საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

" ყივჩაღს-- ათას წლის შემდეგ"
მზისო ნავროზაშვილი

 თურმე,  აღსდექი ყორღანებიდან,

ჩასაფრებულხარ , მუხრანს, ყივჩაღო?!
ისევ მოგწყურდა, ისევ მოგინდა
ტუჩებზე ცეცხლი  რომ გამიჩაღო?!
კაი ყმის ცოლის გწვავდა  წადილი,
სისხლი გიდუღდა – ბადაგით შეშლილს,
ხმლებში გავტყორცნე ჩემი მანდილი – 
მაინც სიკვდილთან გაითარეშე.
ქმარი მომიკალ, შენც დაილეწე,
მქმენ ქვრივ–ოხერად,მიწა–ტიალად,
ჩემი სიწმინდე გაჰკიდე ბეწვზე,
წავედი, მაგრამ სხვისას კიარა...
... ღამეს მშფოთვარედ ეძინა ქსანზე
ქარი მასხამდა სისხლიან შხეფებს,
ვწყევლე ხოხბობაც, ეს სილამაზეც
და ლეგენდებში  გადავიჩეხე.
ახლა  ცხრაკლიტულს რომ უმტვრევ ტაძრებს,
ლომის ღმუილით დადაღე ღამე.
მაშინ რაისთვის არ გამიტაცე
შორს,  ყაბარდოში არ  გადამმალე?!
ათას წელს ითვლის შენი ურცხვობა.
რა საავადოდ  შეგყარე ვნება!
ქსნის პირს დამიჭკნა ვარდისფურცლობა
და უკვე, აღარ მეპაემნება!

 


.

 

 


მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე პანქარი
19 მარტს (1 აპრილს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოწამე პანქარის ( +დაახლ.302) ხსენების დღეს.
წმიდა მოწამენი, ქრისანთო და დარია და მათ თანა მოწამენი, კლავდი და მეუღლე მისი ილარია და ძენი მათნი, იასონი და მავრა, დიოდორე ხუცესი და მარიანე დიაკონი
19 მარტს (1 აპრილს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენების დღეს წმიდა მოწამეთა, ქრისანთოსი და დარიასი და მათ თანა მოწამეთა, კლავდისი და მეუღლესი მისი ილარიასი და ძეთა მათთა, იასონის და მავრასი, დიოდორე ხუცესის და მარიანე დიაკონის (+283).
gaq