საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

დიდი მწერალი და პატრიოტი არტურ კონან დოილი
გაიოზ მამალაძე

გადმობეჭდილია https://presa.ge/new/?m=&AID=5416























 14:27 21.05.2011

1859 წლის 22 მაისს დაიბადა დიდი მწერალი არტურ კონან დოილი.

 

ალბათ, უამრავი კლასიკოსის სახელიც კი არ იცის მსოფლიოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ, მაგრამ კონან დოილი იცის ყველამ. განსაკუთრებით მას მერე, რაც XX საუკუნის 50-იანი წლებიდან განვითარდა კინოხელოვნება. მხატვრულ კინოში ალბათ, შერლოკ ჰოლმსის თემა ერთ-ერთი ყველაზე მეტად არის ეკრანიზებული (ალბათ, დიუმას ა კიდევ რამდენიმე მწერლის ნაწარმოებებთან ერთად). თუმცა, მანამდეც, თავის სიცოცხლეშივე, არტურ კონან დოილმა დაიპყრო მკითხველთა გონება და გული, ასევე წიგნის მაღაზიები მთელს პლანეტაზე.

 

არსებობს, ალბათ, ცნობილი და ნაკლებად ცნობილი მოთხრობები, ლიტერატურული ნაწარმოებები, მათ შორის გენიალური და ბრწყინვალე, მაგრამ "ბასკერვილების ძაღლი", "შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი" და კონან დოილის კიდევ რამდენიმე შედევრი, ერთ-ერთი ყველაზე მეტად ცნობილი ნაწარმოებებია მსოფლიოში.

 

დღეს, მკითხველთა შორის, დეტექტივი, ისევ, ძალიან პოპულარულია. მაგრამ, არის მკითხველთა წრე, რომელიც დეტექტივს არ მიიჩნევს სერიოზულ ნაწარმოებად. ძალიან ბევრი თვლის, რომ დეტექტივი ნაკლებად ინტელექტუალური ხალხისთვისაა განკუთვნილი და არ მიეკუთვნება ხელოვნების სფეროს...

 

მაგრამ, ამგვარად განწყობილთა აბსოლუტურ უმრავლესობას, მაინც, წაკითხული აქვს კონან დოილის დეტექტივები და ნაწარმოებით აღფრთოვანებული, ყოველ შემთხვევაში, გატაცებული მაინც ყოფილა კითხვის მომენტში (სიყმაწვილეში მაინც). ხელოვნების ერთ-ერთი დანიშნულებაც ეს არის. მწერლებსაც ამგვარი მიზანი აქვთ.

 

იქნებ მართლაც, დეტექტივების დიდი ნაწილი არ მიეკუთვნება ხელოვნების დარგს. თუმცა ესეც სადაოა, რადგან დიდი ხელოვნება სჭირდება კარგი დეტექტიური ნაწარმოების შექმნას, და მეორე, დეტექტივიც არის და დეტექტივიც. დეტექტიური ჟანრის ფაქტობრივი საფუძვლის ჩამყრელის, არტურ კონან დოილის დეტექტიური ნაწარმოებები არა მარტო გამოძიებაა, არა მარტო დეტექტივია, არამედ ხელოვნების ყველა დარგისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი შედეგის, კათარზისის მომტანიცაა ხშირ შემთხვევაში.

 

ჩვენ ვეცნობით პიროვნებებს, რომლებიც ემსახურებიან საზოგადოებას და ადამიანებს, ძალიან გულწრფელად და თანაც, ერთგულად, ხშირ შემთხვევაში თავგანწირულად. კითხვის დროს მკითხველი ვერ წყდება ამბავს, ღამეებს ათენებს, ძალიან დაინტერესებულია, ქომაგობს გენიოს შერლოკ ჰოლმს, მის მეგობარს დოქტორ უოტსონს... მთლიანად მათ მხარესაა, აღფრთოვანებულია მათი პიროვნებით. რა გენიალური და უბრალოა დასკვნები. როგორი ბუნებრივია ქმედებები... ბოროტსა სძლია კეთილმან...

 

კონან დოილის ნაწარმოებებში ჩვენ ვაკვირდებით დანაშაულის ბუნებას და გვინდა თუ არა, უარს ვამბობთ მასზე, რადგან დანაშაული არტურ კონან დოილის მოთხრობებში იდეალიზებული არ არის, როგორც, ეს მერე მოხდა ამერიკული და ევროპული დეტექტიური ჟანრის მწერლობაში თუ კინემატოგრაფში.

 

არტურ კონან დიოლი არ არის მხოლოდ დეტექტივების ავტორი, და არა იმიტომ, რომ სხვა ჟანრის ნაწარ

მოებებსაც ქმნიდა, თუმცა მსოფლიო მას პირველ რიგში მაინც ასეთად მიიჩნევს. არტურ კონან დოილი ნამდვილი კლასიკოსია, ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობით. დიახ, კლასიკოსია, თუნდაც თავისი დეტექტიური ნაწარმოებებით.

