საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

ალექსანდრე ხახანაშვილი - „ცრემლი“
ცნობილი ქართველი მეცნიერი, ფილოლოგი, ისტორიკოსი, არქეოლოგი, ქართული ლიტერატურის მკვლევარი, საზოგადო მოღვაწე, პროფესორი, ალექსანდრე სოლომონის ძე ხახანაშვილი დაიბადა 1866 წელს.


სწავლობდა ტფილისის გიმნაზიაში. შემდეგ მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1889 წლიდან ლაზარევის აღმოსავლური ენების ინსტიტუტში კითხულობდა ლექციებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში. 1900 წლიდან მოღვაწეობდა მოსკოვის უნივერსიტეტში.


მონაწილეობდა ორიენტალისტთა საერთაშორისო კონგრესების მუშაობაში (ჟენევა 1894, პარიზი 1897).


ალექსანდრე ხახანაშვილა შექმნა ქართული ლიტერატურის კურსი „ქართული სიტყვიერების ისტორია“ (ტ. I-IV 1895-1897). მისი ინიციატივითა და მატერიალური დახმარებით 1911 წელს მოსკოვში დაარსდა „ქართული მეცნიერების, ხელოვნებისა და ლიტერატურის შემსწავლელი საზოგადოება“.


დაუღალავ მეციერს და მოღვაწეს, ალექსანდრე ხახანაშვილს გამოქვეყნებული აქვს ოთხმოცამდე ნაშრომი საქართველოს ისტორიის, ქართული ლიტერატურისა და ერთნოგრაფიის საკითხებზე - ქართულ, რუსულ, ფრანგულ და გერმანულ ენებზე. ის გამოსცემდა ძველ ქართულ ლიტერატურულ ძეგლებს და თარგმნიდა უცხო ენებზე. მისი დამსახურება უდიდესია ქართული ლიტერატურისა და კულტურის პოპულარიზაციის საქმეში.


ალექსანდრე ხახანაშვილი დაავადებული იყო ჭლექით. ის განიცდიდა სამშობლოდან შორს ყოფნას, რაც აისახა მის ერთ-ერთ ლექსში.


მეცნიერი გარდაიცვალა 1912 წელს.


მისი პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრში. მისი ფონდი 882 საარქოვო საქმეს შეიცავს.


1913 წელს დავით კასრაძემ ლექციაზე, რომელიც მიუძღვნა ალექსანდრე ხახანაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობას, განაცხადა „თანამედროვე ქართულ პოეზიაში რიტორიკული ლექსები არ არსებობდა და ამ მიზნით დაიწყო მან ლექსების წერაო“(„ჟურნალი კლდე“, 1913 წელი, # 8).


ალექსანდრე ხახანაშვილი თავის ლექსებს აქვეყნებდა ფსევდონიმით - ს. პავლიაშვილი.
ამ ფსევდონიმით გამოქვეყნებული აქვს სამი ლექსი “კვალში“. ხოლო ქუთაისში გამომავალ გაზეთ „კოლხიდაში, 1911 წელს მან დაბეჭდა ლექსი „პატარა ცემი“ თავისი სახელით - ა. ხახანაშვილი. ეს ლექსი „კოლხიდამ“ კვლავ დაბეჭდა ალექსანდრე ხახანაშვილის გარდაცვალებისა და საქართველოში ჩამოსვენების დღეებში (“კოლხიდა“ 1912 წელი, # 142).


გთავაზობთ ღვაწლმოსილი მეცნიერის ლექსს „ცრემლი“, სადავ კარგად ჩანს ავტორის კეთილშობილი და ჰუმანური ბუნება. ლექსი დაიბეჭდა 1897 წელს „კვალში“. ალექსანდრე ხახანაშვილზე საუბარის სხვა დროსაც გვექნება.


