საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ხელოვნება

კოტე მარჯანიშვილი
კონსტანტინე (კოტე) ალექსანდრეს ძე მარჯანიშვილი (დ. 28 მაისი, 9 ივნისი, 1872, სოფ. ყვარელი — გ. 17 აპრილი, 1933, მოსკოვი, დასაფლავებულია თბილისში) — საბჭოთა ეპოქის ქართველი რეჟისორი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1931).

лოტე მარჯანიშვილის მამა, ალექსანდრე ანდრიას ძე მარჯანიშვილი (მარჯანოვი, გ. 1876) იყო რუსეთის არმიის ვიცე-პოლკოვნიკი, ფრანგულიდან თარგმნა ალექსანდრე დიუმას „ორი დიანა“; დედა, ელისაბედ სოლომონის ასული ჭავჭავძე (დ. 1850 — გ. წ. უცნობია) იყო აკაკი წერეთლის წერილების ადრესატი, ხოლო ილია ჭავჭავაძემ მას ლექსი „გახსოვს, ტურფავ...“ მიუძღვნა. ალექსანდრე მარჯანიშვილის და — მაგდალინა იყო პუბლიცისტ სერგეი მესხის დედა და მსახიობ ვერიკო ანჯაფარიძის დიდი ბებია.

კოტე მარჯანიშვილს ჰყავდა ორი და — თამარი და ნინო. უფროსი და — თამარი 1890 წლიდან ბოდბის, შემდგომ სერაფიმო-ზნამენსკის ქალთა მონასტერის წინამძღვარი (იღუმენია) იყო; უმცროსი და — ნინო ცოლად ჰყავდა ექიმ გრიგოლ ელიავას. მათი ვაჟი გიორგი ელიავა იყო ცნობილი მიკრობიოლოგი და საზოგადო მოღვაწე.

რუსთაველის თეატრის დასი: კოტე მარჯანიშვილი, ვ. სიმონიშვილი, ალექსანდრე ახმეტელი, დ. ჩხეიძე, მიხეილ ქორელი, ა. გველესიანი, ვალერიან სიდამონ-ერისთავი, დოდო ანთაძეგანათლება მიიღო თბილისის პირველ გიმნაზიაში, სადაც ხშირად მონაწილეობდა სასკოლო წარმოდგენებში. მარჯანიშვილი პირველად გამოვიდა 1894 წელს ქუთაისის დრამატულ დასში, რომელსაც კ. მესხი ხელმძღვანელობდა. ამავე წელს 27 ნოემბერს დებიუტი ჰქონდა თბილისის სცენაზე, შეასრულა ერეკლეს როლი ა. წერეთლის დრამატულ პოემაში "პატარა კახი". 1897 წელს მარჯანიშვილი რუსეთში გაემგზავრა. მსახიობობდა ქ. ელიზავეტგრადში, ქერჩში, ბაქოში, ტაშკენტში, აშხაბადში, ტულაში, ლუგანსკში, ვიატკაში.

1900-1901 წლებში სათეატრო სეზონში ვიატკაში დადგა ა. ჩეხოვის პიესა "ძია ვანია". 1904-იდან მოღვაწეობდა როგორც რეჟისორი. 1904-1905 და 1905-1906 სეზონში მიიწვიეს კ. ნეზლობინის დრამატულ დასის რეჟისორად რიგაში, სადაც დადგა მ. გორკის პიესა "მოაგარაკენი". 1905 რევოლუციის დღეებში მარჯანიშვილი დაუახლოვდა მ. გორკის. იგი მონაწილეობდა პოლიტიკურ დემონსტრაციებში, გამოდიოდა მიტინგებზე. დიდ ყურადღებას უთმობდა თეატრის რევოლუციურ სულისკვეთებას, მოქალაქეობრივ პათოსს, სადღესასწაულო განწყობილებას. მარჯანიშვილი რეჟისორად მუშაობდა ხარკოვის (1906-1907), კიევის (1907-1908), ოდესის (1908-1909) დრამატულ დასებში.