 

ის იყო პატრიოტი, ამასთან სამართლიანობის მოყვარე. შესანიშნავი მწერალი და დიდი ფანტაზიის მქონე შემოქმედი. ძალიან მნიშვნელოვანია მისი "დაკარგული ქვეყანა" და საერთოდ ციკლი პროფესორ ჩელენჯერის შესახებ, რომელიც ასევე ძალიან პოპულარული გახდა გამოქვეყნებისათანავე და ძალიან პოპულარულია ახლაც. საინტერესოა მისი იუმორისტული ციკლი ბრიგადირ ჟერარზე. წერდა ისტორიულ რომანებს. ავტობიოგრაფიული ხასიათის ნაწარმოებებს. მისი წვლილი ძალიან დიდია სამეცნიერო-ფანტასტიკის სფეროში. წერდა ლექსებს, იყო დრამატურგი და პუბლიცისტი. სამოცამდე წიგნის, მოთხრობის და კრებულის  ავტორია. უნდა აღინიშნოს, რომ კონან დოილი, როგორც მწერალი ძალიან ძლიერია, ის შესანიშნავად აგებს სიუჟეტებს, ძალიან დამაჯერებლად  და საინტერესოდ გვიამბობს, არაფერია მასთან ზედმეტი, ბრწყინვალედ ახერხებს დიალოგების გადმოცემას...  

 

თითქმის ყველა სფეროში დიდ წარმატებას მიაღწია და პატივისცემა დაიმსახურა, როგორც შემოქმედმა და კეთილშობილმა ადამიანმა, როგორც მოღვაწემ და დაუდგრომელმა პიროვნებამ.

 

როგორც ვთქვით, დიდი მწერალი დაიბადა 1859 წლის 22 მაისს შოტლანდიის დედაქალაქში, ედინბურგში, მრავალრიცხოვან ოჯახში. ოჯახში ცხრა ბავშვი ყოფილა. მისი ნამდვილი სახელია Sir Arthur Ignatius Conan Doyle. 1900-ანი წლებიდან რაინდის წოდება მიანიჭეს. დოილი იყო ნამდვილი გვარი, კონანი, თავისი მეორე სახელი, ერთგვარ ლიტერატურულ ფსევდონიმად აქცია (კონან დოილი). დაწყებითი სკოლის მერე, ნათესავების დახმარებით სწავლობდა იეზუიტების კოლეჯში და იმ დროიდან ვერ იტანდა განათლების სფეროში (და საერთოდ), ადამიანის ფიზიკურ დასჯას.

 

მამა არქიტექტორი გახლდათ და გატაცებული იყო ხატვით, თუმცა ალკოჰოლიც ძალიან ჰყვარებია და ამან მოუღო კიდეც ბოლო. დედას ძალიან უყვარდა ლიტერატურა და კარგი მთხრობელი ყოფილა, რამაც დიდი გავლენა იქონია მომავალ გენიოსზე.

 

კოლეჯის დამთავრების მერე, მომავალმა მწერალმა გადაწყვიტა ექიმი გამხდარიყო. ჩააბარა ედინბურგის უნივერსიტეტში. მესამე კურსიდან აქვეყნებდა მოთხრობებს. მუშაობდა გემის ექიმადაც. 1881 წელს დაამთავრა უნივერსიტეტი მედიცინის ბაკალავრის ხარისხით. პარალელურად წერდა. 1891 წლიდან თავი მთლიანად ლიტერატურას მიუძღვნა, მილიონობით ადამიანის სასიხარულოდ. თუმცა, მერე, გარკვეული პერიოდი სამხედრო ჰოსპიტალშიც იმუშავა.

 

1910-იანი წლებიდან გრძნობდა, რომ მსოფლიო ომი უნდა დაწყებულიყო და თავის წერილებში მოუწოდებდა ქვეყანას რეზერვისტების მომზადებისკენ, თვითონაც ჩაერთო ამ საქმიანობაში. ცდილობდა უფრო უსაფრთხო გამხდარიყო ჯარისჯაცისა და მეზღვაურის სამსახური.

 

პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე მოხალისედ ჩაწერა მოინდომა არმიაში, მაგრამ უარი უთხრეს და თავისი პუბლიცისტური წერილებით ცდილობდა პატრიოტული გრძნობები განემტკიცებინა საზოგადოებაში. 1920-იანი წლებიდან მოგზაურობდა და კვლავ მონაწილეობდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ასევე წერდა.

 

დიდი არტურ კონან დოილი გარდაიცვალა 1930 წლის 7 ივლისს.

მამული, ენა, სარწმუნოება

gaq