საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ხელოვნება

უზომო სიყვარული (Whole Lotta Love)
გაიოზ (გია) მამალაძე

გადმობეჭდილია https://presa.ge/new/index.php?m=&AID=3192 
 16:45 16.02.2011

 2008 წლის აგვისტოში ჩვენ არ გვემღერებოდა, თავზე რუსული ბომბდამშენები დაგვფრინავდნენ და გვბომბავდნენ, თორემ ვნახავდით, რომ სიმღერით Whole Lotta Love 2008 წლის პეკინის ოლიმპიური თამაშები დაიხურა. უფრო სწორად, ამ სიმღერის თანხლებით (სიმღერის ტექსტი ცოტათი შეცვლილი იყო) გადაეცა ლონდონის მერს ოლიმპიური დროშა ანუ ოლიმპიური ესტაფეტა 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიადის ჩატარებისა.

....


პოპულარული ჟურნალის Rolling Stone-ს გამოკითხვით – "მსოფლიოს ყველა დროის 500 საუკეთესო სიმღერა" – Led Zeppelin 1969 წლის კომპოზიცია Whole Lotta Love 75 ადგილზეა 500 მსოფლიო შედევრს შორის.

მსოფლიოს ხუთას საუკეთესო სიმღერაში მოხვედრა უდიდესი პატივია. ჯერ ერთი, ეს ნიშნავს, რომ გამოკითხვაში მონაწილეების დიდმა ნაწილმა, ის საუკეთესოდ დაასახელა. გამოკითხვაში კი მონაწილეობას იღებდა თანამედროვე მუსიკის მოყვარულთა აბსოლუტურად ყველა მიმდინარეობის გულშემატკივარი.

კონკრეტულად, როკ მუსიკის მოყვარულთა შორის, ეს კომპოზიცი

ა უფრო დაფასებულია. 2010 წელს, ბრიტანული რადიოსადგურის "ებსოლუტ ქლესიქ როქ"-ის გამოკითხვის მიხედვით სიმღერამ Whole Lotta Love, მსოფლიოს საუკეთესო როკ-ათეულში მეოთხე ადგილი დაიკავა (პირველ ადგილზე გავიდა ამავე ჯგუფის სხვა კომპოზიცია Stairwey To Heaven).

ჟურნალ Kerrang მიხედვით, ამ კომპოზიციის გიტარის რიფი (riff) შესრულება, 3 ადგილზეა მსოფლიოს 100 საუკეთესო გიტარის რიფს (riff) შესრულებას შორის.

Led Zeppelin II არის, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მშვენიერი ჩანაწერი, რაც კაცობრიობას შეუქმნია. ეს კონცერტი არის არა მარტო საშუალო თაობის მუსიკის მოყვარულთა დიდი სიყვარულის ობიექტი, არამედ კონცერტი, რომელიც აერთიანებს ყველა თაობის როკის მოყვარულებს, რომლისგანაც დაიწყო კლასიკური როკის აღორძინების ისტორია. ბედნიერი იყო ის, 1970-იან წლებში, ვისაც შეეძლო ეს ფირფიტა ეყიდა.

Led Zeppelin II იწყება სიმღერით Whole Lotta Love. მართლაც უკვდავი სიმღერაა, ის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია ლეგენდარული ბრიტანული ოთხეულისა, რომელმაც მსოფლიოს დაუმტკიცა – როკი კლასიკაა.

სიმღერა დაწერა ჯიმი პეიჯიმ. სიმღერაში გამოიყენეს ბილი დიქსონის სიმღერის You Need Love სიტყვები. სხვა ვარიანტებიც არსებობდა სიმღერის შექმნის პროცესში. არავის ჩაუთვლია, რომ პლაგიატი მოხდა. მუსიკა იმდენად დიდებული იყო... ის სიტყვებიც მოუხდა. ასეთი რამ მუსიკალურ სამყაროში ხდებო

და ხოლმე. მით უმეტეს, დიქსონის სიმღერის გამოსვლიდან დიდი დრო იყო გასული. გავიდა კიდევ დიდი დრო, 1985 წელს დიქსონმა იჩივლა სასამართლოში და მოიგო პროცესი. ამის მერე, სადაც დასახელდება სიმღერის Whole Lotta Love ავტორები, მისი სახელიც უნდა მოიხსენიონ.

ეს ვითარება, სულაც არ ჩრდილავს ლეგენდარული ბრიტანელების მოღვაწეობას. მათ, სხვების სიმღერა, სხვა დროსაც შეუსრულებიათ, თუმცა ყოველთვის ორიგინალურობით გამოირჩეოდნენ. თანაც, აქ მხოლოდ ტექსტის მსგავსებაზეა ლაპარაკი.

კომპოზიცია იწყება და რამდენიმე წამში ყველაფერს მოიცავს აფეთქებასავით.

კომპოზიციას გიტარებით ასრულებდნენ ჯიმი პეიჯი და ჯონ პოლ ჯონსი (ბასი).

ჯიმი პეიჯი ამბობდა, რომ კომპოზიციის დამუშავებაში მონაწილეობა მიიღო ხმის რეჟისორმა ედ კრამერმა. “მე მას ავუხსენი რაც მინდოდა და ის შესანიშნავად დამეხმარა. ჩვენ გვქონდა რამდენიმე ვარიანტი, მაგრამ მისი ცოდნა დაბალი სიხშირის ვიბრაციებისა ძალიან დაგვეხმარა და შეავსო მთლიანი ეფექტი. რომ არა ის, ჩვენ სხვა გამოსავალს ვნახავდით" – იხსენებდა მერე ლეგენდარული გიტარისტი და მუსიკოსი, არანჟირების გენიოსი ჯიმი პეიჯი.

