი მზერა მამისა. 5 მაისი 2002 Рождественская звезда В холодную пору, в местности, привычной скорей к жаре, чем к холоду, к плоской поверхности более, чем к горе, младенец родился в пещере, чтоб мир спасти: мело, как только в пустыне может зимой мести. Ему все казалось огромным: грудь матери, желтый пар из воловьих ноздрей, волхвы — Балтазар, Гаспар, Мельхиор; их подарки, втащенные сюда. Он был всего лишь точкой. И точкой была звезда. Внимательно, не мигая, сквозь редкие облака, на лежащего в яслях ребенка издалека, из глубины Вселенной, с др угого ее конца, звезда смотрела в пещеру. И это был взгляд Отца,24 декабря 1987
|