1909 წლიდან მოსკოვის კ. ნეზლობინის თეატრის რეჟისორი იყო. ამ პერიოდში ა. სუმბათაშვილთან ერთად აქტიურ დახმარებას უწევდა ქართველ რეჟისორებს ვ.შალიკაშვილს, ა.წუწუნავას და ვ. მჭედლიშვილს, რომლებიც მოსკოვის სამხატვრო თეატრის სტუდიაში სწავლობდნენ. მოსკოვში მონაწილეობდა ქართული დრამატული სტუდიის შექმნაში. 1910-1913 წლებში მოღვაწეობდა მოსკოვის სამხატვრო თეატრში, სადაც დადგა კ. ჰამსუნის "ცხოვრების ბრჭყალებში" (1911), ჰ. იბსენის "პერ გიუნტი" (1912); მონაწილეობა მიიღო თ.დოსტოევსკის "ძმები კარამაზოვების" დადგმაში (1910), და ჰ. კრეგის დადგმის "ჰამლეტის" განხორციელებაში. 1913 წელს მარჯანიშვილმა მოსკოვში დააარსა "თავისუფალი თეატრი", სადაც თეატრალურ რუტინას დაუპირისპირა სინთეზური თეატრის პრინციპი, ცდილობდა აღეზარდა ყოველმხრივ განვითარებული მსახიობი, რომელიც გამოვიდოდა ოპერაში, დრამაში, პანტომიმაში. თეატრმა
რუსთაველის თეატრის დასი: კოტე მარჯანიშვილი, ვ. სიმონიშვილი, ალექსანდრე ახმეტელი, დ. ჩხეიძე, მიხეილ ქორელი, ა. გველესიანი, ვალერიან სიდამონ-ერისთავი, დოდო ანთაძე
მხოლოდ ერთი სეზონი (1913-1914) იარსება.
მარჯანიშვილმა აქ დადგა: მ. მუსორგსკის ოპერა "სოროჩინცის ბაზრობა", ჟ. ოფენბახის ოპერეტა "მშვენიერი ელენე", შნიცლერ-დონანის პანტომიმა "პიერეტას საბურველი" და სხვა. მარჯანიშვილი ხელმძღვანელობდა თეატრებს დონის როსტოვში (1914-1915), "ბუფის" (1916-1917) და მინიატიურების თეატრს (1917-1918) პეტროგრადში. 1919 წელს მარჯანიშვილმა კიევში, სოლოვცოვის თეატრში, დადგა ლოპე დე ვეგას დრამა "ცხვრის წყარო", ეს დადგმა შევიდა საბჭოთა თეატრის ისტორიაში, როგორც პირველი საბჭოთა სპექტაკლი. 1920 წელს მარჯანიშვილმს პეტროგრადში დააარსა კომიკური ოპერის თეატრი, რომელშიც საინტერესო დადგმები განახორციელა. 1922 წელს მარჯანიშვილი საქართველოში დაბრუნდა და საფუძველი ჩაუყარა ქართულ საბჭოთა თეატრს. მან სათუთად შემოინახა რევოლუციამდელი ქართული თეატრის დემოკრატიული და რეალისტური ტრადიციები, გაამდიდრა ისინი რევოლუციური იდეებით.

1922 წელს მარჯანიშვილმა რუსთაველის თეატრში დადგა რევოლუციურ-ჰეროიკული სპექტაკლი ლოპე და ვეგას "ცხვრის წყარო", რომელიც ქართული თეატრის განახლებას დაედო საფუძვლად. 1926 წლამდე მარჯანიშვილი სათავეში ედგა რუსთაველის თეატრს. აქ მან დადგა ზ. ანტონოვის "მზის დაბნელება საქართველოში" (1922), გ. ერისთავის "გაყრა" (1923), ჟ.მოლიერის "გააზნაურებული მდაბიო" (1924; მ. ქორელთან ერთად), უ. შექსპირის "ჰამლეტი" (1925) და სხვა.
1924-1928 წლებში მარჯანიშვილი მოღვაწეობდა ქართულ კინოში. გადაიღო ფილმები: "ქარიშხლის წინ" (1924), "სამანიშვილის დედინაცვალი" (1924), "ამოკი" (1927), "კრაზანა" (1928), "კომუნარის ჩიბუხი" (1929).

