საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ხელოვნება

რინგო – კეთილი ბიჭი ლივერპულიდან
გაიოზ მამალაძე

რინგო სტარი – პატარა ბიჭი ლივერპულიდან

გადმობეჭდილია http://presa.ge/new/?m=art&AID=3015

 გამოქვეყნებული იყო ფსევდონიმით

15:55 04.02.2011


 

რინგო – ეს სახელი მუსიკის ყველა მოყვარულისთვის ძალიან ნაცნობია.

 

რინგო სტარის ნამდვილი სახელი და გვარია რიჩარდ სტარკი. უფრო თუ დავაზუსტებთ, რინგოს პაპა წარმოშობით იყო პარკინი. როცა რინგოს პაპის დედა მეორედ გათხოვდა, დედამაც და რინგოს პაპამაც სტარკის გვარი მიიღეს.

 

რინგომ სცადა დაედგინა თავისი წინაპრების წარმოშობა. აღმოჩნდა, რომ ისინი შოტლანდიიდან არიან ინგლისში გადასახლებულნი.

 

რინგოს დედა, ესლი გლივი, 1936 წელს ცოლად გაჰყვა რიჩარდ სტარკის, რინგოს მამას. ისინი ერთად მუშაობდნენ საცხობში. დასახლდნენ ლივერპულში, დინგლში, რიჩარდის მშობლებთან ერთად. დინგლი ლივერპულის ცენტრში მდებარეობს, თუმცა მაშინ არცთუ კარგი სახელი ჰქონდა ამ უბანს.

ისინი ცხოვრობდნენ პატარა, ორსართულიან, დაბალჭერიან სახლში. მთლად ქოხმახიც არ იყო, სამი პატარა ოთახი პირველ სართულზე ჰქონდათ, სამიც მეორეზე. თვეში იხდიდნენ 14 შილინგს და 10 პენსს.

 

რინგო ყველაზე უფროსი იყო ბითლზებს შორის. ის დაიბადა 1940 წლის 7 ივლისს. როგორც ამბობენ, დაბადებისთანავე თვალები გაახილა და ი

ქაურობას ათვალიერებდაო. 

 

რიჩარდ სტარკიმ შვილსაც რიჩარდი დაარქვა, მაშინ ასეთი ტრადიცია არსებობდა, თურმე. სულ რამდენიმე კვირის იყო მომავალი მუსიკოსი, როდესაც ლივერპულის დაბომბვები დაიწყეს გერმანელებმა.

 

მერე მშობლები დაშორდნენ. რინგო მაშინ სამი წლის გახლდათ.

 

მამა წავიდა. რინგო და დედა ძველ სახლში დარჩნენ, მაგრამ მალე ვეღარ შეძლეს 14 შილინგის გადახდა და სხვა სახლში გადავიდნენ, იქვე ახლოს. ახალი სახლიც ორ სართულიანი იყო, მაგრამ მხოლოდ ორ-ორი ოთახი ჰქონდა თითო სართულზე. თვეში 10 შილინგს იხდიდნენ.

უფროსმა რიჩარდ სტარკიმ მეორე ცოლი ითხოვა.

 

პატარა რიჩის, როგორც მოფერებით უწოდებდნენ, არ უყვარდა წვიმა, წვიმის დროს ვერ თამაშობდა, იჯდა ფანჯარასთან და წუხდა, რომ არ ჰყავდა და-ძმა, რათა ეთამაშა მათთან. 4 წლისა დედამ საკვირაო სკოლაში მიიყვანა, დაწყებით კლასში კი 5 წლის ასაკში მიაბარეს.

 

მამა რიჩის კვირაში 30 შილინგს უგზავნიდა, მაგრამ არ ჰყოფნიდათ და ესლიმ მუშაობა დაიწყო ბარმენად. კვირაში 18 შილინგს იღებდა.

 

6 წლის რინგოს ბრმა ნაწლავი გაუსკდა და პერიტონიტი დაეწყო. ოპერაციის მერე პატარა რიჩი კომაში ჩავარდნილა, რამდენიმე კვირის განმავლობაში ასე იყო, ძლივს გადარჩა. წელიწადზე მეტი იწვა საავადმყოფოში. როცა გამოჯანმრთელდა

, პალატაში მყოფ სხვა ბავშვისთვის უნდოდა ეჩვენებინა სათამაშო, რომელიც დაბადების დღის აღსანიშნავად აჩუქეს და ლოგინიდან გადმოვარდა.

მშობლებს აკრძალული ჰქონდათ შვილების ნახვა საავადმყოფოში. ამას ძალიან განიცდიდნენ დედა და მამა! ასევე პატარა რიჩი.

 

საავადმყოფოში წოლამ რინგოს სწავლაზე ცუდად იმოქმედა. ძალიან ჩამორჩა, საერთოდ ვეღარ მეცადინეობდა. მერე მეგობარმა მერი მაგუაერმა უშველა, დედის დაქალის შვილმა, რომელიც მასზე ოთხი წლით იყო უფროსი.

 

მერი მაგუაერი მერე იხსენებდა: "რიჩი ძალიან კარგი ბავშვი იყო, წყნარი, კეთილი და მხიარული. ვერ იტანდა ხახვს. მას დიდი, ლამაზი, ცისფერი თვალები ჰქონდა ბავშვობაში. არც კი შემიმჩნევია, თუ დიდი ცხვირი ჰქონდა. ეს მერე პრესაში დაიწყეს ამაზე ლაპარაკი, დავაკვირდი და მართლაც დიდი ცხვირი ჰქონია".

