|
მზის სადიდებელი (ძველი რედაქცია) გაიოზ (გია) მამალაძე
ო, მზეო გეგებები და ო, მზეო გიმღერი! ო, მზეო ამომავალო, მზეო დიდებულო, სიბნელის მკვეთელო, ო, მზეო ძლიერო! მზეო ქებულო, მანათობელო, მზევ მაცოცხლებელო, ჰოი ბრწყინვალეო მზეო! მოგმართავს შენი შვილი და შენი წილი ამქვეყნად შენი გაჩენილი, სინათლის მძებნელი, შენი მქებელი, მადიდებელი, მავედრებელი, მოგმართავ შვილი, შენი მზეო წილი. შენ გვაჩუქე ჩვენ სიცოცხლე და გვიბოძე გამარჯვება, მოგვამადლე ჩვენ სიხარული. შენ გვაჩუქე ჩვენ სინათლე და გაგვითბე ჩვენ გულები, მოგვანიჭე ჩვენ სიყვარული. ო, მზერამიუწდომელო ო, თვალშეუდგამო, ო, ყოვლისდამბადებელო და შემოქმედო. ნუგეშისმცემელო მანეტარებელო ო, ზეციურო, ო, ზეციერო. ჰოი დიდებულო მაცხოვარო ქებულო! ალბათ 1996
|