საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ხელოვნება

ავთო ვარაზი
ავთო (ავთანდილ) ვასილის ძე ვარაზი (ვარაზაშვილი) (დ. 25 ოქტომბერი, 1926, თბილისი ― გ. 3 მარტი, 1977, თბილისი) — ქართველი ფერმწერი. იგი ქართულ მხატვრობაში პირველი იყო, ვინც კოლაჟის ტექნიკა გამოიყენა.

მშობლები: მამა – ვასილ სოფრომის ძე ვარაზი (ვარაზაშვილი), (1888)– პათფიზიოლოგი, ბიოქიმიკოსი, დოქტორი, თბილისი სამედიცინო ინსტიტუტის პროფესორი, ბიოლოგიური ქიმიის კათედრის გამგე. 1938 წელს გერმანულ ჟურნალ “ექსპერიმენტალურ მედიცინაში” გამოქვეყნებული შრომების საფუძველზე ნობელის პრემიის კანდიდატი. დედა – ელისაბედ ვარაზი.
1943-1948 წლებში ავთო ვარაზი სწავლობდა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტზე. 1948 წელს ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ასპირანტი გახდა.

ავთო ვარაზის ტილოები მსოფლიოს მუზეუმებშია წარმოდგენილი, მაგრამ ზოგიერთი ნამუშევრის ბედი დღემდე უცნობია. ავთო ვარაზის ნამუშევრებიდან „ხარის თავი“ ნიუ-ორკის „მოდერნ არტის“ მუზეუმში ინახება, მეორე, კვლავ „ხარის თავის“ სახელწოდებით, თუმცა სინამდვილეში „კრავის თავს“ წარმოადგენს, აშშ-ის ზიმერლის ნონკომფორმისტულ მუზეუმში; მესამე, „ხარის თავი“ - ალექსანდრე გლეზერთან, პარიზში ხოლო „რვაფეხა“ კი კოსტაკისის კერძო კოლექციაში საბერძნეთში. მისი 15 ნამუშევარი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, ასევე, ქუთაისის, ცაგერის, ამბროლაურის და სენაკის სახვითი ხელოვნების მუზეუმებში ინახება.
ავთო ვარაზი ქართული მხატვრობაში პირველი იყო ვინც კოლაჟის ტექნიკა გამოიყენა. მის შემოქმედებაში ყოველთვის მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა რელიგიურ მოტივებს. ავთო ვარაზი,როგორც ფერმწერი,უმთავრესად პორტრეტისა და ნატურმორტის ჟანრში მუშაობდა.
ავთო ვარაზი წლების განმავლობაში მუშაობდა სამუზეუმო ექსპოზიციის გაფორმებაზე. მან მხატვრულ გაფორმებაში მთავარ მაორგანიზებელ ელემენტად ფერი აქცია, სადაც მნიშვნელოვანი ობიექტები ფერადოვანი აქცენტების მეშვეობით იყო გამოყოფილი: 1961 წელს ჯანაშიას მუზეუმის არქეოლოგიური განყოფილების გამოფენა, ფეოდალიზმის ეპოქის განყოფილების გამოფენა; რუსთაველისადმის მიძღვნილი გამოფენა სურათების გალერეაში; ლიტერატურული მუზეუმი; იოსებ გრიშაშვილის და გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმები. მხატვრულად გააფორმა აგრეთვე რეჟისორ გიორგი შენგელაიას კინოფილმი "ფიროსმანი" (სცენარის ავტორი – ერლომ ახვლედიანი), სადაც ფიროსმანის როლი მანვე შეასრულა (1969).
მხატვარი 1977 წელს მარტში გარდაიცვალა, ამავე წლის მაისში შედგა მისი ნამუშევრების პირველი პერსონალური გამოფენა. გარდაცვალების შემდეგ ნიუ-იორკის მოდერნ-არტ მუზეუმიდან მის ოჯახს მოუვიდა გამოფენაზე მოწვევა.
ავთო ვარაზმა ითამაშა ნიკო ფიროსმანის როლი, გიორგი შენგელაიას ფილმში "ფიროსმანი". ფილმის მხატვარის იგი გახლდათ.