 

რიჩის ძალიან უყვარდა ბებიებთან სტუმრობა. მისი დედის დედა – ბებია გლივი, მარტო ცხოვრობდა. რინგომ გაიცნო ბებიის მეგობარი ბატონი ლესტერი, რომელიც ხშირად დადიოდა ბებიამისთან და უკრავდა მისთვის ტუჩის გარმონზე. რინგო იცინოდა, "ვიცი როგორც უკრავთ სიბნელეში ტუჩის გამონზეო".

 

11 წლისა რომ იყო რინგო, დედამისმა მაგუაერების ოჯახში გაიცნო მღებავი ჰარი გრეივზი. ისინი დამეგობრდნენ, ორი წლის მერე კი იქორწინეს. ქორწინების წინ დ

ედამ რინგოს ჰკითხა, როგორ მოქცეულიყო.

 

– "დაქორწინდი დედა, მე ხომ სულ ბავშვი არ ვიქნები, ბებიასავით ხომ არ იცხოვრებ?”– უპასუხა რინგომ.

 

არასოდეს ჰარის და რიჩის ერთმანეთისთვის უხეშად არ მიუმართავთ. ძალიან კარგი ურთიერთობები ჰქონდათ. დედა ბრაზობდა კიდეც, როდესაც რინგო რაიმეს ჩაიდენდა, მამინაცვალი მხოლოდ იღიმებოდა.

 

როცა დედა და ჰარი კამათობდნენ, რინგო მამინაცვალს უჭერდა მხარს. რიჩიმ ჰარისგან ისწავლა როგორ უნდა იყოს ადამიანი კეთილშობილი, რბილი, როგორ უნდა ერიდოს ძალადობას.

 

ცამეტი წლის ასაკში რინგო პლევრიტით დაავადდა და ორი წელი საავადმყოფოში მოუხდა წოლა. მერე კარგა ხანი სახლში უხდებოდა ჯდომა, იმდენად იყო დასუსტებული.

 

განათლება ვერ მიიღო წესიერი, ფიზიკური შრომა მისთვის არ შეიძლებოდა. დედამ მოუძებნა ადვილი სამუშაო, წერილების დამტარებლისა, რკინიგზის სადგურში. კვირაში 50 შილინგს უხდიდნენ. მერე გემზე მუშაობდა. ვერსად ვერ მოეწყო. ვერ ახერხებდა მუშაობას. არავინ სერიოზულად არ უყურებდა, პატარა იყო, სუსტი, უსწავლელი...

 

გავიდა ხანი. ჯორჯ ჰარისონის ინიციატივით რინგო სტარი The Beatles წევრი გახდა. ჯორჯი მისი დასარტყმელ ინსტრუმენტზე დაკვრის ხელოვნების ფანი იყო. მანამდე რინგო სხვადასხვა ჯგუფებში უკრ

ავდა.

 

წარმატებას მიაღწიეს თუ არა ბიჭებმა, ოჯახებს მიხედეს.

 

რინგოს მამა შეეცადა მორიდებოდა შვილს, არ შეეწუხებინა. ის გაურბოდა რეკლამას,  დაინტერესებულ პირებთან უარყოფდა რინგოს მამობას, ჩვენი მსგავსება მხოლოდ სახელის, გვარისა და გარეგნობის დამთხვევააო.

 

დედას რინგომ ლივერპულის ყველაზე ფეშენებლურ რაიონში, ვულტონში უყიდა სახლი 8 000 ფუნტად. მამინაცვალი და დედა მშვიდად ცხოვრობდნენ დიდ სახლში.

 

ჰარის და ესლის არც უნდოდათ გადასვლა ახალ სახლში, მიჩვეულები იყვნენ უბრალოებას და შეიძლება ითქვას, სიღარიბესაც. რინგომ ისინი ყველაფრით უზრუნველყო, მაგრამ მაინც მეორე კლასის ტრანპორტით დადიოდნენ. კარგა ხანს ჰარი მაინც დადიოდა სამსახურში და ღებავდა კედლებსა თუ ფასადებს.

 

მღებავების კორპორაცია ამაყობდა ჰარის თანამშრომლობით და რინგოთი, რა თქმა უნდა.

 

რინგო სთხოვდა მამინაცვალს, თავი დაენებებინა სამუშაოსთვის, მაგრამ ჰარის არ უნდოდა. შეჩვეული იყო შრომას. ერთხელაც რინგოს ახლობელმა ჰარი დაინახა ათი მეტრის სიმაღლის კიბეზე ასულიყო და ღებავდა კედლებს. ეს გაიგო რიჩიმ და აიძულა ჰარი სამსახურიდან წამოსულიყო.

 

შრომისმოყვარე ჰარის არ შეეძლო უსაქმოდ გაჩერება და რიჩის მიერ ნაყიდი დიდი სა

ხლი მთლიანად თვითონ გაარემონტა, თან ბაღს უვლიდა.

 

რინგოს ოჯახისთვის, უდიდესი სიხარული იყო ბითლზების ძველი სიმღერების მოსმენა. თუმცა მეორე პერიოდის, 1966 წლის შემდგომი მუსიკაც მოსწონდათ. ცხოვრობდნენ ტკბილად და ხარობდნენ რინგოთი და მისი ცოლ-შვილით.

მამული, ენა, სარწმუნოება

gaq