საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

"კოლაელ ყრმათა წამება" - უძველესი ქართული მარტიროლოგიური თხზულება
გაიოზ მამალაძე
ქართული ლიტერატურა რომ ძველია, ყველამ იცის. ლოგიკით და გადმოცემის მიხედვით, ჩვენი დამწერლობა 2300 წლისაა და ლიტერატურული ძეგლებიც უნდა გვქონოდა ქრისტიანობის მიღებამდე. თუ მხოლოდ ქრისტიანული ეპოქიდან მოდის ჩვენი დამწერლობა, მაინც უფრო ძველი ძეგლებიც გვაქვს, ვიდრე "შუშანიკის წამებაა". როცა ვლაპარაკობ ლიტერატურაზე, რა თქმა უნდა, ლიტერატურულ თხზულებებს ვგულისხმობ და არა რაიმე წარწერას. 

ჩვენ ვიცით, რომ შუშანიკის წამება V საუკუნეში შეიქმნა. ეს ფაქტია. ჩვენმა მეცნიერებმა ისიც დაამტკიცეს, რომ წმინდა ნინოს წამება ჩვენი განმანათლებლის გარდაცვალებისთანავე უნდა ჩაწერილიყო, ე. ი. IV საუკუნეში. წმინდა ნინოს ცხოვრებაზე უფრო დაწვრილებით სხვა დროს კიდევ ვისაუბრებთ.

მკვლევარმა ბიძინა ჩოლოყაშვილმა უფრო მმნიშვნელოვანი რამ აღმოაჩინა. მან იკვლია "კოლაელ ყრმათა წამება" და მივიდა ძალიან მნიშვნელოვან, არგუმენტირებულ დასკვნამდე.

ბიძინა ჩოლოყაშვილმა რომაული სამართლის ისტორიის გამოყენებით, იმდროინდელი პილიტიკური ვითარების გათვალისწინებით, მეცნიერის ლოგიკით დაადგინა, რომ "კოლაელ ყრმათა წამება" უნდა იყოს შექმნილი 260-303 წლებს შორის.

მეცნიერის არგუმენტები ძალიან საინტერესოა. მოვიყვანთ რამდენიმეს: იმ პერიოდში კოლა, სამხრეთ საქართველო უნდა ყოფილიყო რომის გავლენის ქვეშ. ნაწარმოებში ჩანს რომაული კანონები, რომლითაც მამებს შვილის დასჯის, მოკვლის უფლება ჰქონდათ (319 წლამდე), თანაც სასამართლოს გარეშე; 313 წლიდან, მილანის ედიქტის მერე, ქრისტიანების სიკვდილით დასჯა შეუძლებელი იყო; მანამდე ოდნავი უფლებები ჰქონდათ ქრისტიანებს, რაც 303 წლის დევნის მერე შეწყდა; ხუცესის გაძევება 236 წლის მაქსიმინუსის კანონით იქნა დაშვებული, თუ ის "აწუხებდა" წარმართულ თემს; ნათლისღებისას მირონის ცხება არ ჩანს მოთხრობაში. მირონის ცხება სავალდებულიდ დაადგინეს ლაოდიკიის კრებაზე (343-381) და სხვა. 

ეს ნაწარმოები რომ ასახავდეს VI საუკუნის ან შემდგომი პერიოდის (თუნდაც IV 20-იანი წელების შემდგომ) მოვლენებს, მაშინ საქმე სხვაგვარად გვექნებოდა. თუ ქართლის იურისდიქციაში იქნებოდა კოლას მხარე, ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგია იყო და ქრისტიანებს ვერავინ დასჯიდა სიკვდილით, ასევე იმ შემთხვევაში, თუ კოლა რომის (ბიზანტიის) გავლენის სფეროში იქნებოდა. 

უფრო დაწვრილებით და ზუსტად, უნდა იხილოთ ბიძინა ჩოლოყაშვილის ძალიან საინტერესო და ქართული მეცნიერებისთვის მნიშვნელოვანი წიგნი: "უძველესი ქართული მარტიროლოგიური თხზულება" (2003 წელი). 

რა თქმა უნდა, შემდგომი დროის გადამწერებმა ტექსტის ხანმეტი ადგილები გადაასწორეს და სხვა კორექტივებიც შეიტანეს თხზულებაში. 

