საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

''დედა სკოლაა ჩვენი ცხოვრების''
ლალი ბარძიმაშვილი

                                                                                 (ვუძღვნი ნამდვილ დედებს).

სათაური ეგვიპტელი პოეტის სტრიქონიდანაა, სტატიას კი  ნაზი შამანაურის წიგნიდან მოთხრობა ''დედით''  დავიწყებ - ''დედამ ათეული კილომეტრები გადმოლახა, სანამ შვილს იპოვნიდა. გაკვირვებული შაჰი ეკითხება -როგორ მოაღწიე, ქალო, აქამდე, მხეცები არ გხვდებოდნენ? - მხვდებოდნენ, მაგრამ მიგებდნენ. დედა ვიყავი და გზას მითმობდნენ''.


  ''ო, სიყვარული პურივით არის, უნდა დახნა და დათესო იგი,  მერე მომკა და ნდობის წისქვილზე დაფქვა, დააცხო და მაგიდაზე დაანაწილო ცხელი ხელებით;'' ახლა მორის ფოცხიშვილის იმ კრებულს მივყვებით, რომელიც დედაშვილობას - ამ ღვთაებრივ გამოვლინებას ეძღვნება. მას ყველა ქვეყნის პოეტის ლექსი უთარგმნია, რათა დედის  სრულყოფილი სახე შეექმნა.  შესავალში წერს: -''დედა ზრდის, დედა იცავს,  როცა მდიდარმა რომაელმა მანდილოსნებმა  ტრაბახი დაიწყეს თვალისმომჭრელი მორთულობით და კორნელია გრაკხს სთხოვეს, ეჩვენებინა სამკაულები, დედამ შვილები წარუდგინა საზოგადოებას - აი, ჩემი სამკაულები!''                                                              ''დედა მორჩილია და შეუპოვარი, მრისხანე და ქველმოქმედი, მხიარული და სევდიანი, ამაყი და თავმოდრეკილი, ღარიბია და მდიდარი... კრთება და სხვებს აიმედებს.'' დედის სიყვარულმა არ იცისო საზღვარი, იგიაო - უაფროთა აფრა, უჩინოთა ჩინი,  უპუროთა პური, უწყლოთა წყალი  და ''უდაბნოსა შინა'' კვალი  და აქვე იმოწმებს ავტორი ანდაზას - ''დედაჩემის გამომცხვარი კვერი ცხრა მთას იქითაც თბილი ჩამყვაო''...  იმ კოპმპოზიტებზე  აღარას ვამბობთ უამრავი სიტყვა დედას რომ უკავშირდება... ''ვაჰ, დედას თქვენსა!'' -მომხდურსაც კი ასე ეტყოდა ქართველი და ომშიაც დედაზე ფიქრობდაო...   ადიდებს ქალს - დედას. ეს ყველაზე საპატიო მისია და ვალია, -''ვინც უკვდავებას პურივით აცხობს!'' (ავსტრალიელი პოეტის ლექსიდან).  ედგარ პოს დიდებული სიტყვებიც ამავე წიგნიდან  -


 ''თვით ანგელოსიც ღვთიურ სტრიქონებს

    ოდეს ჯადოსნურ სიმებად არხევს,

   ანგელოსიც კი ვერ მოიგონებს

   დედაზე უფრო უნაზეს სახელს.''

ერთ-ერთი უცხოელი  პოეტის ამაღელვებელი სტრიქონებიც დედის მადლმოსილებაზეა  -

  ''დედა გყავს, დაგაქვს სინათლე გულით!''-

   თქმულა და ახლა ვირწმუნე თქმული,- 

   იას, რომელსაც დედის სუნი სდის,

   ცრემლებით ვრწყავ და როგორც ცეცხლს ვუვლი.''


      დედის იმუნიტეტზე  რა არ თქმულა და  ავსტრალიელი შემოქმედის ეს სიტყვებიც ამას მოწმობს - ''არ მოსწყინდება... ღვთის ტახტს შეარყევს... ივლის, ჯიუტად ივლის... შეებრძოლება თვითონ სიკვდილსაც, რომ დაიბრუნოს შვილი!'' 

