|
... (ვეღარ წავიკითხე "მგზავრის წერილები") გაიოზ (გია) მამალაძე
ვეღარ წავიკითხე "მგზავრის წერილები". რატომ ვერ ვკითხულობ? შენ ვერ მიმიხვდები. შენ ვერ მიმიხვდები რატომ ვგრძნობ თავს ავად; თვალთა უპეები დრომ რად გამიშავა. რატომ არ მსურს ლოცვა, რატომ არ მსურს ფიცი, ახლოსა ხარ, მაგრამ არაფერი იცი. რატომ არის ასე? ეგ ბრალია ვისი? ... დამავიწყდა უკვე... უკვე, აღარ ვიცი... |
|