საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

გიორგი ლეონიძე - „მცხეთა“
გიორგი ლეონიძე

ახლახანს ჩვენ ვიდღესასწაულეთ მცხეთობა-სვეტიცხოვლობა. იმ დღეს ჩატარდა ჩვენი საიტის პრეზენტაცია.სვეტიცხოვლის მნიშვნელობა საქართველოსთვის არ შეიძლება ვინმემ გადაჭარბებულად წარმოაჩინოს. 

ბევრს დაუწერია მცხეთაზე თუ სვეტიცხოველზე. უამრავი რამ თქმულა მის შესახებ. ხშირად გავიგონებთ, რომ მცხეთა არის ახალი იერუსალიმი, ანუ ამქვეყნიური ცენტრი ქრისტიანობისა.

მაგრამ, გიორგი ლეონიძემდე და მის მერეც, ასე მოკლედ, ასე ხატოვნად, გასაგებად და ლაკონურად არავის უთქვამს, არავის გამოუხატავს მცხეთის წარსული, მცხეთის მნიშვნელობა - წარმართული იერუსალიმი. თუ გინდათ ვინმე უცხოელს უთარგმნეთ ეს ფრაზა, თუ ოდნავ განათლებულია, და ის უმალ მიხვდება რა არის ჩვენთვის მცხეთა. იერუსალიმი - რელიგიურ-კულტურული ცენტრი ისრაელისა, მცხეთა - რელიგიურ-კულტურული და ეთნიკური ცენტრი ქართველობისა, ყოველ დროში და ყოველი რელიგიის აღმსარებლობისას. ამას გვეუბნება სწორედ ჩვენი დიდი პოეტი.

როგორც ისრაელის იერუსალიმში დაიწყო ახალი ერა, ის ახალი ერა დაიწყო ჩვენს წარმართულ იერუსალიმში, მცხეთაში, და არა მარტო ჩვენთვის...

საქართველო რომ გაიგო, მხოლოდ მისი ისტორიის შესწავლა არ არის საკმარისი, თუმცა აუცილებელია. საჭიროა, ვიცოდეთ როგორ განიცდიდნენ სამშობლოს მისი შვილები, რომლებსაც განცდის სიტყვიერად, კალმით გადმოცემაც შეეძლოთ, მოკლედ, ლაკონურად, დამუხტული, მრავალგვარად დატვირთული სიტყვებით - დიდოსტატურად. თანაც, თუ მათი განცდა ნასაზრდოები იყო შინაგანი ჭვრეტით, წარსულის სურათების გამოცხადებით მიღებული შთაბეჭდილებების შედეგად...

 გავიხსენოთ გიორგი ლეონიძის შესანიშნავი ესე „მცხეთა“, რომელიც გამოქვეყნდა 1920 წელს გაზეთ „ნაციონალისტში“. ის არის ქართული იდეოლოგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფურცელი...

მცხეთა

მცხეთა სურნელია სიძველის და საქართველოს დამწვარი ქიმერა. მისი დამქრალი სუნთქვა დღესაც აცოცხლებს რელიგიურ არსს; საქართველოს ტახტებს და მაღალ ბრწყინვალებას...

მცხეთაში მრავალი რალიგია დაიფერფლა და მრავალი ამაყი ღმერთი დაეცა. მისმა ტაძარმა დიდი სახელები დაჰკარგა, მაგრამ მათმა სიწმინდემ აკურთხა იგი...

მცხეთა იყო წარმართული იერუსალიმი. აქ იყვნენ ღმერთები, რომლებზედაც ქართული მატიანე რელიგიური თრთოლვით ლაპარაკობს...

ძველი მწერლები ლაპარაკობენ კიდევ ძველ მისტერიებზე, რომელნიც დუმილით იფარება. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ქართული მისტერიები იყო სკოლა სულის უკვდავების.