ცრემლი


ვხედავ რა მართალს, უბრალოდ დასჯილს, -
ღონე არ შემწევს მის საშველათა,
მაშინ მღელვარე ცრემლი გადმომდის
და ამას ვიხდი ტანჯვის წამლათა.
თუ მომავალსა თვალს გავუსწორებ,
აზრი მერევა იმედ-მიხდილსა,
აჩქროლებული, გულამოსკვნილი
საოხათ ვაფრქვევ ცხარე ცრემლებსა.
წარსულში ვეძებ სევდის მალამოს,
მსურს მოგონებით სულს მივცე შვება,
ამაოთ! იგიც შავს ზოლს მოუცავს -
ცრემლთ ნაკადული გულს მომაწვება.
რაკი ბუნების მშვენიერებაც
აღარ აყუჩებს მოსეულ ტალღას, -
მაშინ უფალსა მუხლ-მოდრეკილი
ცრემლით ვევედრი ჩემს შებრალებას.


(„კვალი“, 1897 წ., # 13)

ბიბლიოგრაფია (არასრული სია) 


ხახანაშვილი ა., აზრი პროფესორის ტომაშეკის, ქართველთა და სომეხთა შესახებ. - გაზ. ”ივერია", 1894, 13 ოქტ., №217, გვ. 3-4.
ხახანაშვილი ა., აზრი პროფ. ჰომმელისა ქართული ენის შესახებ. - კვალი, 1894, №35, გვ. 6.
ხახანაშვილი ა., ბრიტანიის მუზეუმის ქართული ხელნაწერები. - ჟ. ”მოამბე", 1905, №8, განყ. II, გვ. 1-20. მოცემულია ამ მუზეუმში დაცული ხუთი ქართული ხელნაწერის აღწერილობა. ავტორის აზრით, მეტის ყურადღების ღირსია ტყავზე ნაწერი ხუცურად in folio 369... ფურცლად ახლ