 ინდონეზიის პოეტურ სამკაულშიც ასეა-

''და მიდის დედა არ ეპუება, გრიგალს, ქარიშხალს, წყვდიადს,

  იმედის ცეცხლი, გულში რომ ღვივის, წინ მზის შუქივით მიაქვს.''


 ერთი ლექსი კი მეტად სულისშემძვრელია, მაგრამ გვერდს ვერ ავუვლიდი, ეს არის მორიც ჰარტმანის  ''თეთრი ჩადრი.''  აჯანყებულთა მოთავეს სჯიან, რომელმაც ''თავისუფლების დროშა გაშალა, მაგრამ წააგო ბრძოლა.'' იგი ''სულ ოციოდე გაზაფხულს ითვლის''.  დედა ინახულებს  და -


''როგორც პატარას, ნაზი ალერსით ავსებს...

 -ვაიმე, დედა, დღემდე უშიშარს რად მეშინია ასე?

   არ მომიხრია ქედი არასდროს, თუმც ჯოჯოხეთიც განვლე,

  მაგრამ, ო, ალბათ, როგორც ფოთოლი, ავკანკალდები ხვალე.''


დედა ამშვიდებს, იმედს უსახავს, რომ მეფის სასახლეს შეძრავს  და ''მტარვალთ მოვულბობ ქვის გულს, იცოდე... იქნებ მაჩუქონ ბიჭი!''  ნიშანსაც დაუთქვამს:- ''თუ დამინახე ჯალათებს შორის თავშებურვილი თალხად,''  მაშინ კი სიკვდილი გელის, ოღონდ შემფიცე, რომ  აღსრულდები, როგორც შეჰფერის რაინდსო.


 ''მაგრამ თუ თეთრი თავსაბურავით გამოვცხადდები ხალხში...

  შვილო, გახსოვდეს მაშინ, რომ გამოვსტაცე  შენი სიცოცხლე 

    ზვიად მბრძანებელს ძალით...

  არ დაისჯები, უნდა იცოდე, არ შეუშინდე ჯალათს.''

 ტკბილ ძილს ეძლევა შვილი. მეორე დღეს კი -''თითქოს თვით სიკვდილს შეუკრავს მუშტი... დგას სახრჩობელა ქალაქის გულში''.  მოჰყავთ იგი -

 ''თვალებს აცეცებს დაღლილს,

      ნეტა, ვის ეძებს, რა მოუვიდა...

     და  ჰა, უეცრად ხედავს,-

   თოვლივით თეთრი თავსაბურავით

   დგას ეშაფოტთან დედა''....


სიმშვიდე იპყრობს... ''ყელზე უჭერენ სიკვდილის ბაწარს, ის კი იცინის მაინც''... არ ირწმუნა, არ დაიჯერა სიკვდილი, არ მიიღო, თუმცა:


 '' დედა-მშობელმა რატომ იცრუა ბოლოს?- 

   ო, ერთადერთი მის მოტყუება დედას შეეძლო მხოლოდ...

   დედას შეეძლო, თვით  აეზიდა  ყველა სულდგმულის ცოდვა''...

   სხვა პოეტთან კი ასეთ ფრაზას ვაწყდებით -''იქ, სადაც დედა შვილს ესარჩლება, უაზრობაა,  ალბათ,  ჩარევა!''

ბელორუსიელი პოეტის ''გაყიდული პალტოც'' დედის ძალმოსილებაზეა.

 ''ბავშვმა იკითხა: ''კარაქი გიყვარს"''

   შენ უპასუხე" ''არ მიყვარს შვილო...''

   დედა, ეს იყო დიდიხნის წინათ,

  დღეს მე იმ დღეთა განჭვრეტას ვცდილობ.

  ჭამდა,  ძღებოდა მშიერი ბავშვი,

  ო, არ იცოდა საბრალომ მარტო,

  რომ სულ ერთ წასმა კარაქში მაშინ,

  შენ სხვას დაუთმე იმ  ზამთარს პალტო.''


