საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ხელოვნება

არტემ ერქომაიშვილი

არტემი ერქომაიშვილი (დ. 26 ოქტომბერი, 1887, მაკვანეთი ― გ. 2 თებერვალი, 1967, მახარაძე) — თვითნასწავლი კომპოზიტორი, ლოტბარი, მომღერალი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1951).


გურული სიმღერების შესრულებას დაეუფლა ბავშვობაშივე. 1908 წელს მა მელქისედეკ ნაკაშიძესთან დაიწყო საგალობლების შესწავლა. არტემი ნაკაშიძეს ნესტორ კონტრიძემ წარუდგინა 1908 წლის შობა დღეს, წირვის შემდეგ. ნაკაშიძეს მოეწონა ყმაწვილის ნიჭი და მის მამას, გიგო ერქომაიშვილს, თხოვა, მომეცი ეს ბიჭი, წავიყვან ოზურგეთში და გალობას უფასოდ ვასწავლიო. ერქომაიშვილმა ნაკაშიძისგან 2000-მდე საგალობელი ისწავლა, რომელიც 1966 წელს მაგნიტოფონზე ჩაწერა კომპოზიტორმა და ფოლკლორისტმა კახი როსებაშვილა, 2002 წელს კი ნოტებზე გადაიღო დავით შუღლიაშვილმა.

1911 წელს დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა. 1924 წლიდან ხელმძღვანელობდა ხალხურ გუნდებს მაკვანეთში, ბათუმში,ოზურგეთში. მართავდა კონცერტებს საქართველოს და სსრკ-ს სხვადასხვა ქალაქში. 1927 წელს არტემ ერქომაიშვილმა ქუთაისში ჩატარებულ I რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე ბათუმის გუნდი გაიყვანა. გუნდში მღეროდნენ გიგო, არტემ, დავით, ანანია და ვლადიმერ ერქომაიშვილები. ჟიურიმ გუნდს I ადგილი და უმაღლესი ჯილდო მიაკუთვნა. 1929 წელს გუნდი გამოვიდა თბილისში II რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე. 1930 წელს კი მონაწილეობა მიიღო თბილისში, რუსთაველის თეატრში გამართულ გამარჯვებული გუნდების კონცერტშ

ი. ამის შემდეგ არტემ ერქომაიშვილის გუნდი მიიწვიეს ლენინგრადში, მოსკოვსა და ხარკოვში. 1929წელს მისმა გუნდმა კონცერტები გამართა მოსკოვსა და ლენინგრადში და სპეციალისტთა დიდი მოწონება დაიმსახურა. გუნდის რეპერტუარის თვალსაჩინო ნიმუშები ჩაიწერეს ფონოგრაფზე და ინახება სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ფინოგრამარქივში. 1934 წელს ერქომაიშვილის გუნდი წარმატებით გამოვიდა თბილისში, ოპერის თეატრში ამიერკავკასიის ხალხთა ხელოვნების ოლიმპიადაზე. 1950 წლიდან ხელმძღვანელობდა ოზურგეთის კულტურის სახლის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლს, 1955 წელს კი ლიხაურის მომღერალთა 40 კაციან გუნდ. 1966 წელს მან კონსერვატორიაში 200-მდე საგალობელი ჩაწერა.

1932 წელს გარდაიცვალნენ მომღერლები ნესტორ კონტრიძე, სამუელ ჩავლეიშვილი და გიორგი ბაბილოძე. ამასთან დაკავშირებით არტემ ერქომაიშვილმა შექმნა სიმღერა „დავკარგეთ სამი მომლხენი“.

არტემ ერქომაიშვილი ქართული სასულიერო გალობის უკანასკნელი შემსრულებელი იყო. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ფოლკლორისტიკის კათედრის ლაბორატორიაში ინახება მის მიერ შესრულებული 200-მდე საგალობლის ჩანაწერი.

მამული, ენა, სარწმუნოება

19 მაისი - ხსენება მოწამე ბარბარ ავაზაკყოფილისა
წმიდა მოწამე ბარბარ ავაზაკყოფილი საბერძნეთში ცხოვრობდა და მრავალი წელი ავაზაკობდა. სახიერმა უფალმა, რომელსაც არ უნდა ცოდვილის სიკვდილი, სინანულით აავსო მისი სული. ერთხელ, როცა ბარბარი გამოქვაბულში იჯდა და ნაძარცვს ათვალიერებდა, ღვთის მადლმა შეძრა მისი გული. ის დაფიქრდა გარდაუვალ სიკვდილზე და საშინელ სამსჯავროზე.
19 მაისი - ხსენება წმიდა მართალი იობ მრავალვნებულისა (დაახლ. 2000-1800 წ. ქრისტემდე)
წმიდა მრავალვნებული იობი (დაახლ. 2000-1800 წ. ქრისტემდე) ცხოვრობდა ჩრდილოეთ არაბეთში, ყუცის ქვეყანაში. მისი ცხოვრება აღწერილია ბიბლიაში (იობის წიგნი). არსებობს ვარაუდი, რომ იობი აბრაამის ძის, ნაქორის ვაჟი იყო. ღვთისმოშიში და ღვთისმოსავი იობი მთელი სულით უფლის ნებას იყო მინდობილი.
gaq