მეცნიერის ამ კვლევის შედეგად დასტურდება, რომ სამხრეთ საქართველოში ანდრია პირველწოდებულის მიერ შექმნილი ეკლესია, ქრისტიანული თემი II-III საუკუნეების მიჯნაზეც არსებობდა; რომ II-III საუკუნეების მიჯნაზე ჩვენ გვქონდა ნათარგმნი ქრისტიანული ტექსტები (სახარება და სხვა); რომ ჩვენი ეკლესია იმ დროს ქართულენოვანი იყო; რომ ჩვენი ქრისტიანული ლიტერატურა II-III საუკუნეების მიჯნამდე იყო ჩამოყალიბებული; 

და ბოლოს, აქამდე ქრისტიანულ სამყაროში შემორჩენილთაგან ყველაზე ძველ მარტიროლოგიურ თხზულებად ითვლებოდა 411 წელს, ედესაში, ძველ სირიულ ენაზე შესრულებული ტექსტი, რომელიც ნიკომედიაში 362 წლის მომდევნო ხანაში ბერძნულ ენაზე დაწერილი მარტიროლოგიის შემოკლებული თარგმანია. კოლაელ ყრმათა წამება კი უფრო ძველია.

მკითხველს ვთავაზობ "კოლაელ ყრმათა წამებას". ტექსტი გადმოვბეჭდე ქართული პროზის I ტომიდან, იოტები შევცვალე ინით, ვინაიდან ტექნიკურად ვერ დავბეჭდავდით.

მკითხველი კიდევ ერთხელ გაიხსენებს, რა საოცრად ლამაზი ენით არის მოთხრობილი ეს ადამიანური თვალსაზრისით გულისმომკვლელი ამბავი, რა ლამაზადაა დახატული ბავშვების ბავშვური ცხოვრება, სიმღერები, მათი განცდები, მათი სიმტკიცე და მათი მშობლების მხეცობა...

მე ვფიქრობ, ეს ნაწარმოები ჩვენი და მსოფლიო ლიტერატურის განძია, არა მარტო მისი სიძველის გამო, არამედ მხატვრული თვალსაზრისითაც.

კოლაელ ყრმათა წამება

იყო სოფელი ერთი თავსა ზედა დიდისა მის მდინარისასა, რომელსა ჰრქვიან მტკვარი, ხევსა, რომელსა ჰრქვიან კოლაი. და იყო უმრავლესი ერი სოფლისაი მის წარმართთა კერპთმსახური და უმცროისი ერი ქრისტეანე, ღმრთისმსახური.

და შეკრბიან ყრმანი ქრისტეანეთანი და წარმართთანი მღერად, ვითარცა არს ჩვეულებაი ყრმათაი, და იმღერდიან დღე ყოველ. და ჟამსა მწუხრისასა ჰრეკის ხუცესმან და წარვიდიან ყრმანი ქრისტეანეთანი ეკლესიად ლოცვად, ვითარცა არს წესი ქრისტეანეთაი. ხოლო ყრმანი წარმართთანი, რიცხვით ცხრანი, მიუდგიან უკანა, რამეთუ შესულებულ იყვნეს ყრმათა მათ ქრისტეანეთადა და უყვარდა მათ რჩული ქრისტეანობისაი. და ვითარცა მიიწინიან კართა ეკლესიისა, არა შეუტევნიან ქრისტეანეთა ეკლესიად, არამედ ესრეთ ჰრქვიან მათ, ვითარმედ:

- თქვენ შვილნი ხართ მეკერპეთანი და არა ჯერ არს შემოსლვაი თქვენი სახლსა ღმრთისასა!

და იგინი წარვიდიან გულკლებულნი და სირცხვილეულნი. და მრავალგზის ყვიან ესრეთ ყრმათა მათ.

და შემდგომად ამისა, მივიდეს ყრმანი იგი წარმართთანი ეკლესიასა ქრისტეანეთასა. და ენება შესლვაი მათ თანა მძლავრებით. მაშინ ჰრქვეს ქრისტეანეთა:

- უკეთუ გნებავს შემოსვლად ჩვენ თანა ეკლესიად, გრწმენინ უფალი ჩვენი იესუ ქრისტე და ნათელიღეთ სახელისა მიმართ მისისა და ეზიარენით საიდუმლოთა მისთა და შეგვერთენით ქრისტეანეთა.