აქ იყო ყველა ის მისტიური კარნავალები და პროცესები, რომელნიც „არალეს“-ს ძახილით აღვიძებდნენ ყველა გარდასულ სულებს, რომელთა ღვთიური წარმოშობა და რელიგიური არსობა აუკვდავებდა იბერიელს...

და მერე კი... ამ ორი მდინარის კიდეზე დაინაცრა წარმართული საქართველო...

მაგრამ აქვე ნორჩ ვაზზე ნინოს ცხელი თმებიც ასურნელდა...

მერე აქ აღმოცენდა სვეტი ცხოველი და მან დაჰფარა ქართული გენია და ქართული რასსაც.

მთელი საქართველო მან შეიწირა: თავისი რაინდების ზღვა ჯარებით, სიმდიდრით და კეთილდღეობით.

ამიტომ თითოეული ქვა ამ ტაძრის ამოვლებულია საქართველოს სისხლში.

ეს გაუგებარი ტაძარი განაგებდა საქართველოს, როგორც დიდი მონარხი დირიჟორი და მთელ საქართველოს უმორჩილებდა ერთს ზნეობრივ ხელმწიფებას. ერთს რწმენას და წესწყობილების განმტკიცებას...

რადგან ქრისტიანული რელიგია იყო საქართველოსთვის არა მარტო ზნეობრივი სისტემა, არამედ ძალაც ღვთიური, სამუდამო და ვის არ უგრძვნია საუკუნეებში დამდგარ ტაძარში შესვლისას ის საღვთო შიში, რომელზეც ბერძნები ლაპარაკობენ...

თანამედროობის იჭვებით დაქანცული, თქვენ ისვენებთ ამ მეფური ქვების ჩრდილში, როგორც მსხვილი მუხის ქვეშ. ძველი სიმშვიდე და სურნელი შედის თქვენში და ჰგრძნობთ საქართველოს სხეულის შეხებას. სულში მყარდება ზომიერება და სინათლე.

საქართველოს მარადიული სული მაღალი და ფანტასტიური კიდევ არ გამქრალა!..

გიგანტური ლანდები დაჰქრიან ირგვლივ, ღვთის განცხრომის სახლში და აჰყეხართ საქართველოს სიმაღლესთან...

„ნაციონალისტი“ # 14, 1920 წელი.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა დანიელი, სერბელი მთავარეპისკოპოსი (+1338)
წმიდა დანიელ სერბი, ვისი ხსენებაც არის 2 იანვარს, მდიდარი და დიდგვაროვანი მშობლების ერთადერთი ძე, სერბეთის მეფის, სტეფანე უროშ მილიუტინის დაახლოებული პირი იყო. მან უარი თქვა საერო კარიერაზე და ბერად აღიკვეცა. ნეტარი დანიელის მოსაგრე ცხოვრება მაგალითი იყო მთელი საძმოსთვის. სერბეთის მთავარეპისკოპოსმა ევსტათემ იგი ხუცესად აკურთხა. შემდგომ უფლის რჩეული ათონის მთის ხილენდარის სავანის იღუმენად აირჩიეს.
წმიდა იოანე კრონშტადტელი (+1908)
წმიდა იოანე კრონშტადტელი, ვისი ხსენებაც არის 2 იანვარს, 1829 წლის 19 ოქტომბერს დაიბადა პინეჟის მაზრის სოფელ სურაში, ადგილობრივი ეკლესიის მედავითნის ხელმოკლე ოჯახში. ახალშობილი იმდენად სუსტი იყო, რომ მშობლებს არც კი ეგონათ, დილამდე თუ იცოცხლებდა, ამიტომ იმავე ღამეს მონათლეს. წმიდანმა წერა-კითხვა ოჯახში ისწავლა. ათი წლისა კი ადგილობრივ სასწავლებელში შეიყვანეს. თავდაპირველად ყმაწვილს ძალიან გაუჭირდა სწავლა, მაგრამ, ღვთის წყალობით, შემდგომ ყველაფერი კარგად წარიმართა.
gaq