|
მზის სადიდებელი (ახალი რედაქცია) გაიოზ (გია) მამალაძე
ო, მზეო გეგებები, ო, მზეო გიმღერი! ო, მზეო მაღალო, მზეო დიდებულო, სიბნელის მკვეთელო, ო, მზეო ძლიერო! ო. მზეო ქებულო, ო. მანათობელო, მზევ მაცოცხლებელო, ჰოი ბრწყინვალეო მზეო! მოგმართავს შენი შვილი და შენი წილი ამქვეყნად შენი გაჩენილი, შენი იმედით დარჩენილი! სინათლის მძებნელი, შენი მქებელი, მადიდებელი, მავედრებელი, მოგმართავ შვილი, შენი მზეო წილი. შენ გვაჩუქე ჩვენ სიცოცხლე შენ გვიბოძე გამარჯვება, მოგვამადლე ჩვენ სიხარული. შენ გვაჩუქე ჩვენ სინათლე შენ გაგვითბე ჩვენ გულები, მოგვანიჭე ჩვენ სიყვარული. ო, მზერამიუწდომელო ო, თვალშეუდგამო, ო, ყოვლისდამბადებელო და შემოქმედო. ნუგეშისმცემელო მაცოცხლებელო მანეტარებელო. ო, ზეციურო, ო, ზეციერო. ო, ზენათელო განუსაზღვრელო მზევ ალიონის, მზეო შუადღის, მზეო დაისის, მზევ შუაღამის... ჰოი დიდებულო მაცხოვარო ქებულო! ალბათ 2026
|