ხოლო მათ მუნქვესვე სიხარულით შეიწყნარეს სწავლაი იგი ქრისტეანეთაი და აღუთქვეს ესე ყოფად.

ხოლო იგინი მსწრაფლ წარვიდეს მღდელისა მის, რომელი იყო ხუცესი სოფლისაი მის, კაცი წმიდაი, ღირსი და პატიოსანი, და აუწყეს საქმეი ყრმათაი მათ. ხოლო მან მოიხსენა სიტყვაი იგი სახარებისაი, რომელი თქვა უფალმან ჩვენმან იესუ ქრისტემან: "რომელმან არა დაუტევოს მამაი თვისი და დედაი თვისი, დანი და ძმანი, ცოლი და შვილნი, და არა აღიღოს ჯვარი თვისი და შემომიდგეს მე, იგი არა არს ჩემდა ღირს".

მაშინ წარვიდა მღდელი იგი თავსა ზედა მდინარისა მის დიდისასა და მის თანა სიმრავლეი ქრისტეანეთაი. და იყვნეს ყრმანიცა იგი წარმართთანი მათ თანა. იყო ჟამი ზამთრისაი და ღამეი ნეფხვისაი, რამეთუ დღისი ვერ იკადრებდა ნათლისცემასა მათსა შიშისაგან წარმართთაისა. და უფალმან ჩვენმან იესუ ქრისტემან ღამე ნათელიღო იორდანესა მდინარესა იოვანესაგან. მაშინ მოსცემდა წყალი იგი მკსინვარებასა სიცივისასა. და ვითარცა შთახდეს ყრმანი იგი მდინარესა მას და ნათელსცა ხუცესმან მან სახელითა მამისაითა და ძისაითა და სულისა წმიდისაითა, და იტყოდა ჟამობასა ამას:

- "სული წმიდაი გარდამოხდა, ვითარცა ტრედი, ზედა იორდანესა, რაჟამს ქრისტე ნათელს იღებდა, ანგელოზნი თანაუდგეს, ამას გალობასა იტყოდეს: ალილუიაი, ალილუიაი", - მაშინ მოსცა წყალმან მან ფრიადი სიტფოი, ვითარცა ამაბომან. და ბრძანებითა ღმრთისაითა სამოსელნი სპეტაკნი მოიხვნეს ანგელოზთა ზეცით და შეჰმოსნეს ყრმათა მათ ახალ ნათელღებულთა უხილავად კაცთაგან. და ყრმანი იგი ქრისტეანენი ექმნნეს მათ ნათლის მამა. და არღარა მიაქციეს ყრმათა მათ ნათელღებულთა მშობელთა მათთა თანა, არამედ დაადგრეს ქრისეანეთა თანა და იყოფვოდეს მათ თანა.

და შემდგომად რავდენთამე ჟამთა აგრძნეს მშობელთა მათთა საქმეი ესე და გამოიტაცნეს ყრმანი იგი მძლავრობითა სახლებისაგან ქრისტეანეთაისა დიდითა შეურაცხებითა და რისხვითა, გულისწყრომითა და გინებითა, და მიიყვანნეს სახლად თვისსა, დაჰბძარნეს თავნი მათნი და დაალებნეს ხორცნი მათნი ფიცხლითა მით ცემითა, ხოლო მათ ესთენ ოდენ მიუგეს და ჰრქვეს მშობელთა მათთა.

- ჩვენ ქრისტეანენი ვართ და არა ჯერ არს, ვითარმცა ვჭამეთ და ვსვით ნაგები კერპთაი.

და დაყვეს ყრმათა მათ შვიდი დღე უჭმელად და უსუმელად და არაისა გემოი იხილეს, არამედ იზარდებოდეს სულისა მიერ წმიდისა, რომელიცა ნათლისღებასა შეიმოსეს. მაშინ უთქმიდეს მშობელნი მათნი ყოველსა კეთილსა და სამოსელსა ჭრელსა თითოფერსა. ხოლო მათ იგივე სიტყვაი თქვიან, ვითარმედ:

- ჩვენ ქრისტეანენი ვართ და არარაი გვიხმს თქვენგან, არამედ განგვიტევენით და წარვიდეთ ქრისტეანეთა თანა.

