საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ხელოვნება

დიდი კომპოზიტორი ალექსანდრე ბასილაია
გაიოზ მამალაძე

შესანიშნავი ქართველი კომპოზიტორი და მუსიკოსი, თაობებისათვის საყვარელი ადამიანი, ალექსანდრე ბასიალაია დაიბადა 1942 წლის 11 მარტს. 1967 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, კონტრაბასის კლასი.  1963 წლიდან მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო კონსერვატორიაში პიანისტ-აკომპანიატორად.

 მისი და თანამედროვე ქართული მუსიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამარჯვების ხანა დაიწყო 1968 წლიდან, როცა ალექსანდრე ბასილაია გახდა ანსამბლ „ივერიის“ ხელმძღვანელი.

 1960 წლები ურთულესი პერიოდი იყო მთელი მსოფლიოს მუსიკოსებისათვის, მათ შორის საბჭოთა კავშირში მცხოვრებთათვის.

 ამ პერიოდში დიდი გარდატეხა ხდება მსოფლიო მუსიკალურ სამყაროში. ასპარეზზე გამოსულები არიან ბითლზები, როლინგ სთოუნზი, ჰუ, ლედ ზეპელინი, დიიფ ფარფლი და სხვა ლეგენდარული ჯგუფები თუ სოლისტები. მსოფლიო აღტაცებულია თავისი მუსიკალური კერპებით, ახალი სტილებით, ახალი მიმართულებებით.

 მიუხედავად იმისა, რომ სსრკ-ს საზღვრები ჩაკეტილი იყო, საბჭოელი მუსიკის მოყვარულები მაინც ახერხებდნენ და ეცნობოდნენ უცხოეთის მუსიკალურ მიღწევებს. ლეგენდარული ჯგუფების ჩანაწერებიც შემოდიოდა თბილისში და იპყრობდა ქართველი მსმენელის გულს. ასეთ დროს, კონკურენციის გაწევა უცხოური ლეგენდარული ჯგუფებისათვის ურთულესი საქმე გახლდათ.

 გარდა ამისა, ქართველი მსმენელი თავის ტრადიციული კარგი გემოვნებით შეჩვეული იყო მაღალმხატვრული შემოქმედების მოსმენას. ქართველი მსმენელის გემოვნება ათასწლეულების მანძილზე ყალიბდებოდა. ქართული მუსიკალური ხელოვნება, ხალხური, საეკლესიო თუ საქალაქო, ჯერ კიდევ ძალიან პოპულარული იყო (და არის საბედნიეროდ) საქართველოში. ამასთან, “ივერიის” მოღვაწეობას წინ უძღოდა “ორერას” პოპულარობა და სხვა შესანიშნავი ჯგუფების შემოქმედება ქვეყანაში. ასეთ ვითარებაში სცენაზე გამოსვლა ურთულესი რამ გახლდათ.

 სწორედ, ასეთ დროს გამოვიდა ასპარეზზე “ივერია” და მაშინვე მოახერხა ქართველი მაყურებლის დიდი სიყვარულის დამსახურება. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ქართველები იყვნენ და ქართულად მღეროდნენ, არამედ იმიტომ, რომ ძალიან დიდი შემოქმედებითი ძალით და შესანიშნავი ნიჭით იყო “ივერია” აღსავსე. თითქმის ყველა მათი სიმღერა ჰიტი ხდებოდა, რომელსაც ხშირად მოისმენდი ღია ფანჯრებიდან ქუჩაში...

 ალექსანდრე ბასილაიას დამსახურებებზე საუბარი სასიამოვნოა. გავიხსენოთ მისი უკვდავი სიმღერები და შესანიშნავი მიუზიკლები: “ჩხიკვთა ქორწილი”, “არგონავტები”, “თოვლის ბებოს ზღაპარი”, “ფიროსმანი” და

სამეფო კლუბი პატივისცემით იხსენიებს დიდ კომპოზიტორ ალექსანდრე ბასიალაიას
სხვა. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია მისი მუსიკა ფულმებში თუ ანიმაციური ფილმებში. რამდენად გაღარიბდებოდა თანამედროვე ქართული კულტურა, ეს შესანიშნავი ნაწარმოებები რომ არ გვქონდოდა და რაოდენ კიდევ უფრო მოსაწყენი იქნებოდა ჩვენთვის ცხოვრება საბჭოეთში. 

 მართლაც დიდი დამსახურებისათვის ალექსანდრე ბასილაიას 1987 წელს მიანიჭეს საქართველოს სახალხო არტისტის წოდება. 1990 წლიდან თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის დირექტორი და სამხატვრო ხემძღვანელი გახდა, სადაც ჩვენი თანამედროვე მუსიკასთან შეხვედრის ცენტრი იყო ჩვენთვის. 2002 წელს ალექსანდრე ბასილაიას მიანიჭეს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.