ბულგარელი პოეტის ლექსიც ამშვენებს ამ კრებულს, რომელიც დედის გულს და თვისებას, მის თავგამეტებას და უზადობას უტყუარად ასახავს: ერთადერთ ვაშლს ორად გაყოფს დედა, აწვდის შვილს და ხედავს იმ ნახევარსაც ისევ ორად ყოფს.  ბოლოს - ''ვაშლის ფთილა უდევს ხელისგულზე, და კვლავ ვაშლის ორად გაჭრას ცდილობს...'' დედას ხომ თავისთვის ყველაფერი ებევრება და შვილისთვის კი ეცოტავება. ასე  ხომ  მხოლოდ  დედის გული ანაწილებს, რადგან საკუთარ წილს ის ვერაფერში ხედავს.  მიამიტ შეკითხვას კი: -''ნეტა, შენს წილს როდის შეჭამ, დედა?'' გულუტყუარად და უდრტვინველად,  გულწრფელ პასუხს უხვედრებს: - ''როცა ჩემს წილს შენ გაგიყოფ, შვილო!'' თუმც დედის წილიც  შვილისაა...


 ''რული მორევიათ ლომებს, რული მორევიათ ირმებს, -

 სძინავთ გზებს და სძინავთ ხიდებს,  უნეტარეს ბაღს და ედემს,-

 მარტო დედა არ იძინებს, ფიქრი არ აძინებთ დედებს?!''


- დაღესტნელი პოეტის ეს სტრიქონებიც ხომ გულისამაჩუყებელი რეალობაა.  მხოლოდ დედაშვილობის  ''იმედის გზაზე არ ჩატეხილა არასდროს ხიდი'' (იორდანელი შემოქმედის ფრაზა)... იტალიურ შედევრში კი ვკითხულობთ:


''დედებო!

მე ვგრძნობ თქვენთან ერთად მოთქვამს სამყარო.

რა ქარი უნდა ამოვარდეს,

გულზე ღრუბლები რომ გადაყაროთ?!''


... და  - ''გული გულში გადავა გულად,'' (იუგოსლავიური ''იავნანურიდან''); ეს მიძღვნაა შვილისადმი, ამიტომაც აქ არის იმედიც, სურვილიც,  მოლოდინიც, რჩევაც,  რომ - ''კაცთაგან მხეცთა გამორჩევა უნდა შეგეძლოს...                                             


უნდა იცოცხლო და ისე მოკვდე, რომ სიცოცხლე შეინარჩუნო''...


ეს დედაა - ''შუქი მზეკარის'', რომლის ''ვარდგულმკერდზეც'' როგორც ეკალი იარად  შვილია. ეს  მას მოაქვს უმზეოდაც - ''მზით სავსე პეშვი''... ვედრებასავითაა ლატვიელი პოეტის ხატოვანი სიტყვებიც შვილისადმი - ''ჩემი მკლავების ჯავშანს მიენდე, მიენდე დედის ღვთისნიერ კალთას''...


 -''ო, რა მართალი გული აქვს დედას, ო, როგორა გრძნობს ყველაფერს საშიშს...''


ლიტველი პოეტი - ''შენ მეხატები ყოველჟამს ასე:


მწვანეყლორტება ხის ჩრდილში მდგარი, ანგელოსივით ჰაეროვანი, თეთრი თევზივით ხარ ჩამოსხმული და როგორც ხეხილს ნედლი შტოებით, უმშვენიერეს გამხდარ თითებით გიჭირავს ვაშლის მწიფე ნაყოფი...  სახავდე, ქმნიდე- ბედნიერებას ნიშნავს მარადის... ცის გამჭვირვალე ფერების ფონზე ლაჟვარდოვანი ოცნებით სავსე... შენი ღიმილი მოიწევს ჩვენკენ და უწვრილმანეს ფიქრებს გვიწეწავს.  ვით მონა ლიზა - ჩვენს უძლურებას რომ დასცინის და იმედიც ავსებს... ქლიავისფერი ნისლის მარმაშებს მოაფრიალებს ცად აფროდიტა... დაურღვევია უძრაობის ცივი კანონი.  გაზაფხულივით იის სურნელს აკმევს გარშემო...


 და შენ ასეთი მჭიდები მხოლოდ!''

