|
ქართველი ნაციონალისტების სიმღერა (ძველი რედაქცია) გაიოზ (გია) მამალაძე
დავირაზმეთ ხუთჯვრიანი დროშებით, დრო მოვიდა სამშობლოსთვის ბრძოლისა. ალგეთში გამოვიზარდეთ ყიჟინით: "საქართველო უწინარეს ყოვლისა!" ვერ დაგვიჭერს ამირანებს ჯაჭვები, მთელი ერი ბრძოლაში ჩაერთობა - გაუმარჯოს გამარჯვების სიყვარულს! გაუმარჯოს ქართველების ერთობას! მთელ მსოფლიომ გაიგოს და იცოდეს, ლაზარე რომ ქართული სამყაროა - საქართველო სული არის უკვდავი! ქართველობა უკვდავების წყაროა! ახალ გმირებს გვაფრთიანებს შეგნება, სამშობლოსთვის თავგანწირულ ბრძოლისა: ისმის ბუკი და გაისმის ნაღარა - საქართველო უწინარეს ყოვლისა!
|