 რა თქმა უნდა, მცირერიცხოვანი და ისიც დაპყრობილი, რკინის ფარდის უკან მცხოვრები ერის მუსიკალური სამყაროს წარმომადგენლებისათვის მსოფლიო პოპულარობისათვის საზღვრები, ფაქტიურად, გადაღობილი იყო. თუმცა ალექსანდრე ბასილაიამ და “ივერიამ” მაინც შეძლეს და წარმატებით მოიარეს პოლონეთი, ჩეხოსლოვაკია, პორტუგალია. მთელი რუსეთი და საბჭოთა კავშირი რომ მოხიბლული ჰყავდათ, ეს ყველამ იცის. მაგრამ ეს ძალიან ცოტა იყო ალექსანდრე ბასილაიასათვის. ის გაცილებით დიდი მასშტაბის კომპოზიტორი გახლდათ, რომელსაც სცენის სივრცე ჰქონდა ჩაკეტილი კომუნისტური ხელისუფლების მიერ.

 დიდ ბრიტანეთში როლინგ სთოუნზის სიმღერებს სიმფონიური ორკესტრი უკრავდა ხოლმე კლასიკურ სტილში და ძალიან კარგი გამოდიოდა. რომ გავიხსენოთ, ასევე შესანიშნავია ალექსანდრე ბასიალიას ნაწარმოებები, არა მარტო თანამედროვე, ასევე კლასიკური მუსიკალური სტილით შესრულებისას. მისი ლირიკა უზადოა, ბრწყინვალეა მისი ჰეროიკული თემა, პატრიოტული თემატიკის მელოდიაც.

 მსოფლიოში მუსიკოსებისა და ჯგუფების პოპულარობა, ხშირად, მათ მიერ გაყიდული სინგლებისა და ალბომების რაოდენობით განისაზღვრება. საქართველოში ვერ იპოვნიდით ოჯახს, რომ არ ჰქონოდა “ივერიის” სინგლები და ალბომები, ასევე ჩანაწერები ბაბინებზე. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ალექსანდრე ბასიალიას მუსიკამ და ჯგუფმა (რომელშიც ბრწყინვალე მუსიკოსები იყვნენ), პროცენტულად მსოფლიო რეკორდები დაამყარა საქართველოში.

 თუ უცხოეთში რომელიმე ლეგენდარული ჯგუფის ფანები, მეტნაკლებად მაინც, ამა თუ იმ ასაკს მიეკუთვნებოდნენ, საქართველოში ყველა, დიდი თუ პატარა, მოხუცი თუ ახალგაზრდა, ალექსანდრე ბასიალაიასა და “ივერიის” ფანი იყო.

 დიდი კომპოზიტორი ალექსანდრე ბასილაია გარდაიცვალა 2009 წლის 3 ოქტომბერს. სრულიად დამსახურებულად ქართველმა ხალხმა ის დიდუბის პანთეონში დაკრძალა.

მამული, ენა, სარწმუნოება

2017-07-23
ორმოცდახუთთა მოწამეთა, ნიკოპოლისს წამებულთა: ლეონტისა, მავრიკიოსისა, დანიელისა, ანტონისა, ალექსანდრესი, იანიკიტესი, სისინიოსისა, მენევსისა, ბირილადესი და სხვათა (დაახ. 319); მოწამისა აპოლონისა (III); მოწამეთა ვიანორესი და სილუანესი (IV); ღირსთა ეგვიპტელ მეუდაბნოე მამათა, ცეცხლითა და კვამლით მომწყდართა (დაახ. 398).
ორმოცდახუთი მოწამე
წმიდანნი ორმოცდახუთნი მოწამენი, წამებულნი ნიკოპოლს სომხეთისასა: ლეონტი, მავრიკიოსი, დანიელი, ანტონი, ალექსანდრე, იანიკიტე, სისინიოსი, მენევსი, ბირილადე და სხვანი (+დაახლ. 319), რომელთა ხსენებაც აღესრულება 22 ივლისს, სომხეთის ქალაქ ნიკოპოლში ეწამა კონსტანტინე დიდის თანამმართველის, იმპერატორ ლიკინიუსის (307-324) ზეობისას. ლიკინიუსი სასტიკად დევნიდა ქრისტიანებს. მან თავის, აღმოსავლეთის ოლქში გამოსცა კანონი, რომელიც წამებით სიკვდილს უქადდა ყველას, ვინც კერპებს არ სცემდა თაყვანს. როცა დევნა ქალაქ ნიკოპოლშიც დაიწყო, მაცხოვრის ორმოცმა მსასოებელმა გადაწყვიტა, ნებსით ჩაბარებოდნენ მტარვალებს და ქრისტეს სახელისათვის წამება დაეთმინათ.
პეჩორის სავანის დამფუძნებელი
ღირსი ანტონი პეჩორელი (+1073), რომლის ხსენებაც არის 23 ივლისს, დაიბადა ჩერნიგოვის მახლობლად, დაბა ლიუბეჩში. ღვთისმოშიშებით აღზრდილი ყმაწვილი, სიყმაწვილიდანვე ბერული ცხოვრების სიყვარულით იყო განმსჭვალული. მან მღვიმეც კი გამოკვეთა, სადაც დაყუდებით აპირებდა ცხოვრებას, მაგრამ მალე დარწმუნდა, რომ ამგვარი ღვაწლისთვის გამოცდილი მოძღვრის წინამძღვრობა იყო აუცილებელი და ათონის მთას მიაშურა. აქ წმიდანი ანტონის სახელით აღიკვეცა ბერად. ჭაბუკი მოსაგრე თავისი კეთილგონიერებით, თავმდაბლობით, მორჩილებით, მკაცრი მარხვითა და ღამისთევებით თვით წმიდა მთის მამებსაც კი აოცებდა.
gaq