  ასეთივე სათნო მიძღვნაა -

    ''დედა, მომიქსოვე გზა ყვავილებით,

     მზის სხივებით და ბალახის ძაფით,-

    სიკვდილთან დავით არ დავიღლები,

    სიცოცხლეს მინდა ვუზიდო თაფლი.

   დედა, მომიქსოვე გზა ყვავილებით!''...

  

 - ''გაუხედნავი მოზვერივით მოუსვენარო,

   ო,  შვილო ჩემო, შინ რომ ბრუნდები, ასე მგონია

 ბრძოლის ველიდან ბრუნდები სახლში...'' (მადაგასკარელი პოეტის ლექსიდან)... რამდენ სიმძიმეს ზიდავს დედაშვილობა, ხანაც სინანულს, მონატრებას, - ''მინდა შენს ფეხქვეშ დავეცე ახლა და სიყმაწვილის სიზმრები ვნახო!''


ეს დედაა, ვისაც  ''გზის მეგზურობა გაუწევია''; ვისი გულიც არასოდეს ყოფილა მოსვენებით. ვერც შვილის საყვედური შეძრავს, რადგან სიფრთხილეა დედის ბუნების წესი:


                                       - ''მომვლინებიხარ მიმწუხრში მთვარედ,

                                          ახლაც არ მიშვებ მარტოკა გარეთ.

                                        გგონია ქარი წამიღებს უცებ, ვით ფარატინა

                                                           ქაღალდის ფურცელს.''

       რაოდენ  შთამბეჭდავია აღქმა დედისა-

        ''ცა გაზაფხულის სინათლით გმოსავს, - სასწაულია,


       რასაც ქმნიან შენი ხელები, მაგრამ ვაი, რომ შორს ვარ.'' დედაშვილობა უმანძილოა, უსამანო და ასე მხოლოდ დედას თუ მოინატრებ, მის ულევ სითბოს.  მთავარია არ გაგეპაროს დრო, რომელსაც მისით ავსებ  -


                         ''ფოთოლი იწყებს კანკალს, იღვიძებს დეკა,

                       და მზე ჩიტივით სადღაც  შენს ცისფერ ცრემლებს კენკავს''...

  დედიგან დატოვებულ სიცარიელეს ხომ ვერაფერი ავსებს, ანდაც შვილისგან.


 ''შენს ხმას სამყაროს ხმაურშიც ვარჩევ'' - ლექსიდან  ''შემინდე დედა''(პორტუგალიელი პოეტის).  ამ ლექსის  ლირიკულ გმირს არასოდეს გადავარდნია გულიდან დედის მოწოდება - ''სიმართლის გზაზე იარე შვილო!' და ფინალიც ამგვარია: - ''ეს შენი შვილი გიბრუნდება  ადამიანად!''


''დედა ყოველთვის მახსენებდა, რომ მზე არსებობს.'' - რუმინელი პოეტი...


 რომელი ერთი შეიძლება მოიხმო...

 ''მე ვხედავ დედას და იმ დღეთა ჩუქურთმებსა ვგრძნობ,

   ბალღობაში რომ სიახლოვეს არ ვიკარებდი.''     


   მზერა ისევ იმ თვალსაწიერს ამაოდ როდი ეძებს და იმ სანახებს, რადგან სათავესთან დედა დგას მხოლოდ... რომლის მსგავსი გულიც არ მეორდება.  დედა თავად ჰგავს მითს. უკვდავი შეგრძნებები ახლავს დედაშვილობას. ეს იგი ცდილობს საწუთროს ხლართებს გადაარჩინოს შვილი... განა, ქართული სიბრძნეც დედის შეუდარებლობას არ მოწმობს?! - ''აღზევანს წავალ მარილზე, მარილს მოვიტან ბროლსაო, ჯერ დედას გადავეხვევი, მერე შვილსა და ცოლსაო.''


  დედის უსასრულო ამაგს რა შეედრება, ვინ შეიძლება იყოს შვილის ან დედის სადარი.

              ''ამ  ხელით ვრთავდი უნაზეს ძაფებს,

               რომლითაც დიად სიცოცხლეს ქსოვენ!''