ამ სიმღერას ძალიან ხშირად ასრულებდა ლედ ზეპელინი კონცერტებზე, მათ შორის ხალხის მოთხოვნით.

1970-1980-იან წლებში კომპოზიცია გამოყენებული იქნა ბრიტანული ტელეპროგრამისათვის

Top of the Pops.

40 წლის მანძილზე კომპოზიციას არ დაუკარგავს ხიბლი.

 BBC გამოკითხვა, Top of the Pops იწყება სწორედ ამ კომპოზიციით.

როცა ეს კომპოზიცია იწერებოდა, 1969 წელს, პირველი კონცერტის ჩაწერიდან Zeppelin I, სულ ცოტა დრო იყო გასული. იმ დროს მუსიკოსები ჯერ კიდევ ღარიბები იყვნენ. თუმცა, 1968 წლის ნოემბერში, მათ მოახერხეს ხმის ჩამწერი კომპანია Atlantic Records 200.000 დოლარიან ავანსის მიღება. იმ დროისთვის, ეს იყო რეკორდული თანხა როკ ჯგუფისათვის. მაგრამ, ხარჯი ძალიან დიდი ჰქონდათ. ხმის ჩამწერი სტუდიის მენეჯერები კი ითხოვდნენ კონტრაქტის შესრულებას უმოკლეს ვადებში. მალე უნდა გამოსულიყო მეორე დისკიც Led Zeppelin II. ამიტომ, მუსიკოსები ყველგან ინტენსიურად მუშაობდნენ, სასტუმროში, თვითფმფრინავში.

აღნიშნული სიმღერა დაიწერა სასტუმროში, ტექსტი სასტუმროს ბლანკზე (ის ბლანკი რომ შეენახა სასტუმროს, რელიქვია გახდებოდა). ახალი დისკის ჩასაწერად, მუსიკოსებს უწევდათ საკონცერტო გამოსვლებს შორის გადაფრენა ნიუ-ორკში, წამუშავება და ისევ გადმოფრენა იმ ქალაქში, რომელშიც გამოდიოდნენ. ან იძულებული იყვნენ ექირავათ სტუდია სხვადასხვა ქალაქში.

სწორედ, ნაქირავებ სტუდიაშია ჩაწერილი Whole Lotta Love ვოკალური ნაწილი. თანაც პირველივე ცდაზე. მეტის დრო და საშუალება რობერტ პლანტს არ ჰქონდა.

 

ჯიმი პეიჯიმ, რომელი

ც ცნობილი იყო თავისი კირკიტა და შრომისმოყვარე ხასიათით, სიმღერა მაგრად დატვირთა სხვადასხვა ეფექტებით, გიტარის ტრიუკებით და სხვა.

ოთხი ათეული წელი გავიდა ამ სიმღერის შექმნიდან, თუმცა პოპულარობა ამ შედევრს არ დაუკარგავს.

1995 წლის 12 იანვარს, ლედ ზეპელინი შეიყვანეს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში.

2008 წლის აგვისტოში ჩვენ არ გვემღერებოდა, თავზე რუსული ბომბდამშენები დაგვფრინავდნენ და გვბომბავდნენ, თორემ ვნახავდით, რომ სიმღერით Whole Lotta Love 2008 წლის პეკინის ოლიმპიური თამაშები დაიხურა. უფრო სწორად, ამ სიმღერის თანხლებით (სიმღერის ტექსტი ცოტათი შეცვლილი იყო) გადაეცა ლონდონის მერს ოლიმპიური დროშა ანუ ოლიმპიური ესტაფეტა 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიადის ჩატარებისა.

იმ დროს, პეკინის მთავარ ოლიმპიურ სტადიონზე, შესრიალდა ორსართულიანი ლონდონური ავტობუსი. გაიშალა (გადაიხსნა) ავტობუსი, გაიშალნენ მოცეკვავეები და მუსიკოსები, გაშალეს ქოლგები. ავტობუსიდან ამოვიდა სცენაც. გიტარას უკრავდა ჯიმი პეიჯი. ვოკალი, რობერტ პლანტის მაგივრად შეასრულა ლეონა ლუვისმა (Leona Lewis). იმ დროისათვის, ბრიტანეთში ძალიან პოპულარულმა მომღერალმა ქალმა, პოპულარული ტელეშოუს X-factor გამარჯვებულმა.

სიმღერის დასასრულს, ავტობუსიდან ამოვიდა დევიდ ბექჰემი და ბურთს დაარტყა მაყურებელთა მიმართულებით, ერთ-ერთ ბედნიერ ჩინელს ერგო ის ბურთი (კა

დრში ჩანს).

შექმნიდან 40 წლის მანძილზე სიმღერა Whole Lotta Love შეასრულა უამრავმა მუსიკოსმა და შემსრულებელმა: თინა ტერნერმა, ლონდონის სიმფონიურმა ორკესტრმა, კარლოს სანტანამ, პრინცმა, თორი ამოსმა და მრავალმა, მრავალმა სხვამ.

ეს ყველაფერი ამტკიცებს, რომ სიმღერა Whole Lotta Love უკვდავია და უამრავ და უზომო სიყვარულს გვპირდება მომავალშიც.

https://www.youtube.com/watch?v=wrCTf79Oc78 

https://www.youtube.com/watch?v=5nbxHl_U_uo 

მამული, ენა, სარწმუნოება

gaq