და ვითარ ვერ შეუძლეს მტკიცეი იგი სარწმუნოებაი მათი შერყევად, მივიდეს მთავრისა წინაშე მის ჟამისასა, რამეთუ იყო იგიცა წარმართი, და აუწყეს ყოველი იგი ყოფილი და საქმეი ყრმათაი მათ. ხოლო მთავარმან მან ჰრქვა მათ:

- რამეთუ თქვენნი არიან, ხელმწიფებაი გაქვს, უყავთ, რაიცა გნებავს. 

ხოლო მათ ჰრქვეს:

- ბრძანე და მოვედ ჩვენ თანა და ქვითა განვტვინნეთ იგინი, რაითა არა სხვანი ჰბაძდენ და ქრისტეანე იქმნენ.

და ხუცესსა მას ზედა არამცირედი ჭირი მიაწიეს, რამეთუ იავარყვეს ყოველი ნაყოფი მისი და განიყვეს მონაგები მისი და დასდვეს თავსა მისსა წყლულებაი ფიცხელი, კნინ ერთ და მომცა-კლეს, და განხადეს სამკვიდრებელით თვისით.

მაშინ განაჩინეს დღე იგი ღვაწლისაი წმიდათა მათ მოწამეთაი. და გამოვიდა მთავარი იგი და მის თანა სიმრავლეი ერისაი ურიცხვი. და მოვიდეს თავსა მას ზედა წყაროისასა, სადა-იგი ნათელეღო წმიდათა მათ ყრმათა. დათხარეს ხნარცვი ფრიად ღრმაი და მოიყვანნეს მშობელთა მათთა წმიდანი იგი ყრმანი და შთაყარნეს ხნარცვსა მას შინა. ხოლო იგინი იყვნეს რომელიმე ცხრისა წლისაი და რომელიმე შვიდისა წლისაი, გინა უფრო, გინა უმცრო. სხვაი არარაი იცოდეს, რაიმცა თქვეს, ამას ოდენ იტყოდეს:

- ჩვენ ქრისტეანენი ვართ და მისთვისცა მოვსწყდებით და მოვკვდებით, რომლისა მიმართ ნათელვიღეთ.

მაშინ უღმრთოთა მათ მშობელთა მათთა განუხეთქნეს თავნი მათნი და განტვინნეს იგინი.

გველთა და იქედნეთა, ასპიტთა და მხეცთა იციან წყალობაი შვილთაი, ხოლო ამათ უშჯულოთა არა ყვეს წყალობაი შვილთა მათთათვის. და სიმრავლემან ერისამან დაჰკრიბეს ქვაი, ვიდრემდის აღავსნეს ხნარცვი იგი და დაფარნეს ქვითა წმიდანი იგი გვამნი მათნი და მიწაი იგი აღმოთხრილი მიასხეს ზედა კერძო მათსა. და ექმნა მათ ადგილი იგი სამარხო და სამარტვილო წმიდათა მათ ნაწილთა მათთა.

მაშინ აღესრულა სიტყვაი იგი სახარებისაი: "მისცეს ძმამან ძმაი სიკვდიდ და მამამან შვილი, და აღდგენ მამა-დედანი შვილთა მათთა ზედა და მოჰკლვიდენ მათ".

და სრულ იქმნა წამებაი მათი და შეირაცხნეს იგინი პირველთა მათ მოწამეთა თანა და მათ თანა იხარებენ სასუფეველსა ცათასა გვირგვინოსანნი წინაშე უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესა, რომელსა შვენის დიდებაი და პატივი და თავყანისცემაი თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე აღაპი და მასთან 7 მოწამე
15 (28) მარტს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოწამე აღაპი და მასთან 7 მოწამის (+303) ხსენების დღეს.
22 მარტი - ხსენება წმიდა მოწამე ურპასიანესი (+295)
მაქსიმიანემ ბრძანა, ხეზე მიებათ ურპასიანე და ხარის გამხმარი ძარღვებით ეცემათ. შემდეგ წმიდანი რკინის გალიაში ჩასვეს და ცეცხლი შეუნთეს. წმიდა ურპასიანემ აუტანელი ტკივილები ლოცვით დაითმინა.
gaq