1928 წელს ქუთაისში დააარსა დრამატული თეატრი მე-2 სახელმწიფო თეატრის სახელწოდებით. 2 სეზონის შემდეგ (1928-1930) თეატრი თბილისში გადმოვიდა. მარჯანიშვილი ხელმძღვანელობდა ამ თეატრს გარდაცვალებამდე (გარდაცვალების შემდეგ, 1933, თეატრს მარჯანიშვილის სახელი ეწოდა). აქ მარჯანიშვილმა დადგა: ე.ტოლერის "ჰოპლა ჩვენ ვცოცხლობთ!" (1928), ბ. შოუს "წმინდა ქალწული" (1928); კარპიო ლოპე ფელიქს დე | ლოპე და ვეგას "ცხვრის წყარო" (1928), შ. დადიანი "კაკალგულში" (1928); კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა" (1929), პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი" (1929), გ. ბუხნიკაშვილის "კი მაგრამ..." (1930), პ. შელის "ბეატრიჩე ჩენჩი" (1930), ი. ოლეშას "სამი ბღენძი" (1931), კ. კალაძის "სახლი მტკვრის პირას" (1931), ა. აფინოგენოვის "შიში" (1932), უ. შექსპირის "ოტელო" (1932), ზ. ანტონოვის "მზის დაბნელება საქართველოში" (1933) და სხვა.

1930 წელს მე-2 სახელმწიფო თეატრმა მარჯანიშვილის ხელმძღვანელობით წარმატებით ჩაატარა გასტროლები მოსკოვსა და ხარკოვში. ეს იყო ქართული თეატრის პირველი გასტროლები საქართველოს გარეთ. მარჯანიშვილმა თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე დადგა: რ. ვაგნერის "ლოენგრინი" (1924), დ. არაყიშვილის "თქმულება შოთა რუსთაველზე" (1923), ზ. ფალიაშვილის "დაისი" (1924), ჯ. როსინის "ვილჰელმ ტელი" (1931) და სხვა. ცხოვრების უკანასკნელ წლებში მოსკოვში დადგა ფ. შილერის "დონ კარლოსი" (1933; მოსკოვის მცირე თეატრი), ი. შტრაუსის ოპერეტა "ღამურა" (1933; მოსკოვის ოპერეტის თეატრი) და სხვა.

მარჯანიშვილის სახელი მინიჭებული აქვს აგრეთვე ყვარლის სახალხო თეატრს. ყვარელში, მარჯანიშვილის სახლში გახსნილია მემორიალური მუზეუმი. დაწესებულია მარჯანიშვილის სახელობის პრემია.

მამული, ენა, სარწმუნოება

2017-06-23
ღირ. თამარ აღმსარებელისა (მარჯანიშვილი, 1936); მღვდელმოწამისა ტიმოთესი, პრუსელი ეპისკოპოსისა (351-363); მოწამეთა: ალექსანდრესი და ანტონინა ქალწულისა (დაახ. 313); ღირსისა თეოფანე ანტიოქიელისა (363); წმ. ბასიანე ლავდიის ეპისკოპოსისა (409).
ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი
მღვდელმოწამე ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 361-363), რომლის ხსენებაც აღესრულება 23 ივნისს, ქალაქ პრუსის (ბითვინია) ეპისკოპოსი იყო. წმიდა ცხოვრებისთვის მას უფლისგან სასწაულთქმედების მადლი მიენიჭა. მოციქულთა საყდრის მემკვიდრემ მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. როცა იულიანე განდგომილმა ტიმოთეს წმიდა ცხოვრების შესახებ შეიტყო, საპყრობილეში ჩააგდო იგი, მაგრამ წმიდანმა იქაც განაგრძო მაცხოვნებელი მოძღვრების გავრცელება.
წმიდა მოწამენი: ალექსანდრე და ანტონინა ქალწული
23 ივნისი არის ხსენების დღე ალექსანდრესი და ანტონინა ქალწულისა (+დაახლ. 313). წმიდა ანტონინა მცირე აზიის ქალაქ კროდამნში ცხოვრობდა. ჭეშმარიტი ღვთის სიყვარულით ანთებული ქალწული უსჯულო თანამემამულეებმა მმართველ ფისტეს მიჰგვარეს. ფისტემ მას შესთავაზა, დაბრუნებოდა მამა-პაპათა სჯულს, სანაცვლოდ კი ქალღმერთ არტემიდას ქურუმად არჩევა აღუთქვა. წმიდანმა მხნედ აღიარა ქრისტე და თავად ურჩია მმართველს, შეეწყვიტა კერპებში ჩაბუდებული ეშმაკების თაყვანისცემა.
gaq