      ის ხომ  შვილის  ბედნიერებას დაუღლელად დარაჯობს, რომ განსაცდელი არ შემოიპაროს, რომ ნაპრალი არსაით გაჩნდეს. მარად ფხიზელ თვალს და გულს ვერაფერი ასწრებს. სიმშვიდესაც იგი პატრონობს მხოლოდ.  ფასდაუდებელია დედაშვილობის ძალა!


''...რომ იძინებდი, ვით წყაროს წლით დამშრალი სურა, მე შენი ფშვინვით მევსებოდა მწყურვალი გული.''- ლექსიდან ''დედები'' (ბერძენი პოეტი). ის აყურადებს შვილს მუდამ. მიტომაც ჰგვანან დედები - ''მაღალ მწვერვალებს, მაღალი სულის ლოცვა-კურთხევით''... მხოლოდ დედის გულს შესდგომია დარდი - ''თითქოს ყველგან მშვიდობაა, თითქოს ყველას ღვიძავს, ვაი, მკერდქვეშ რაღაც იძრა თუ ტრიალებს მიწა''...


 უსულგულობასაც პირველი დედაზე მიაქვს იერიში. ეს დედაა - უფსკრულსაც რომ გადაჰყვება შვილის გულისთვის.


 ''ქარიშხალს რომ გრძნობს, დედაფრინველი დაბლა დაიწყებს ფრენას,

   დედაც ასეა... ქარში ჩიტივით მკლავებს ფრთებივით გაშლის...

   დგას და ყვავილობს ვაშლის ხესავით  აყვავილებულ ბაღში.''

 მართლაც, რომ -''არ შეიძლება ამ ქალთან დავა, მის სისხლში ბორგავს სიცოცხლე მწველი.''  სწორედ იგია -''ქალი- იმედი, სახსარი, შვება, სინათლე, რწმენა, პური და წყალი''...  რა შეედრება, როცა - ''გულზე გულის შტოს ამყნობ'' და ''ამ ჰარმონიის თავი და ბოლო სიყვარულია რახან.''

  ''დედის სიყვარული იქნება მარად,

  - მზესავით უკვდავი არ ქრება, არა!''


 ხოლო - ''იქ, სადაც  წმინდა სიყვარულია, ცხოვრებას მაინც სამოთხე ეთქმის,'' (დედის მონოლოგიდან).


უამრავი მარგალიტია მოხმობილი. დედის გაფაქიზებულ გულს შეუძლია სამყაროს გამკლავებაც, ხსნაც... ისაა  საიმედო  ციხე-სიმაგრეც;


''რაც დედებს ძალუძთ, ო, არავის არ ძალუძს ქვეყნად,

  უიმედობას- არმიები რომ გაურბიან, მარტოდენ დედა გაუძლებს ისევ...

 არავინ იცის რა ხდება მაშინ, აბრეშუმის და სინაზის ფონზე

 დედა ვეფხვივით მძვინვარებს ზოგჯერ.''-

        ასეთია  დედის ურყეობა...

     ''მე მეშინოდა, ქვეყნად შენ რომ არ გშინებოდა,


 ვითმენდი ტკივილს, დარდი რომ არ გაგხშირებოდა.'' ამგვარად მოქმედებს ნაცვალგების  მარადი პრინციპი,  შეუვალი კანონი, რადგან დედა ზიდავს თავის მხრებით შვილის სამყაროს.


 - ''ყველა ტკივილის გამყუჩებელი

    არსებობს სიტყვა,  როგორც მალამო:  დ ე დ ა!''   (ჩეხი პოეტი).

        უნგრელი პოეტის ლექსით დავასრულებ - ''შეხება.''

       - ''როცა ძალიან გაგიჭირდება, ინატრე დედა...

          უთუოდ მოვა, ნურაფერი გაგიკვირდება,

          ხელს შეგახებს და დამშვიდდები... ასეც იქნება.

                  ინატრე დედა,

              როცა მართლაც გაგიჭირდება!''

                                                                    

              (19 ოქტომბერი - 2018.)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

   

                                                                                                                                                                   

მამული, ენა, სარწმუნოება

თომა მოციქული (მისი თავის ქალა საქართველოშია დაცული)
6 (ახალი სტილით 19) ოქტომბერს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმინდა თომა მოციქულის ხსენების დღეს.
gaq