საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

ლადო ასათიანი - "სალაღობო"
ლადო ასათიანი

ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა, ატმის ხესავით აფეთქებული და მოქნეული გავაზივითა. ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა, ფართოდ გაშლილი და მოხატული თამარ დედოფლის დარბაზივითა. “კაცის გული ისეთია, ვით მორევი შავი ზღვისა: რაგინდ კარგი ცოლი ჰყავდეს, მაინც ენატრება სხვისა!” დაუკარით, რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს, გაისარჯოს და ბრძოლაში დაიხარჯოს! გაუმარჯოს საქართველოს მზეს და ზეცას, საქართველოს ძლიერებას გაუმარჯოს! დაუკარით! ჯერ ხომ სისხლი გვიდგას ძარღვში, ჯერ ხომ საროს ფოთლები არ გასცვენია, ჯერ ხომ მცხეთის სვეტიცხოვლის დიდ ტაძარში საქართველოს ცხელი გული ასვენია! დაუკარით! და იმღერეთ ისე მაგრად, რომ ფილტვები გვეტკინოს და დაგვებეროს! დაუკარით, რომ ჭაბუკნი ვიყოთ მარად, რომ ცხოვრებამ ვერასდროს ვერ დაგვაბეროს! დაუკარით! და იმღერეთ შადიანი, ფიცხელ ომში რომ მღეროდა მაჩაბელი. დაუკარით ძველებური დარდიანი, დაუკარით არწივების ასაფრენი! ცხრა ლახვარი რომ დამარტყათ ცხრაჯერ გულში, მტრის ჯინაზე ცხრაჯერ მწარედ გავიცინებ, დავიღლები საქართველოს სიყვარულში, სასთუმალზე ერთხელაც არ დავიძინებ! დაუკარით! მოასწარით, თორემ ჰერი... და სიბერეც ძუ მგელივით მოგვიხტება, დაუკარით ძველებური მოსალხენი: - შავგვრემანებს შავი ჩოხა მოგვიხდება! დაუკარით ძველებური ლოთიანი, საათნოვა რომ მღეროდა შაითანთან, დაუკარით! განა ყველა ლოთი არი?! განა ყველა სიყვარულით დაიშანთა?! დაუკარით ძველებური ლოთიანი, თორემ დარდი ღრუბელივით გასივდება, გაფრინდება სიყმაწვილე შფოთიანი, წრფელი გული, ცხელი გული გაცივდება! ”ვაჟკაცსა გული რკინისა, აბჯარი თუნდა ხისანი, თვალნი ქორებულ მხედავნი, ზედ მუხლნი შავარდნისანი”. ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა, ატმის ხესავით აფეთქებული და მოქნეული გავაზივითა. ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა, ფართოდ გაშლილი და მოხატული თამარ დედოფლის დარბაზივითა!

მამული, ენა, სარწმუნოება

gaq