მხატვრის გამონათქვამები
როცა ტილოს უჯდება, თავად არ იცის მხატვარმა, რა გამოვა მისი ნამუშევრისგან, რადგან მხატვარი მხოლოდ მუშაობის დროს ცხოვრობს.მთავარია ნახატი გესაუბრებოდეს და სუნთქავდეს. მართალია, ნახატის ბოლო ლურსმანია, რომელზდაც იგი უნდა ეკიდოს მუდმივად თუ დროებით, მაგრამ მხატვარს არ უნდა ავიწყდებოდეს, რომ იგივე ლურსმანზე მისი ცხოვრების ნაწილი ჰკიდია.
ჰგავდეს შენი მუშაობა ფრინველთა ფრენას. როგორც კი იფიქრებ, როგორ უნდა გააკეთო, აღარაფერი გამოვა.ფერწერა უნდა იყოს სიცოცხლის დამამკვიდრებელი, ხოლო თუ დეკორატიულია, მაშინ სიხარულით სავსე – მანჭვის, ძალდატანების, აგიტაციის გარეშე.
არ მჯერა იმ ცუდად მოწყობილი სათბურებისა, სადაც უცოდინრობასა და დილეტანტებს დრესირებული მხატვრების ახალი სახეობის გამოყვანა უნდა.
რაც უფრო დიდია მხატვარი, მით უფრო მეტად “ტყუის” იგი ფერწერაში და გვაჯერებს.
ძველი ოსტატები “გვკარნახობენ”.
თავისი საქმის დიდოსტატი მისთვის უცხო სფეროში შეჭრის მცდელობის დროს გარდაისახება. გონებაჩლუნგად.ნატურმორტის წერისას გახსოვდეს საგნებს შორის სივრცე, – ეს ისევე მნიშვნელოვანია, როგორც თვით საგანი.ნუ დაიხმარ ნურავის ბუნების გარდა. ბოლომდე გამოხატე შენი დამოკიდებულება გარემოსადმი. ენდე შენ შინაგან გრძნობას. არავითარი ეჭვი და რიდი.

მამული, ენა, სარწმუნოება

2017-08-22
მოციქულისა მატათასი (დაახ. 63); მოწამისა ანტონი ალექსანდრიელისა; ღირსისა ფსოე ეგვიპტელისა (IV); მოწამეთა: იულიანესი, მარკიანესი, იოანესი, იაკობისა, ალექსისა, დიმიტრისა, ფოტიოსისა, პეტრესი, ლეონტისა, მარიამ პატრიკიასი და სხვათა (730).
ღირსი ექვთიმე - ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვარი (+1804)
8 (21) აგვისტოს ქართული ეკლესია აღნიშნავს ღირსი ექვთიმეს - ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვრის (+1804) ხსენების დღეს.
მართალი ნონა, დედა გრიგოლ ღვთისმეტყველისა (+374)
გრიგოლ ღვთისმეტყველის დედა, რომლის ხსენებაც არის 18 აგვისტოს, ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა და აღიზარდა. მშობლები, ფილტატიოსი და გორგონია მას ქრისტიანული სულისკვეთებით ზრდიდნენ. როცა დრომ მოაწია, დედ-მამამ ქალწული მდიდარ მიწათმფლობელს, გრიგოლს მიათხოვეს, რომელსაც არიანზსა და ნაზიანზოსში ჰქონდა მამულები. სულიერი თვალსაზრისით ქორწინება მძიმე გამოდგა ღვთისმოსავი ქალისთვის, რადგანაც ქმარი წარმართი იყო. კეთილმსახური ნონა მხურვალედ ევედრებოდა ღმერთს, რომ გრიგოლი ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოექცია.
gaq