საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

დათო ქაქუთიას (ერნესის) ახალი ლექსები

მე  ვერ  შევძელი

მე  ვერ  შევძელი,
იქნებ, არც ვცადე,
ჩემი ფიქრების სივრცე უარვყო.
მოვალ შენამდე,
სუნთქვას შეგახებ 
და მდუმარებას ვაქცევ უდაბნოდ. 
მე ხომ მთვარესაც  უნდა ვუამბო,
რომ პოეზია ჩემთვის
შენა ხარ,
მე ვერ შევძელი, 
იქნებ, არც ვცადე,
ლექსების მიღმა,
ისე,  უბრალოდ,
ისე,  უბრალოდ 
ერთხელ მენახე.

 

 

 

 ***

 ეს დღეც ჩემგან უცნაურად მიდის,

ან მე შევცდი და ვერაფერს ვსაზღვრავ,
და დროც როგორც დედოფალი სიძვის,
მაცდურ მზერით ღამის ჩრდილებს ფარავს,
რატომ უყვართ ვარსკვლავებსაც ცრემლი, 
ან მე შევცდი და ვერაფერს ვსაზღვრავ,
ისე ჩუმად ჰყვება ლექსებს ბედი,
როგორც ბავშვი უსაყვარლეს ზღაპარს.

 

 

 

 პოეზია მდინარე

პოეზია მდინარე,
სული მისი სათავე,
ვერაფერი ვიწამე,
ვერაფერი სხვა რამე.
ისევ გიჟი ფერები,
გარეთ სუნთქვა ფოთლების,
მზერით ზეცას ვეხები,
დროს ამტვრევენ გრძნობებიც.
მე არაფერს, არაფერს,
აღარავის ვპირდები,
ახლაც ჩუმად ავანთე,
სივრცე შეშლ

პრინცესა ანა სამეფო კლუბის დამსახურებული წევრობის სერთიფიკატს გადასცემს დათო ქაქუთიას, მარჯვნივ ამერიკელი გადამდგარი ბრიგადის გენერალი რონალდ მანგამი (მანგუმი), შუაში - სამეფო კლუბის სპიკერი გაიოზ მამალაძე
ილ ფიქრების.
პოეზია მდინარე,
სული მისი სათავე,
ვერაფერი ვიწამე,
ვერაფერი სხვა რამე.

 

 

 თეთრი ქალწული

თეთრი ღამიდან მოვლენილო თეთრო ქალწულო,
მსურს ჩემს მკლავებში შენი ვნების ეშხი დავწურო,
სიშიშვლეს შენსას ცისარტყელას სული ავუნთო,
ღამე ვაქციო ცხელი სუნთქვის ლამაზ საწუთროდ.
ვიცი, გიხდება ქარის ქროლვა, ზღვის ააფთრება
და თეთრ სხეულზე აცეკვება აწყვეტილ ხელთა,
შენი ხილვისას მთვარის გულიც კი აალდება
ვით აფროდიტეს, მოგიხდება ზეცაში ფრენა.
მსურს ავიხდინო გადარეულ სურვილთა ნება,
თეთრი სანთელი თეთრ ოთახში სიზმრისფრად დნება,
მე გელოდები - მეოცნებე ვარსკვლავთა წყებად
რომ სარეცელზე დაეღვაროს სინაზე ფერთა.
როკვა ლანდების მოგაცილებს ჩემამდე ახლაც,
მე მთელი ღამე ვნების ცეცხლში ვერ ვიგრძნობ დაღლას,
როცა ალიონს შენი სუნთქვის ხმაური ახლავს,
თეთრი ღამიდან მოვლენილი ქარივით წახვალ...

 

მამული, ენა, სარწმუნოება

შვიდნი მოწამენი მაკაბელნი: აბიმი, ანტონინე, გური, ელეაზარი, ევსევონი, ალიმი და მარკელე, დედა მათი სოლომონია და მოძღვარი ელეაზარი (+166 წელი ქრისტეს შობამდე)
1 (14) აგვისტოს არის ხსენება შვიდთა მოწამეთა მაკაბელთა - აბიმი, ანტონინე, გური, ელეაზარი, ევსევონი, ალიმი და მარკელე, დედა მათი სოლომონია და მოძღვარი ელეაზარი ეწამნენ ქრისტეს შობამდე 166 წელს, როცა იუდეა სირიის მეფეს, ანტიოქოს ეპიფანეს ჰქონდა დაპყრობილი. უსჯულო თვითმპყრობელმა გადაწყვიტა, წარმართობა დაენერგა იუდეველთა შორის, უკრძალავდა მათ ღვთისმსახურებას, წვავდა წმიდა წიგნებს; იერუსალიმის ტაძარი გაძარცვა, შიგ იუპიტერის კერპი დაადგმევინა, უფლის რჩეულ ერს ელინური ღვთაებებისათვის მსხვერპლის შეწირვასა და ნაკერპავის ჭამას აიძულებდა...
შემოყვანება პატიოსანთა ძელთა ცხოველმყოფელისა ჯვარისა უფლისა
114 აგვისტოს აღინიშნება შემოყვანება პატიოსანთა ძელთა ცხოველმყოფელისა ჯვარისა უფლისა. 1897 წლის ბერძნული ჟამნის ცნობით, კონსტანტინოპოლში უძველესი დროიდან არსებობდა ჩვეულება ქალაქის ქუჩებში უფლის პატიოსანი ჯვრის შემოტარებისა, რისი მიზეზიც იყო აგვისტოს თვეში ადგილობრივ მკვიდრთა შორის სნეულებათა ხშირი გავრცელება.
gaq