ოს ყდით კრებული წმ. მამათა ცხოვრება". (გვ. 2).
ხახანაშვილი ა., ”გურჯები", ა. ხახანაშვილისა. გამოც. დეკ. დ. ღამბაშიძისა. ქუთაისი, 1891. რეც. [ხაზანიშვილი] ურბნელი ნ. ბიბლიოგრაფია. ივ. 1892. 29 მარტი, №68, გვ. 3-4.
ხახანაშვილი ა., დავით იესეს ძე ჩუბინაშვილი. - თეატრი, 1890, 13 მარტი, №11, გვ. 1-2. მისი მოღვაწეობის 50 წელი.
ხახანაშვილი ა., ერთი იურიდიული ტერმინის განმარტება. - გაზ. ”ივერია", 1904, №10, გვ. 2. ეხება მეფე გიორგი ბრწყინვალის ”ძეგლის დებაში" მოხსენებულ ”ჰაეროვანს", რომელიც დ. ბაქრაძეს მიაჩნდა უბრალო კაცად (”ვინგინდავინ") და თარგმნა ”из числа народа". ალ. ხახანაშვილის აზრით ”ჰაეროვანი არ ნიშნავს უბრალო კაცს". იგი ”უნდა გადაითარგმნოს отличительный ".
ხახანაშვილი ა., იმერული თუ ქართული ენა? - გაზ. ”ივერია", 1902, №263, გვ. 3. წიგნში ”Первая всеобщая перепись населения российского империи 1897 г... Черноморская губерния; СПБ, 1901". იმერული მიჩნეულია ცალკე ენად, დასახელებულია ქართულის, მეგრულისა და აზერბაიჯანულის გვერდით. ალ. ხახანაშვილის თქმით, სამწუხაროა ასეთი გაუგებრობა".
ხახანაშვილი ა., ისტორიული შენიშვნები. - ივ. 1899, 31 ოქტ., №231, გვ. 3. [I - ”ვეფხისტყაოსნის" გმირებისა და ევროპის პოეზიაში სალიტერატურო ენის სამ სტილად დაყოფის შესახებ].
ხახანაშვილი ა., კიდევ სპოვრითების შესახებ. - ივ. 1893, 20 მარტი, №59, გვ. 2-3.
ხახანაშვილი ა., მ. გ. ჯანაშვილი, ქართული გრამმატიკა, ტფილისი, 1906წ. (ბიბლიოგრაფია). - გაზ. ”მეგობარი", 1906, 25 ნოემბ. (8 დეკ.), №51, გვ. 3.
ხახანაშვილი ა., მეგრული ენა ქართულს ლიტერატურასა და მწერლობაში. - გაზ. ”ივერია", 1897, 2, ნოემბ., №227, გვ. 3-4.
ხახანაშვილი ა., პარიზის ნაციონალური ბიბლიოთეკის ქართული ხელნაწერები. - ჟ. ”მოამბე", 1898, I, განყ. II, გვ. 1-20. მოცემულია პარიზში დაცული ქართული ხელნაწერების აღწერილობა 25 ხელნაწერი. მათ შორის არის ქართული ლექსიკონი (ს.-ს. ორბელიანისა) და ქართული გრამატიკები (3 ხელნაწერი). ერთ-ერთი გრამატიკა შედგენილია დავით ბატონიშვილის მიერ.
ხახანაშვილი ა., პროგრამმა ეთნოგრაფიული და იურიდიული ცნობების შესაკრებად. - კრებული აკაკისა, 1899, VII (გვ. 17-32), VIII (გვ. 71-87), IX (გვ. 122-134); XI (გვ. 63-81); 1900, II (გვ. 81-110).
ხახანაშვილი ა., სალიტერატურო ქართული, სილოვ. ხუნდაძის გამოკვლევა, ქუთასი, 1901წ. [რეცენზია]. - გაზ. ”კვალი", №18, 1901, გვ. 296-297. რეცენზენტი სილ. ხუნდაძის ამ შრომას იწონებს საერთოდ. აძლევს მხოლოდ ზოგიერთ შენიშვნას (აღ პრევერბის ერთნაირად ხმარების საჭიროების შესახებ და სხვ.).
ხახანაშვილი ა., სპარსული ”ვის ო რამინი" და ქართული ვისრამიანი". - ჟ. ”მოამბე", 1896, №6, განყ. II, გვ. 71-86.
ხახანაშვილი ა., ქართული ანბანი. - ავტორის წიგნში ”ქართული სიტყვიერების ისტორია (უძველესი დროიდან XVIII საუკ.)", თბ., 1904, გვ. 191-194.
ხახანაშვილი ა., ქართული აპოკრიფები. - ჟ. ”მწყესი", 1893, №19, გვ. 11-13, 1894, №2, გვ. 9-11.
ხახანაშვილი ა., ქართული ენა და მისი კილოკავები. - ავტორის წიგნში - ”ქართულის სიტყვიერების ისტორია (უძველესი დროიდან XVIII საუკ.)", თბ., 1904, გვ. 181-191.
ხახანაშვილი ა., ქართული სამწერლო ენა. - გაზ. ”ივერია", 1901, №82, გვ. 3.
ხახანაშვილი ა., ყიფიანი მ. ბუნება ქართული ეტიმოლოგიური შენობისა, მოკლე საგრამატიკო წერილები სამასალოდ. ტფ., 1910 [რეც.] - სამეცნიერო-პედაგოგიური სალიტერატურო ჟურნალი განათლება, 1910, №9, გვ. 431-434.
ხახანაშვილი ა., შენიშვნები ძველი ქართულის შესახებ. - ივ. 1893, 19 დეკ. №275, გვ. 2-3.
ხახანაშვილი ა., ძველად აღბეჭდილნი წიგნნი მოსკოვის სინოდალურს სტამბაში. - ”მოამბე", 1900, №3, განყ. II, გვ. 19-26. ჩამოვლილია XVIII და ნაწილობრივ XIX საუკუნეებში დაბეჭდილი წიგნები. მათ შორის არის ”ქართული ანბანი...", ქართული ღრამმატიკა", სახარება, ფსალმუნი და სხვა.

მამული, ენა, სარწმუნოება

gaq